საქართველოს ნაკრების პირველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ ნახევარწლიანი უთამაშებლობის შემდეგ კარიერის გაგრძელება გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "მაგდებურგში" გადაწყვიტა.

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდიოდა ლორიას "ტობოლში" გადაბარგებაზე საუბარი. ყაზახურ კლუბში ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მესამე წევრი იქნებოდა, ვინც  კოსტანაიში ითამაშებდა. ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო ეს ფაქტი, თუმცა არც ლორია იყო იმ ასაკში, რომ კარგ ფინანსურ შეთავაზებაზე უარი ეთქვა და რა თქმა უნდა, ფეხბურთელი თავის ბედს თვითონ განსაზღვრავს.

თუმცა გიორგიმ ფეხბურთის თამაში არჩია და საფეხბურთო ქვეყანაში წასვლა. მერე რა, რომ მეორე ლიგაა, სამაგიეროდ, მის წინააღმდეგ გაცილებით ძლიერი ფორვარდები და შემტევები ითამაშებენ. მას ამ ნახევარ წელიწადში თამაში მოუწევს "ჰამბურგთან", "კიოლნთან", "სანტკ პაულთან" და ა.შ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგის გარდა, "მაგდებურგში" კიდევ ერთი ქართველია, ახალგაზრდულ გუნდშია საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი შალვა ოგბაიძე.

"მაგდებურგის " დღევანდელი გამოწვევები

გერმანულ კლუბს კარგი პერიოდი არ უდგას, რადგან მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია, ორი ქულა აშორებს "სანდჰაუზენთან", რომელიც მე-15 პოზიციაზეა. ლორიას წინამორბედებმა, არც მეტი, არც ნაკლები, 35 გოლი გაუშვეს, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ბოლოადგილოსან "ინგოლშტადთან" ერთად.

გარკვეულწილად, ეს გიორგი ლორიასთვის გამოწვევაცაა, რადგან მის კარებს ძალიან ხშირად შეაწუხებენ და მუდმივად ტონუსში იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა "გაჭირვების" დროს ლორიას სჩვევია გმირობა და კარის მშრალად შენახვა.

რაც შეეხება გიორგი ლორიას დებიუტს, ის შეიძლება დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე შედგეს. საქსონელები ამხანაგურ შეხვედრაში "კოტბუსს" დაუპირისპირდებიან.

არადა, "მაგდებურგს" გერმანიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფანობა ჰყავს. ისინი გუნდს არასდროს ტოვებენ და მუდმივად ამხნევებენ. არათუ საკუთარ სტადიონზე, არამედ გასვლით შეხვედრებში კლუბს საშუალოდ 8 000 ფანი დაჰყვება და მეტოქის სტადიონზეც გამორჩეულები არიან. ამ ყველაფერში ეს ვიდეო დამემოწმება.

სათამაშო ასპარეზი

რაც შეეხება კლუბს, ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია, რომელიც მდინარე ელბასთან არის განლაგებული და სიდიდით საქსონიის მეორე ქალაქია. მოსახლეობა 236 478 კაცს შეადგენს.

კლუბი "მდსს-არენაზე" თამაშობს, რომელიც ამჟამად 25 910 ადამიანს იტევს, თუმცა სამომავლოდ 30 000 ადამიანზე უნდა გადაკეთდეს.

P.S. ამ გუნდსაც აქვს მოგებული თასების თასი 1973-74 წლებში.

nodarichi123
მთავარია კლუბი აქს და ფორმაში იყოს ნაკრებისთვის, რაც უფრო სუსტი გუნდია მით უფრო ფორმაში იქნება
საღოლ
ეს ნიშნავს იმას, რომ ლორია გამოწვევისთვის მზადაა და საკუთარ თავში დარწმუნებულია, ეს დიდებული რამეა, სრულიად საკმარისი დროა იმისათვის, რომ ვინმემ შეამჩნიოს, ან სულაც იმავე გუნდთან ერთად გააგრძელოს წარმატებული კარიერა, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მომწონს მისი ეს ნაბიჯი!
emigranti
წარმატებები გიორგის, ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა. ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო გაარკვიონ რა სტადიაზეა მახარაძესთან დაკავშირებული პრობლემა, ან რა პრობლემაა საერთოდ. ჩინებული მეკარეა და უკრაინაში ერთ-ერთ გამორჩეული.
aburjga
ეს ყველაფერი, რომ ამდენი ხანი ვერც ერთმა ნორმალურმა გუნდმა ვერ შეამჩნია არის რაღაც სასწაული უიღბლობა, ჯერ არ გაგონილი და არ ნახული. ნამდვილად უძლიერესი მეკარეა! აქ ვიღაც წერს ერთი შეცდომა ყველა თამაშზე მოსდოსო! არ არსებობს, რომ ფეხბურთელს მთელ თამაშში ერთი შეცდომა არ მოუვიდეს, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს! მე ფეხბურთს 1962 წლიდან ვუყურებ, მახსოვს ისეთი კორიფეების თამაში როგოებიც იყვნენ ლევ იაშინი, სერგო კოტრიკაძე, გორდონ ბენქსი, ჟილმარი, მანგა, ბანიკოვი, კავაზაშვილი, ძოფი, შემდეგი თაობები თქვენც შეიძლება გახსოვთ. არავისზე ნაკლები ლორია არ არის! ის რომ 1 შეცდომა მოსდის და ისიც ყველას გახსოვთ, ესეც მხოლოდ სასწაული უიღბლობააააა!
გოგა
ყველამ იმ სპორტზე წეროს რომელიც ყველაზე კარგად ესმის და ფეხბურთზე ყველა ნუ ჯღაბნით უაზრობებს. როცა არ გესმით უბრალოდ ადამიანს წარმატებები უსურვეთ ხოლმე და დახურეთ პირი. ყველამ თქვენ თქვენ პროფესიას მიხედეთ მანდ იქნებით მესი და რონალდო თქვენ სფეროში:)
გადასარევი გიორგი
ყოჩაღ! ძალიან კარგი არჩევანია! დიდი წარმატებები გიორგი! ეს კაცი არის ნომერ 1 მეკარე საქართველოში, რაც გინდათ ის თქვით. ჯერ მარტო თავდაჯერებულობით და გუნდის წაყვანის კუთხით. ტემპის კარგი გრძნობით და ყოველთვის იცის, როდის დააწყნაროს თამაში და როდის პირიქით. როინ კვასვაძეს რაც შეეხება და მაკარიძეს , ვუყურებდი წელს რეებს აკეთებდნენ , სამარცხვინოდ გაყავდა პირველს დრო ჭ კლასის გუნდებთან, როცა თამაშით ვჯობდით მეტოქეს და ეს ერთ ერთი მიზეზია ტორპედო რატომაც გამოვარდა. მაკარიძე კიდევ გაშვებული გოლის მერე ისეთ მოძრაობებს აკეთებს და ისე იგინება თუ რაღაც, რომ მეტოქე ხვდება რომ კარში რაღაც გაუგებარი მენტალიტეტის მქონე პირია. ეს გუნდის თავდაჯერებულობაზე მოქმედებს. თორე ორივე ნიჭიერი ფეხბურთელია რათქმაუნდა და წარმატებები ორივეს. საერთოდ როდესაც მეკარეს უადგილო ადგილას გაყავს დრო, მთელ გუნდს იმ მესიჯს უგზავნის, რომ როგორმე უნდა გავძლოთ, რაც გუნდის თვითრწმენას ანადგურებს. და მარტო მოგერიების რეაქციაში ხომ არაა საქმე , ან გამოსვლაში, კიდევ დიდი მნიშნელობა აქვს ხასიათს, რა ხასიათს მატებს გუნდს ესა თუ ის ფეხბურთელი. ამ კაცს დიდ პატივს ვცემ როგორც მოთამაშეს და ისედაც, რომ შეხედავ საინტერესო ტიპაჟია , სიმპატია გიჩნდება ეგრევე :)
ლმ
პერევალს რომ გაცილდები მერე უფრო მაგარი ხდები ? პ.ს. კვიპროსში თამაშობდა ცნობისათვის
xo aba ra
კვასხაძე რა კვახი
როლანდი
ფეხბურთის გარტყმაში არ ხართ ვინც ამბობთ რომ კვასხვაძე ჯობია ლორიას...პერევალს არ გაცილებულა მეკარე...წავიდა საფეხბურთო ქვეყანაში სადაც მეტი თამაშია, ნაკლები ჩაწყობა და მაღალი პროფესიონალიზმი...მაგის ადგილას ყველა აზერბაიჯანში ან ყაზახეთში წავიდოდა ფულის გამო...წარმატებები გიო!
Ии
თუ ასეთი კარგი და მაგარი მეკარეა ერთ ნორმალურ გუნდში არ უნდა ეთამაშა მაინც? არაა ის დონე თორემ შეამჩნევდნენ ოდესმე ტოპ კლუბები. ნუ იცით გაღმერთება და განდიდება, იმის გამო რომ ქართველია!
ზაზა
ლორია რომ ვარჯიშებსაც იმდენ დროს უთმობდეს,როგორც სხვადასხვა შოუებში მონაწილეობას დიდი ხანია ბევრად მაგარ ჩემპიონატში და გუნდში იქნებოდა. ერთა ლიგაზეც არასტაბილური იკო და მინიმუმ 1 ისეთი შეცდომა ქონდა თამაშში,რომელიც ან გოლით დასრულდა ან შეიძლებოდა დასრულებულიყო. თან მეტოქეებიც სუსტი გუნდები იყვნენ.ამ ეტაპზე კვასხვაძე ბევრად ძლიერი და სტაბილური მეკარეა,
dato
სადაც ლორია მიდის ის გუნდი ვარდება ხოლმე.ასე რომ მაგდებურგიც გავარდება.
roma
სანამ სტატიას დაწერთ კარგად გადაამოწმეთ ხოლმე რომელ ადგილზეა გუნდი. გიოს წარმატებები
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
გიორგი ლორიას "მაგდებურგი" მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ზივზივაძის "კარლსრუემ" "მაგდებურგთან" ქულები გაიყო
გოლისა და კარგი თამაშისთვის ლობჯანიძემ 12 წუთი იკამარა [VIDEO]
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
კანკავასა და კვეკვესკირის შემდეგ "ტობოლში" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ითამაშებს
გიორგი ნემსაძე: შვარცს შეუძლია, ნაკრები გააძლიეროს
ყაზახებმა საბერძნეთთან მატჩამდე თურქმენეთს სძლიეს
ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა და კლუბის წარმატებული სერია გრძელდება [VIDEO]
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საგოლე პასი "დორტმუნდთან” - ახალგაზრდა ქართველის კარგი შემოსვლა გერმანიაში [VIDEO]
გიორგი ლორიამ "მაგდებურგში" უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა
ბუდუს დუბლი და საგოლე გადაცემა - "კარლსრუემ" "მაგდებურგი" გაანადგურა [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
ზივზივაძემ დუბლი შეასრულა - "კარლსრუე" "მაგდებურგს" ამარცხებს [VIDEO]
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
volksstimme.de: გიორგი ლორია "მაგდებურგში" საუკეთესო მეკარე იყო
გიორგი ნემსაძე: ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს
ელგუჯა ლობჯანიძემ "ტობოლთან" კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა