დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თიბისი სერიის პირველ მატჩს "დინამო არენაზე" კანადასთან გამართავს
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თიბისი სერიის პირველ მატჩს "დინამო არენაზე" კანადასთან გამართავს.

დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

"ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გულშემატკივრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათ "დინამო არენაზე" მოსვლისკენ მოუწოდა.

"ჩვენთვის გულშემატკივარი ყველაზე ძვირფასია და მათ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაგბს სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ქომაგს სიამოვნება მივანიჭო. მოედანზე მხოლოდ მათთვის ვიბრძვით, მათთვის ვიხარჯებით და ხვალ ყველას სტადიონზე ველოდებით" - განაცხადა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შარიქაძე.

თიბისი რაგბის სერიების პირველ შეხვედრაში, ბორჯღალოსნები კანადას "დინამო არენაზე" დაუხვდებიან (11 ნოემბერი, 18 საათი). დღეისათვის ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსია (3-3 მოგება) და ხვალ მილთონ ჰეიგის შეგირდები ურთიერთშეხვედრებში დაწინაურებას ეცდებიან. შარიქაძე ამბობს, რომ გამარჯვების მოპოვება იოლი არ იქნება:

"კანადის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და მარტივი არცერთი იყო. მათთან დიდი სხვაობით არასდროს მოგვიგია, ამ ზაფხულს კი მეტოქე სტუმრად პირველად დავამარცხეთ.

ნოემბერში ეს ჩვენი პირველი თამაშია. რაგბი უამრავი დეტალისგან შედგება და ერთი კვირა ყველაფრის გასავლელად საკმარისი არაა. ამ მხრივ ძლიერ წაგვადგა მონპელიეში გავლილი 3-დღიანი შეკრება. იმდენი რამაა შესათანხმებელი, რომ ხშირად კრებებით უფრო ვიღლებით, ვიდრე ვარჯიშით.

მთლიანობაში, კანადასთან მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ კარგი სანახაობრივი თამაში იქნება. გვეიმედება იმ ახალგაზრდების, რომლებიც შემადგენლობაში არიან და მათიც, ვინც ამ ეტაპზე განაცხადში ვერ მოხვდნენ".

დღეისათვის ამ გუნდებს შორის თანაბარი ბალანსია (3-3 მოგება) და მილტონ ჰეიგის შეგირდები ურთიერთშეხვედრებში დაწინაურებას ეცდებიან.

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც 23-კაციან განაცხადშია და ახალგაზრდები საუკეთესოდ დაახასიათა:

"მსოფლიო თასამდე 2 წელია და ახლა ახალბედების სანახავად საუკეთესო პერიოდია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციას დაფარავდნენ. ამ ბიჭებმა 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშისას თავი გამოიჩინეს და ახლა შანსი ეროვნულში ეძლევათ. კოშაძე შარშანაც გვყავდა ნაკრებში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სოსო მათიაშვილი 15 ნომრად პირველად იწყებს თამაშს. ზაფხულში მან ამ პოზიციაზე არგენტინასთან 30 წუთი ითამაშა და ახლა დაწყების შანსი დაიმსახურა. კვესელაძე თადარიგშია და მინდა გითხრათ, რომ ის ტრავმებმა შეაწუხა, თორემ ნაკრებში აქამდეც იქნებოდა.

როდესაც ფრთისა და 15 ნომრის პოზიციაზე მოთამაშეებს ვარჩევთ, მნიშვნელოვანია, რომ ისინი სამივე პოზიციას ფარავდნენ. მოდებაძეს და მათიაშვილს ამის პოტენციალი აქვთ, რაც დიდი პლიუსია. კოშაძე დიდ 10-ში შუამარბად თამაშობს, თუმცა ნაკრებში მას გარემარბად განვიხილავთ. ტესტებმა გვაჩვენა, რომ ის ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშეა".

ჰეიგს შერკინების მეორე ხაზში არსებული პრობლემის შესახებაც კითხეს:

"ჩვენ ვეძებთ მაღალ, ათლეტურ ბიჭებს, რომლებიც ამ პოზიციას დაფარავენ, თუმცა ამ ეტაპზე, მიუხედავად ასაკისა, საუკეთესოები გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე არიან. ისინი კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ახალგაზრდები მოდიან, თუმცა ისინი დიდი რაგბისთვის ჯერ მზად არ არიან. მომავალი მსოფლიო თასებისთვის ძიება გაგრძელდება".

კანადა უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს

კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ერთი კვირის წინ "მაორებთან" ნათამაშები სასტარტო 15-ეულში 7 ცვლილება განახორციელა:

"წინა კვირაში მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფანჯარა არ იყო და ამის გამო ყველა სასურველი მოთამაშე ვერ გამოვიძახეთ. სამაგიეროდ, შანსი მიიღეს ახალგაზრდებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ლეგიონერებიც დაგვემატნენ და ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობით წამოვედით.

ჩვენი მიზანია, რომ უახლოესი თამაშები მოვიგოთ და ხვალ მოედანზე სწორედ ამ მიზნით გავალთ. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო თასის შესარჩევ თამაშებს (ურუგვაისთან 2018 წლის იანვარ-თებერვალში) გამარჯვებულის ფსიქოლოგიით შევხვდეთ. თუ ურუგვაის ვძლიეთ და მსოფლიო თასზე ჯგუფში საქართველოსთან მოვხვდით, მაშინ ტაქტიკის გადახედვა მოგვიწევს, ხვალ კი, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".

უელსელი სპეციალისტი ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებს კარგად იცნობს:

"მე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას კომენტატორი ვიყავი და ახალგაზრდა ქართველი მორაგბეების თამაშით აღფრთოვანებული ვარ. შესაძლოა მათ გამოცდილება არ ქონდეთ, მაგრამ ძლიერი შემსრულებლები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ ჩვენი მიზანი ქართველთა ძლიერი შერკინების განეიტრალებაა და თუ ეს მოვახერხეთ, მოგების შანსი აუცილებლად გვექნება".

კინგსლი ჯონსი, რომელიც ადრე რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მამუკა გორგოძის არყოფნით გახარებულია, თუმცა იქვე დასძენს, რომ სხვა ქართველი მორკინალებიც არანაკლები სიძლიერის არიან:

"მშვიდად ვარ, რადგან ხვალ მამუკა მოედანზე არ იქნება. წლების განმავლობაში, როდესაც რუსეთის ნაკრებში ვმუშაობდი, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ გორგოძის გაჩერება იყო. კარგია მის წინააღმდეგ რომ არ მოგვიწევს თამაში, თუმცა საქართველოში სხვა ძლიერი მორკინალებიც არიან. ჩვენ მეტოქე გუნდის შემადგენლობას პატივისცემით ვეკიდებით".

მწვრთნელმა კანადელთა ჩავარდნა დროებით მოვლენად მიიჩნია:

"კანადის ნაკრების თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებ. კანადა არ იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას, სადაც მას ახლა ვხედავთ. ამ გუნდს აქვს უდიდესი პოტენციალი და დარწმუნებული ვარ, სწორი მიდგომით სულ მალე კუთვნილ ადგილს დავიბრუნებთ".

"ნეკერჩხლების" კაპიტანი ფილ მაკი იმედოვნებს, რომ ხვალ საქართველოში კარგი ამინდი იქნება და თამაშის ხარისხიც ექვსი თვის წინანდელზე უკეთესი გამოვა:

"კანადაში გამართული მატჩისას ძალიან ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო და საკუთარი პოტენციალი ვერცერთმა გუნდმა ვერ გამოავლინა. ჩვენი მატჩის გეგმაა, რომ გავანეიტრალოთ მეტოქის მორკინალები და თამაში გავშალოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიო თასის კვალიფიკაცია გავიაროთ, თუმცა მანამდე ხვალინდელი თამაშია და მოსაგებად მაქსიმუმს გავიღებთ".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ლევანი
თაობათა ცვლა ბუნებრივი პროცესია. ჩვენს ნაკრებს ამ პოზიციებზე არ უჭირს. რომ გვიჭირდეს, ბოლო მომენტამდე ითამაშებდნენ.
რეზო
ნეტა რა ასაკოს ხარ, ან რა ჭკუის ასე რო ბოდავ?
Dimitri
რამ უნდა დაგაკავოს და ნაკრებში არ ითამაშო, როდესაც შენს პოზიციაზე ერთერთი საუკეთესო ხარ მსოფლიოში. გორგოძის და ზირაქიშვილის საქციელს გამართლება არ აქვს.
სოსო
ორი რამ ნაღდად ვიცი,პირველი,რომ საქართველოს ნაკრები ჩვეული ჯიგრით ითამაშებს და მეორე,ჩვენი ნაკრები უფრო სწრაფ რაგბს ითამაშებს,ვიდრე აქამდე თამაშობდა.კანადა კი მართლაც გაცილებით ძლიერი გუნდია,ვიდრე ამას მისი რეიტინგი აჩვენებს.გამარჯვება და კარგი თამაში ბიჭებო!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"ბორჯღალოსნებმა" კანადელები ბრწყინვალე სტილში გაანადგურეს 54:22 [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ჰეიგი მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
კინგსლი ჯონსი: ესეთ წაგებას ვერ წარმოვიდგენდით
"იქნებ 7 ერი გავაკეთოთ? ვნახოთ, რას იზამს საქართველო მსოფლიო თასზე!"
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მსოფლიო თასი. B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკამ კანადას 9 ლელო დაუდო და გალიდერდა
A Game of Inches: უყურეთ არაამქვეყნიურ ქართულ ლელოს [VIDEO]
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ლევან მაისაშვილი: კანადას ერთი, თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ ყურადსაღები უპირატესობა აქვს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
"უელსი - ინგლისი დიდი თამაშია? თქვენ თბილისში საქართველო - რუსეთი ნახეთ" - ამბობს კანადელთა მწვრთნელი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს