ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ

სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ

ფოტო: rugby.ge - გოგიტა ბუხაიძე

გამოცემა rugger.info-ს ინფორმაციით, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს შესაძლოა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება და რაგბი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ტიტული ჩამოართვან.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამის მიზეზი რუმინეთის ნაკრების წევრი სიონე ფაკაოსილეა.

ტონგელმა მორაგბემ რუმინეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2017 წელს ჩაატარა. მანამდე ის რუმინეთში სამი წელი ცხოვრობდა.

მთავარი კითხვა აქ ისმის - ჰქონდა თუ არა მას რუმინეთის ნაკრებში გამოსვლის უფლება?

სიონე ფაკაოსილეა 2013/14 წლებში, მსოფლიოს სერიის დროს, რომელიც 12-13 ოქტომბერს ჩატარდა, ტონგის 7-კაცა ნაკრებში ირიცხებოდა.

მსოფლიოს სერია World Rugby-ს ოფიციალური ტურნირია. შესაბამისად, ტონგელს არ შეეძლო ასე უცებ მოქალაქეობის და ნაკრების შეცვლა.

მსგავსი პრეცედენტი უკვე ყოფილა, მაშინ რუსეთის ნაკრებში იმავე გზით ანტონ რუდო მოხვდა და მაშინ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს 2003 წლის თასის კვალიფიკაციიდან მოხსნეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუმინეთის რაგბის კავშირმა ან ნატურალიზებული მორაგბეების წესი არ გაითვალისწინა და უბრალოდ არ იცოდა, რომ ფაკაოსილეა 7-კაცაში თამაშობდა.

თუმცა, rugger.info-ს ცნობით, ერთი ნიუანსი არსებობს, რუმინეთის სუპერლიგის საიტზე ტონგელის დაბადების თარიღი itsrugby.co.uk-სა და worldrugby.org-ის საიტების თარიღს არ ემთხვევა და სხვაობა ერთი თვეა. შესაძლოა, ეს სხვადასხვა მორაგბე იყოს, ერთი და იმავე სახელითა და გვარით.

მაგრამ თუ გამოვლინდა, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, მაშინ რუმინელებს რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე საქართველოსთან, რუსეთთან და ბელგიასთან წაგება ჩაეთვლებათ და ასევე 2018 წლის ტურნირის ყველა თამაშზე.

ასეთ შემთხვევაში საქართველო რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ტიტულს მიიღებს, რომელიც აქამდე რუმინეთს ეკუთვნოდა, ხოლო რუსეთი პირდაპირ მსოფლიოს 2019 წლის თასზე გავა.

თუმცა არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც - რუმინეთს მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიდან მოხსნიან. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციაში მონაწილეობას ესპანეთი მიიღებს.

გამოცემის თქმით, ყოველ შემთხვევაში, ეს შემთხვევა რუმინული რაგბის იმიჯზე დიდი დარტყმა იქნება.

თანაც, ბელგია-ესპანეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტიც რუმინელების სასიკეთოდ არ მოქმედებს.

დღეს რაგბი დამარცხდა - ესპანელმა მორაგბეებმა მსაჯზე გაიწიეს [VIDEO]

გარდა ამისა, ამავე გამოცემის ინფორმაციით, ნატურალიზების წესების დარღვევას რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სხვა ქვეყნებშიც ჰქონია ადგილი.

კერძოდ კი, საუბარია ბელგიის ნაკრებზე, სადაც 10 არაბელგიური წარმოშობის მორაგბე თამაშობს.

პირველი, ვისზეც ეჭვი გაჩნდა, ვიკტორ პაკეა, რომელიც ადრე საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.

L'Union-თან ინტერვიუში პაკემ თქვა:

"ბელგიის ნაკრების თავკაცმა გაიომ აიაკმა დამირეკა და მკითხა, ბელგიური წარმოშობა ხომ არ მქონდა. მე ვუპასუხე, რომ დიდი ბებია წარმოშობით ბელგიიდანაა".

World Rugby 8.1(b)-ს წესით თანახმად, მოთამაშეს შეუძლია ნაკრების ღირსება იმ შემთხვევაში დაიცვას, თუ მისი ბებია ან ბაბუა ამ ქვეყანაში დაიბადა და თუ მას სხვა ნაკრების მაისურით არ უთამაშია. მაგრამ წესით მიხედვით, ნატურალიზება არ ხდება დიდი ბებიისა და ბაბუის ყოლის შემთხვევაში.

პაკეს გარდა კი ერთბაშად 9 მორაგბის ვინაობა დასახელდა, რომლების გამოსვლის უფლება ბელგიის ნაკრებში საეჭვოა. ესენი არიან: გიიომ მორტიე, ვენსან ჰარტი, ტომას უოლრაფი, ბასტიენ გაიარი, ტომ ჰერენგერიმ, ვენსან ტოზია, ტომას ვერვურტი, ჯეიმს პირსი და ოლივერ კლაკსტონი. ყველა ეს მორაგბე შესაძლოა, არასწორი წესით ყოფილიყო ნატურალიზებული და ყალბი პასპორტები ჰქონდეთ.

არც ერთი მათგანი ბელგიაში არ დაბადებულა და ადგილობრივ ჩემპიონატში არ უთამაშია. არც მათ მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს არ უცხოვრიათ ბელგიაში, - წერს rugger.info.

• მერო

ჩემი აზრით რაგბის და ფეხბურთის შედარება უაზრობაა,მათი განვითარების მასშტაბებს თუ გადავხედავთ.რაგბი ჯერ არაა განვითარებული,რომ იძახით უმაღლეს დონეზე 10 ნაკრები თამაშობსო,რომელი ათი ნაკრები ახალ ზელანდიასთან ნებისმიერს მიზერული შანსი აქვს მოგების.ფეხბურთში ასე არაა.ძლიერი და პირველი სპორტი მაშინ იქნება რაგბი საქართველოში როცა მათ სტაბილურად ეთამაშება და წინასწარ არ იქნება განწირული წაგების თვის მაღალი ეშელონის გუნდებთან.ფეხბურთელებიც რომ თამაშობდნენ სულ გიბრალტართან ლიხტენშტეინთან სან მარინოსთან ესენიც სულ პირველზე იქნებიან.

• B-52

გაიხარე გლახუნა!

• ოოო-ს

წადი ვიკიპედიაში მაინც ნახე რამდენი ქვეყანა თამაშობს რაგბს, თუ უმაღლეს დონეზე თამაშს გულისხმობ ფეხბურთს მასე სულ 20 იოდე ნაკრები თამაშობს, მაგის სულ რაღაც ნახევარი კი რაგბს.

• ოოოოოოოო

იხვის ტოლმა მიჭამია კიდეც და გამიკეთებია კიდეც. (მზარეული ვარ) მერე მეორე ფეხბურთს თამაშობს 250 ქვეყანა, რაგბს 20

• ოოოოოო

ვაჟკაცური სპორტიაო მაგარია :დ მაგრად ვიცინე. რომელია ერთი ლგბტ სპორტი თუ ძმა ხარ.

• სოსო

თაზო,გაანებე მტკიცებას თავი,მაინც ვერ დააჯერებ.ეტყობა თვითონ არიან რობოტები.უბრალოდ საწყენია, ასეთ უაზრობაზე რომ გვახარჯინებენ დროს და ნერვებს.მიზანი მაინც ეთქვათ,რის მიღწევას ცდილობენ მაგით,საქართველოში ხომ რობოტების ერა ჯერ არ დამდგარა. რაც შეეხება ამ სტატიას,ყურადღება იმას მივაქციე,რომ სკანდალი რაგბი ევროპის ხელმძღვანელის ჩალიჩზე კი არ არის ატეხილი,არამედ რაღაც წესების დარღვევაზე,რომლის კონტროლიც ალბათ რაგბი ევროპის ფედერაციას თავიდანვე უნდა ჩაეტარებინა და არა მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ ატეხილიყო ხმაური.სკანდალი უფრო ბელგია რუმინეთის მსაჯობაზე უნდა ატეხილიყო და დამატებით არგუმენტად,შარშანდელი რუმინეთი საქართველოს მსაჯობაც დამატებოდა

• tazo

sportall-ის რედაქციავ არა ვარ ეს დედააფეთქებული რობოტი არააააააააააა!!!!!

• tazo

დააა-ს-შენ თუ რაგბიში ემოციებს ვერ ხედავ, მაგარ ფსიქოტროპულებს სვამ ეტყობა:)):))))

• zua

რაგბი არის ბრძოლა და ვაჟკაცობა, რაგბი რომ ითამაშო მხოლოდ ფიზიკური სიძლიერე არ არის საკმარისი, მთავარია გამბედაობა, ანუ შიშმა არ უნდა შეგიპყროს. ამის გამო ის ძალიან ახლოსაა ჩვენ ისტორიულ მენტალობასთან, სწორედ ბრძოლამ, ვაჟკაცობამ, უშიშრობამ/გამბედაობამ მოიყვანა საქართველო აქამდე, მაგიტოა ჩვენი თამაში. რეიტინგიც შთამბეჭდავი გვაქვს ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინებით.

• გლახუნა

1-ლი რაც არის მაგარი გასაკვირი,რატომ და საიდან ასეთი სიძულვილით დამოკიდებულება რაგბის მიმართ?! ამას რაგბი არანაირად იმსახურებს,თუნდაც წარუმატებელი ვიყოთ. რასაც ზემოდან წერ ...სრული სისულელეა,მით ამბობ ერთს- საერთოდ რაგბის აზრზე არა ხარ და მეტი არაფერი. რაგბი მე-3-ა ავტორიტეტით მსოფლიო სპორტში; ინტერესით,ფინანსებით; ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატის,ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ(!) 1 რაგბი ჩვენი თამაში არ არისო და...სოფლის ,,ჯანიანი ბიჭები მოუგებენ,,-ო რაგბის თუნდაც 22-ე ნომერს ?! მაშინ როგორ არ ყოფილა სწორად ,,რაგბი ჩვენი თამაში?! 2 შერკინებაში ,,ფანდარასტივით, თუ დადგები - მალაიზიაც მოგიგებს,90 -ე ნომერი შეიქმნები. 3 არ გინდა წარმატებული იყოს რაგბი საქართველოში,თუ რაში არის საქმე?! ესა თუ ის ერი -ნებისმიერ სპორტის სახეობაში რომ არის თუნდაც 15 -ლში,ითვლება რომ მაგარი წარმატებულია (!) 4 რომელი პატარა ერის სინდრომზე ლაპარაკობ და რატომ?! რისი თქმა გინდა ბოლო-ბოლო?! რაგბში არა არის საქართველო წარმატებული და გვეჩვენება და ამ მოჩვენებით ვამაყობთ და ამიტომ?! საერთოდ ინგლისური,ფრანგული თუ იცი?!...ფრანგების გადაღებულ ფილმები მაინც თუ გინახავს ქართველ რაგბისტებზე?! თუ ელიტის რაგბის სპეცისლისტების შეფასებებს არ ეცნობიან სპორტულ მედიაში ქართველი რაგბისტების შესახებ?! 5 ნუ უყურებ რაგბს, თუ გაღიზიანებს ,,რაგბი ჩვენი თამაშია,, არავინ გაძალებზთ(!) უყურებენ რაგბის ვეტერანები და მაგრად მცოდნე ფანები,მათ კარგად იციან ,რომ რაგბი მართლა ქართველთა თამაშია და რუსებს არ უნდა კი არა - ა რ შეუძლიათ, სულ სხვა სიმძლავრე,ენერგია,ფიზიკური სიძლიერე,მაღალი ინტელექტი,სწრაფად აზროვნება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულ ფაზებზე,სწრაფი ქმედებები,გონებახვილობა,შემართება,თავდადება,გუნდურობა - როგორც ძმების რაზმის...თითქმის ყველა სპორტია გაერთიანებული და ყოველმხრივი მომზადება ჭირდება,მყარი ფსიქიკა,მტკიცე ნებისყოფა და შეუპოვარი ბუნება. ხო,ბოლოს,რაგბი ისეთი სპორტია,რომ ყველა კომპონენტში ერთდროულად უნდა მომძლავრდე,რომ ზემდგომ გუნდს დაეწიო,ამიტომ დრო ჭირდება ...უკვე ელიტის ნაკრებებს სერიოზული მოკრძალება აქვთ სსქართველოს მიმართ და ცოტაც და დამარცხება შესაძლებელია. როცა სახელმწიფოც მომძლავრდება ეკონომიკურად,სოციალურად,ფინანსურად და შიდა ეროვნულ ჩემპიონატში სერიოზული ფინანსები ჩაიდება ( მუდამ ვერ შეძლებს ურუსეთი ქართული სახელმწიფოს განვითარება- განმტკიცების შეჩერებას!) ...მსოფლიო ელიტის მყარი ნაკრები ვიქნებით(!) უსერიოზულესი ავტორიტეტით. ფეხბურთის ქომაგებს ვუსურვებ მცირე დროში მსოფლიოს 30 - ში მაინც შესვლას და მერე... ქართველ ერს შეუძლია ყველა სპორტის სახეობაში ძალზე წარმატებული იყოს.

• emigranti

ოჰ თქვენ გენაცვალეთ რაგბის გულშემატკივრებო! ფეხბურთში რომ გვყავდეს მსგავსი დონის გუნდიდა კომენტარებში ვინმემ მსგავსი რამ რომ დაწეროს მის საყვარელ სპორტსა და გუნდზე ისეთი ამბები ატყდებოდა, რომ რა გითხრათ, თვითონაც იცით. ოო დადა - ნაბოდვარზე კომენტარებს რომ ვკითხულობ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები როგორ განსხვავდებიან ფეხბურთისა და რაგბის გულშემატკივრები. თუმცა მე თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ სრულიად ქართული სპორტის. მადლობა კაცებო ამ მონაჩმახის ასეთი კომენტარებისათვის.

• ოოოო და დააა:)))

იხვის ტოლმა თუ გიჭამია საერთოდ?:)))თავს რომ დებ ფეხბურთის გულშემატკივრობაზე , შენი შეფასებით ჩვენი ფეხბურთი რომელს ეშელონშია ა? ევროპაში უმდაბლეს მე-4-ში თუ არ ვცდები, ხო ეგრეა?! ხო მაგრამ მაინც გულშემატკივრობ, არა? ხოდა ჩემო ძმაო ჩვენი რაგბი თუ არ გიყვარს გაეშვი საერთოდ ესეთი სირობების წერას, წერე ფეხბურთზე. წარმატებები ქართულ ფეხბურთს! ხო მართლა, რაგბი ჩვენი თამაშია!!!

• kote

ოოო, ასეთი სუიციდი მართლაც იშვიათობააა...

• უილიამი

და არც ფარდაა, არც ორკესტრი, მუსიკა არ ისმის და დეკორაციები დეკორაციები არ ჩანს, ....კონსიერჟი არ გეგეგება, პალტოს არ იბარებს, პარტიტურას არავინ არიგებს, ბუფეტში პონჩიკები არ იყიდება . . .არც ესთეტიკად არც სრომანტიკა ....ეჰჰჰ

• ოოოოო და დააააა

ერთი ჩემ კომენტარებს ვინც დისლაიქს აძლევს მიზეზი მაინც გქონდეთ. 1 წავაგებთ და ბიჭებმა იბრძოლესო. თქვე კაი ხალხნო რაგბიც ეგაა, აბა ფანდარასტივით ხოარ დადგები შერკინებაში. 2 რაგბი ჩვენი თამაშია არა იხვის ტოლმა, საიდანაა ჩვენი თამაში პირტუგალიას, ესპანეთს, გერმანიას და რუსეთს რომ ვუგებთ? სრულ არარაობებს ამ სპორტში. მაგათ კაი სოფლელი ჯანიანი ბიჭებიც მოვუგებთ წესები, რომ აგვიხსნან. 3 ვინც იძახით წარმატებულია რაგბი საქართველოშიო იმ ხალხიდან 85 % პროცენტი გარტყმაში არაა რაგბის თამაშში თუ წესებში. 4 როდემდე უნდა ვიაროთ ესე პატარა ერის სინდრომით შეპყრობილებმა და ურა გახარებულებმა რუსეთის ჩლუნგი ნაკრების დამარცხებების მერე. არ თამაშიბენ ეგენი რაგბს არა, არ უნდათ. რომ ავსებთ სტადიონებს ამ სტვირინოზა თამაშებზე რა ემოციას გაძლევთ ვერ ვხვდები, როდესაც 99.9% დარწმუნებულები ხართ რომ მოიგებთ. კაროჩე მე როგორც ფეხბურთის ქომაგი შეურაცყოფად მიმაჩნია ფრაზა "რაგბი ჩვენი თამაშია" . უკეთესი იქნებოდა " რაგბი ჩვენი თამაშია, რადგან პირველი დონის გუნდი 8 არის და ვერ ვუგებთ, ვიბრძვით კია აი მეორე დონის გუნდებიდან ჩვენზე კარგად არავის გამოდის რაგბის თამაშიი"

• დააა

ყველაზე არაესთეტური სპორტი, სრული უაზრობა. გაიქცევა დაეცემიან, გამოიქცევა დაეცემიან. ემოცია მანდ არარის და არაფერი.

• იდალგო

მაშ ესპანეთი?

• irakli81

ეგ ყველასთვის თავისებურადაა ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის მოსწონთ რაგბი. პირველად რომ ვნახე მეც უაზრო ზედახორა მეგონა , მაგრამ კარგად რო ჩაწვდები თამაშს და მის ფასეულობებს შენც მოგეწონება. რაგბი ლამაზი ქალი არაა ერთი ნახვით შეგიყვარდეს, ნელნელა უნდა მოიწამლო მისით. (აუ, რა პოეტურად გამომივიდა) :D

• haha

აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაიგებ. ჯობია ისევ ბალეტს მიაწვე.

• ანდროიდი

წესები თუ დაიცვა ყველამ ვისღა ათამაშებენ, გინდა ესენი და გინდა ბობოლები. აქ საქმე "გადატრიალებაშია", ამიტომაც ასე ერთბაშად გამჟღავნდა ამდენი შეცდომა. ვისაც აწყობს ის ალაპარაკდა.

• ოოოოო

რითია მაგარი გაფიცებ გაგვაგებინო იქნებ :დ

• irakli81

ესეთ მაგარ სპორტს როგორიც რაგბია რატომ ყავს ესეთი უნიჭო მმართველები? ამ ჩახლართული სქემებით აბანძებენ რაგბს.ისე ამ წესებით შაჰ აბასს შეეძლო საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, ბებია ქართველი ყავდა როგორც მახსოვს. :D

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

რაგბი ევროპა | რუმინეთთან სამი სიახლით

"ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრები სარეკორდო ანგარიშით დაამარცხეს [VIDEO]

რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბელგიელთა მწვრთნელი: "ბორჯღალოსნები" 6 ერში თამაშს იმსახურებს, იმედია, აღარ შეგვხდებით

ბელგია VS საქართველო - ბელგიასთან ისეთ დონეზე ვითამაშოთ, რა დონეზეც ინგლისთან ვივარჯიშეთ

ესპანური კლუბი სკანდალში გაეხვა - გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვიეს [VIDEO]

"ბორჯღალოსნებმა" ბელგიას პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდეს და 22:3-ს იგებენ

საქართველოს ნაკრებმა ბელგიას 8 ლელო დაუდო და 46:6 დაამარცხა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე

მილტონ ჰეიგი ბელგიასთან მატჩის შემდეგ: ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ავჭალაში

საქართველო-იტალია ბათუმში შედგება

სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

რაიან გიგზის დაწყევლილი 2011 წელი - ღალატობდა მეუღლეს და ძმის ცოლთან იწვა

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ

სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!