რუმინეთთან ამხანაგური მატჩის (1:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

“ვფიქრობ, რომ მარტთან შედარებით ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა როგორც ხარისხის, ისე ინტენსივობის კუთხით. ფეხბურთელებმა დღეს ძალიან საინტერესო მატჩი ჩაატარეს. მთლიანად ამ კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ერთად შევიკრიბეთ, ისინი პროფესიონალურად მუშაობდნენ და მთელი კვირის განმავლობაში სერიოზულობით ეკიდებოდნენ საქმეს. ვფიქრობ, დღევანდელი კარგი თამაში სწორედ ამ კარგი მუშაობის შედეგია.

სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, იმავე ხარისხს შევინარჩუნებთ. ახალმა ფეხბურთელებმა გუნდში ახალი ენერგია და ახალი სული შემოიტანეს და ამ საღამოს ბევრი დადებითი რამ დავინახეთ.

ირაკლი ეგოიანს დიდი ხანია ვაკვირდებით, თუმცა გვინდოდა, რომ ჯერ სრულფასოვანი სეზონი ჩაეტარებინა თავის კლუბში. მან ეს საუკეთესოდ გააკეთა. დღეს კი, როცა მოედანზე შევიდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც და მეც ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს. ძალიან საინტერესო იყო მისი ხილვა დღეს და დარწმუნებული ვარ, სამ დღეში ისევ ვიხილავთ მას მოედანზე.

გამიმართლა, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გურამ კაშია მყავდა. კაშიასთან ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი თამაში თითქმის ყოველ ჯერზე უმაღლეს დონეზე იქნებოდა, და სწორედ ამას ველოდები ჩემი ცენტრალური მცველებისგან. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩიდან მატჩამდე სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში. ამისთვის აუცილებელია, რომ კარგ კლუბში, მაღალ დონეზე, ყოველ კვირას ან თუნდაც კვირაში ორჯერ თამაშობდე, რათა იგივე ხარისხის თამაში ეროვნულ ნაკრებშიც აჩვენო”.

NAKREBI.GE

ზურა56
გაიტანეთ.გრელანდია....სანიოლა
სირბილის სწავლების ცენტრის აქტიური წევრი
მისტერ ინტენსივობა ჩვეულ ამპლუაშია!
სირბილის სწავლების ცენტრი
თამაშზე მეტად ინტენსივობის მომატება რომ მოგეწონება - ჯერ მაყურებელს კარგავ და შემდეგ ხვდები, უცხოეთის საფეხბურთო სკოლებში თუ რატომ ასწავლიან ჯერ სირბილს და შემდეგ ბურთს...
კიგანი
ესეც რო ჩვენ გვაბოლებს…..
პაატა
ყველაფერი გაუვიდა და ეს სიტყვების ბრახაბრუხიც გაუვაა… ამის ყოველი ინტერვიუ ფაქტიურად დაცუნვის ტოლფასია:( ივიცობასთან ერთად ასეთი რა უთავმოყვარეო ხალხი ხართ ამ ფედერაციში!!!

კარგი რა ვილი, უკვე ვეღარც ვბრაზდები. რა პროგრესი, შეტევაში ქვილითაია-ბუდუს დუეტით თამაშია პროგრესი? რისთვის გამოცადე - რომელიმე თამაშში გამოიყენებ მათ? აუპერ სისწრაფეებზე გადასულ ფეხბურთში სად არის ასეთი დამძიმებული შეტევის ადგილი? ან ქვილითაიამ ასაკში ასეთი რა მოუმატა, რომ ახლა დაიმსახურა ნაკრები? დაიწყება ახალი ციკლი და ისევ იგივე წრეზე წავალთ, ძალით კეთდება ეს ყველაფერი რომ არ გვყავდეს პოტენციალის შესაბამისი გუნდი თუ რა არის.
ეჰჰჰა
ძაან მაგარი ტესტ შეხვედრა გვქონდა, შედეგი: ჩაკვეტაძე დაამტვრიეს მიუხედავად იმისა რომ ქვილითაიამ გოლი გაიტანა (მეკარის ნაჩუქარი და არა ბრძოლით გატანილი) არც ეგ და არც ზივზივაძე (რამდენი მომენტი გააფუჭა) არაფრად არ ვარგოდნენ, საერთოდ ახალი მოთამაშეების დატესტვა უნდა მომხდარიყო და არა 30+ ფეხბურთელების, რომლებიც დატესტილები გვყავს და ვიცით რომ უკეთესები ვერ გახდებოდნენ
მწვრᲗნელი
აქ ზოგი კომენტარები ფეხბურᲗის მაგივრად პოლიტიკაზე ლაპარაკობს ეტყობა კობახიძემ უნდა დაალაგოს ტაქტიკა და Შემადგენლობა. როგორ არ მოგწყინდაᲗ ბიᲭო ამ უაზრო პოლიტიკაზე საუბარი, Თუ პოლიტიკური ამბიციები გაქვᲗ აᲗასი პარტიაა და რომელიმეᲨი ᲩაეწერეᲗ ბიᲭო, ხელისუფლება Თუ არ მოგწონᲗ.
გოგა
ეს სხვა თამაშს უყურებდა? ამანაც დაიწყო ხალხის მოტყუება
llcl
მართლაც ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო განახლებული ტაქტიკა, უამრავი დამუშავებული კომბინაცია სტანდარტებიდან, თითქოს ყველა ფეხბურთელმა იცის რომელ წამს სად უნდა იდგეს, სტადიონთან მიხვალ და უამრავი საპარკინგე ადგილი, ირგვლივ 100 მოგუგუნე ქარხანა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!
გია
მაგარი უნამუსო აფერისტია. ჩვენ ქართველების გვიკვირს და ეს ევროპელები ჯიბეში ჩაგვისვამენ აფერისტობაში, ევროპული მაშტაბისა არიან!
აუუფფ...
მარტთან?... სულ ეგ არის? ))) წაიკითხე ხალხი რასა წერს, რას ელოდება. ბოტების ლაიკ/დიზლაიკებს თავი გაანებე.
მირო
ძალიან კარგი,იმედისმომცემი ახალგაზრდა თაობა გვყავს.თამაშიც აზრიანი გამოვიდა,აწყობილი.კარგი მწვრთნელის ხელში ეს ბიჭები ბევრს მიაღწევენ.ღმერთმა ქნას,რომ სანიოლიმ გაქაჩოს,მეეჭვება.
რეალისტი
დიდი პროგრესი მარტის თამაშებთან შედარებითო და არა ზოგადად, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა, ნამდვილად თვალშისაცემი იყო ეს პროგრესი, თანაც ლიდერების გარეშე.
სიახლე
უფრო მეტი ახალი სახე შეიძლებოდა, მით უმეტეს, როცა ამხელა დანაკლისი გვქონდა. ხარატიშვილი დამაკლდა — გამოძახება და სტიმულის მიცემა შეიძლებოდა. კარგი თამაშები ჩაატარა ჩეხეთში. ლუკა ხორხელი კარგი იყო წელს, თავით კარგი გოლები გაიტანა და რამდენიმე პოზიციაზე თამაშობს. მისთვისაც შეიძლებოდა შანსის მიცემა. ჭანტურიშვილზე არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ წლებია სტაბილურად თამაშობს ჩეხეთში და საქმეში ნახვა შეიძლებოდა.
Lelo
სანიოლის გონია საქართველოში არც მწვრᲗნელები ყოფილან ოდესმე, არც ფეხბურᲗის მცოდნეები, სად ხედავს, რას ხედავს, მე მგონი დაგვცინის, არ არი მწვრᲗნელობა ამ კაცის საქმე, ერᲗს ვიტყვი ნებისმიერი ქარᲗველი მწვრᲗნელი უკეᲗესად აᲗამაᲨებდა ამ ნაკრებს, ნებისმიერი, აგერ მაგალითად ქეცბაიას მოსვლის მერე დინამო როგორ რადიკალურად Შეიცვალა, მწვრᲗნელია საᲭირო. მწვრᲗნელიიი.
ABARA
ბრავო ეგოიანს! ამ ბიჭმა ასე თუ განაგრძო ნამდვილად იმსახურებს მეტ დროს. ჩაკვეტაძე კარგი იყო პირველ ტაიმში, თუმცა ტრამვები არ ტოვებს. მამარდაშვილის პირველ 20 წუთში აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციებში 3 უხეში შეცდომა დავუთვალე და ალბათ უკვე დროა ალტერნატივა მოიძებნოს, რომ მხოლოდ ერთი კაცის გუნება-განწყობაზე არ იყოს დამოკიდებული ნაკრების კარი. პროგრესზე და ხარისხზე უადგილო საუბარმა არაერთხელ დაგღუპა უკვე ვილი ჩემო, ამიტომ მე რომ შენი ვიყო ოდნავ მოკრძალებული ვიქნებოდი ნაკრების თამაშის შეფასებისას ფართო მასების წინაშე, თორე მოვა სექტემბერი და ვიცით ყველამ როგორ უცებ ცვლი ხოლმე "პლასტინკა" -ს.
გაიოზ გაიოზ
ეხლა ეს კაცი,რომ გასაშვებია ვერ ხვდებით?? 😡
თბილისელი
ეს კაცი საერთოდ სპეციალისტია!? რა პროგრესი, რის პროგრესი?!
lasha
სიმართლე გითხრათ ამ ხარისხსაც არ ველოდი. ბევრი უკმაყოფილოა. ნორმალურად ვითამაშეთ. ამიტომ არის ახალი ფეხბურთელების მოძებნა და გამოცდა ნაკრებში. ეგოიანმა ეს დაგვანახა. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს სანიოლმა ახალ სახეებს.
ლობიოჭამია
აბა სადა ნახეთ "დიდი" პროგრესი? როგორც ყოველთვის გვაბოლებს )
ოთარი
ბედნიერი კაცი ხარ ვილი, ღმერთმა დაგაჯილდოვა უდიდესი ნიჭით, დაინახო ის რასაც ვერავინ ვხედავთ. ჩვენ რა გვეშველება თორემ, ფედერაცია მეც რომ მიხდიდეს მაგდენს, სტადიონზეც არ გამოვჩნდებოდი, მაგ დონეზე ჩვენი ბიჭები უჩემოდაც ითამაშებდნენ.
პეპე
რა უხარია ამ უპატრონოს იგრა ბილა რავნა იგრალი დვა გავნა
დემბელეს დედა თამთა ქორბუდაშვილი
აშკარად სხვა პლანეტაზეა. ეხლა ბაჰრეინს მოვუგებთ და ქება-დიდება მერე იქნება თუ იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდასავით.
Achi
რა ხარისხი ნახა ამან ერთი მეც დამანახა. ერთადერთი ფეხბურთელი იყო ეგოიანი ბურთის რომ არ ეშინოდა. აი ჩაკვე კი მეცოდება ფეხბურთის ირგვლივ ვსაუბრობ არადა რა მაგარია
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
აზრთა სხვადასხვაობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - ტუხელის სიტყვებმა ბელინგემი გააბრაზა
"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ