ძებნილი მოსკოვის „არარატის“ ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ოგანესიანი საქართველოში იმალება?
რუსეთის მე-2 ლიგის რომელიღაც ზონაში ერთი ერთობ უცნაური „გვარ-სახელის“ მქონე გუნდი ასპარეზობს - მოსკოვის „არარატი“. რა თქმა უნდა, გაიკვირვებთ და იკითხავთ, სად არარატი და სად მოსკოვიო და მართალიც იქნებით.

აი, ამ „არარატის“ ამბებს ისე აშუქებენ იქაური სპორტული საინფორმაციო საშუალებები, ისეთ რეკლამას უკეთებენ, თითქოს ჭ ლიგაში მოასპარეზე ეს გუნდი გრანდი იყოს. დედაქალაქში ცნობილი „ტორპედოს“ (ამჟამად ედუარდ სტრელცოვის არენად იწოდება) 13 200-ადგილიანი სტადიონიც დაუთმეს, ბიუჯეტიც გვარიანი გამოუყვეს და რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მარატ იზმაილოვი და რომან პავლიუჩენკო მიიწვიეს.

მოკლედ, ქაჩავენ, რა. თასის 1/16 ფინალში კალინინგრადის „ბალტიკას“ სძლიეს და მწვრთნელმა ალექსანდრ გრიგორიანმა თქვა, თუ თასი მოვიგეთ, ერევანში წავიღებ, თუმცა არა მგონია იქ ამით ვინმე დაინტერესდესო.

ამას წინათ კლუბის პრეზიდენტმა ვალერი ოგანესიანმა მოულოდნელად დაიჩივლა, ავად ვარო და გადადგა. კიდევ უფრო მოულოდნელი და გასაკვირი ისაა, რომ თანამდებობის დატოვების წინ 20 მილიონი რუბლი (345 ათასი დოლარი) „აუორთქლებია“. ახლა ვალერას გამწარებულები ეძებენ და დახმარებისათვის პოლიციას მიმართეს. კლუბის წარმომადგენელი ამბობს, დასტურ ვფლობთ ინფორმაციას ოგანესიანის საქართველოში გამგზავრების თაობაზეო...

ეს ამბავი Чемпионат.ком-მა გაავრცელა.

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა