საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ტრენჩინის" შემტევი ნახევარმცველი პოლონეთთან მოგებას იმედოვნებს
დღეს, 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გია გეგუჩაძის გუნდი პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება.

- U21. საქართველო VS პოლონეთი - მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა

სლოვაკური "ტრენჩინის" ფეხბურთელი გიორგი ბერიძე საქართველოშია და ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გორში ემზადება. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს გამარჯვებით დაიწყებს...

"პოლონეთი საკმაოდ კარგი გუნდია. თეორიაზე მათი თამაში შევისწავლეთ, მწვრთნელებმა მეტოქის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს და მიახლოებითი სურათი შეგვექმნა.

როგორც ვხვდებით, პოლონელები, ტრადიციებიდან და მათი ნაკრებების თამაშის სტილიდან გამომდინარე, კონტრშეტევაზე ითამაშებენ. ჩვენი უპირატესობა უნდა იყოს ბურთის ფლობა. ვეცდებით, მეტოქე მაღალი პრესინგის ხარჯზე დავამარცხოთ", - ამბობს ბერიძე.

ევროპალიგაზე "ტრენჩინმა" დამაჯერებლად დაამარცხა ქუთაისის "ტორპედო". სლოვაკური გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ქართველი ლეგიონერი იყო. მანამდე ის სლოვაკეთის დასრულებული ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, მაგრამ იქ ახალი სეზონი დაიწყო, უკვე 6 ტური ჩატარდა და ბერიძე მოედანზე მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა.

ტრენჩინის" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ შეველამ კი გააკრიტიკა, "გენტიდან" (გიორგი ბელგიურმა კლუბმა იჯარით გაუშვა) ბევრად უკეთესი ჩამოვიდა, ახლა საკუთარ თავს არ ჰგავსო. ბერიძეს ამაზეც ვკითხეთ:

"ბოლო თამაშებიდან ყველა არ ჩამიტარებია, რადგან ფიზიკურად კარგად არ ვარ, მაგრამ ნელ-ნელა კონდიციებში შევდივარ. დარწმუნებული ვარ, მალე ძველებურად ვითამაშებ და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
გიორგი ბერიძემ ისევ გამოიჩინა თავი
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
სლოვაკეთში "სპარტაკმა" ჭანტურიშვილის გოლით, ბერიძის "ტრენჩინი" დაამარცხა
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
გიორგი ბერიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
გიორგი ბერიძე "ტრენჩინიდან" "გენტში" ბრუნდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
გიორგი ბერიძე: ვიცოდით, რომ "ტორპედოს" 70-ე წუთის შემდეგ თამაში უჭირს
გიორგი ბერიძემ "რუზომბეროკს" დუბლი შეასრულა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგას მიუახლოვდა
გიორგი ბერიძე "გენტმა" ამჯერად უნგრეთის ჩემპიონატში გააიჯარა