საქართველოს ნაკრების რუმინეთთან (1:1) ჩატარებული ამხანაგური მატჩი ჰგავდა "ერთა ლიგის" გენერალურ რეპეტიციას, იმის მიუხედავად, რომ ლიდერები არ გვყავდა და სექტემბრამდე კიდევ ერთი მატჩი გვაქვს.

რა იყო ამის მიზეზი?

1.ვილი სანიოლმა საბოლოოდ გვითხრა, რომ წარმატების მიღწევას კვლავ 3-5-2 ტაქტიკით აპირებს(აქ ისევ ვკითხულობთ, რატომ შეცვალა ის მაშინ, როცა ძლიერი მეტოქეები გვყავდა);

2.მიუხედავად იმისა, საქმე ამხანაგურ მატჩთან გვქონდა, ბოლოს ჩვენი გუნდი არწაგებაზე თამაშობდა(თუ სწავლობდა), ტემპს აგდებდა, ნახევარმცველების რაოდენობა გაიზარდა, რაც შესაძლოა, საშემოდგომო სცენარი იყოს;

3.სანიოლი ყოველთვის ეცდება, კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძის ნახევარდაცვის სამეულს დაეყრდნოს, მთავარია, ამაში ხელი ტრავმამ ან ცუდმა ფორმამ არ შეუშალოს;

4. სამმცველიანი ტაქტიკის პირობებში, ფრანგი მწვრთნელი მარცხნივ ექსპერიმენტებს ალბათ ნაკლებად მიმართავს და არჩევანს აზაროვს, ხარებაშვილსა და უკიდურეს შემთხვევაში, წიტაიშვილს (ამ პოზიციაზე გუნდშიც გვინახავს) შორის გააკეთებს.

რა რჩება გასარკვევი?

1. ძალიან საინტერესო იყო, თუ ვინ შეცვლიდა გურამ კაშიას და საქმე მხოლოდ სიმბოლიზმში არ ყოფილა. ამით ვილი წარმოგვიდგენდა, თუ ვინ ურჩევნია დაცვის შუა ნაწილში. არჩევანი (ჯერ საბოლოოდ მაინც არა) ილია ბერიაშვილზე შეჩერდა, რაც ერთი მხრივ ლოგიკურია, ამავდროულად კი ასაკით, გამოცდილებითა და სტილით ამ საქმეში ლაშა დვალს წარმოვიდგენდით. როგორც ჩანს, ის ლუკა ლოჩოშვილის კონკურენტად, მარცხენა ცენტრალურ მცველად დარჩება;

2. რა ვუყოთ ზურიკო დავითაშვილს? ის ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელ და შეტევაში მნიშვნელოვანი ძალაა, მაგრამ 3-5-2 სქემაში ადგილის მოძებნა ვერ ხერხდება. არადა, ამის ფუფუნება არ გვაქვს. ბოლოს ვოლი ზურიკოს თამაშით უკმაყოფილო იყო და იმედია, ამ ურთიერთობებს დროულად დაალაგებს.

რაც ვნახეთ....

საქართველოს ნაკრებს ან არ შეუძლია მაღალი პრესიმგის თამაში და ინიციატივის მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მოპოვება, ან ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ ეს საჭირო არაა. გამოდის, ჩვენი უპირატესობები კვლავ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სისხარტესა და მოქნილობაზე გადის, პოზიციური იერიშები კი ნაკლები გვექნება, როგორც ადრე. სანიოლი ამ ტაქტიკას ამოწურულად თუ მიიჩნევდა და შეცვალა, ახლა რითი გააუმჯობესა, რა ახალი ელემენტები შესძინა, რატომ ჰგონია, რომ ამჯერად გამოვა?! ინდივიდუალიზმი საჭირო და აუცილებელია, მაგრამ გუნდური სისტემისა და ელემენტების გარეშე არაფერი გამოვა!..

რაც ვნახეთ, რუმინეთის დონის გუნდთან მოძრაობასა და მრავალფეროვნებაში დეფიციტი იყო. პერიოდული გამონათებები საქმეს არ შველის, სტაბილურობაა საჭირო. ირაკლი ეგოიანის თამაში პოზიტივს აჩენს, მან იცის ბურთთან მოპყრობის ტექნიკები, კარგად აფასებს სიტუაციებს და გამწვავებაზე, რაღაც ახალის მოფიქრებაზეა ორიენტირებული.

გიორგი კვერნაძემ ერთ ეპიზოდში "კვარას" ფინტი გაგვახსენა და დავრწმუნდით იმაში, აქამდეც რომ გვითქვამს - ის ხვიჩასთან სტილურად ყველაზე ახლოსაა, თამამად მიდის დრიბლინგზე და თავდაჯერება ემატება, მომავალში კიდევ უფრო შედეგიანი უნდა იყოს.

გიორგი მამარდაშვილზეც უნდა ვთქვათ. მასზე საკლუბო გარემო აშკარად ცუდად მოქმედებს, წარმოუდგენლად ბევრი შეცდომა დაუშვა. ასეთ დროს სანაკრებო სიტუაციებმა იქნებ მასზე სასიკეთო გავლენა მოახდინოს, ასე ხდება ხოლმე - აქ გენდობიან, შენი მეგობრები არიან... ბაჰრეინთან (5 ივნისს) ალბათ ლუკა გუგეშაშვილს ვიხილავთ და ამ მოცემულობით, მას სამომავლოდ "მამარდასთვის" სერიოზული კონკურენციის გაწევაც შეუძლია. ვიღაცისთვის ეს ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა.

ეპილოგი. ვეგუებით იმას, რომ ვილი სანიოლი რჩება და ვცდილობთ, მას აკადემიური რჩევები მივაწოდოთ. როგორც ადრე გაგვიკეთებია და ცოტა გვიან, მაგრამ ამა თუ იმ ფეხბურთელს სანაკრებო შანსი მაინც მიუღია; ცოტა გვიან, მაგრამ მის არასწორ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულა...

ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ!..

საინტერესოა!ამ თამაშს რომ ვუყურებდი და ვხედავდი,როგორ უჭირდათ ფეხბურთელებს ბურთის მიღება და თუნდაც ახლო პასის ზუსტად მიცემა,მივხვდი,რატომ არ ცდილობს სანიოლი,თუნდაც აუტებიდან ბურთის შემოტანის სქემის დამუშავებას,ან კიდევ კუთხურის კომბინაციების გათამაშებას.არავინ ჰყავს ისეთი,ბურთს გარანტირებულად რომ მიიღებს და ზუსტად გასცემს.ამ თამაშშიც რამდენჯერ დავკარგეთ ბურთი,დაცვიდან ამოსვლის დროს,როცა თავისუფალ პარტნიორს,ზუსტად ვერ უპასებენ,ამ კიდევ ის ვერ იღებს ბურთს და შორს გავარდნილი,ისევ საბრძოლო ხდება.საქართელოს ნაკრების ფასმა,248 მილიონს გადააჭარბაო,მაგრამ აქედან 140 მილიონი კვარაა,მიქაუტაძე,ზურიკო და მათ გარეშე,უკვე 68 მილიონამდე ჩამოვიდა.ჰოდა 68 მილიონისას თამაშობენ.ყველა პოზიციას ისედაც ვერ ვაკომპლექტებთ,ჩვენ კი,ყოველ პოზიციაზე ორ თანაბარძალოვანი და სულ ცოტა ოდნავ უარესი დონის ერთი ფეხბურთელი მაინც გვჭირდება,მეტ ნაკლებად სტაბილური დონის თამაში თუ გვინდა.კაშიამ სანაკრებო კარიერა დაამთავრა და ისეთი მცველი უნდა მოიძებნოს,ვის გარშემოც აშენდება ნაკრების დაცვა.პოზიციაზე შესაძლოა ვინმემ ითამაშოს,მაგრამ ვიღაცამ მისი ორგანიზაციული ფუნქციები თუ არ გადაიბარა,არაფერი გამოვა.ნაკრები რაღაცას რომ მიაღწევს,ამ ხალხს რატომღაც ჰგონია,რომ ხვალიდან მოყოლებული,ნაკრები იმ დონეზე დაბლა აღარ უნდა დაეშვას.სანაქებო სურვილია,მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელი.ტალღა რომ ტალღაა,რაღაცას დაეჯახება და მერე უკან იხევს,ახალი დარტყმისათვის ენერგიის მოსაგროვებლად.ამის გაგება არ უნდათ და ძალიან ტოქსიკური გარემო იქმნება,ნაკრების და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.ნამდვილად არ ვიცი,სანიოლის წასვლას რაიმე დადებითი შედეგი მოჰყვებოდა თუ არა,მაგრამ როცა ხედავ,ნაკრების მრავალმა ფეხბურთელმა როგორ მოუკლო საკლუბო დონეზე და სხვებიც არავინ ჩანან,მათ სრულფასოვან შემცვლელებად,მაინც მგონია,რომ მწვრთნელის შეცვლა,დიდ შედეგს ვერ მოგვცემდა.მოედანზე ფეხბურთელი გადის და საბოლოო ჯამში,საქმე მისი გასაკეთებელია.როცა ფეხბურთელი ძველ დონეზე ვერ თამაშობს,შედეგიც ვერ იქნება,ძველი დონისა!
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მაგრამ შემდეგ ოპერაციას გაიკეთებს - სალიბას არჩევანი
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" 26 მილიონად ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] "ყოჩაღ ხვიჩა, შესანიშნავი იყავი" - კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა
პსჟ-მ შეიძლება პორტუგალიელი ნახევარმცველი შეიძინოს
პირველი დამოუკიდებელი სამუშაო ევროპაში - ანჩელოტის ვაჟს "ლილი" ჩააბარეს
"შოკი მიიღეს, არავინ ელოდა" -"ლივერპულიდან" სლოტის მოულოდნელად წასვლის დეტალები
მამარდაშვილი და ალისონი გამოირიცხა? - "იუვენტუსს" არგენტინელი მეკარის დამატება სურს
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
პსჟ-ში ახალ მეკარეს ელიან - ფრანგულ გრანდში ძირითადი კიპერი შესაძლოა, შეიცვალოს
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ლივერპულის" მცველი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს
Footmercato : ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს პსჟ-ში გადასვლა სურს
7-ქალა | მაკარსკაში რუმინეთთან, მოლდოვასა და მონტენეგროსთან
დაიმსახურა და დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება სერიოზულად გაიზარდა
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კოლოსკოვი: არ ღირს საფონოვისგან გმირის შექმნა - კვარაცხელია არ გინდათ გაიხსენოთ?
მატჩის დღე! კაშიას გაცილება და ექსპერიმენტული ნაკრები
აღარ გვინდა, ვილი "გაიჭედოს"! - კითხვები სამართლიანობისთვის
[VIDEO] "ყოჩაღ ხვიჩა, შესანიშნავი იყავი" - კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა
სიომინი: ხვიჩა ვინისიუსზე უკეთესია, მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
მატჩის დღე! კაშიას გაცილება და ექსპერიმენტული ნაკრები
ექპერიმენტული შეტევით - რას მისცემს ივნისი ვილისა და ნაკრებს?
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
"ეს ჩემი ოცნებაა" - ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რატომ ეკეთათ კვარაცხელიასა და პსჟ-ის ფეხბურთელებს "არსენალის" დამარცხების შემდეგ სათხილამურო სათვალე
კოლოსკოვი: არ ღირს საფონოვისგან გმირის შექმნა - კვარაცხელია არ გინდათ გაიხსენოთ?
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
დაიმსახურა და დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება სერიოზულად გაიზარდა
"თუ ის შრომას გააგრძელებს, აუცილებლად გამოვიძახებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია