მსოფლიოს ჩემპიონატის განვლილი შესარჩევი ციკლის შეფასება საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ვეტერან ფეხბურთელ ლადო ბურდულს ვთხოვეთ
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ახლა წიწილების დათვლის დროა, თუმცა დასათვლელი ბევრი არც არაფერია.

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მოგების გარეშე დაასრულა, რასაც სტარტის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. განვლილი ციკლის შეფასება საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს, ვეტერან ფეხბურთელ ლადო ბურდულს ვთხოვეთ...

პოზიტივი და ნეგატივი

- დავიწყოთ იქიდან, რომ შედეგი მიუღებელია და, შესაბამისად, მხოლოდ ამაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესარჩევი ციკლი სუსტად ჩავატარეთ. და მაინც, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს.

უარყოფითთან ერთად, იყო დადებითი მომენტებიც. დადებითით დავიწყებ. რამდენიმე თამაშში, მხოლოდ ფრაგმენტულად, ჩვენ ვნახეთ ისეთი საქართველოს ნაკრები, რომელიც მომავალში გვინდა, რომ ვნახოთ. დადებითი მომენტია ისიც, რომ შესარჩევმა ციკლმა გამოაჩინა რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი. მაგალითად, ძალიან მომწონს ვაკო გვილიას თამაში...

უარყოფითი არის შედეგი და ამით ყველაფერია ნათქვამი. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ შედეგი ფეხბურთში არის ყველაზე მთავარი და როცა არ არის ეს შედეგი, სხვა ყველაფერი უკანა პლანზე გადადის...

აბა, ვკითხოთ გულშემატკივარს, არ ურჩევნიათ - საშინლად ვითამაშოთ ყველა შეხვედრაში და თუნდაც მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოვიგოთ?! ნაკრებსა და კლუბში მთავარი შედეგია.

თბილისის აკადემიაში, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა, ბავშვები გვყავს. ისინი სწავლობენ სწორ ფეხბურთს და ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ შედეგზე არ იფიქრონ, რომ არ დაარტყან ბურთი წინ უმისამართოდ და თუნდაც გოლი გაუშვან. ჩვენ მიზნად გვაქვს, ასე მივიყვანოთ ისინი ასაკობრივ ნაკრებამდე. კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ - ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს!

მთავარი ნაკლი

- მთავარ ნაკლად დავასახელებდი იმას, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 პროცენტით რეალიზებას. უნდა განვმარტო: არ ვგულისხმობ იმას, რომ ისინი თავს ზოგავენ და ბოლომდე არ იხარჯებიან. ამას გამოვრიცხავ!

ვგულისხმობ იმას, რომ როცა დღეს სამ აჩქარებას აკეთებ, ვთქვათ - 100 მეტრზე, ხვალ მეტი უნდა მოსთხოვო საკუთარ თავს და 8-10 აჩქარება გააკეთო. მერე - ჩვენ ხომ ფეხბურთელები ვართ და არა - მორბენლები? სირბილი ერთია და მეორე ის, რომ რაღაც უნდა მოიგონო, კაცი მოატყუო, არაორდინარული პასი მისცე...

ბევრი დიდი მწვრთნელისგან მსმენია და რაც ასაკში შევდივარ, მეც ვრწმუნდები, რომ თუ არ შეუძლია ფეხბურთელს კარგად თამაში, ის შემთხვევით კარგად ვერ ითამაშებს. ხომ გვაქვს გამონათებები? ესე იგი, სტაბილურად ასე თამაშიც შეგვიძლია.

მაგალითად, როგორც ირლანდიასთან ვითამაშეთ, ისე რომ გვეთამაშა, შედეგი დღეს სხვა იქნებოდა და ვინ იტყოდა, რომ თამაშის ხარისხი იყო ცუდი? ანუ, ისევ მივდივართ სტაბილურობასთან...

ვაისის შესახებ

- სიმართლე გითხრათ, ვაისის მუშაობას ჯერ კიდევ იმ დროიდან ვაქცევ ყურადღებას და მომწონს, როცა ის წარმატებით წვრთნიდა სლოვაკეთის ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ათამაშა და იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, პლეი ოფშიც გაიყვანა...

საქართველოს ნაკრებში მის ვარჯიშებსაც ვესწრები და უნდა გითხრათ, რომ მისი მუშაობა მომწონს. მას არ ჰყავს გუნდში ავტორიტეტები. და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იცის ფეხბურთელებთან მიდგომა...

იმ გამონათებების მიხედვით, რაც წეღან ვახსენე, ვხვდები, რა უნდა ვაისს და საით მიჰყავს გუნდი. მეორე მხრივ, ერთია, რა მომწონს მე და მეორეა შედეგი. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ შესარჩევ ციკლში შედეგი უნდა იყოს უკეთესი. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. დანარჩენი ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაწყვიტოს...

საუკეთესო და ცუდი მატჩები

- გამოვარჩევდი ირლანდიასთან თბილისურ მატჩს. ასევე კარგად ვითამაშეთ კარდიფში, უელსის წინააღმდეგ. კარგი იყო სერბეთთან საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმი... დანარჩენი იყო ჩავარდნა.

ჩემი სუბიექტური აზრით, საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევ ციკლში მეტი შეეძლო.

რთული მისია

- ერთა ლიგა ჩვენი შანსია, მაგრამ მისი ფორმატიდან გამომდინარე, არავის უნდა ეგონოს, რომ იოლი იქნება წარმატების მიღწევა. ფორმატი ისეთია, ბოლომდე დაგვჭირდება ჩვენი რესურსის მობილიზება. ისევ და ისევ სტაბილურობის პრობლემასთან მივდივართ, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ.

ჯერ არ ყოფილა წილისყრა, მაგრამ ჩვენს კალათაში რამდენიმე ისეთი ნაკრებია, რომელსაც სუსტ მეტოქეს ნამდვილად ვერ უწოდებ. გზაც დიდია საბოლოო გამარჯვებამდე.

ჯერ ჩვენი ჯგუფის მოგება იქნება საჭირო, მერე კი პლეი ოფში წარმატებით თამაში. დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ ამ შანსის გამოყენებას და ევროპის პირველობაზე გასვლას...

რესურსი

- ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მეტი უნდა მოსთხოვონ საკუთარ თავს. ძალიან დიდი იმედი მქონდა ახალგაზრდული ნაკრების. ამ თაობას მეც ვაკვირდები და მასზე ყველა დიდ იმედს ამყარებს.

ჩემთვის ძალიან მოულოდნელია ის შედეგი, რაც სამი მატჩის შემდეგ გვაქვს...

ვფიქრობ და ვერ მიპოვია მიზეზი. ერთადერთი, რაზეც ვჩერდები, ეს არის - ამ მართლაც ნიჭიერმა მოთამაშეებმა ნაადრევად ირწმუნეს, რომ უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან. მათ ჯერაც აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ და ღირებულებები გადააფასონ.

ქართულ ფეხბურთს მომავალი რომ აქვს, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. უბრალოდ, ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ziz
იმისთვის რო გყავდეს ნაკრების 11 ფეხბურთელი, კარგი მოთამაშე უნდა გყავდეს დაახლოები 25-30. იმისთვის რო მიიღო ეს 25-30 უნდა გყავდეს საშუალო 100-150. იმისთვის რო აარჩიო საშუალო 150, წელიწადში უნდა მიიღო 500 კარგი 15-16 წლიანი. ეხლა შევხედოთ რა ხდება ბავშვებში - წადით და ნახეთ ბავშვთა მწვთნელები რა ხალხია, დედას აგინებენ ბავშვებს, "ასნავნოიში დაყენება" არი კორუფციისა და ნეპოტიზმის სავანე!.. ჩვენ რასაც ვხედავთ ნაკრების "სასტავს" არი სამი კატეგორიის ხალხი: 1. მაგარი ნიჭიერები - ბავშვთა მწვრთელი მიხვდა მის ნიჭს და თავის ფაორიტად გაიხადა (გაიზდება და მარჩენსო). 2. მაგარი პატრონიანი და საშუალო ნიჭიერები - სუ "ასნავნოიში" აყენებდენ და ისწავლა/გაითავისა 3. საშუალო ნიჭის- თავგადაკლული მშრომელები - გინებაც აიტანეს, სკამზე ჯდომაც, "ბანძ" გუნდში თამაშიც და მაინც მიაღწიეს თავისას. თან ჩვენ ვხედავთ იმ ნაწილს დაახლოებით 20% რომელიც გადაურჩა ტრავმებს -ეგაა ცალკე თემა, მანდაა მწვთლების კვალიფიკაცია (შტერულად ავარჯიშებენ და ტრავმას იღებს ბავშვი), მანდაა სპორტული მედიცინა-"პატარა ტრავმაა დაიკიდე" და 1 წელში ბავშვი იკარგება. და ბევრი ბავშვი უბრალოდ თავმოყვარეობის გამო ანებებს თავს
გულშემატკივარი
და რა იცით რომ არ იდება ბავშვთა ფეხბურთში ფული,საბედნიეროდ არსებობს მაგარი ადამიანი,რომელიც სწორედ იმ 11-12 წლის ბავშვებს რომლებსაც ლადო წვრთნის, 100%-ით აფინანსებს, ბავშვებს აქვთ საუკეთესო სავარჯიშო პირობები, ჰყავთ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები. ბავშვებს მხოლოდ ის ევალებათ,რომ არ იზარმაცონ, ბევრი იშრომონ და ხარისხიან ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ.საქართველოში ღმერთმა გვიმრავლოს ისეთი ადამიანები, როგორიც ბექა ბოლოთაშვილია და მჯერა რომ ქომაგები ქართული ფეხბურთით ისევ ვიამაყებთ!!!
qomagi
lado shenairebma unda avarjishos 10,12 tlis bavshvebi, anu kvelam tavisi sakme unda aketes am kvekanashi, shefasebashi kvela magrebi xart, sakmis ketebashi O.
status quo
მოსაბეზრებელია ამდენი ანალიზი და ჭკუისსწავლება არაფრით გამორჩეული ყოფილი ფეხბურთელებისაგან,საქმეზე გადადით და რამე გააკეთეთ.სსფ-ს პრეზიდენტს საქმისთვის არ სცალია, პარლამენტშია და იქაც რას აკეთებს თვითონაც არ იცის....
Gio
ერთი და იგივე ყოველი შესარჩევის დასრულების შემდეგ, "ჩვენ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები მაგრამ მაინც ჩავისვარეთ, შემდეგ შესარჩევში იმედი მაქვს აღარ ჩავისვრით" ამ უაზრო კომენტარებს ხომ ხედავთ რომ "ჩვენი ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100%რეალიზებას " ხო და ეგ ფული ჩადევით ბავშვთა ფეხბურთში,ბავშვებმა 13-14 წლამდე ივარჯიშონ უფასოდ და ძალიან მალე შედეგიც იქნება!! საქართველოს ჩემპიონატის კლუბებს რომ აფინანსებთ მილიონობით და ამ არ შემდგარ მწვრთნელ-ფეხბურთელებს პენსიას რომ უხდით ტყვილად ბავშვთა ფეხბურთი და იფრასტრუქტურა დააფინანსეთ !!!
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
"ზოგიერთს უნდა ახსოვდეს, რომ ეს საქართველოს ნაკრებია და არა მისი პირადი საკუთრება"
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში