პორტუგალიაში, ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძეს ბრინჯაოს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.

ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრი დისტანცია ნადირაძემ 40.226 წამში დაფარა და საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა.

გამოსვლის შემდეგ ნადირაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

"მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის და ბოდიში, რომ გაწყენინეთ".

პირველი სამეული კი ასე გამოიყურება:

1. არტსიომ კოზირი (ბელორუსი, 39.810), 2. ივან შტილი (რუსეთი, 39.870), 3. ჰენრიკას ჟუსტაუტასი (ლიეტუვა, 40.043).

აღსანიშნავია, რომ მანამდე ნადირაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 40.780 წამში დაფარა და ამ შედეგით მეორე იყო, რითაც ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ნადირაძის გარდა, გასულ უქმეებზე ფინალურ ეტაპზე კიდევ ორმა ქართველმა ნიჩბოსანმა იასპარეზა.

მარიამ ქერდიკაშვილმა მონტემორში ორ დისტანციაზე მოსინჯა ძალები. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 500 მეტრი 2.15,437-ში დაფარა და ნახევარფინალში მოხვდა, იქ კი 2 წუთითა და 18.572 წამით მესამე იყო სანეტ ლაკატოშისა (უნგრეთი, 2.15,387) და ლუსია ვალოვას (სლოვაკეთი, 2.16,882) შემდეგ, თუმცა A ფინალში მაინც გავიდა. გადამწყვეტი პაექრობისას ერთი მონაკვეთი პირველ ხუთეულში იყო, მაგრამ მერე აშკარად უკლო ტემპს და საბოლოოდ მერვემ (2.24,365) გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

მარიამმა 200 მეტრზეც იასპარეზა და ნახევარფინალშიც გავიდა, მაგრამ იქ 50.793 წამით B ფინალში მოსახვედრად 0.1 წამი არ ეყო.

200 მეტრზე ერთადგილიანი კაიაკით (ბაიდარა) თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა კვალიფიკაციაში თავისი გაცურვა საგრძნობი უპირატესობით მოიგო (35.672), მერე ნახევარფინალში (35.421) მესამე იყო - ჩვენებურს კარლოს გაროტემ (ესპანეთი, 35.021) და მანფრედი რიზამ (იტალია, 35.331) გაუსწრეს. სამივე სპორტსმენი A ფინალში მოხვდა.

მედლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე კი ყაველაშვილმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და 36.432 წამით მე-9 ადგილს დასჯერდა.

სოსო
სწორედ სწერია ყველაფერი,39,810-ა გამარჯვებულის შედეგი,შენ სხვანაირად როგორ წაიკითხე?ზაზას კი საბოდიშო არაფერი აქვს,მის კვალზე უკვე სხვა სპორტსმენებიც გამოვიდნენ და რაღაც შედეგებიც უკვე ჩანს.ესეც ზაზას შრომის შედეგია.მსოფლიოზე მეოთხე ადგილი კი ცუდი ნამდვილად არ არის.როცა სხვის კარზე ემზადები,გასაგებია,რომ მასპინძელს უფრო უკეთესი პირობები ექნება,რაღარც ნიუანსებში მაინც და თანაც გამარჯვებულები, მასზე ნაკლები ბიჭები ნამდვილად არ არიან.დამარცხება მხოლოდ მაშინაა სამარცხვინო,თუ გამარჯვებისათვის არ იბრძოლებ.ბოლომდე,ბრძოლაში დამარცხება კი ადამიანს,ღირსებას ჰმატებს და ამ დროს ვიტყვით,თავს ზემოთ ძალა არ არისო.
N
გული არ გაიტეხოთ. მოგება და წაგება ძმები არიან. ეს დამარცხება შემდგომი დიდი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს!
"რიგითი გულშემატკივარი"
სტატიის ავტორებო,მეტი ყურადღება მიაქციეთ რიცხვებს!!! როგორ შეიძლება რომ პირველი ადგილის შედეგი იყოს 39,910, ხოლო მეორე ადგილის 39,870?. რა, მეორე უფრო ადრე მივიდა ფინიშთან ვიდრე პირველი? გულს ნუ გაიტეხ ზაზა, მაინც ძალიან მაგარი ხარ, გვეამაყები.
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
შენგელია ნაკრებს ხვალ შეუერთდება - როდის გამოცხადდება მამუკელაშვილი?
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
ზაზა ნადირაძე - კაცი, რომელმაც წყლისგან ვერცხლი გამოადნო [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
მედლისთვის ვიბრძოლებ! - ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია
კანოე. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარიამ ქერდიკაშვილი ორივე დისტანციაში ნახევარფინალშია
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
ბადრი ყაველაშვილმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო!
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი