დიდი 10: "ლოკომოტივი" - "არმია" 40:22
თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის სტარტზე ორი თამაში წააგო, რის შემდეგაც 6-მატჩიანი მოგებების სერია გამოაცხო, აქედან ბოლო სამი ბონუს ქულითაა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებს.

საგულისხმოა, რომ რკინიგზელებს ერთი გამოტოვებული თამაში აქვთ და პოტენციურად, ამ ეტაპზე ლიდერის, ქუთაისის ‘აიას’ მთავარი კონკურენტები არიან.

პირველი წრის დასკვნითი ტურის პირველ მატჩში ‘ლოკომოტივმა’ დედაქალაქურ დერბიში ‘არმიას’ 40:22 სძლია. რკინიგზელებმა 3 ლელო მიიღეს, თავად 6 გაიტანეს და მეტოქეს ბონუს ქულა არ დაანებეს.

‘ავჭალაზე’ გამართული შეხვედრის დებიუტში ‘არმიელთა’ ფლანკერმა ნიკო აფციაურმა გაიბრწყინა და ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დააგვირგვინა, რასაც შავლეგ მახარაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამან ‘ლოკომოტივზე’ ვერ იმოქმედა და მეტოქის წითელ ზოლში გატარებული 6 წუთის შემდეგ ვახტანგ ამირანაშვილმა ლელო გაქვითა. მან 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია და მისი გამჩერებელი არავინ გამოჩნდა, ხოლო ვახტანგ კავთიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

მახარაშვილმა მე-15 წუთზე გატანილი ჯარიმით ‘არმია’ ერთხელაც დააწინაურა, თუმცა ‘ლოკომოტივმა’ დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის ლელოებში ასახვა მოახერხა და 28-ე წუთზე მოპოვებული ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია. რკინიგზელების გამუდმებული იერიშების შემდეგ, მარჯვენა ფლანგზე გიორგი ჩახვაძე უყურადღებოდ დარჩა და მისი ლელო კავთიძემ გარდასახა. პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე ‘ლოკომოტივმა’ დერეფნიდან მოლით შეუტია და ფარნა გასვიანის ლელოს ამჯერადაც ზუსტი გარდასახვა მოყვა - 21:10.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო - ‘არმიამ’ მე-3 წუთზე ლელო გაიტანა და მისი შემოქმედი კვლავ აფციაური გახდა. ის მარცხენა ფლანგზე გაიქცა, დაახლოებით 40 მეტრი ირბინა, ბოლო მცველი აიყვანა და დიმიტრი კალანდაძეს ოფლოუდი ამოუგდო. მახარაშვილმა გარდასახა, თუმცა ზვიად მაისურაძემ მეტოქეს გახარება არ აცადა, დაახლოებით 3 წუთში ახლოდან შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა.

ასეთი სათამაშო უპირატესობის ფონზე, რკინიგზელები შეცდომებს უშვებედნენ, განსაკუთრებით დერეფანში, თუმცა მორიგი შეცდომის შემდეგ არმიელებიც შეცდნენ, კავთიძემ გადაცემა ჩაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, რითაც ‘ლოკომოტივი’ პრემიის ზონაში შეიყვანა - 33:17. მალე ‘არმიამ’ აფციაური სინბინით დაკარგა, თუმცა მეტოქის ლელოსთან 5 მეტრში, ‘ლოკომოტივმა’ დერეფანში კვლავ არაზუსტად ითამაშა და სწრაფი კონტრშეტევა მიიღო, გოდერძი ჭინჭარაულმა ის ცენტრამდე აიტანა და ფეხით მარცხენა ფლანგზე დიმიტრი კალანდაძეს გადაუკიდა. რკინიგზელები დაჯარიმდნენ და სინბინით გიორგი ჩახვაძე დაკარგეს, ხოლო დავით გიგაურმა სწრაფი გათამაშების შემდეგ ლელო გაიტანა.

მალე სინბინით ლევან დარასელიაც დაისაჯა, თუმცა 13-მა ‘ლოკომოტიველმა’ ერთით მეტ მეტოქეს იქით შეუტია, გიორგი ცუცქირიძემ უპირატესობა შექმნა და პასის ჩაჭრისთვის ყვითელი ბარათი მახარაშვილმა მიიღო, ხოლო დაჩი კოპაძემ ჯარიმის გათამაშების შემდეგ დაცვის ზღუდე გადალახა და ‘ლოკომოტივს’ ბონუსი დაუბრუნა, ხოლო კავთიძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 40:22.

ხვალ თბილისში ‘ლელო-არენაზე’, 14 საათზე ‘ლელო-სარასენსი’ მარნეულის ‘არმაზს’ უმასპინძლებს, 16 საათზე ქუთაისში ‘აია’ რუსთავის ‘ხარებს’ მიიღებს, ხოლო 18:30 საათზე კარდიფში, ‘პრინციფალითი სთედიუმზე’ ბორჯღალოსნები უელსის ნაკრებს შეხვდებიან.

ლელო,არმია

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
დიდი 10: ჯიქი-ყოჩები, ლელო-ლოკომოტივი
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]