ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?

საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ლიდერები არიან, ვისი იმედიც მუდმივად გვაქვს, თუმცა მათი კარიერა წარმატებულად ვერ წარიმართა.

ქართველ ქომაგებს მათი ხილვა ევროპის წამყვან გუნდებში სურთ, მაგრამ უნდათ კი მათი შეძენა ასეთ კლუბებს?

ასაკი

ჯანო ანანიძე - 26 წლის, თორნიკე ოქრიაშვილი - 26 წლის

ღირებულება ტრანსფერმარკეტზე

ჯანო ანანიძე - 1 მილიონი ევრო, თორნიკე ოქრიაშვილი - 800 000 ევრო.

ბოლო კლუბი

ჯანო ანანიძე - მოსკოვის "სპარტაკი", თორნიკე ოქრიაშვილი - "კრასნოდარი"

კლუბთან დაშორების მიზეზი

ჯანო ანანიძე - კლუბის დირექტორთა საბჭომ ფეხბურთელეთან გამომშვიდობების გადაწყვეტილება მიიღო. თვითონ ფეხბურთლს კლუბის დატოვება არ სურს.

თორნიკე ოქრიაშვილი - არსებობს ორი ვერსია - 1) ოქრიაშვილის აგენტმა თემურ ლეფსაიამ თქვა, რომ მის კლიენტს სისტემატურად თამაში არ უწევდა და ამიტომ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

2) soccernews-ი ტელეგრამ-არხ "Мутко против"-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქრიაშვილი პაველ მამაევის მეგობარია, რომელიც რამდენიმე ადამიანის ცემის გამო წინასწარ პატიმრობაში ციხეშია.

საიტი ირწმუნება, რომ ზაფხულში ოქრიაშვილმა, მამაევმა, სტანისლავ კრიციუკმა, ანდრეი სინიცინმა, რომან შიშკინმა და იური კალინინმა ავსტრიულ შეკრებაზე თვითნებურად დატოვეს სასტუმრო, დილით კი ისინი მწვრთნელმა გამოიჭირა. მწვრთნელმა მათ სამედიცინო ტესტის ჩაბარება მოსთხოვა, მაგრამ ფეხბურთელებმა უარი განუცხადეს და საბოლოოდ ისინი დააჯარიმეს.

სტატისტიკა ბოლო ორ წელიწადში

ჯანო ანანიძე - რუსეთის პრემიერლიგაში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო. 3-ჯერ ითამაშა თასზე, აქედან 1-ში ძირითად შემადგენლობაში იყო. 16 წუთი ითამაშა ევროპა ლიგაზე, ნაკრების 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი ავსტრიის წინააღმდეგ გაიტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი - პრემიერლიგის 5 შეხვედრაში ჩაერთო სათადარიგო შემადგენლობიდან - ერთი გოლი გაიტანა. ითამაშა "კრასნოდარის" მეორე გუნდში 4 შეხვედრა - 1 გოლი გაიტანა.

რუსეთის თასზე 1 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში ითამაშა 31 წუთი, ევროპა ლიგაზე 6 წუთი - თავი დაამახსოვრა გულშემატკივარს "სევილიასთან" გატანილი გადამწყვეტი "მაკრატელათი". ნაკრებში 6 შეხვედრა - მათგან 4 ძირიდად შემადგენლობაში - გაიტანა გოლები უელსისა და ლატვიის წინააღმდეგ.

ტრავმები

ორივე ფეხბურთელი მიდრეკილია ტრავმისადმი, განსაკუთრებით ბოლო წლებში - ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ორივე ფეხბურთელმა თითქმის იგივე სიმძიმის დაზიანება მიიღო. ხშირია მიკრო ტრავმებიც, შედარებით ადრეულ წლებში ტრავმიანობას თორნიკე ოქრიაშვილი ნაკლებად უჩიოდა, ჯანო ანანიძეს კი ეს პრობლემა ხშირად აქვს.

დისციპლინის დარღვევები

ჯანო ანანიძე - ანანიძეს ყველა დისციპლინირებულ ფეხბურთელად იცნობს, მას არ უყვარს მედიასთან ურთიერთობა. ერთადერთი კონფლიქტი რაც შეიძლება ინტერნეტში მოიძიო - 2014 წელს ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის თასის 1/16-ფინალში თამაშზე უარი განაცხადა და გუნდს კომსომოლსკში არ გაჰყვა. "სპარტაკი" აღნიშნულ მატჩს მეორე შემადგენლობით ატარებდა, ანანიძემ კი განაცხადა, რომ თავს ძირითადი გუნდის ფეხბურთელად თვლიდა.

თორნიკე ოქრიაშვილი - ამ მხვრივ საქართველოს ნაკრების შემტევს იდეალური ისტორია არ აქვს, უკრაინაში თამაშის დროს ის დისციპლინის რამდენჯერმე დარღვევაშია შემჩნეული, ბელგიურ "გენკში" ის თანაგუნდელის ცემაში და ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში ტარებით გამოირჩა, ბოლო სკანდალი კი ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ავსტრიული ინციდენტია.

ხელფასი

ჯანო ანანიძე - მოსკოვურ კლუბს წლების განმავლობაში რომ არ ტოვებდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ ხელფასია. რუსული მედიის ინფორმაციით ანანიძეს წლიური 2-მილიონიანი ანაზღაურება ჰქონდა, ხოლო ევროპული კლუბების სრული უმრავლესობა ამ ხელფასს ანანიძისთვის არ გადადებს. ბოლო ინფორმაციით ჯანო თანახმაა "ვიტესში" იჯარით გადსავლაში, უფრო ნაკლები ანაზღაურებით.

თორნიკე ოქრიაშვილი - ოქრიაშვილის ხელფასი უცნობია. ოქრიაშვილს უთამაშია ისეთ კლუბებში, სადაც მილიონებს არ გადაიხდიდნენ, თუნდაც "მარიუპოლში" ან "ესქიშეჰირსფორსში".

სამი კომპონენტი რის გამოც ამ ფეხბურთელთა შეძენა ღირს

ჯანო ანანიძე - მოედნის ხედვა, ინტელექტი, პასის კულტურა.

თორნიკე ოქრიაშვილი - ლიდერობა, შემოქმედებითობის უნარი, ჯოკერის ფუნქცია.

შეფასება

ჩამოთვლილი კომპონენტები წინაპირობაა ბევრი კლუბის ხელძღვანელისთვისა და მწვრთნელისთვის, ისტორია კი საკმაოდ არასახარბიელოა. მათთვის ხელფასს აზერბაიჯანული, ყაზახური და აზიური კლუბები არ დაიშურებენ, არც რუსეთის დაბალი დონის გუნდები. ამავდროულად ევროპული კლუბებიდან ნაკლები მოთხოვნა იქნება, დაინტერესება იქნება არა ტოპ ჩემპიონატების, არამედ ევროპის საშუალო ან დაბალი დონის ჩემპიონატების კლუბებიდან, რომლებიც ხელფასის სახით მაქსიმუმ ნახევარ მილიონს თუ გაიმეტებენ... ესეც საკითხავია.

ამ ფონზე ნაკლებად სავარაუდოა ჯანო ანანიძე მოსკოველებს შეელიოს, ალბათ ყველაფერს იღონებს რომ გაანათხოვრონ და დაბრუნების პერსპექტივა ჰქონდეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ალბათ უფრო პრინციპულად მოიქცევა და საშუალო დონის ევროპულ კლუბშიც შეიძლება ვიხილოთ.

ყველაფერი წინ არის, ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ ნაკლები ტრავმა და მეტი სათამაშო დრო ვუსურვოთ.

• ნუგზარი

დათო ყიფიანის ამბავი გეცოდინებათ. სწორედ ის შემთხვევა იყო რაზეც თქვენ წერთ. 1951 წელს იყო დაბადებული. 1975 წლამდე არ ჩანდა. სწორედ 25 წლის ასაკიდან დაიწო "აკრეფვა" და საუკეთესო ფორმაში 30-31 წლის ასაკში იყო. ერთი კია, რაც ამ ბიჭებიდან გამოარჩევდა დათოს, პიროვნული და საფეხბურთო ინტელექტი. ამ ბიჭებსაც ყველაფერი წინ აქვთ. ბევრი კარგი თამაში აქვთ ჩატარებული უმაღლეს დონეზე. (ევროპის თასები და ქვეყნის ნაკრები).თუ ჯანმრთელობამ შეუწყო ხელი ორივე კიდევ აჩვენებს თავს.

• ფეხბურთის გულშემატკივარი.

25 წლის ფეხბურთელი აპირებ ფეხბურთის მწვერვალზე ასვლას. მწვერვალზე ამსვლელი ფეხბურელის წლოვანება 20 წელს არ უნდა ასცდეს. თუ ფეხბურთელმა ადრე თავი ვერ გამოიჩინა 20 წლის შემდეგ ვარსკვლავი არ დადგება. ფეხბუთი ასეთი სპორტია. ცხონებული ანდრო ჟორდანია იტყოდა, დამწყებ (16 წლის) ფეხბურთელს კოჭებში ეტყობაო. შემდეგ მის ნიჭს სჭირდება წარმართვა.

• zvare

ოქრიდან ფეხბურთელი აღარ დადგება, ყენიას ბედი აქ. ჯანო წამოწოლაში მილიონებს იღებდა, რამაც გააფარჩაკა. ეხლა იძულებულია ითამაშოს და თუ ვიტესში დრო მიეცა, ესეიგი გადარჩა და ტოპ გუნდშიც მალევე გაიჩითება. ოქრი კიდევაც რომ მოვიდეს ჭკუაზე, ვერაფერს ვერ მიაღწევს, რადგან ქუჩის ფეხბურთს თამაშობდა ყოველთვის. რაღაც დონეს მიაღწია და ვეღარ განვითარდა, ამიტომ მაგაზე გული არ მწყდება. ჯანო კი ფეხბურთელია, ტალანტი. მჭედლოც ოქრის პონტშია. ყაზაიშვილს რაც შეეხება, მაგარია, ხასიათის ფეხბურთელია, თუ უნდა თამაშობს , თუ უნდა არა. მაგი არ უნდა ათამაშო, სანამ აზრზე არ მოვა. მაგათ ჰგონიათ, შეუცვლელები არიან და სულ ტყუილად. და ეს მწვრთნელმა უნდა დაანახოს, ასევე ფედერაციამ. ჯერ წესია წესი, მერე საქმეა საქმე და მერე ძმაკაცობა. და ეს ნაკრების ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს უპირველესად. ასევე სამართლიანობასააქვს დიდი მნიშვნელობა. ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს, მაგრამ სამწუხაროდ მათ შანსი არ ეძლევათ. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ნაკრებში უნდა იყოს მხოლოდ ისინი, ვინც ამას იმსახურებს, ანუ ისინი, ვინც სტანდარტებს აკმაყოფილებს. ქურდულს კი არა, სპორტულს. ვისაც ქურდობა უნდა, ეგერაა ქუჩა და ევროპა-თურქეთი, პრინციპში რუსეთშიც მოაგვარებენ. სკაიპით არ ვიცი ახლა, კი ამბობენ ისე.

• გიორგი

ოქრიაშვილი ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მართლა ჯიგრით თამაშობს უელსთან გატანილი გოლი ბელარუსიასთან ესპანეთთან რაც შეუძლია აკეთებს ეს დასაფასებელია. სამწუხაროა რომ ვერცერთ კლუბში სადაც კი მვიდა ვერ დაიმკვიდრა თავი იდეაში ყველა კლუბი ისეთი იყო სადაც ძირითადის ფეხბურთელი გუნდის ლიდერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ პირიქით მოხდა არამგონია ამ ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე წარმატებას მიაჰწიოს: არაპროფესიონალიზმი, უდისციპლინობა და სამხრეთული ხასიათი თანზდევს რაც ხელს უშლის კარიერაში. რაც შეეხება ჯანოს ძალიან დიდხანს დარჩა იმ გუნდში სადაც მისი ადგილი არ არის მე მახსოვს ერთი პერიოდი როცა გადავიდა როსტოვში, როგორ კარგად ათამაშდა გოლებიც გაიტანა პასებიც გაკეთა მერე დაბრუნდა ისევ სპარტაკში და დაიკარგაა სათადარიგოზე. ჯანოს იმედი მაქვს, რომ ითამაშებს კარგ დონეზე, მაგრამ სპარტაკში აღარ უნდა დარჩეს თორე ბოლოს, როგორც ოქრი გამოუშვეს ისევე გამოუშვებენ ჯანოსაც კონტრაქტი 2020 წლამდე ქონდა ოქრიაშვილსაც მარა მაინც გამოუშვეს და ჯობია ეხლავე წავიდეს თვითონ.

• dato

ჩვენი ნაკრების ლიდერები რუსულ კლუბებსაც არაფერში ჭირდებათ, რა დღეში ვართ

• მინდი

ვინ არი ობიექტური, შენა ხარ ობიექტური??? კაცი რომ გლეჯავს და მაინც არ ათამაშებენ იდ არი ობიექტური???

• gza

ტობოლია ამათი ბედი!?

• პაატა

სანამდე ჩვენი გულშემატკივარი არ გაეშვება ვაშა პატრიოტიზმს, სანამდე არ გავხდეთ ობიექტურები და პროფესიონალების დამფასებლები, მანამდე სულ ასეთ დღეში იქნება ჩვენი ფეხბურთი! წლის მწვრთნელი ვაისი, წლის მენეჯერი კობიაშვილი და წლის გუნდი ფეხბურთის ნაკრებიო...და ამის მერე გვიკვირს, რომ ეს 26 წლის ბიჭები თავის ჭკუაზე უბერავენ და ჩვენ კიდე ამ სისულელეებზე უნდა ვხარჯოთ ამდენი დრო და ემოციები?! გულშემატკივარი იმას ქომაგობს ვინც მიხთვის იხარჯება და პირიქით!

• სოსო

ვახო,ჯანოზე და ოქრიზე,ქართველებს საყვედური არ გვეთქმის.არც ერთს, არასოდეს დაუზოგია თავი საქართველოსათვის.სხვაგან რას შვრებიან არ ვიცი,მაგრამ აქ რასაც ვხედავდი,ასე იყო.არა მგონია თავის დამზოგავი ფეხბურთელი ასეთ და ამდენ ტრავმებს იღებდეს.

• Vvvv

ანანიძეს რა წვრილი ფეხები აქვს. არაფერს ჭამს?

• ლომი

არ ეღირსებათ ამათ კარგი გუნდი. შანსი მიეცათ და არ გამოიყენეს ან ვერ გამოიყენეს. სპარტაკი და კრასნოდარი საშუალოზე დიდი დონის კლუბები არიან. ინატრეთ ეხლა ყაზახეთი. სირცხვილი!!!

• ზორბეგი

ლიდერები არა ისა ამათ გარეშე ნაკრები უკეთესია, ჯანო კიდე ცოდოა მეორე კი

• ვახო

წადით თქვენი

• ვახო

კრიტიკულ კომენტარებს არ აქვეყნებთ????

• ვახო

არაფერი არ არის წინ ვწუხვარ მაგრამ რეალობა ასეთია არავის შეურაცხმყოფა არ მინდა არავის არ გამოვყოფ სამწუხაროთ ეს არის ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალიზმი არანაირი ღირსება და თავდადება რამოდენიმე ფეხბურთელის გარდა მილიონებს გიხდიან ხალხო რომ ითამაშოთ ფეხბურთი საქართველოს პრეზიდენტზე მეტი ხელფასი აქვს თბილისის დინამოს ფეხბურთელებს რისთვის ???? რომ ამათ ჯღანაობას ვუყუროთ ხალხმა და მაინც გვიყვარს საქართველოში ფეხბურთი

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

gelderlander.nl: ანანიძის "ვიტესში" გადაყვანა სლუცკის უნდა და ამ საკითხს დირექტორს შეუთანხმებს

"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]

მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა

"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი

ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...

"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ

როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

საფონოვი პსჟ-ში - რუსული მედია ისევ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს?

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

სპერციანი ზაფხულში შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს

საქართველოსთან მატჩების წინ სომხეთის ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

"ნაპოლის" სომხეთის ნაკრების კაპიტანი შესთავაზეს