2018/2019 წლების სეზონის ევროთასებზე ჯგუფური ეტაპები დასრულდა.

ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან პლეი-ოფის საგზური ორმა მოიპოვა და ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას "რასინგ 92", ხოლო ჩელენჯ ქაფისთვის "კლერმონი" აგრძელებს.

ჩემპიონთა თასის მეოთხე ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში პარიზელებმა უელსურ "სკარლეტს" უმასპინძლეს და 46:33 დაამარცხეს. "რასინგმა" 6 ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა და ჯამში 26 ქულა მოაგროვა. მეოთხედფინალში მათი მეტოქე ფრანგული "ტულუზი" იქნება.

"სკარლეტსთან" მატჩში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც 48 წუთში ბურთით 4-ჯერ შეუტია და ჯამში 10 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა.

ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებდა "მონპელიე", თუმცა ამისათვის "ედინბურგი" შოტლანდიაში უნდა დაემარცხებინა. ფრანგებმა ამ ურთულესი ამოცანის შესრულება ვერ შეძლეს, 10:19 დამარცხდნენ და ჯგუფში მეორე, არაგამსვლელ ადგილს დასჯერდნენ. "ედინბურგის" წინააღმდეგ შეცვლაზე ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ლევან ჩილაჩავა თამაშში 31-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო უშანგი ჭეიშვილი - 67-ედან.

ამავე ჯგუფში მამუკა გორგოძის "ტულონი" "ნიუკასლს" ინგლისში ეწვია და 27:24 დაამარცხა. ქართველმა მეორეხაზელმა პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა, ბურთით 9-ჯერ შეუტია და ის ჯამში 10 მეტრით წაწია წინ. მიუხედავად მოგებისა, "ტულონი" ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ინგლისურმა "უოსფსმა" პირველი ჯგუფის ლიდერი, ირლანდიური "ლენსთერი" მიიღო და 19:37 დამარცხდა. ინგლისელთა შორის პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ და ორი შეტევით 5 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა.

დაუმარცხებელი მხოლოდ "კლერმონია"

ქართველების "კლერმონი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე შეხვედრა ბონუსით მოიგო და ქულათა მაქსიმუმი, 30 დააგროვა. დასკვნით ტურში "ვულკანები" უელსში "ნიუპორტს" ეწვივნენ და 49:7 იმარჯვეს. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბექა კაკაბაძე, თუმცა 31-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. "კლერმონი" მეოთხედფინალში ინგლისურ "ნორთჰემპტონს" უმასპინძლებს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ მოუგო - 41:20 სტუმრად და 48:40 შინ.

სამწუხაროდ, ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპი ქართველი ლეგიონერების სხვა გუნდებმა ვერ გადალახეს. მეორე ჯგუფში "ოსპრეიზი" "პოს" ეწვია და 21:26 დამარცხდა. უელსელთა რიგებში 55-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა გიორგი ნემსაძე და თამაშში აქტიურად ჩაერთო. მან ბურთით 4-ჯერ შეუტია, ორჯერ ხაზი სუფთად გაჭრა და ჯამში ბურთი 30 მეტრი ატარა.

ამავე ჯგუფში "სტად ფრანსე" "ვუსტერს" ინგლისში ეწვია და 31:36 დამარცხდა. სტუმართა განაცხადში იყო გიორგი მელიქიძე და ის თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.

მეოთხე ჯგუფში "ენისეი" "ბრისტოლს" ინგლისში ეწვია და 19:107 დამარცხდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა მიხეილ გაჩეჩილაძემ, ხოლო შალვა მამუკაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაჩეჩილაძე ტურნირის სტატისტიკას ორი მაჩვენებლით ლიდერობს. მან ბურთი ყველაზე მეტჯერ, 80-ჯერ წაიღო და ყველაზე მეტი, 128 ბოჭვა შეასრულა.

მეხუთე ჯგუფში "გრენობლმა" "ბენეტონს" უმასპინძლა და 7:39 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 33-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა, ბურთი 8-ჯერ წაიღო და ჯამში 17 მეტრი მოიგო.

ლომიძის ორიდან ორი

ინგლისის მეორე, ჩემპიონშიფში, ლაშა ლომიძემ მეორე შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ქართველი ლეგიონერი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, მისმა გუნდმა კი "ჰართფურის კოლეჯი" სტუმრად 48:21 დაამარცხა და ბონუსიც ჩაიწერა. შედეგად, "დონკასტერი" 26 ქულით მე-8 ადგილამდე აღზევდა.

პრო დე2-ს ქართველები ლიდერობენ

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ს 18 ტურის შემდეგ ქართველი ლეგიონერების გუნდები ლიდერობენ. 55 ქულით პირველ ადგილზე ირაკლი მირცხულავას "ოიონაა", რომელმაც "ბეზიეს" ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და 23:13 დაამარცხა.

55 ქულა აქვს თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძის "ნევერს", რომელმაც ტურის ცენტრალურ მატჩში უშუალო კონკურენტი "ბეიონი" 23:17 დაამარცხა. "ნევერის" სასტარტო შემადგენლობაში იყო მატარაძე და ის 58-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ორივე ლელო ამ პერიოდში გაიტანეს, აქედან ერთი საჯარიმო იყო და ქართველი ბურჯის შეცვლისას 20:10 იგებდნენ.

მესამე ადგილზე "ბრივია", რომელმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 52 ქულა მოაგროვა. განვლილ ტურში "ბრივმა" "ანგულემი" სტუმრად 23:11 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ანგულემს" მიმდინარე სეზონში აქამდე თამაში არ წაეგო. გამარჯვებულთა შორის 62-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ლუკა გოგინავამ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა. მასპინძელთა რიგებში სრულად გაისარჯა მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი, ხოლო ბურჯი ზაურ თევდორაშვილი შესვენებისას შეცვალეს.

"ბიარიცმა" "მასი" მიიღო, 36:12 სძლია, ორის წილ 5 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა. გამარჯვებაში წვლილი ვახტანგ ახობაძესაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ "ბიარიცმა" ორი ლელო 79-ე და გაწითლებულ დროებზე გაიტანა.

ქართული დერბი შედგა "კარკასონისა" და "ვანის" შეხვედრაში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 23:20. "კარკასონის" შემადგენლობაში პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა შორის თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო ნიკა ნეფარიძე და 62-ე წუთზე სინბინით დაისაჯა.

ბექა შეყლაშვილის "კოლომიემ" 22:16 სძლია "მონ-დე-მარსანს". გამარჯვებულთა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

"ორიაკი" "მონტობანს" ეწვია და 3:27 დამარცხდა. სტუმართა შორის ორი ქართველი ლეგიონერი იყო. მერაბ შარიქაძემ მოედანზე 69 წუთი გაატარა. გიორგი ცუცქირიძე სისხლის გამო 64-ე წუთზე 5 წუთით შეცვალეს, მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი, 76-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" პირველი ტაიმის მერე რუმინეთს ამარცხებენ
ქართველები ევროთასების ფინალში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
ლეგიონერები - გოგიჩაშვილისა და ნიორაძის ლელოები
რაგბის ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა [VIDEO]
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ვეცდებით, დომინანტის როლში ვიყოთ - "ბორჯღალოსნების" პრესკონფერენცია კუმაგაიაში
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
გოგიჩაშვილი და გიგაშვილი ევროთასების ფინალში
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა