მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ დაამტკიცა ახალი წონითი კატეგორიები
ამ უქმეებზე მინსკის სპორტის სასახლეში 47-ედ ჩატარდა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ლეგენდარული ფალავნის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. მასში 12 ქვეყნის გუნდები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ტურნირს უცხოეთიდან ბევრი სახელოვანი ფალავანი დაესწრო, მათ შორის კი ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუაც გახლდათ. საპატიო სტუმართა სიაში ასევე იყვნენ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები: ალექსანდრ კარელინი, ბუვაისა საიტიევი, ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ მამიაშვილი და სხვები.

მინსკში საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა: გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ლიდერები არ დაჯაფა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ისვენებენ და ნელ-ნელა იტვირთებიან უკვე მომავალი სეზონის მთავარი სტარტებისთვის მოსამზადებლად, სანაცვლოდ კი შანსი ახალგაზრდებს მისცა. ძირითადად იმათ, ვინც ამ ეტაპზევე ემზადება ეროვნული ნაკრების კონკურენციაში ჩასაბმელად. თავი არც მათ შეურცხვენიათ, ჩვენებმა 3 მედალი მოიპოვეს: ოქრო და ორი ბრინჯაო.

ჩვენი ფალავნებიდან ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა გივი მაჭარაშვილმა იყოჩაღა, ვინც 97 კილოგრამში პირველობა არავის დაუთმო და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. მან ფინალში რუსი მაგომედხან მაგომედოვი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლებს ასევე ახალგაზრდული ნაკრების წევრი შოთა ფარტენაძე (61) და ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86) დაეუფლნენ. ფარტენაძე ამერიკელთა მომავალ ჩემპიონ მაიკლ კენდრიკთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი ყაზახ კაირატ ამირტაევს 6:5 აჯობა.

ამინაშვილმა მეოთხედფინალში თანაგუნდელ ირაკლი მწითურს 9:0 მოუგო (ამათ მძაფრი შიდა კონკურენცია აქვთ), მაგრამ წააგო ბელორუსთა ქართველ რომან ჩიტაძესთან. ბრინჯაოს მედალი ჩვენებურმა რუს მაკარაშიპ იბრაჰიმოვს აართვა: 4:3. ჩიტაძე ფინალში კი გავიდა, მაგრამ იქ რუს ზაურ მაკიევთან დამარცხდა.

რაკი სიტყვა "მამლუქებზე" ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ 57 კილოგრამში მესამეზე გავიდა ნოდარ არაბიძე რუსეთიდან, ხოლო 97-ში ასევე ბრინჯაო მოიპოვა მურაზ მჭედლიძემ უკრაინიდან.

ჩვენი ნაკრების ლიდერები ჯერ ისვენებენ და ძალებს იკრებენ ახალი სეზონისთვის. შესაძლოა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა (125) ოქტომბრის დასაწყისში (ჩვენები 9-ში მიდიან) სომხურ ვანაძორში იასპარეზოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი: შეხედავენ, რა კონდიციებში იქნება სპორტსმენი.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) ძირითადად საკლუბო ტურნირებისთვის ემზადება, თუმცა მანამდე ეროვნული ნაკრების ეგიდითაც იჭიდავებს, ოღონდ დეტალები აქაც დასაზუსტებელია.

მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა ამ დიდი გამარჯვების შემდეგ საბოლოოდ შეიცვალა წონა - 65-დან 70-ში გადავიდა, რადგან ბევრის დაკლება უწევდა. ჯერჯერობით, ის ინდივიდუალურად ემზადება, რადგან ახალ წონასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება.

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ დაამტკიცა ახალი წონითი კატეგორიები, თუმცა დიდი სიახლე არ შემოუთავაზებია.

მან უცვლელად დატოვა ადრინდელი რვა წონა და დაამატა ორი, ანუ წონითი კატეგორიების რაოდენობა 10-მდე გაზარდა, თუმცა ოლიმპიადის პროგრამაში კვლავ 6 რჩება, ისევ ის ექვსეული, რაც აქამდე იყო: 57, 65, 74, 86, 97 და 125.

შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიური წონები 61 და 70 იყო, რომლებსაც ახლა 79 და 92 დაემატა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უვვ (მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაცია) ისევ გვაოცებს თავისი არაორდინარულობით. ამ ჩამონათვალში კარგი ისაა, რომ დაწესდა 79 კილოგრამი, რითაც 74-სა და 86-ს შორის არსებული უზარმაზარი უფსკრული ამოივსო, მაგრამ რატომ 79 და არა 80, როგორც ეს ბერძნულ-რომაულშია?

ნუთუ იმისთვის, რომ ქომაგებიც, მედიაც და ზოგადად - საზოგადოება კიდევ უფრო დაგვაბნიონ ამ ორმაგი წონებით?

ძველი სიის დატოვება ძალიან ცუდია ხინჩეგაშვილისთვის, რომელსაც ოლიმპიადაზე ისევ მოუწევს 57-ში დაკლება, თუმცა წლების მატებასთან ერთად ეს სულ უფრო გაუძნელდება. ან, პირიქით: უნდა მოიმატოს 65-მდე.

ეს არც იაკობიშვილისთვისაა კარგი, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ წონები შეიცვლებოდა და 70 გახდებოდა ოლიმპიური წონა, ახლა კი ხინჩეგაშვილის დღეშია: ტოკიოს თამაშებამდე დარჩენილ ამ სამ სეზონს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე 70-ში იჭიდავებს, მაგრამ საოლიმპიადოდ ან ისევ 65-მდე მოუწევს დაკლება, ან - 74-მდე უნდა მოიმატოს.

საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც ევროპის პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება, 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე იგეგმება, ყველაფერი კი ჩვენი ფალავნების უცხოურ საკლუბო ლიგებში მონაწილეობის გრაფიკზეა დამოკიდებული. არადა, ჩვენებურებზე მოთხოვნა დიდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
დაძაბული ყრილობა მშვიდი ფინალით - როგორ აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა
თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
გამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
გივი მაჭარაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს
5:0. მაჭარაშვილმა მაგომედოვს მოუგო და ოლიმპიადის ფინალში გავიდა
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადის ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დაეუფლა
ვლადიმერ გამყრელიძემ სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ტიტული შეინარჩუნა
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
მაჭარაშვილი ფინალში გავიდა - კიდევ ოთხ ქართველს ბრინჯაოს შანსი აქვს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს
რომან რურუა: ამ დღეში ვიქნებით მომავალ ოლიმპიადაზეც და იმის შემდეგაც!
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს
U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი - ჩემპიონი ზედიზედ მეორედ! [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს
რომან რურუა: სტეფანეკი ბოლქვაძეზე ძლიერი არაა, უბრალოდ, სუსტი წერტილი უპოვა და მოუგო
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ლომთაძე მესამე ადგილისთის იბრძოლებს [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა
გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]
"იმედია, პროცესი ისე წარიმართება, ხელს არავინ შეგვიშლის" - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეკრება დაიწყეს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]