საქართველოს ორკაციანი გუნდი დიდი წარმატებით გამოვიდა ზაგრებში გამართულ ძიუდოისტთა გრან პრიზე
საქართველოს ორკაციანი გუნდი დიდი წარმატებით გამოვიდა ზაგრებში გუშინ, 1-ელ ოქტომბერს დასრულებულ ძიუდოისტთა გრან პრიზე, სადაც ორივემ მედალი მოიპოვა: ამირან პაპინაშვილი (60) ჩემპიონი გახდა, ვალერი ლიპარტელიანი (100) კი მესამეზე გავიდა.

პაპინაშვილი ხორვატიაში საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა - ჭიდაობის ხარისხიც მაღალი ჰქონდა და ძალიან თავდაჯერებულიც იყო, კარგი ხასიათი გამოავლინა. ძალიან კარგი იქნებოდა, ასეთ ხასიათს სეზონის მთავარ შეჯიბრებებზეც რომ ავლენდეს, მაგრამ იქ ზედმეტად ღელავს, რადგან სასწორზეც გაცილებით წონადი ლოტი დევს, საერთაშორისო ტურნირებზე კი, თუნდაც ასეთ მაღალ რანგისებზეც, ფსიქოლოგიური დატვირთვა მოხსნილი აქვს.

ზაგრებში ის პარასკევს, შეჯიბრების პირველ დღეს გავიდა ასპარეზზე, თუმცა გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაება, რადგან, როგორც რეიტინგის ლიდერი, პირველ ეტაპზე ისვენებდა. მოვლენებს დავასწრებთ და ვიტყვით, რომ დასკვნითი ნაწილი მან ქართველებთან ჩაატარა და ზედიზედ მოუგო ევროპის ფინალისტსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს. თან, ამათ ზედ იაპონელიც დააყოლა.

ჩვენებურმა თავისი პირველი შეხვედრა ხორვატიაში სწორედ იაპონელთან ჩაატარა. დაი აოკი ახალბედა კია, მაგრამ მთლად ახალგაზრდაც არაა - 22 წლისაა, თუმცა მის აქტივში ჯერ მხოლოდ ბუდაპეშტის შარშანდელი გრან პრის მოგებაა. ამის მიუხედავად, აქსიომაა, რომ იაპონელი მუდამ საფრთხილოა, ოღონდ პაპინაშვილმა დამაჯერებლად აოტა: ის მთელი შეხვედრა აქტიურობდა, მაგრამ წარმატებას ბოლოსკენ მიაღწია. ჯერ ეს კონტრშეტევაზე გააკეთა, როცა აოკიმ გადაავლო და ქამრიდან აიტაცა, მაგრამ პაპინაშვილმა ილეთი გაუგრძელა და ვაზარიზე გადააგდო, ცოტა ხანში კი ბრუნით ჰაერში აიტაცა და ისე დაახეთქა პირდაპირ ბეჭებით. ამით ქართველმა რევანშიც აუღო ორი წლის წინ კანოს ტურნირზე მარცხისთვის და ურთიერთშეხვედრათა ანგარიშიც გაუთანაბრა.

ჩვენებურმა მეორე შეხვედრაც დიდი შემართებით ჩაატარა, როგორც მთელი ტურნირი და ამჯერად აზერბაიჯანელ მემან სადიგოვს გამოუყვანა წირვა ზუსტად იმავე ანგარიშით, ოღონდ მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა. საერთო ის იყო, რომ პაპინაშვილი ამჯერადაც საგრძნობ ინიციატივას ფლობდა და შეხვედრის შუაში მოგვერდით ვაზარიც აართვა. თან იქვე სადიგოვი მოუხსნეს კიდეც.

პაპინაშვილს ამის შემდეგ დაეწყო "ქართველების ერა". ჯერ იყო და, ნახევარფინალში დადგა მის წინ ყოფილი თანამოქალაქე, ამჯერად კი თურქეთის სახელით მოჭიდავე ევროპის ფინალისტი ბეკირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი).

ეს შეხვედრაც ადრინდელების ანალოგიურად წარიმართა: ოზლუ გვარიანად უტევდა, ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, რასაც მხოლოდ რიგ ეპიზოდებში ახერხებდა, რადგან პაპინაშვილი კარგად ანეიტრალებდა მის მძლავრ დაწოლას, ბოლოს კი ჩვენებურმა ისევ უფრო დახვეწილი შესრულების თუ კლასის ხარჯზე მოუგო: ბოლო წამებზე ოზლუმ გარეფეხიდან ჩახვევით სცადა გადაგდება, მაგრამ პაპინაშვილი ყოჩაღად დაუდგა, ჩააბრუნა და ფინალში გამსვლელი ვაზარი დაიმსახურა.

ფინალში მისი მეტოქე კიდევ ერთი ქართველი, ამჯერად რუსთა მოქმედი ევროპის ჩემპიონი რობერტ მშვიდობაძე იყო - გორში დაბადებულ-გაზრდილი, რომელიც თავისუფალ დროს ახლაც შიდა ქართლში ატარებს. სხვათა შორის, პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ მან მადლობა გორელ მწვრთნელებსაც გადაუხადა.

პაპინაშვილი მას აქამდე იშვიათად შეხვედრია, რადგან საქართველოს ნაკრებში არ მოუწიათ ერთმანეთის კონკურენტობა, რუსეთში გადასვლის შემდეგ კი მშვიდობაძე ვერ ხვდებოდა ლიდერებში და იშვიათად უწევდა ეროვნულ ნაკრებში გამოსვლა. ეს მათი მესამე შეხვედრა იყო, რომელიც მესამედაც პაპინაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ჩვენებურმა დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე გამოჭედა მოგება: როცა ბრუნზე ვერ დაატრიალა მეტოქე, ისევ წინ ჩაიგდო და შიდა ფეხის გამოკვრით ვაზარიზე დააგდო.

ამ გამარჯვებით პაპინაშვილი კიდევ უფრო დაწინაურდა რეიტინგში და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯით დაუახლოვდა მიზანს: წლის ბოლომდე შეინარჩუნოს პირველობა მსოფლიოს რეიტინგში. ეს მიზანი უკვე მართლაც ძალიან ახლოსაა.

გამარჯვების შემთხვევაში 100 კილოს რეიტინგში დაწინაურება ლიპარტელიანსაც შეეძლო, თუმცა ეს მხოლოდ მის მიღწევაზეც არ იყო დამოკიდებული. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ჩვენებურს ამ მიზნის მიღწევაში ხელს პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა შეუშლიდა - ფიზიკურად ძალიან ძლიერი, კარგი და საკმაოდ ტექნიკური მოჭიდავე, ვისთანაც წააგო ჩვენებურმა ერთადერთი შეხვედრა ხორვატულ ტატამზე.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ჩვენს ლიდერს ერთ მომენტში, თითქოს, ყურადღება გაეფანტა, რითაც ისარგებლა ფონსეკამ. თუმცა ეს მეორე შეხვედრაში იყო, მანამ კი ჩვენებურმა დიდებულად იჭიდავა იაპონელ დაიკი ნიშიამასთან, შემტევი სტილით სიქა გააცალა მას და დამსახურებულად მოუგო.

სხვათა შორის, დენისოვის მსგავსად, ამით მასაც ახსნა "ჯადო" - ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ პირველად მოუგო.

სანუგეშო წრეში ლიპარტელიანმა ასევე დამაჯერებლად აჯობა, ცოტა არ იყოს და, უხერხული სტილით მოჭიდავე ლატვიელ იევგენის ბოროდავკოს, ხოლო ბრინჯაოსთვის პაექრობაში აზერბაიჯანელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ელხან მამადოვი გაფრთხილებებით მოუხსნეს, როცა ის ჭიდაობის ნაცვლად ჯიქურ აწვებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
მამლუქები და ნატურალიზებულები - ქართველები, ვინც ოლიმპიადაზე დაგვიპირისპირდება
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ცივი და თბილი ვარშავა - რეპორტაჟი ევროპის ჩემპიონატიდან
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
ზაგრების გრან პრი: ამირან პაპინაშვილი 1/2-ფინალშია!
ქართული ფინალი ზაგრებში: პაპინაშვილი და მშვიდობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
მამლუქები - ქართველები, რომლებიც მსოფლიოზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ამირან პაპინაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი