მსოფლიოს ვერცხლი დაბადების დღისთვის
მსგავსი რამ ქართული ნიჩბოსნობის ისტორიას არ ახსოვს: 26 აგვისტოს, ჩეხურ რაჩიცეში, ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში მცხეთელმა ზაზა ნადირაძემ, რომელსაც 2 სექტემბერს 24 წელი უსრულდება, ერთადგილიანი კანოეთი ფინალურ ასპარეზობაში მეორე ადგილი დაიკავა.

გადამწყვეტ პაექრობაში ცხრა უძლიერესი სპორტსმენი - ესპანელი ალონსო ბენავიდესი, ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი, უნგრელი ჯონათან ჰაიდუ, რუსი ალექსეი კოროვაშკოვი, ირანელი ადელ მოჯალალიმოჩადამი, ქართველი ზაზა ნადირაძე, ბელორუსი არტსიომ კოზირი, ლიტველი ჰენრიკას ჟუსტაუტასი და პოლონელი მარეკ მიხალ ლუბნიევსკი ეცილებოდა ერთმანეთს საპრიზო ადგილებს.

ქართველი კანოისტი თავიდან დაწინაურდა, მაგრამ ნახევარი დისტანციის შემდეგ გვერდით ბილიკზე მდგომმა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონმა და ევროპის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა არტსიომ კოზირმა გაუსწრო. სლავმა ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა (38,161 წამი). ვერცხლის მედალი ზაზა ნადირაძეს (38,439) ერგო, რომელსაც ზედ ფინიშზე ნავი ამოუყირავდა. მესამე ადგილზე ადელ მოჯალალიმოჩადამი (38,605) გავიდა. ფინალის მონაწილეთა შორის ყველაზე ტიტულოვანი ალექსეი კოროვაშკოვი (38,644) მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ზაზა ნადირაძემ არაერთი წარმატებით გაახარა სპორტის ქართველი გულშემატკივარი: საერთაშორისო სარბიელზე პირველად 2011 წელს გამოჩნდა და უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატში დებიუტი მე-14 ადგილით აღნიშნა. იმავე წელიწადს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ევროპის სალიცენზიო ტურნირზე მე-8 იყო, თუმცა უსაგზუროდ დარჩა.

მცხეთელი სპორტსმენისთვის განსაკუთრებით იღბლიანი 2014 წელი აღმოჩნდა: ერთადგილიანი კანოეთი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე გავიდა და ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა. იმ შეჯიბრებიდან ორი კვირის თავზე უნგრულ სეგედში 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი ხვდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ნიჩბოსნობაში ოფიციალური შეჯიბრებებიდან პირველი ჯილდო იყო...

ამ სამწლიან შუალედში ბევრი პრობლემა შეხვდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ის იყო, რომ პერსპექტიულ სპორტსმენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ყურადღებას, ფაქტობრივად, არავინ აქცევდა. უნივერსიტეტში სწავლის ქირა რომ დაეფარა, მშენებლობაზე მუშაობდა და საღამოობით დაღლილ-დაქანცული მიდიოდა ვარჯიშზე. 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის შემდეგ სეოკ-მა სტიპენდია დაუნიშნა და სხვებმაც მეტი ყურადღება მიაქციეს. შედეგმაც არ დააყოვნა: გერმანულ დუისბურგში 2016 წლის 18-19 მაისს ნიჩბოსანთა ევროპის ბოლო სალიცენზიო ტურნირში მან 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნის 14 წარმომადგენელთან პაექრობაში რიოს ოლიმპიადის საგზური დაიმსახურა.

მცხეთელი კანოისტი მესამე ქართველი ნიჩბოსანია ვიქტორ კრატასიუკისა (1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ორადგილიანი ბაიდარათი ბელორუს ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა) და მცხეთელი გიორგი ნასყიდაშვილის (მიუნხენში ნიჩბოსნურ სლალომში 31-ე იყო) შემდეგ, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიოს შეახსენა, რომ ნიჩბოსნობა საქართველოშიც ცოცხლობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთადგილიანი კაიაკით (ბაიდარა) ფოთელი ავერი მატკავა 1965 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.

2016 წელს გერმანულ დუისბურგშივე კანოესა და კაიაკში მსოფლიოს თასის ეტაპზე ზაზა ნადირაძეს ერთადგილიანი კანოეთი (39.073) ბრინჯაოს მედალი ერგო. შარშანვე 23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე მან მესამე ადგილი დაიკავა. წლეულს მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე მეორე იყო, პლოვდივში კი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. და აი, სეზონი რაჩიცეში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლით დააგვირგვინა...

ჩეხეთში ორი დუშელი გოგონაც გამოდიოდა. უკვე ვწერდით, რომ 500 მეტრზე ორადგილიანი კანოეთი მარიამ ქერდიკაშვილმა და ნატო ჩხუტიაშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღეს.

ქერდიკაშვილმა ერთადგილიანი კანოეთიც იასპარეზა 200 მეტრზე. საკვალიფიკაციო გაცურვისას მან თავის ჯგუფში 50.812 წამით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. იქაც ჯგუფში 51.227 წამით მე-7 იყო და ფინალებში ვერ მოხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
მედლისთვის ვიბრძოლებ! - ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია
კანოე. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარიამ ქერდიკაშვილი ორივე დისტანციაში ნახევარფინალშია
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ბოდიში, რომ გაწყენინეთ - ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა