დღეს, 15 აგვისტოს, უეფას სუპერთასის რიგით 43-ე მატჩი გაიმართება. შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მისი ხილვა ქართველ მაყურებელს Silk Sport-ზე შეეძლება.

პირველად უეფას სუპერთასის ისტორიაში, ერთმანეთს ერთი ქალაქის გუნდები შეხვდებიან. მადრიდის "რეალს" შეუძლია ეს ტიტული ზედიზედ მესამეჯერ მოიგოს.

მადრიდული დერბი ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა. ახლა "რეალი" და "ატლეტიკო" ერთმანეთს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დაუპირისპირდებიან.

"რეალი" ამ მატჩამდე ტიტულებითა და რეკორდებით დახუნძული მოვიდა. ზინედინ ზიდანის "რეალის" შეჩერება ევროთასებზე ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელია.

2017/18 წლების სეზონში "რეალმა", ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო

"რეალი" შესაძლოა, ისტორიაში პირველად, უეფას სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ სამჯერ გახდეს

თუმცა ახლა "სამეფო კლუბს" ახალი მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ჰყავს, რომელმაც სირცხვილით დატოვა ესპანეთის ნაკრები და მუნდიალზე "ფურია როხას" გაძღოლას "რეალის" თავკაცობა არჩია.

ამას თავის დროზე დიდი გამოხმაურება და სკანდალი მოჰყვა.

მეორე მხრიდან კი, "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე თანაქალაქელი მტრის დამარცხებას შეეცდება. სიმეონემ გუნდში მთავარი დამრტყმელი ძალა ანტუან გრიზმანი შეინარჩუნა, რომელსაც თავისკენ "ბარსელონა" იხმობდა. ასევე, კლუბმა დიეგო გოდინს გაუგრძელა კონტრაქტი.

"რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის ბოლო 10 გამართული მატჩიდან 4-ში მოგება "სამეფო კლუბს" დარჩა, ხოლო 2-ჯერ "ატლეტიკომ" მოიგო, 4 მატჩი ფრედ დასრულდა

მატჩისწინა კომენტარები

ხულენ ლოპეტეგი ("რეალის" მწვრთნელი): "სეზონის სტარტისთვის ვემზადებოდით და ახლა ფინალური მატჩი გველის წინ. რა თქმა უნდა, გამარჯვება გვინდა.

ყველაფერს ვიზამთ, რომ ბრწყინვალე მეტოქე დავამარცხოთ. "ატლეტიკო" შესანიშნავი გუნდია, სადაც ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ. ეს გუნდი მაღალ დონეზე თამაშობს და იცის, როგორ უნდა ითამაშოს ევროთასების ფინალები.

ეს მატჩი, ფიზიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ რთული იქნება. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რომ "ატლეტიკოს" მოვუგოთ.

"რეალისთვის" ყოველთვის მნიშვნელოვანია მოგება, არა მარტო დღეს, არამედ ყველა ტურნირზე და შევეცდებით, ეს გავაკეთოთ. ეს ჩვენი ამოცანაა მიმდინარე სეზონზე".

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "გასულ სეზონთან შედარებით, გვინდა, მოვუმატოთ. მოლოდინი დიდია და ვიცით, რა არის ჩვენგან საჭირო.

ხარისხიანი შემადგენლობა გვყავს. ვმუშაობთ, რომ ახალწვეულები გუნდის ნაწილნი გახდნენ და ადაპტაცია გაიარონ.

გასახდელში ახალი ხალხი გამოჩნდა, მაგრამ ამასთან ერთად, ისეთი ფეხბურთელების გარეშე დავრჩით, როგორებიც ფერნანდო ტორესი და გაბი არიან.

გვიხარია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს, მაგრამ ამავე მიზეზით ისინი გვიან შემოგვიერთდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგადაა - გრიზმანი, ერნანდესი და ლემარი ჩემპიონებად დაბრუნდნენ. მათ გამარჯვებების მოპოვება სურთ.

ფეხბურთელებს "ატლეტიკოში" თამაში სურთ, ხოლო ახალგაზრდებს - აქ დარჩენა. შეხედეთ ერნანდესს, საულს, კოეკს, ტომასს, ხიმენეს... ისინი აქ იზრდებიან, ხოლო გუნდი მათთან ერთად იზრდება.

"ატლეტიკოში" დიდი ფეხბურთელები გადადიან და კლუბი ამაზე მუშაობს. ბოლომდე ვიხარჯებით, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ".

საინტერესო ფაქტები

აღსანიშნავია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" უეფას სუპერთასი არასდროს წაუგია. ამ მატჩში ის ორჯერ მონაწილეობდა - 2010 და 2012 წლებში და ორივეჯერ მოიგო.

ვინც უნდა გაიმარჯვოს, უეფას სუპერთასი ზედიზედ მეხუთედ ესპანურ კლუბს დარჩება. სულ ესპანურ კლუბებს 15-ჯერ აქვთ მოგებული სუპერთასი.

ბოლოს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონში, ნახევარფინალში შეხვდნენ. მაშინ "რეალმა" თანაქალაქელ მეტოქეს ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:2 სძლია.

ესპანეთში გუნდები ერთმანეთს სულ 206-ჯერ შეხვდნენ. აქედან "სამეფო კლუბმა" 103 მატჩი მოიგო, 51 ფრედ დასრულდა, ხოლო 52-ში "ატლეტიკომ" იმარჯვა.

ესპანეთის ჩემპიონატის 2017/18 წლების სეზონში "მეტროპოლიტანოზე" შეხვედრა 0:0 დასრულდა, ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" - 1:1.

ვინ მოვიდა, ვინ წავიდა

"რეალის" ზაფხულის ყველაზე დიდი სატრანსფერო შენაძენი ტიბო კურტუა გახლავთ, რომელიც მადრიდელებმა "ჩელსიდან" 40 მლნ ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს. კურტუას "რეალში" გადასვლამ პირველად "ატლეტიკოს" ფანები არ გაახარა და საკმაოდ მძიმე ფორმებით გამოხატეს.

კურტუა "ატლეტიკოში" 2011-დან 2014 წლამდე თამაშობდა.

"რეალს" აღარ ჰყავს პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო და მისი ღირსეული შემცვლელიც არ ჩანს, თუმცა, მეორე მხრივ, მეტი შანსი თავის გამოსაჩენად გარეთ ბეილს მიეცემა, რომელიც სეზონისწინა მატჩებზე მშვენივრად გაისარჯა და რამდენიმე შეხვედრა ლამის მარტომ მოაგებინა "რეალს".

ხოლო "ატლეტიკომ" გუნდის ფორვარდი ანტუან გრიზმანი შეინარჩუნა. ფრანგმა თავდამსხმელმა "რეალთან" ბოლო 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ზაფხულის ტრანსფერები

"რეალი"

მოვიდნენ: ვინისიუს ჟუნიორი (ფლამენგო), ანდრეი ლუნინი (ზორია), ალვარო ოდრიოსოლა (სოსიედადი), ტიბო კურტუა (ჩელსი)

წავიდნენ: ომარ მასკარელი (შალკე), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), აშრაფ ჰაკიმი (დორტმუნდი, იჯარა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი, იჯარა)

"ატლეტიკო"

მოვიდნენ: ნეუენ პერესი (არხენტინოს ხუნიორსი), როდრი (ვილიარეალი), ანტონიო ადანი (ბეტისი), ჟელსონ მარტინში (სპორტინგი), ჯონი კასტრო (სელტა), ტომა ლემარი (მონაკო), სანტიაგო არიასი (პსვ), ნიკოლა კალინიჩი (მილანი)

წავიდნენ: ფერნანდო ტორესი (თავისუფალი აგენტი), გაბი (ალ-სადი), აკსელ ვერნერი (უესკა, იჯარა), ემილიანო ველასკესი (რაიო ვალეკანო), ჯონი კასტრო (ვულვერჰემპტონი, იჯარა), შიმე ვრსალკო (ინტერი, იჯარა), ანდრე მორეირა (ასტონ ვილა, იჯარა), ლუსიანო ვიეტო (ფულჰემი, იჯარა)

ვერ გავიგე
სილკ-სპორტი აჩვენებს დღევანდელ თამაშს თუ სილკ-უნივერსალი???
zviadi
ვისაც სილკი არ აქვს, სად უყუროს, 1-ზე რატომ არ გადის?
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
ლოპეტეგი გადაყენებასთან ძალიან ახლოსაა - "ვესტ ჰემის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ფონსეკამ "მილანიდან" დათხოვნის შემდეგ შესაძლოა, ახალი სამსახური მალევე იშოვნოს და პრემიერ ლიგაში დასაქმდეს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
მადრიდის "რეალი" უეფას სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
"ვესტ ჰემმა" ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
ოფიციალურად: გრემ პოტერი "ვესტ ჰემის" ახალი მწვრთნელია
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი ლოპეტეგი შეიძლება გადააყენონ
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
"დაგვავიწყდა მის ასაკში როგორები ვიყავით?" - დიეგო სიმეონემ ლამინ იამალი დაიცვა
ჰაი დედასა - მბაპეს მშობელი "რეალში" 8 ფეხბურთელზე მეტს გამოიმუშავებს
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
სიმეონემ დაასახელა კლუბი, რომლის გაწვრთნაც "ატლეტიკოდან" წასვლის შემდეგ სურს
"ვესტ ჰემიდან" ახლახანს დათხოვნილმა ლოპეტეგიმ შესაძლოა, სანაკრებო დონეზე გადაინაცვლოს
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ