"ბათუმი" იტალიიდან 2 ქულით ბრუნდება
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა "ბათუმმა", ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის“ სადებიუტო მატჩში, იტალიაში "როვიგოს" 4 ლელო დაუდო, მხოლოდ 4 ქულის სხვაობით ჩამორჩა (27:31) და შინ 2 ქულით ბრუნდება.

ტურნირის დებიუტანტისთვის გამოცდილ მეტოქესთან ეს სავსებით მისაღები შედეგია, თუმცა პირველი ტაიმიდან გამომდინარე, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. ზღვისპირელებმა შესვენებამდე 3 ლელო გაიტანეს და 22:10 დაწინაურდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ შეცდომები დაუშვეს და 20 წუთში 3 გარდასახული ლელო მიიღეს.

ანგარიში "ბათუმმა" გახსნა. შერკინებაში მეტოქის დაჯაბნის შემდეგ მასპინძელთა ნახევარზე გადავედით, "როვიგო" რაქში დაჯარიმდა და ბახვა კობახიძემ კარის წინ 40 მეტრიდან გაიტანა. იტალიელებმა პასუხის გაცემა სცადეს, მით უმეტეს, რომ ხვიჩა ბუჯიაშვილის სინბინის შემდეგ მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით, მაგრამ თავი დავიცავით და მალე 14-მა ლელო იქით გავიტანეთ.

ხანგრძლივი შეტევისას ფაზები კარგად აეწყო, მორკინალებმა მეტოქე დაამუშავეს და ბურთი ხაზზე რომ გაიშალა იერიში მეტოქის წითელ ზოლში შეჩერდა, სადაც ბექა მამრიკიშვილმა იყოჩაღა და ბურთი მეტოქის ლელოში შეიტანა. სამწუხაროდ, საშუალო სირთულის გარდასახვა არაზუსტი იყო. როგორც ჩანს, მასპინძლები ასეთ დასაწყისს არ ელოდნენ და მალე გიორგი თხილაიშვილმა "როვიგო" მეორედ დაალელოვა, ხოლო კობახიძემ გარდასახა და "ბათუმი" 15:0 დაწინაურდა.

შესვენებამდე გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს. "როვიგომ" ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა, მერე ჯარიმაც გაიტანა და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა, თუმცა ტაიმის ბოლოს "ბათუმის" კარგი იერიში ლაშა ხმალაძის ლელოთი დასრულდა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 22:10 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში იტალიელები 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ ამან "ბათუმს" დათვური სამსახური ვერ გაუწია. გუნდი მოეშვა და 3 ლელო გაუშვა: 2-ჯერ მასპინძლებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს, მერე ბურთი მოკლე ფრთაზე გაიტანეს და სწრაფი გარემარბი ვერავინ შეაჩერა, ხოლო ერთხელ ხაზი მოედნის ცენტრში გაიჭრა - 22:31.

"ბათუმმა" კარგი შეტევით უპასუხა, იტალიელთა დაცვის ხაზი ორჯერ გაიჭრა, ფეხით გადაკიდებულს ორი შემტევი მიყვა და მცველმა წნეხის ქვეშ ბურთი საკუთარ ლელოში დაამიწა. 5-მეტრიან წყვეტილთან დანიშნულ შერკინებაში ბათუმელებმა იმძლავრეს, ბუჯიაშვილმა ბურთი აიტაცა და მცველთან ჭიდილში ლელოში დაამიწა. სამწუხაროდ გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ 10-12 წუთში გამარჯვების ლელოს გატანა ვერ მოხარხდა და გამარჯვება "როვიგოს" დარჩა - 31:27.

ნამატჩევს "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი იმედგაცრუებული იყო:

"ყველანი დათრგუნულები ვართ. თამაშიდან გამომდინარე, მოგება შეგვეძლო და სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. მატჩამდე "როვიგოს" ყველა ფავორიტად მიიჩნევდა, თუმცა პირველ ტაიმში ინიციატივას დავეუფლეთ, ყველაფერი გამოგვდიოდა და შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავედით.

მეორე ტაიმის დასაწყისში ასეთი თამაშების გამოცდილება დაგვაკლდა. ჩვენს გუნდში არიან გამოცდილი ბიჭები, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთ დონეზე პირველად გავიდნენ. თავი იჩინა მოკლე სკამის პრობლემამ და დაღლილობამ. დავთმეთ ბურთი, იტალიელებმა ტემპს მოუმატეს და მათ ვეღარ ავყევით.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ თამაშის შემოტრიალება შეგვეძლო. იყო მომენტები, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ასეთ თამაშში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შეცვლებს, თუმცა ჩვენ 8-იდან მხოლოდ 5 შეცვლა გამოვიყენეთ. ძლიერ დაგვაკლდა ტარიელ დონაძე, რომელმაც ტრავმა ვერ მოიშუშა.

საბედნიეროდ, ამ თამაშის შემდეგ ყველა ჯანმრთელადაა და ‘ჰაიდელბერგთან’ მატჩისთვის დონაძეც დაგვემატება. ბათუმში ხვალ საღამოს ვბრუნდებით და ორშაბათიდან დავიწყებთ მზადებას. შევისწავლით მეტოქის თამაშს, ვეცდებით ჩვენი შეცდომების აღმოფხვრას და გერმანელებთან მაქსიმალური შედეგის მიღებას“.

ერთ კვირაში "ბათუმი" "კონტინენტის ფარზე“ პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს და ბათუმში გერმანულ "ჰაიდელბერგს" დაუხვდება, რომელმაც იტალიური "კალვიზანო" 23:19 დაამარცხა. მატჩი 21 ოქტომბერს, 15 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პლეი ოფში გადის თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და "ბათუმი" პირველი ტურის შემდეგ ბ ჯგუფში მეორე ადგილზეა (2 ქულა), ‘ლისაბონის უნივერსიტეტს’ (პორტუგალია) 4 ქულა აქვს, ხოლო იტალიურ კლუბებს - "პადოვასა" და "კალვიზანოს" თითო-თითო.

ა ჯგუფს 5 ქულით "როვიგო" ლიდერობს, რუმინულ "ტიმიშოარა-სარასენსს" და "‘ჰაიდელბერგს" 4-4 ქულა აქვთ. ხოლო "ვიადანა" 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

გუნდები პირველი-მეორე ადგილისთვის თანაჯგუფელებს ეჯიბრებიან, თუმცა ერთმანეთს არ ეთამაშებიან და საპირისპირო ჯგუფის ოთხეულს თითო-თითოჯერ ხვდებიან (ორს შინ და ორსაც გარეთ).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

jumber
დათვური სამსახური ვერ გაუწია კი არა სწორედ გაუწია.
სოსო
მომდევნო თამაშებში ბათუმის მოკლე სკამს ყველა გამოიყენებს,ითამაშებენ თავიდანვე მაღალ ტემპში და ბათუმი ვერ გაუძლებს ტემპს.სასწრაფოდ უნდა შეივსოს გუნდი,თუნდაც დიდი 10- ანის სხვა გუნდებიდან,ეს ხომ ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება ნებისმიერი მორაგბისათვის.
ნოდო
ვინც სისტემ მოიფიქრა კაიFში იყო? :D
ლაშა
ყოჩაღ ბიჭებს!!!
givi
ყოჩაღ ბათუმი, მივიღებთ შესაბამის გამოცდილებას და ცოდნას საკლუბო დონეზეც და აქაც წინ წავალთ, ფორმატი არის ძალიან უცნაური უნდა მოუგო სხვას რომ აჯობო უშუალო კონკურენტს თან მას არ ხვდები :)
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
"ბათუმის" მეტოქე "კონტინენტის ფარზე": რას წარმოადგენს "ვიადანა"
"ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓙᓐᓕᓙᓐᓡᓘᓔᓚᓔᓑᓘᓡ" ᓦᓘᓐ ᓕᓐᓠᓯᓘᓨᓘ - ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓔᓑᓡ ᓞᓚᓣᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓡᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐᓗ [PHOTO]
"როვიგო" - ვინ არის "ბათუმის" მეტოქე ევროტურნირებზე
როვიგო - ბათუმი [LIVE]
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
"ჩელენჯ ქაფის" შესარჩევი: "ბათუმი" იტალიაში გაემგზავრა
"ბათუმი“ "როვიგოსთან“ 27:31-ზე დამარცხდა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში