12 ოქტომბერს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ფინეთს სძლია 2:1.

სეიანაიოკის 6-ათასიან კოხტა სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა პირველ ტაიმში ლამაზი თამაში ვერ იხილა, ბევრი იყო ბრძოლა და ნაკლები სახიფათო მომენტები.

ანგარიში მასპინძლებმა მამუჩაშვილის შეცდომის შემდეგ გახსნეს - ჩვენი გუნდის ნახევარმცველის გადაცემა ლაპალაილენმა ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ ცეცაძის შეგირდებმა აქტიურად შეუტიეს, თამაში გაიხსნა და უფრო სანახაობრივი გახდა. ჩვენს გუნდს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, 61-ე წუთზე კი ფინეთმა მეორე გოლის გატანის ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, როდესაც შულაიამ ილატუპა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და დაზარელებულის მიერ დარტყმული პენალტი გუგეშაშვილმა მოიგერია.

სამაგიეროდ 75-ე წუთზე კოხრეიძის მონადირებული პენალტი (იენსენმა მოცელა) გამოიყენა მიქელთაძემ.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, მოწინღმდეგეს კი კონტრშეტევაზე ორი მომენტი ჰქონდა და ორივეჯერ მეკარე გუგეშაშვილი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

86-ე წუთზე კი შეცვლაზე შესვლისთანავე ბუღრიძემ მარჯვენა ფლანგზე მეურვე მოატყუა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

მოკლედ, მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

16 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ბოლო ტურში გდინიაში პოლონეთს ხვდება.

სეიანაიოკი. "ომასპ სტადიონი"

ფინეთი - საქართველო 1:2

გოლები: 1:0 ლაპალაინენი (19), 1:1 მიქელთაძე (75, პენ), 1:2 ბუღრიძე (86)

გამოუყენებელი პენალტი: ილატუპა (61)

ფინეთი: კეტო, ნურმელა, ჰამალაინენი, იენსენი, ვაისანენი, სოისალო, დალსტრიომი, კაირინენი, ლაპალაილენი (ნისკანენი 76), ვერტაინენი (ალა-მულუმაკი 71), ილატუპა (ნისილა 72)

საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, გიორგაძე, მარგველაშვილი, გიორბელიძე, მაჭარაშვილი (ბუღრიძე 86), მამუჩაშვილი (სამურკასოვი 72), შულაია, მიქელთაძე, არველაძე (ქავთარაძე 59), კოხრეიძე

ვუყურე მარტო მეორე ტაიმს. კარგია რომ მწვრთნელებმა გამარჯვებაზე გააკეთეს აქცენტი შესაბამის შედეგიც მივიღეთ. ერთი რამე რაც არ მომწონს და ამას აბსოლუტური ნაკრებიც აკეთებს არის ანგარიშში წინ გასვლის შემდეგ დაცვაში "ჩადგომა" და დროის მახინჯი მეთოდებით გაყვანა... დროის გაყვანასაც ცოდნა უნდა მაგრამ თუ ისე გაიყვან როგორც ჩვენ გაგვყავს, რომელიც 6 წუთ დამატებით დროდ და 2 ყვითელ ბარათად და სახიფათო საჯარიმოებად გვიჯდება, არ ჯობს ისევ თავდასხმაში წახვიდე და რაც იცი ის ითამაშო??
Mgelebi arian!)))
დაცვაში იმდენი შეცდომა დაუშვეს, ნახევარდაცვა საერთოდ არ ჩანდა, გაუმართლა ამ გუნდს, რა ფეხბურთს ასცავლის მთავარი მრწვთნელი საერთოდ გაუგებარია, და მთავარი, დისციპლინა საერთოდ არ გააჩნიათ! ეს თუ ჩვენი ფეხბურთის მომავალია-სამწუხაროა. კობიაშვილო, როდის შეცვლი ამ დამპალ სისტემას??
ნიკო
ყოჩაღ რა კარგად შემოვიდა და გაიტანა.
რამაზი
რა იყო მეორე ბურთის მერე გორაობ და.......
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინელებთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთს დაუზავდა [VIDEO]
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან