საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, "თიბისი რაგბის" სერიების ტელეტრანსლირებასთან დაკავშირებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, "თიბისი რაგბის" სერიების ტელეტრანსლირებასთან დაკავშირებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

რაგბის კავშირის მიერ "თიბისი რაგბის" სერიების შინაური მატჩების (კანადა, ამერიკა) ტრანსლირების უფლების "რაგბი ტვ"-სთვის გადაცემამ გარკვეული შეკითხვები წარმოშვა საზოგადოებაში.

საკითხი ეხება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გამოთქმულ წუხილს მატჩების ტრანსლირების უფლებაზე უარის გამო.

უნდა მოგახსენოთ, რომ "საზოგადოებრივმა არხმა" არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ქართული სპორტის და მათ შორის, რაგბის განვითარების ხელშემწყობი მედიასაშუალება.

რაგბის კავშირისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ურთიერთობა ათწლეულებს ითვლის. რაგბის დღევანდელი პოპულარობა და წარმატება სწორედ ამ მეგობრობისა და პარტნიორობის შედეგია.

რაგბის კავშირი თვლის, რომ დღეს ქართულ რაგბის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ სპორტული, არამედ მთელი ქართული საზოგადოების გაერთიანებაში. ამ საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

რაგბის პოპულარობის ზრდამ გამოიწვია კერძო ინიციატივითა და ინვესტიციით სპეციალიზებული არხის, "რაგბი ტვ"-ს შექმნა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

რაგბის კავშირი შეეცდება, კანონის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ამ ინიციატივას და ხელი შეუწყოს მის პოპულარობას, ვინაიდან "რაგბი ტვ"-ის გაძლიერება შემდგომში პირდაპირ აისახება ქართული სარაგბო კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე.

მიუხედავად ამგვარი, ერთი შეხედვით, პროტექციონისტური დამოკიდებულებისა "რაგბი ტვ"-ის მიმართ, საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება სხვა ტელეკომპანიების, მათ შორის, ტელეკომპანია "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" აქტივობას, რაც გამოიხატება სარაგბო მატჩებისა თუ ტურნირების რეპორტაჟების შეძენასა და სხვა თემატური გადაცემების შექმნაში.

გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობის მიერ გუშინ გავრცელებულმა განცხადებამ შემოდგომის ტესტების - "თიბისი რაგბის" სერიების რეპორტაჟის უფლების "საზ. მაუწყებლობისათვის" მიუცემლობის შესახებ გამოიწვია გაუგებრობა გულშემატკივართა ნაწილში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ითხოვდა ამ მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას, რაც არ შედის საქართველოს რაგბის კავშირის სტრატეგიულ ინტერესებში და ამის გამო ეთქვათ უარი.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს" შევთავაზეთ, რომ თუკი მას პარალელურ რეჟიმში არ სურდა რეპორტაჟის გადაცემა, მიიღებდა "რაგბი ტვ"-სგან სიგნალს უფასოდ. ამაზე "საზ. მაუწყებელმა" უარი განაცხადა, ვინაიდან მისი კატეგორიული მოთხოვნა გახლდათ ექსკლუზიური უფლების მოპოვება.

ამგვარი უფლებით "საზ. მაუწყებელმა" უფასოდ ისარგებლა საქართველოში წელს ჩატარებულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა იქვე იქნა გაფრთხილებული, რომ მომავალში საქართველოს რაგბის კავშირი არ დაუშვებდა რომელიმე ტელეკომპანიისთვის უსასყიდლოდ ექსკლუზიური უფლების მინიჭებას, არამედ ხელს შეუწყობდა მედიასაშუალებების ერთმანეთთან კოოპერირებას.

იმედია, საქართველოს რაგბის კავშირის ეს განმარტება აღქმული იქნება პოზიტიურად და "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადახედავს თავის დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, რაც დადებითად აისახება როგორც გულშემატკივართა მიმართ დამოკიდებულებაში, ასევე რაგბის შემდგომ პოპულარიზაციაში.

საქართველოს რაგბის კავშირი განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება მისი ყოფილი თუ მოქმედი პარტნიორების ინტერესებს და იმ ურთიერთობას, რომელიც ჩამოყალიბდა თანამშრომლობის გარკვეულ ეტაპებზე და იმედს გამოვთქვამთ, ცალკეული დროებითი გაუგებრობები არ მოახდენს უარყოფით გავლენას ჩვენს პარტნიორობაზე.

Rugby.ge

emigranti
როგორც ყოველთვის საზ.მაუ ამჯერადაც მტყუანია და ვინც ამას ვერ ხვდება არაა მთლად ნორმალურ ჭკუაზე. რატომ უნდა მიიღოს ექსლუზივი უფასოდ, რომ მერე გაყიდოს? მაგარი ჭკვიანები არიან. სხვა საკითხია ის, რომ საზ.მაუ იბლოკება თანამგზავრზე ამ თამაშების დროს, თითქოს ქართველების გარდა ვინმე უყურებდეს ამ არხზე რეპორტაჟებს გინდ რაგბისა და გინდ ფეხბურთის. რაგბის მსოფლიო თასის თამაშებს მუდმივად სხვა არხებზე ვუყურებ, რადგან ამ დროს გათიშულია 1-არხი. ნამუსი არა გაქვთ? ყველა მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრისას საქართველოს გუნდების თუ სპორტსმენების გამოსვლის ლინკების ძიებაში ვარ, რადგან საზმაუ დაბლოკილია. თუნდაც ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის თამაშებისას, სადაც თანამგზავრზე გასაშვებად ალბათ ცოტა მეტია გადასახდელი, მაგრამ ამ შემთხვევში იოლად იპოვი ნებისმიერ თამაშს უამრავ არხზე, რაგბის დროს კი მძიმე სიტუაციაა. მოკლედ საზოგადოებრივს ბევრი ლაპსუსი აქვს გამოსასწორებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი აბსოლუტურად მტყუანია.
ანდრი
ზურაბიშვილი რაც კომენტატორია ის მენეჯერია. რო გამოიდო თავი სტანდარტების ცნობით, ნაკრების კი არა ოლიმპიადის უფლებასაც აძლევენ კომერციულ არხს თუ ასე საჭიროდ თვლიან ფედერაციები. რკ-ს შეთავაზება მისაღები იყო მაგათთვის, პროდუქტს არ უზიანებდა. საზმაუმ იმდენი მაინც მოახერხოს, რომ უცხოეთში ნორმალური ხარისხის სთრიმი გაუშვას, სულ ლევი ლინკებით გვიწევს სპორტის ყურება. იუთუბი კი კარგია, მაგრამ ხშირად უფლება არ აქვთ ტრანსლაციის და ისევ ლევი ლინკების იმედზე ვართ. და საქართველოში რეგიონს როგორ იზრუნველყოფს რაგბი თვ?
ანდრი
არ გვინდოდა ნიჟარაძე?!
გიგლია
რაგბის კავშირის საყურადღებოდ, სჯობია უარი თქვათ მერკანტილურ თუ გაუზრებელ მიზნებზე და შეასრულოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა. ძალიან მომწონს "რაგბი ტვ", ძალიან კარგი წამოწყებაა, მაგრამ ნაკრების თამაში განსაკუთრებული შემთხვევაა და იგი სწორედაც რომ ქვეყნის მთავარმა სატელევიზიო არხმა უნდა უჩვენოს. თუ მაინცდამაინც საჭიროდ თვლით, რომ თამაში "რაგბი ტვ"-ზეც უნდა გავიდეს, მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქეთ უნდა სთხოვოთ უფასო სტრიმი და არა იქით სთავაზობდეთ. დაფიქრდით კარგად, რაგბის კიდევ უფრო პოპულარიზაციის ნაცვლად, ხალხის გაღიზიანება და გულისწყრომა არ გამოიწვიოთ.
Zura
ფედერაციაში ისეთი ადამიანი უნდა იყოს ვინც რაგბს გაუწევს პოპულარიზაციას საქართველოს მაშტაბით და არა რაგბი ტვ-ს თბილისის მაშტაბით!!! აბა სხვაგან ეს ტელევიზია არ უჩვენებს!!!
Zura
იმაზე თუ იფიქრა ფედერაციამ,რომ რაგბი ტვ მხოლოდ თბილისში უჩვენებს და თბილისელები სტადიონზეც მივლენ,რეგიონებმა რა ვქნათ? ჯერ რაგბი ტვ-ს მთელი საქრთველო მოეცვა მაუწყებლობით და უფლებები მერე მიგეცათ.ეგ რაგბის პოპულარიზაცია კი არა პირიქით გამოგდით. რა ვქნათ სხვა გზას არ გვიტოვებთ და ისევ ჩემპიონთა ლიგას ვუყურებთ ფეხბურთში...
giorgi
Sazogadoebriv mauwyebels eskluzivi imitom undoda mere tviton ro gaeyida aq utxres paralelur rejimshi mogcemt an ragbi tv miigebt sruliad ufasoto vin atrakunebs Exla? Ratom unda miigos 1tv-m fuli da ARA ragbis kavshirma? Romeli ufro kargi iqneba ragbistvis? Ratqma unda ragbis kavshirma unda miigos shemosavali mag translaciisgan da ARA am tyuila wuwuna 1tvm magat mixedon tavis uazro gadacemebs
ყველას
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.... ოღონდ ვინმეზე ცუდი დაწეროთ და არც კი კითხულობთ ბოლომდე..... ვინ გითხრათ რომ რეგიონებში ვერ ნახავენ.... იმასაც ვერ ხვდებით რომ საზმაუმ ჩვენი დაფინანსებით არსებულმა ტელევიზიამ მოითხოვა ისევ ჩვენზე ფულის გაკეთება, ვალდებულია გადასცეს ყოველგვარი ექსკლუზივების გარეშე, ფული გაეკეთებინა რეკლამების დროს და არა იმ ტელევიზიაზე რომელიც რაგბის პოპულარიზაციას ეწევა თავისი ხარჯით. აი ეს უნდა გაიგოთ და არა ის რომ იქნებ როგორმე ლაფში ამოსვაროთ ფედერაცია.
beqa
მე მგონი ვერ გაიგეთ რას ამბობს ეს კაცი, უფასოდ აძლევს ყველა ტელევიზიას, საზმაუს კი უნდა ექსკლუზივი რომ მერე გაყიდოს....
888
ეტყობა ზოგიერთებმა ვერ გაიგეთ,"საზოგადოებრივმა" მოითხოვა ექსკლუზივი,ე.ი.მარტო მე უნდა მქონდეს ტრანსლირების უფლებაო.რატომ?პარალელურ რეჟიმში დაზარალდებოდა?წამოუარა ეტყობა მაღლაფერიძეს ოფოფებმა.
მახო
ამაზე უეჭველი იტყოდა შაჰ-აბასი---"ეს არწივი ძალიან მაღლა აფრინდა"-ო :)
nnn
უკაცრავად და რაიონებში რა ქნან თბილისელს სტადიონზე მისვლაც შეუძლია და სხვამ არც ტელევიზიით უყუროს
ირაკლი ქუთაისელი
ჯერ ცოტა ადრეა ასე მიდგომა საკითხისადმი ფედერაციავ
გულშემატკივარი
გამოდის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ესე იგი ხალხის ჯიბიდან, საქართველოს ნაკრების თამაშის ექსკლუზიურ უფლებაში ფულს სთხოვს რაგბის ფედერაცია, რომელიც ასევე სახ. ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ჯიბიდან ფინანსდება. და ბოლოს, უარის შედეგად ზარალდება ისევ და ისევ ხალხი და გულშემატკივარი, რომელიც ეროვნული ნაკრების თამაშს ვერ უყურებს
კახა
და რა გამოვიდა? საბოლოო ჯამში დაზარალდა გულშემატკივარი,საქართველო მარტო თბილისი არ არის. უსუსური ფედერაცია
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
ლიმონათი "ზანდუკელი" რაგბის კავშირის პარტნიორი, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების სპონსორი ხდება!
"საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და რაგბის კავშირს შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა
რას მოიცავს რაგბის კავშირის შეთანხმება "პირველ არხთან" ?
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
"აქვა გეო" საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
რაგბიშიც დაპირისპირებაა - მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორმა რაგბის კავშირი დატოვა
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]