"სამტრედია" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ყაზახეთის "ტობოლს" დაუპირისპირდება, სადაც ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკესკირი თამაშობენ.

Sportall.ge "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა და მეტოქის შეფასება სთხოვა.

"ვიცით, რა გუნდსაც უნდა ვეთამაშოთ. ძლიერი გუნდია, მე-3 ადგილზე არიან საკუთარ ჩემპიონატში და ორი ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკესკირი ჰყავთ.

სხვა სავარაუდო მოწინააღმდეგე გუნდებსაც ვსწავლობდით, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი გუნდის გაკეთებაა.

ტრანსფერებთან დაკავშირებით სირთულეები გვაქვს. ჩემპიონატი მიდის და ფეხბურთელებს ვერ ვსინჯავთ, მაგრამ გავძლიერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე.

არ არის "ტობოლი" ისეთი გუნდი, რომ ფარ-ხმალი დავყაროთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ შევაკვდებით!

ყაზახებს ბევრი ლეგიონერი ჰყავთ. ჩვენი სავარაუდო მეტოქეები ვინც იყვნენ, ყველგან ძალიან ბევრი ლეგიონერი თამაშობს, დიდი ბიუჯეტი ჰქონდათ და სულ სხვა დონეზე არიან.

გაძლიერებისას უფრო აქცენტს ქართველ ფეხბურთელებზე ვაკეთებ, რადგან უცხოეთში ბევრგან ჩემპიონატი დამთავრებული არის და ფეხბურთელები ფორმაში არ არიან.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი არ შევირცხვინოთ და ნამდვილად ვაჟკაცურად და ქართულად დავხვდეთ მეტოქეს!

"ტობოლის" ბარიერის დაძლევის შანსი? შანსებს 50-50-ზე შევაფასებდი. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გუნდს გავაკეთებთ და როგორ შევხვდებით თამაშს", - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ბახვა
მწვრთნელ კვარაცხელიას ყველა მოსაზრება უნიკალურია, მაგრამ ყველაზე უფრო ეს წინადადება "მომეწონა" - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი არ შევირცხვინოთ და ნამდვილად ვაჟკაცურად და ქართულად დავხვდეთ მეტოქეს!". ხო!!! თუმცა "ქართულ დახვედრაში" რა მოიაზრება, ბოლომდე ვერ მივხვდი. მასპინძლობა ქართველებს არ გვეშლება. შესაბამისად გამოდის, რომ ქულებით გაუმასპინძლდებიან და გაატანენ შუა აზიაში.
haha
რაღაც ვეერ მივხვდი. ფეხბურთია თუ ჩხუბი წესების გარეშE. ან ხერხი ჯობია ღონესა არ გაგიგიათ?
გფ
ესაა ტაქტიკა? გუნდების მენეჯმენტი გვაქ ნოლი. უარესი რომ არ შეიძლება ისეთი
Dragonfly
რაც დრო გადის თანდათან უფრო და უფრო სამარცხვუნო სიტუაციაში ვარდებით ყველანაირად ფეხბიურთის განვითარების კუთხით. მიდგომებით ხედვებით და მიმართულებებით. იმ ხალხის ფეხბურთში მოღვაწეობით ვინც დღეს წაროადგენენ ამ სფეროს.მარტო პატიოსნება და რანდენიმე ადამიანი ვერ განავითარებს ვერც ფეხბურთს და ვერც ქვეყანას სამწუხაროდ! ხო და ზუსრად იქ ვართ სადაც უნდა ვიყოთ!!!
valderrama
გლიჯავენ:)გუნდს გავაკეთებთო - ერთ თვეში/ორ კვირაში:))) შევაკვდებითო - ანუ დგავხოცავენ ისე მოგვიგებენ?:) საქმისადმი ასეთი მიდგომა არ ამართლებს და ეგაა უბედურება. მაგრამ მაინც წარმატებები, სულით და გულით!
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ᓓᓘᓚᓐ-ᓕᓘᓢ ᓯᓝᓠᓯᓘᓐ 2:2 - ᓖᓐᓕᓘ ᓒᓝᓠᓨᓘ
"სევილიასა" და "სიგმას" ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"სილქუნივერსალმა" და Silk-ის სპორტულმა არხებმა ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის მატჩების ექსკლუზიურად ტრანსლირება დაიწყო
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ევროპა ლიგა: 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია
გოლისა და კარგი თამაშისთვის ლობჯანიძემ 12 წუთი იკამარა [VIDEO]
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
კანკავასა და კვეკვესკირის შემდეგ "ტობოლში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს
"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა
ყაზახებმა საბერძნეთთან მატჩამდე თურქმენეთს სძლიეს
კიტეიშვილი "ლაციოსა" და "ფეიენოორდის" წინააღმდეგ - ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები გაირკვა
"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველების "სლოვანისა" და "ლეხის" მეტოქეები გაირკვა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტობოლის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები ქართველები არიან
ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა და კლუბის წარმატებული სერია გრძელდება [VIDEO]
"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ნიკა კვეკვესკირი: არ მსურდა, პირველ რაუნდში ქართულ გუნდს შევხვედროდი
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
გამოსასყიდის გარეშე? - ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას
მატჩზე დასწრება უნდოდა - "ბენფიკას" ფანს ქალაქები აერია
ნიკა კვეკვესკირი: გვაქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ავისრულოთ ოცნება
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
[ექსკლუზივი] ბათუმის "დინამო" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს იმატებს!
ელგუჯა ლობჯანიძემ "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა