14 თებერვალს სამთო-მოთხილამურე ქალთა სლალომში ზამთრის ოლიმპიადის მედლები უნდა გათამაშებულიყო, მაგრამ საქმეში კვლავ ამინდი ჩაერია და სტარტი ორი დღით გადაიდო.

ამასობაში მოახლოვდა ვაჟ მოციგურავეთა შეჯიბრება - 16 თებერვალს Gangneung Ice Arena-ში ოლიმპიური ჯილდოებისთვის ბრძოლაში ჩაებმება მსოფლიოს 30 უძლიერესი მოციგურავე.

მათ შორის იქნება საქართველოს დელეგაციის მედროშე, 22 წლის მორის ყვითელაშვილი. მას კენჭისყრით სასტარტო ჯგუფი და მე-11 ნომერი ერგო. განთესილი მოციგურავეები სხვა ჯგუფში გამოვლენ.

შეჯიბრების პირველ დღეს სპორტსმენები მოკლე პროგრამას წარადგენენ, 17 თებერვალს კი მაყურებელთა წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგებიან.

მორისი პიონჩანგში თამაშების გახსნის დღეს ჩამოფრინდა იაპონიიდან, სადაც ერთკვირიანი შეკრება გაიარა:

"იაპონიაში ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდი. იქ კორეის მსგავსი კლიმატური პირობებია, რაც აკლიმატიზაციაში დამეხმარა. პიონჩანგში ცალკე სავარჯიშო არენა გვაქვს გამოყოფილი. ყინულზე ყოველდღე 45 წუთს ვვარჯიშობ, თან, ფიზიკური ფორმა რომ შევინარჩუნო, ოლიმპიურ სოფელში დავრბივარ კიდეც.

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი გამოვსულვარ, მაგრამ აქ სულ სხვაგვარი ატმოსფეროა, სხვა მასშტაბებია. ძალიან მინდა, რომ კარგად გამოვიდე და ჩემი ქართველი გულშემატკივრები გავახარო.

სხვა უფლება არც მაქვს - მე ხომ პატივი მერგო, გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დროშით გავსულიყავი. ეს ამბავი განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის. აქ ყველანი ყურადღებით მეპყრობიან - ქართველი ოლიმპიელები, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი, ქალბატონი მაკა გიორგობიანი.

საქართველოდანაც მეხმიანებიან და მაგულიანებენ. მოკლედ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ".

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
მოლაპარაკებები დაიწყო, დავითაშვილი "ბენფიკას" უახლოვდება - ტრანსფერის შემთხვევაში, ზურიკოს მწვრთნელი მარკო სილვა იქნება
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა - საიბარი "ბაიერნისკენ" მიიწევს
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
ინგლისში ყველაფერს აკვირდებიან - მამარდაშვილს "ლივერპულის" მწვრთნელად ირაოლას დანიშვნის ამბავი მოეწონა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა
"რეალის" პრეზიდენტობის კანდიდატი: მინდა, "ბარსელონა" ლა ლიგიდან გავარდეს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
19-წლამდელები მონტენეგროს დაუპირისპირდებიან
U21 | ახალგაზრდულმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]
ყვითელაშვილი, გუბანოვა... - მსოფლიოზე ოლიმპიადის მონაწილეებით
ყვითელაშვილის ახალი სიმაღლე [VIDEO]
ყვითელაშვილის პირველი კომენტარი - ფინალში ქართველის გამოსვლის ნომერი ცნობილია
34-ე ადგილი სამთო-თხილამურებში და ყვითელაშვილი ამჯერად ინდივიდუალური პროგრამით
ყვითელაშვილი მსოფლიოზე მე-7 ადგილზე გავიდა, წინ თავისუფალი პროგრამაა [VIDEO]