ერთა ლიგის დაწყებამდე მცირე დროა დარჩენილი. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს ყაზახეთში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს.

უკვე შემოგთავაზეთ საქართველოს ნაკრების მეკარეების, ფორვარდების და საყრდენი ნახევარმცველების მიმოხილვა, ახლა კი ორ პრობლემურ პოზიციაზე ვისაუბროთ, დაცვის ფლანგებზე.

რა არჩევანი და პერსპექტივები გვაქვს მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე, გთავაზობთ სამეულებს.

დავიწყოთ მარცხენა ფლანგით, რომელიც ყველაზე პორბლემურ პოზიციას წარმოადგენს საქართველოს ნაკრებში

ლაშას ვაისის ფორმაციის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. მან 7 ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და ოფიციალურ შეხვედრებში სათადარიგო შემადგენლობაში იყო.

ლაშას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს "რიგასში" და ის შეუცვლელი ფიგურაა კლუბისთვის. ლატვიური გუნდი ჩემპიონობისთვის ემზადება და შერგელაშვილის როლიც საკმაოდ დიდია. თუმცა ნაკრებში პირველობისთვის ის ნამდვილად არ არის მზად და მინიმუმ სხვა ასპარეზზე მართებს დაამტკიცოს თავისი სიძლიერე.

უახლოეს რეზერვში მასზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩვენი ნაკრებისთვის ტრავმები და უთამაშებლობა უცხო არაა.

2. გიორგი ქიმაძე - 26 წლის - 450 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - "ტორპედო", საქართველო - სიმაღლე 170 სმ

დროა, საქართველოს ნაკრებში ევროთასებზე ქუთაისის "ტორპედოს" საუკეთესო და გამორჩეულ ფეხბურთელს უხმონ, რადგან გიორგი ქიმაძემ დაამტკიცა, რომ ის ნაკრების განაცხადში ყოფნას აუცილებლად იმსახურებს. ის რად ღირს, რომ ყველა შემხვედრ მეტოქეს გოლი გაუტანა, "კუკეშთან" საგოლე გადაცემებიც დაარიგა და "შერიფთან" პირველ მატჩში პენალტი მოიპოვა.

გიორგი ქიმაძემ ერთადერთხელ ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში - 11 წუთი იორდანიის წინააღმდეგ, უზბეკეთთან კი სათადარიგო შემადგენლობაში იყო.

თუ რატომ არ დავწერეთ პირველ ნომრად, ამასაც განვმარტავთ: გიორგი ძალიან კარგია ფლანგზე და მშვენიერი შეტევითი პოტენციალი აქვს, თუმცა დაცვაშიც რომ იმთავითვე თამაშობდეს, ის ეროვნული ნაკრებისთვის შუცვლელი იქნებოდა.

1. გიორგი ნავალოვსკი - 32 წლის - 250 000 ევრო (ტრანსფერმარკეტი) - მინსკის "დინამო", ბელორუსი - სიმაღლე 172 სმ

მინსკის "დინამოს" ახალწვეული საქართველოს ნაკრებისთვის ამ ეტაპზე შეუცვლელი ფიგურაა. მან თასზე და ჩემპიონატში უკვე 3 თამაშის ჩატარება მოასწრო, თუმცა ევროთასებზე "ზენიტთან" ძირითად შემადგენლობაში არ ენდნენ. საპასუხო შეხვედრაში კი შემოიყვანეს 72-ე წუთზე, თუმცა გიორგისთვის ჯობდა, სათადარიგო შემადგენლობაში დაეტოვებინათ. "ზენიტმა" ისეთი შტურმი მოაწყო, რომ მათ 6 გოლი მის ნათამაშებ 48 წუთში გაუტანეს.

გიორგი ნავალოვსკის საქართველოს ნაკრებში 31 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი დებიუტი 2008 წლის 27 მაისს ესტონეთის წინააღმდეგ შედგა.

ნავალოვსკი არ არის იდეალური მარცხენა მცველის პოზიციაზე, თუმცა ის ყოველთვის ბოლომდე თამაშობს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს. სასურველია მისგან მეტი სტაბილურობა, რადგან ბევრი რამ იქნება მის თამაშზე დამოკიდებული, ყაზახეთის ნაკრები აუცილებლად ფლანგებიდან შეგვიტევს.

მარჯვენა ფლანგი

როდესაც გეგეჭკორი ბელორუსთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და გარკვეულწილად იმედი გაჩნდა, რომ ოთარ კაკაბაძეს შესაბამისი კონკურენტი ეყოლებოდა, თუმცა ლევანმა მას შემდეგ მოუკლო. გარკვეულწილად, ეს შეიძლება კლუბიდან კლუბში გადასვლამაც გამოიწვია.

დღეს გეგეჭკორი "ტორპედოს" ფეხბურთელია და ევროთასებზე ეხმარება იმერულ კლუბს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც იქ მოახერხა სასურველი სათამაშო ფორმის დაბრუნება. არადა, როგორც "ტორპედოს", ასევე ნაკრებს ბევრად ძლიერი ლევანი სჭირდება.

ზოგადად, მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძის არყოფნის შემთხვევაში, სანთლით საძებარია ფეხბურთელი, რომელიც სათანადოდ შეცვლის მას, ლევან გეგეჭკორი კი დასაკარგი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.

2. გიორგი მჭედლიშვილი - 26 წლის - 350 000 ევრო - "გორიცა", ხორვატია - სიმაღლე 182 სმ

"გორიცა" ხორვატიის უმაღლესი ლიგის გუნდი გახდა და მჭედლიშვილი მისი უცვლელი მარჯვენა მცველია. რაც მთავარია, მას სათამაშო პრაქტიკა აქვს და ურიგოდაც არ ასპარეზობს. ხორვატიის უმაღლესი ლიგა კი სულ სხვა თამასაა და ეს სასიხარულოც უნდა იყოს ქართველი ქომაგისთვის.

მჭედლიშვილი ჯერ კიდევ "სამტრედიაში" თამაშის დროს იყო გამორჩეული, საუკეთესო იყო ხორვატიის მეორე ლიგაშიც და ახლა გაცილებით ძლიერ მეტოქეებსაც არ უდებს ტოლ-სწორს.

მოკლედ, ამ ეტაპზე, ალბათ, სათადარიგო შემადგენლობაში მჭედლიშვილმა უნდა დაიკავოს ადგილი.

1. ოთარ კაკაბაძე - 23 წლის - 1 000 000 ევრო - "ხიმნასტიკი", ესპანეთი - სიმაღლე 185 სმ

ოთარ კაკაბაძის ასპარეზობა შეუმჩნეველი ესპანეთშიც არ დარჩენიათ. ბოლოს მისი მომავალი "ხეტაფეს" დაუკავშირეს. ჩემი პირადი აზრია, რომ კიდევ ერთი სეზონის სეგუნდა დივიზიონში გატარება უმჯობესია, რადგან "ხეტაფეში" მის პოზიციაზე 30 წლის ურუგვაელი დამიან სუარესი თამაშობს და გუნდს სათადარიგო შემადგენლობაში მისი შემცვლელი არ ჰყავს. ის, დიდი ალბათობით, სკამისთვის უნდათ.

ვიმედოვნებთ, რომ მას სრულფასოვან თამაშში არავინ და არაფერი შეუშლის ხელს, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ქართველი ფეხბურთელია.

დღევანდელი საქართველოს ნაკრები მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძის გარეშე წარმოუდგენელია და ის ყველა კომპონენტში გამორჩეულია. ადრე თუ მარჯვენა მცველი პრობლემა იყო, დღეს ასე არ არის. მთავარია, კაკაბაძეს ტრავმიანობამ არ შეუშალოს ხელი და ყველაფერი კარგად იქნება.

ლევან მაღლაკელიძე
მჭედლო მარჯვენა მცველია როგორც ვიცი და ჩვენ მარჯვენა მცველი კიარა, მარცხენა ფულბეკი, გარემარბი გვჭირდება, რომელიც შეტევასაც გაუკეთებს ორგანიზაციას. ასეტები კი კობახიძე და ქიმაძეა, ასევე იდეალურად მოერგება მაგ პოზიციას ებრალიძე. მარა რად გინდა არ იძახებენ და. იქნებ ჩამოიყვანონ
სამტრედია
ვეთანხმები ქომაგს ამ ეტაბზე ნავალოვსკის მჭედლიშვილი ჯობია რადგან კარგ ფორმაშია საუკეთესო მცველია ხორვატიაში .ნავალოვსკიმ ზენიტთან როგორც ითამაშა იცით 3 გოლი მისი ფლანგიდან გავიდა არ არის ფორმაში ...
ჯვაროსანი
გიორგი მჭედლიშვილი საქართველოს ჩემპიონატში მის პოზიციაზე პირველი იყო. დრიბლინგიც აქვს, სისწრაფეც, ჟილკაც და ფიზიკური სიძლიერეც. ცხოველივითაა. ხორვატიაში კი საუკეთესო მცველად აღიარეს გამოძახეთ ნაკრებში..
emigranti
მჭედლიშვილი აქამდეც უნდა ეთამაშებინათ. თან მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია და საუკეთესო სათადარიგო მაინც იქნება ნაკრებში. შანსი თუ მიეცა იქ გამოჩნდება შეუძლია თუ არა პირველ ნომრად ჩამოყალიბდეს.
საქართველოს გულშემატკივარი
გიორგი მჭედლიშვილი გამოძახება ეხლავე უნდა მოხდეს მართალია მარჯვენა განაპია ფლანგზე თამაშობსა სადაც კონკურენტი მას ნაკრებში კაკაბაძე ყავს რომელსაც სათამაშო პრაქტიკა ესპანეთში აქვს და კარგ ფორმაშიმია,ამიტომ მჭედლიშვილი დაყენება უნდა მოხდეს დაცვის მარცხენა ფლანგზე სადაც არა ერთხელ უთამაშია კლუბში, რადგან გიორგი ნავალოვსკის სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და კარგ ფორმაში ნამდვილად არ არის გიორგი მჭედლიშვილი ხორვატის უმაღლეს ლიგა საუკეთესო მცველად აღიარეს ძალიან ტექნიკური ფიზიკურად ჯანიანი და მებრძოლი ფეღბურთელია აქ ძალიან კარგი დრიბლინგი ხორვატის უმაღლეს ლიგა ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ჩემპიონატი ..ვაის მიეცი გიორგის შანსი
ბაჩო
გრიგალავა ჩამოწერეთ?
niko
ვაისი ამ შესარჩევ ციკლსაც ჩააფლავებს ერთა ლიგაზე...
ქართველი საქართველოსათვის
დღეს დაცვის-რგოლი საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძლიერია, ნავალოვსკის არ აქ სათამაშო პრაქტიკა ამიტომ გიორგი მჭედლიშვილი აუცილებლად უნდა იქნეს გამოძახებული ნაკრებში გიორგი გამოირჩევა კარგი დრიბლინგით და ტექნიკით ფიზიკური ძალიან ძლიერი მებრძოლი ფეღბურთელია იგი აღიარეს ხორვატიაში საუკეთესო მცველად და ბოლო ტურის სიმბოლურშიც მოხვდა ვლადიმერ ვაისმა უნდა მისცეს შანსი და დარწმუნებული ვარ თავს არ დაზოგავს გიორგი ჩვენი ქვეყნის ნაკრებისთვის მიეცი ვაის სტიმული ამ უნიჭიერეს მცველს.
roma
ლაკვეხელიანიც კაი ვარიანტია მაგრამ ჯერ ადრეა მისი ნაკრებში თამაში.
Tbiliseli
მალე მოიხსნება ამ პოზიციაზე პრობლემა :) უმაგრესი ბიჭები მოდიან - ლაკვეხელიანი და ხარაბაძე :) პლუს ქიმაძე :)
giorgi
ვაისმა დღესდღეობით საქართველოს ნაკრებში უნდა გამოიძახოს,ქიმაძე და გაბედავა, რომლებიც კარგ ფორმაში არიან და კარგ სეზობს ატარებენ საქართველოს ჩემპიონატში,ქიმაძე საუკეთესო მცველია კაბედავა კი ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.
ვახტანგი
დაცვის ხაზს დღეს საქართველოს ნაკრებს სჭირდება ქიმაძე რომელიც საუკეთესო ფორმაშია და საუკეთესო სეზონს ატარებს
llcl
ბატონო ავტორო, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმ საკითხში, რომ კაკაბაძისთვის სეგუნდაში დარჩენა უმჯობესი იქნება, ეს რა მიდგომაა არ მესმის, ლალიგაში თამაშის შანსი მოგეცეს და კონკურენციის შიშის გამო არ გადახვიდე, ეს ხომ აბსურდია, თან ოთარი ლამის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს, დანარჩენები ან უკლებენ ან რჩებიან ესე მარადმწვანე პერსპექტიულებად
vax-vax
ფეხბურთელი ბევრია ყველა პოზიციაზე,მაგრამ კლასი...?
roma
ლაშა დვალი ცენტრალური მცველია უბრალოდ ვაისი აყენებდა მარცხნივ ნავალოვსკის გამო. შემცვლელს ეძებს და მარცხნივ ხოჭოლავაც ყავს გამოცდილი და კვირკველიაც ამხანაგურებში თუ გახსოვთ. იმედია ქიმაძე კიდე მოუმატებს დაცვითი ფუნქციის შესრულებას თორემ შეტევაში ნავალოვსკის ჯობია კა არა და ყველას ჯობია, როგორც კაკაბაძე დაბალანსებულად თამაშობს ისე უნდა იყოს ქიმაძე და უეჭველი ის იქნება და სხვა არავინ.
ეურუს
დვალი ცენტრალური მცველია. მე ქიმაძეს დავაყენებდი ნავალოვსკის ნაცვლად, ცდად ღირს
ნოდკო
მჭედლიშვილს მარცხენა მცველად დავაყენებდი.და ყველა პრობლემა მოიხსნებოდა
ირაკლი
ლაშა დვალი რატომ არ არის ნახსენებ მარცხენა ფლანგელის კანდიდატად?
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა
ცვლილებები თბილისის "დინამოში" - უკრაინელი წავიდა, ქართველი მოვიდა
გიორგი მჭედლიშვილი კარიერას "ვენტსპილსში" გააგრძელებს
საუკეთესო ნოკაუტი - ქართველების წარმატება ხელჩართული ბრძოლების მსოფლიო თასზე [VIDEO]
ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
უგოლო შაბათი ქართველი ლეგიონერებისთვის
კახა ჩხეტიანი: მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მსგავს ანგარიშს არ ველოდი
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
გიორგი მჭედლიშვილმა ხორვატიული "გორიცა" დატოვა
სენეგალელი და 3 ქართველი - "ტორპედო" ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს
გიორგი მჭედლიშვილი: მჯერა, "სამტრედია" გულშემატკივარს კიდევ ბევრჯერ გაახარებს
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
ლაშა შერგელაშვილი ბერძნულ "იანინაში" ჩაირიცხა
ქართველების "რიგასი" ლატვიის ჩემპიონობისთვის იბრძვის - ირაკლი სიხარულიძემ "მეტა-ლუს" გაუტანა [VIDEO]
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
"ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია - ევროპა ლიგამდე 2 კვირით ადრე გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა
ბათუმის "დინამომ" ეროვნული ნაკრების კანდიდატი დაიმატა
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
"ტორპედო" მე-9 ფეხბურთელმა დატოვა - კლუბი ღრმა კრიზისშია
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ანანიძე... - ზამთრის შესაძლო ტრანსფერები
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა შერგელაშვილმა ლატვიური "რიგასი" დატოვეს