დაიწყო გერმანული ბუნდესლიგის ფინალური ეტაპი ძიუდოში, რომელიც უქართველებოდ არც წლეულს ტარდება
დაიწყო გერმანული ბუნდესლიგის ფინალური ეტაპი ძიუდოში, რომელიც უქართველებოდ არც წლეულს ტარდება, იმის მიუხედავად, რომ საკლუბო ძიუდოში უკვე ჩვენც დიდი ამბიცია გაგვაჩნია და თითქმის ყველა ქართველი ძიუდოისტი ადგილობრივ კლუბებშია დასაქმებული.

გერმანიაში ყველაზე "ქართული" კლუბი ამჯერად "ეტლინგენია", სადაც სამი ქართველი ჭიდაობს: გიორგი ბროლაშვილი (60), თამაზ კირაკოზაშვილი (81) და დავით ლორიაშვილი (+100), თუმცა ბუნდესლიგაზე საუბარს მაინც ევროპული ძიუდოს ფლაგმან "აბენსბერგით" დავიწყებთ, რომელსაც ტახტი ისევ ქართულმა კლუბებმა შეურყიეს. იქ წლეულს ორი ქართველი გამოდის: ევროპის ბრინჯაოსმედალოსნები, ზებედა რეხვიაშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი (90).

"აბენსბერგმა" ამ დღეებში სტუმრად ჩაატარა შეხვედრა "ასაჰი სპრემბერგთან" და ურთიერთშეხვედრებით 11:3 მოიგო. ჩვენთვის რაც ყველაზე საყურადღებოა, ორივე ჩვენებურმა მოიგო - მათ ჯამში, სამ შეხვედრაში იმარჯვეს. თანაც, მხოლოდ იპონებით. იქაური წესებით, ყველა წონაში ორ-ორჯერ იმართება პაექრობები. მწვრთნელებმა რეხვიაშვილი მხოლოდ პირველ ორთაბრძოლაში დააყენეს, ღვინიაშვილს კი ორივეჯერ ანდეს კლუბის ღირსების დაცვა.

რეხვიაშვილი გერმანელ იოჰანეს კარშს დაეჭიდა და წმინდად მოუგო, ღვინიაშვილს კი მეტოქედ პატრიკ ციჩომსკი დაუყენეს. თუმცა ამით ანგარიში არ შეცვლილა და ისევ ქართველმა იმარჯვა იპონით.

მეორე შეხვედრაში 81 კილოგრამში ორივე კლუბმა შეცვალა მონაწილე, აბენსბერგელებმა კი სვენ მარეში დააყენეს, ვინც ასევე წმინდად იმარჯვა. 90-ში ყველაფერი უცვლელი დარჩა - მონაწილენიც და ანგარიშიც: ღვინიაშვილმა ისევ იპონით მოუგო ციჩომსკის.

სულ მალე, 7 ოქტომბერს "აბენსბერგი" სახლში მიიღებს "ასაჰი სპრემბერგს" და კვლავაც ფავორიტი იქნება. ცხადია, "აბენსბერგი" ლიდერობს თავის სამხრეთულ ჯგუფს (არის ჩრდილოეთის ჯგუფიც) - მის ანგარიშზე 9 ქულაა.

რაც შეეხება "ეტლინგენს", მან შინ მიიღო "ჰამბურგერი", თუმცა ქართველებმა წაგებისგან ვერ იხსნეს: 5:9 დამარცხდნენ.

კირაკოზაშვილმა ორივე შეხვედრა მოიგო: ანტონი ზინგთან ჯერ გაფრთხილებით იმარჯვა, მერე კი იპონით მოუგო. ბროლაშვილი მხოლოდ მეორე შეხვედრაში დააყენეს და საქართველოდან წასულ ოთარ ბესტაევთან დამარცხდა. წააგო ლორიაშვილმაც, ვინც ამჯერად მძიმე წონაში მოგვევლინა. ის მხოლოდ პირველ ბრძოლაზე დააყენეს რობინ ვენდტთან. განმეორებით შეხვედრას "ეტლინგენიც" 7 ოქტომბერს იჭიდავებს და საპასუხო ვიზიტით ეწვევა ჰამბურგელებს.

ამავე დღეს მეორე ბუნდესლიგაში "ტსვ ბაიერნიც" იჭიდავებს, რომელსაც შარშან შემადგენლობაში ბაჩუკი ჭიკაიძე (73) ჰყავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
სამბო. მინსკის ტურნირი: ქართული ფინალები, 2 ოქრო და 4-4 ვერცხლ-ბრინჯაო
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
დღეს ქართველი ძიუდოისტები სამსუნის "დიდ პრიზზე" გამოვლენ
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა
სამსუნის გრან-პრის პირველ დღეს ბრინჯაო ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
ჩიდრაშვილმა ოქრო მოიპოვა, ლორიაშვილმა - ბრინჯაო
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]
ალმათის გრან პრი: რა გაირკვევა ყაზახეთში?
ძიუდო. ბუნდესლიგა: რეხვიაშვილი ზევითაც იგებს
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
ძიუდოისტთა ნაკრები: ავსტრიული გამოცდა სათადარიგოებისთვის
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ხარლამპიევის მემორიალი: ქალების ნავაჟკაცარი ვაჟების სკანდალით
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში