საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვებით ევრო 2024-ზე გასვლა მოახერხა, რაშიც უდიდესი წვლილი "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა შეიტანა.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც Sportall.ge-მ ფეხბურთელთან 2018 წელს ჩაწერა.

- პირველ რიგში, "ხირონაზე" გკითხავთ. როგორ მიდის კლუბში საქმეები და ძირითად გუნდში თქვენ გამოჩენას როდის უნდა ველოდოთ?

- ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. აქ რომ მოვდიოდი, ვერც კი ვიფიქრებდი, ასე კარგად თუ მიმიღებდნენ და ასე კარგად დალაგდებოდა სიტუაცია. უკვე სისტემატურად ვთამაშობ U19-ში და კვირაში 3-4 ვარჯიში მეორე გუნდთან მაქვს. უბრალოდ, საბუთების გამო ჯერ არ შემიძლია სეგუნდა ბ-ში თამაში.

- ხშირად ქართველი ფეხბურთელებისთვის დიდი პრობლემა ადაპტაცია ხდება. თქვენ როგორ შეეგუეთ გუნდს?

-ძალიან გამიადვილდა... ბავშვობიდან ვოცნებობდი და შესაძლოა მენტალურად კიდეც ვიყავი მზად. 13-14 წლის ასაკშიც მქონდა ესპანეთში წასვლის შანსი, როდესაც ანდრეას კარასკო იყო ჩამოსული თბილისის "დინამოს" აკადემიის დირექტორად. კარასკოს ძალიან მოვწონდი, მაგრამ რაღაცები მიშლიდა ხელს მაშინ წასასვლელად.

- რას იტყოდით ვარჯიშებზე, რამდენად რთული იყო ესპანური ფეხბურთის მოთხოვნების დაკმაყოფილება?

- ჩემთვის უცხო და რთული საერთოდ არ ყოფილა... ისე გამოვიდა, რომ ესპანური მენტალიტეტით გავიზარდე. "დინამოს" აკადემიაში 2 წელი კარასკოსთან ვიყავი და შემდეგ უკვე "საბურთალოში" მანოლო იეროსთან.

- თქვენ "საბურთალოში" თამაშობდით, რას იტყოდით ამ გუნდსა და მის აკადემიაზე?

- კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. განსაკუთრებით მადლობელი ვარ ყველა იმ მწვრთნელის, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა. "საბურთალოში" ძალიან თბილი და მეგობრული გარემო სუფევს, სადაც შეგიძლია ყველა შენი თვისება გამოავლინო. რა თქმა უნდა, ბევრი რამეა დასახვეწი, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.

- საქართველოს ჩემპიონატზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ძალიან დაძაბული თამაშებია და ეს შემდეგში დონესაც ამაღლებს. ჩემი აზრით, უფრო და უფრო განვითარდება ქართული ფეხბურთი.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე თქვენი მოსაზრება რომ გვითხრათ...

- აქაც იმავეს ვიტყოდი... ნელ-ნელა წინ მიიწევს საქართველოს ნაკრები. უბრალოდ, ასე მალე რაღაც შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ყველა იმპერიას პატარა დასაწყისი აქვს და შემდეგ ხდება იმპერია... ასევეა საქართველოს ნაკრებიც. გუნდი ეხლა იწყებს შენებას და იმედია, პატარ-პატარა წარმატებებით, დიდ გამარჯვებებს მოვიპოვებთ.

-რას იტყოდით ესპანეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებზე, თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა?

-პირდაპირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მათ თამაშებს თვალს ყოველთვის ვადევნებ. იმედია, გიორგი აბურჯანიას და ოთარ კაკაბაძის გუნდები სეგუნდაში დარჩებიან, ასევე გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსაც". ისედაც ცოტანი ვართ ესპანეთში ქართველები და იმედია წინ წავიწევთ.

-რა არის გიორგი ქოჩორაშვილის მიზანი, რომელია მისი ოცნების კლუბი?

-რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არის, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშო, მაგრამ ყველა დიდი მიზანი პატარა მიზნებისგან შედგება, რომლებიც ყოველკვირეულად უნდა შეასრულო. ჯერჯერობით, პატარა მიზნები მაქვს, რომელიც დამეხმარება შემდეგში წარმატებას მივაღწიო. ჩემი ოცნების კლუბს რაც შეეხება, მადრიდის "რეალს" ვგულშემატკივრობ, მაგრამ "ბარსელონაში" ვითამაშებდი.

-თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი ჰონორარი და რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?

-კიი, კარგად მახსოვს... ჩემი დეიდაშვილი და ჩემი და წავიყვანე "მაკდონალდსში". დიდი არაფერი, მაგრამ გახარებული ვიყავი.

-19-წლამდეთა ნაკრების წვრი ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის ნაკრების ფორმის ჩაცმა?

-ძალიან დიდ რამეს ნიშნავს... ბავშვობაზე, როდესაც ფეხბურთს ვუყურებდი თუ როგორ მღეროდნენ ფეხბურთელები ჰიმნს, მეც ფეხზე ვდგებოდი და წარმოვიდგენდი, რომ მეც ნაკრებში ვიყავი... ეხლა როცა ნაკრების თამაშებზე ფეხზე ვდგავარ, ეს მახსენდება. ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცაა ნაკრებში თამაში... თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას... ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუდგები. აქვე დიდ მადლობას გადავუხდი გიორგი ყიფიანს, რომელიც ძალიან მენდო.

-თქვენი აზრით რატომ უჭირთ ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთში თავის წარმოჩენა?

-იმიტომ, რომ დიდი კონკურენციაა, ძალიან დიდი... ბევრს არ ყოფნის ძალა ამ კონკურენციას გაუძლოს. ზოგი პირველი ხელფასის მერე ისე აღარ იხარჯება როგორც იქამდე... ბევრი მიზეზია, ძალიან ბევრი...

-რა შემთხვევაში იტყვის გიორგი ქოჩორაშვილი, რომ მიზანს მიაღწია და დიდი ფეხბურთი ითამაშა?

-იმ შემთხვევაში, თუ ჩემი კარგი თამაშით, საქართველოს სახელს მრავალ ქვეყანას მივაწვდენ, როგორც ეს კახა კალაძემ ქნა. კალაძეს უდიდეს პატივს ვცემ, მან დიდი შრომის შედეგად დიდებულ წარმატებას მიაღწია და თბილისის მერობასაც შესანიშნავად ართმევს თავს.

-რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს, შეგიძლიათ მიმართოთ ვისაც გსურთ...

-ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით ვერ მივმართავ... იმით დავაიმედებ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კარგი ფეხბურთელი მოდის და მომავლის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. რაც შეეხება სტადიონზე დასწრებას, ამას ვერ მოვთხოვთ ჯერ გულშემატკივარს, რადგანაც ჯერ ფეხბურთელებმა უნდა გავაკეთოთ საქმე, რომ მოსული მაყურებელი კმაყოფილი გავუშვათ სახლში.

33333
Ex qohora magrad gafaseb kalaze ram gaxsenebina ase ese igi magaria ara
ფიგუ
მომავალი მანუჩარ მაჩაიძე --დიდი მანუჩარი.[ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ]!! სახარეს სასკვერავში ეტყობაო.
ფიგუ
თუ ატყოფთ ,რომ არც მკლავები და ფეხები, ყელი და კისერი ნაკოლკებით არ აქვს აჭრელებული . ასეთი შვილით მარტო მშობლებმა კი არა მთელმა ერმა უნდა ვიამაყოთ.ღმერთმა დალოცოს დაგაახაროს.
მეზობლები „ნახალოვკიდან„ ფიგუს
სრულიად გეთანხმებით და მხარს გიჭერთ!! კარგი შვილების გამზრდელი დედე მითქვია გმირადაო ---ვაჟა ფშაველამ!!!
ჩვენს ფიგუს
სრულიად ვეთანხმები თქვენს ინიციატივას ერის სასახელო სპორტსმენების აღმზრდელი მშობლების ღირსეულად დაფასების აუცლებლობაზე.[და არა მხოლოდ წოდება და ქების სიგელი-ბინა, რომლებიც უხვად შენდება, მანქანა და სხვა პრივილეგიები]. მივაწვდინოთ ჩვენი ხმა სადაც ჯერ არს!!!
ვასო
წავიკითხე ქოჩორაშვილის ინტერვიუ და გამახსენდა ნოდარ მელაძის გადაცემა რომელშიც აჩვენეს დიდი „დვარეცი“ ,რომელიც ეკუთვნის დიდი თანამდებობის პირს და რომლის ბიჭებმაც ბიზნესის გაყოფაზე მშობლების თვალწინ ერთმანეთს იარაღებით მოსაკლავად ესროლეს. ერთი დაიჭრა.[ჩაიარა ამ ამბავმა] შეადარეთ ეს მაგალითები ერთმანეთს.
ისევ თქვენი მოსიყვარულე ფიგუ
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემსავით გიხარიათ ქართველი სპორტსმენების წარმატება. გულწრფელად გეუბნებით: ჩემში საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე არანაკლები ემოცია და აღფრთოვანება გამოიწვია ქოჩორაშვილის ინტერვიუმ. საიდან .თუ არა მშობლების მიერ ჩადებული შრომა. შემოვდივარ წინადადებით :ასეთი შვილების [სარდალაშვილებიდან და ეთერ ლიპარტელიანიდან დაწყებული და კვარაცხელიათი დამთავრებული] აღმზრდელი მშობლებისათვის დაწესდეს რაიმე საპატიო წოდება თუნდაც „გმირი მშობლები“.
ფიგუ
ვაჟას როგორ გეტყობა ერთი წინადადებითაც კი ,როგორი დიდი განსხვავებაა შენსა და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს შორის. სწორედაც ახლავე ეკუთვნის ბარსელონა. წარმოიდგინე რა კარგ ატმოსფეროს შექმნიდა იგი გუნდში. რაც შეეხება თამაშის კლასს-იგი არის ღოღობერიძის,იამანიძის, მესხის ,მეტრეველის, გაბელიას, გუცაევის, შენგელიას, ჩოხელის, ასათიანის, დარასელიას, ხურცილავას, ჩივაძის, მაჩაიძის, ყიფიანის, კალაძის, არველაძის, კობიაშვილის და რომელი ერთი ჩამოგითვალო მაგათი საქმის უკვე ღირსეული გამგრძელებელი. მარტო ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი უნდა იყოს შენთვის მაგალითი ახპერ ჯან .„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“!!!
ფიგუ
პირდაპირ აღფრთოვანებული დავრჩი ქოჩორაშვილის ქართველობით, მისი აღზრდით, მისი განათლებით, მისი მშობლების პასუხისმგებლობით სამშობლოსთვის ღირსეული შვილის აღზრდის საქმეში. ნეტავ რამდენი შვილი ჰყავთ მის მშობლებს ,ისინიც ასეთი კარგები იქნებიან. იმრავლონ. რა კარგი პარტნიორი ეყოლებათ ხვიჩას და მის მეგობრებს ნაკრებში მისი სახით. ყოჩაღ ვილი სანიოლს და ფეხბურთის ფედერაციას. სანიოლს თბილისის [საქართველოს] საპატიო მოქალაქეობა!!!!!!!!
maxo
კაპიტანი...მომავალი
გია პაპა
ოქრო კაცი გვყოლია ქართველებს და არ ვიცოდით.
jordan beli
დედას რად უნდა მრავალი შვილი ერთი ჰყავდეს და ქოჩორაშვილი!!! მაგარი კაპიტანი დადგება შენგან ქოჩორ!
მამუკა
სიმონ გილოცავ, მაგარი ბიჭი გაგიზრდია, ღმერთმა სულ წარმატებით ატაროს ცხოვრების გზაზე, იშვიათია ასეთი ჩამოყალიბებული აზროვნება ამ ასაკში
კ ო მ ბ ლ ე
გაიგეთ რა თქვა? პირველ ხელფასამდე და მერე პაი პაიიი! აი ესა ვართ სულ. ჯიგარი ხარ სიმართლის თქმისთვის, არ გავარტყი ბეემვეს..
კარგად მუშაობთ, ყოჩაღ.
კარგად მუშაობთ მერის პიარზე, ტეხნიკურად და შემპარავად.))))
პატარა საინგილოს (ჰერეთის) თამადობით დიდ საქართველოს გაუმარჯოს!
ქოჩორაშვილი: "ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცაა ნაკრებში თამაში... თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას... " - ასეა, შემთხვევით არაფერი ხდება, ყოჩაღ ქოჩორ!
gio
ძალიან კარგი და მოწესრიგებული ახალგაზრდაა. 17 წლის ასაკიდან ვაკვირდები მას, სულ მიკვირდა რატომ არ იძახებდნენ ნაკრებში. უდიდესი წვლილი მიუძღვის საბერძნეთის დამარცხებაში, მეტსაც ვიტყვი, რომ არა ქოჩორაშვილი ძალიან გაგვიჭირდებოდა ევროპაზე გასვლა. წარმატებები მინდა ვუსურვო და წინსვლა, ყოჩაღ.
mate
ეს კაცი არის მთავარი აღმოჩენა და ჩემი აზრით ნაკრების გული!
ვაჟა
კარგი ნახევარმცველია უდავოდ, მაგრამ ბარსელონა ნამეტანი მოუნდა
giorgi
განათლებული ფეხბურთელები მოედანზეც გამორჩეულები არიან ფაქტია გაუმარჯოს ქოჩორას!!! 120 წუთი არ გაჩერებულა უზადოთ თამამი თერთმეტ მეტიანი! ქედს ვიხრი
guga
ვინც დისლაიქებს წერს ბოღმიანი დიშლაა
haha
კარგიააა. თან საქმე!!!!
გიორგი
რა კარგად საუბრობს ,ყოჩაღ,განათლებაც ეტყობა .წარმატებებს ვუსურვებ.
vakh chemii
ეს მართლა ჭკვიანი ბიჭი ჩანს... ბიჭი კი არაა, ზრდასრული კაცივით აზროვნებს!
akaki
ხო. აზროვნებს და მოაზროვნე წარმატებას ყოველთვის მიაღწევს
მერაბი
წესიერი ბიჭი ჩანს! წარმატებები ვუსურვოთ!
მერაბი
წესიერი ბიჭი ჩანს! წარმატებები ვუსურვოთ!
ზიზუ
მშვენივრად მსჯელობს ეს ბიჭი, წარმატებებს გისურვებ გესახელებინოს შენი სამშობლო
mamulo
" რაც შეეხება სტადიონზე დასწრებას, ამას ვერ მოვთხოვთ ჯერ გულშემატკივარს, რადგანაც ჯერ ფეხბურთელებმა უნდა გავაკეთოთ საქმე, რომ მოსული მაყურებელი კმაყოფილი გავუშვათ სახლში."--სწორი ხარ შვილო.ნეტა ჩვენი სხვა ფეხბურთელები და ფედერაციაც მასე ფიქრობდეს. წარმატებებს გისურვებ შენი სამშობლოს სახელის დაცვაში.
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
ქოჩორაშვილის "ლევანტემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა, მაგრამ ჯერ მაინც ლიდერია
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ქოჩორა და რონალდო ერთად? - ამის ალბათობა მაღალია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
"სპორტინგის" სპორტულ დირექტორს ეს ვუთხარი" - ქოჩორაშვილის ლისაბონურ გუნდში ტრანსფერის ამბები
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
აბურჯანიამ "ჰათაისპორში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
ქოჩორაშვილის "ლევანტემ" "რასინგს" მოუგო და ლიდერია
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
გიორგი აბურჯანიათი ლა ლიგისა და სეგუნდას კლუბები ინტერესდებიან
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა