უჩა სოსიაშვილი არ ადასტურებს ხმებს, თითქოს, "სამტრედიაში" მუშაობა შესთავაზეს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა: ამის შესახებ მცირე ხნის წინ ოფიციალური განცხადება "სამტრედიის" პრესსამსახურმა გაავრცელა.

"2017 წლის ეროვნული ლიგის მე-3 წრის დასრულებასთან ერთად, გიორგი ცეცაძე "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. 2015 წლიდან დღემდე, მე-2 საპრიზო ადგილი, შემდეგ საქართველოს ჩემპიონობა, სუპერთასი და წარმატებული ასპარეზობა ეროვნული ლიგის 3 წრის განმავლობაში - ასეთია გიორგი ცეცაძის კარიერა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიაში".

საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა გიორგი ცეცაძემ "სამტრედიას" 88 ოფიციალურ მატჩში უხელმძღვანელა, აქედან 53 გამარჯვებით, ხოლო 15 ფრედ დაასრულა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მთავარი მწვრთნელი კლუბს ოფიციალურად დღეს დატოვებს. "სამტრედიის" საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია მას მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის და უსურვებს წარმატებასა და კარიერულ წინსვლას", - წერია განცხადებაში.

ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ეროვნული ლიგის XXVII ტურში "სამტრედია" გორში, "დილასთან" 1:2 დამარცხდა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

საერთოდ, "სამტრედიას" თავისი არსებობის ისტორიაში სულ 2 ტიტული აქვს მოპოვებული: 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2017 წელს - ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული და ეს ორივე ჯილდო ცეცაძის ხელმძღვანელობით მოიპოვა. ამას გარდა, გუნდი ორჯერ იყო ვიცე-ჩემპიონი და ერთი მათგანიც ახალგაზრდა სპეციალისტის პერიოდში მოხდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცეცაძემ "სამტრედიაში" ახალი ეპოქა შექმნა.

შევიტყვეთ, რომ ცეცაძესთან ერთად, გუნდი მისმა ასისტენტებმა, ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ და მამუკა აბუსერიძემაც დატოვეს.

"გია ცეცაძე - დიდი მადლობა ყველაფრისთვის! ჩვენ ერთად დავწერეთ "სამტრედიის" ისტორია. ერთად გავხდით ჩემპიონი და ერთად მოვიგეთ სუპერთასი! ჩვენ ერთად გამოვცადეთ დიდი სიხარული, რასაც ეს ქალაქი არასოდეს დაგივიწყებს! თემურ ლორთქიფანიძე - ასევე მადლობა, რადგან დიდი როლი ითამაშე ჩვენს წარმატებაში!" - ვკითხულობთ სამტრედიელი ფანების განცხადებაში.

თავად ცეცაძე კომენტარს არ აკეთებს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ზაფხულში იყო ინფორმაცია, რომ ცეცაძეს ბათუმის "დინამოში" იწვევდნენ, მაგრამ "სამტრედია" შუა გზაზე არ მიატოვა. ახლა კი თავისუფალია და იმედია, რომელიმე ამბიციურ გუნდს ჩაიბარებს. საწყენია, რომ ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები დაკომპლექტებულია, თორემ ურიგო კანდიდატი ამ როლშიც არ იქნებოდა.

რაც შეეხება "სამტრედიის" ახალ მწვრთნელს, მის ვინაობას კლუბი ხვალ გაამხელს. უჩა სოსიაშვილი არ ადასტურებს ხმებს, თითქოს, "სამტრედიაში" მუშაობა შესთავაზეს.

"მე ოფიციალურად არავინ დამკავშირებია, არც შემოთავაზება ყოფილა და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამ ხმებს რაიმე საფუძველი აქვს", - ამბობს სოსიაშვილი, რომელიც ახლა ლიგა 3-ის ბინადარ ზესტაფონის "მარგვეთს" ავარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო
გუადუა საღოლ ძმაოო ჩემი სთქმელიც თქვი თუმცა ეჭვი მაქვს რომ დინამოსთან თამაშის შემდეგ ძირიტად შემადგენლობას უკვე ის აღარ წყვიტავდა. გუნდიც დაიღუპა და ის ფეხბურტელებიც ვისაც თმასი არ მისცეს დინამოს შემდეგ არადა სამტრედიის ბოლო 3 წლის წარმატებებში ცეცაძესთან ერთად ამ ბიჭების დამსახურებაცაა, მერე ვიღავ დააყვედრებს სამტრედიაში შანსი მისცესო ვინმეს
Guadua
ფეხბურთელის მკვლელი ჩემპიონატი. მწვრთნელების უვიცობის დასამტკიცემებლი და განმამტკიცებელი ჩემპიონატი. მწვრთნელების გაწამების ჩემპიონატი. მენეჯმენტის სრული იდიოტიზმის ზეიმის ჩემპიონატი. კერძო კლუბებივით დაპატრონებული კერძო მმართველები არაკერძო კლუბებში. კერძო კლუბები სადაც კლუბის მეპატრონე 2-ჯერ ნაკლებს ხარჯავს ვიდრე სახელმწიფო ხარჯავს მის კლუბზე. პლასტიკის მოედნიანი ჩემპიონატი. ჩემპიონატი სადაც არაა მინიმალური ხელფასები დაწესებული: მესამე ლიგაში 1000 ლარი, მეორე ლიგაში 2000 ლარი და 1-ლ ლიგაში 3500 ლარი. ჩემპიონატი სადაც კლუბებზე მამასისხლად გადაკიდებული მსაჯები კლავენ არა მარტო კლუბს არამედ მთელს ჩემპიონატს. როდემდის? ცეცაძე იმსხვერპლა სამტრედიის კლუბის დეკვალიფიცირებულმა მენეჯმენტმა, მაგრამ პირველ რიგში იმსხვერპლა მისმა სიჯიუტემ და მოუქნელობამ ძირითასდში და მინდორზე გასაყვანი ფეხბურთელების საკითხში. 88 მატჩიდან ყოველ მეოთხე წააგო,ამ წაგებულების 70% მისი შეცოდმა იყო ხოლო 30% საფეხბურთო იღბალი. ცუდი საკადრო უნარები,მის მიერ ამ წელს მოყვანილი 10 ფეხბურთელიდან ივარგა მხოლოდ სამმა (სამუშია.გი,კასრაძე) მისი გაშვება დანაშაულია კლუბის და სამტრედიელთა წინაშე. ამ ეტაპზე რომ ამ ფორმაციის ფეხბურთელების კლუბს ადვილად მოერგოს,ასეთი მწვრთნელი მხოლოდ ერთია საქართველოში,მაგრამ ის აქ არ მოვა,სოსიაშვილი კი სამწუხაროდ ვერ გააწვდება ამოცანას ამ ეტაპზე რომ ჩემპიონი ან ვიცე ჩემპიონი გახდეს. არის მოსაზრება ასეთიც რომ ინტერესთა ჯგუფი სამტრედიას მეოთხე ადგილისაკენ ექაჩება,და თუკი ეს ასეა მაშინ მესამე წრეში სამტრედიამ მინიმუმ 10 ქულა უნდა დაკარგოს და ეს იქნება ძირითადში ფრეების ხარჯზე, რომ სახე შეინარჩუნონ არამზადებმა, ერთი იმედი რჩება რომ ფეხბურთელები არ იკადრებენ ამას და არ დამორჩილდებიან.
ქართველი
ეპოქა? - ერა აჯობებდა ერა... (((
ქუთაისელი
ჩვენ გვაქვს ჩემპიონატი, რომელიც კლავს მწვრთნელებს, კლავს ტალანტებს. ჩვენი ფეხბურთის ჩემპიონატი არის მოსარულე სულების სასაფლაო! რას ველოდებით, არ ვიცი. ჩვენს ტვინში გვაქვს ოპერაციული სისტემა გადასაყენებელი, ვინდოუსის პირველ ვერსიაზე ვართ გაჩერებული.
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
დავით ჯიქია: ძალიან საინტერესო ჩემპიონატს ველი
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ბაჩანა არაბული: ...ამიტომაც გავაკეთე ასეთი არჩევანი
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
გია ცეცაძე: კახა კალაძე "სამტრედიაში" გადაცმული თამაშობს, სხვისი გვარით...
ნუკრი რევიშვილი: იმდენი ვიხტუნავე, გვერდები დღემდე მტკივა...
"ლოკომოტივის" მეკარეების მწვრთნელად მამუკა აბუსერიძე დანიშნეს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ცხინვალი-დინამო (ბთ) 0:1 - დამსახურებული ლიდერი! [VIDEO]
"არასწორი ვარჯიშებით ფეხბურთელების ჯანმრთელობას ვანგრევთ"
ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: ბერძნებს ჩემი ტრანსფერის ჩაშლა "კრილიაშიც" სურდათ
ყველაფრის თავიდათავი არის მინისტრი... კახა ცხადაძის პრესკონფერენცია
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
გიორგი გაბედავა: დროა, საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
''ჩვენი ფეხბურთი უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა"
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს