ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

CNN ქართულ რაგბიზე და შერკინების ახალ მწვრთნელზე - "საქართველო ჩემთვის ზედგამოჭრილია"

CNN ქართულ რაგბიზე და შერკინების ახალ მწვრთნელზე - "საქართველო ჩემთვის ზედგამოჭრილია"

ცნობილმა მედიაჰოლდინგმა CNN-მა, რომელიც 212 ქვეყანას ფარავს და რომლის აუდიტორიაც 1,5 მილიარდ ადამიანს მოიცავს, ქართულ რაგბის და 2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" მოლოდინებს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

CNN-ი სტატიას "ბორჯღალოსნების" ახალი შერკინების მწვრთნელის, ინგლისელი გრეემ როუნთრის დახასიათებით იწყებს და ხაზს უსვამს მის შთამბეჭდავ კარიერას, როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში. 47 წლის სპეციალისტის ანგარიშზე 54 სანაკრებო მატჩია ინგლისის ნაკრების კვართით და 398 "ლესთერ თაიგერსის" მაისურით. ის მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში ჯამში ოთხი მსოფლიო თასის მონაწილეა და ხუთჯერ იმყოფებოდა "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" ტურნეში.

"როდესაც მის კარიერას აფასებ, ფიქრობ, რომ 47 წლის სპეციალისტს ძნელად თუ რამე გააკვირვებს, მაგრამ საქართველოში შერკინების მწვრთნელად გადასვლის შემდეგ, საპირისპირო მტკიცდება" - წერს CNN-ი და აგრძელებს:

საქართველოს ძალიან დიდი რეპუტაცია აქვს და არაერთი დიდი, მამაცი მორკინალი აღუზრდია. მათი ძალისა და მომზადების შემხედვარე როუნთრიც კი აღფრთოვანებული დარჩა.

"აქამდე არასდროს მინახავს, სპორტსმენს ასეთი წონა აეწიოს. მათ წარმოუდგენელი გენეტიკა აქვთ. ისინი წარმოუდგენლად ძლიერები არიან" - ამბობს როუნთრი.

როგორც მოთამაშეს, როუნთრის ქართველების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია ("მადლობა ღმერთს, ეს არ მომიწია" - სიცილით ამბობს ინგლისელი), თუმცა ყოველთვის იცოდა მათი სიძლიერის შესახებ. სწორედ ამ რეპუტაციამ გადააწყვეტინა, 2019 წლის მსოფლიო თასის წინ საქართველოს ნაკრებში მუშაობას დათანხმებოდა.

"როდესაც ოქტომბერში პირველად შევხვდი ქუბრიაშვილს, თავი უხერხულად ვიგრძენი. მე მისი დიდი ქომაგი ვიყავი და შეხვედრისას თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი. მასთან მუშაობა განსაკუთრებული იყო. შერკინება და მოლი არის ის, რაც ქართველთა შესრულებით მუდამ მომწონდა" - თქვა როუნთრიმ.

"ბორჯღალოსნებთან" მუშაობის პირველ თვეებში გრეემმა ნახა, რომ გუნდის (ინგლისურენოვანი) თიკუნი "ლელოს" (The Lelos) ტრადიციული ქართული თამაშიდან, "ლელო ბურთიდან" მომდინარეობს, რომელიც ძალიან ჰგავს რაგბის. ასევე ნახა სარეკორდო სხვაობით გამარჯვება სამოასთან და ტონგასთან, თუმცა - მარცხი იტალიასთან.

როდესაც ის თბილისში არაა, ბევრს მოგზაურობს საფრანგეთში, კლუბებში, რომლებშიც ქართველი მორაგბეები თამაშობენ.

"საქართველო ძალიან მომწონს, ის ჩემთვის ზედგამოჭრილია. ჯერ მხოლოდ თბილისში ვიყავი, რომელიც შესანიშნავი ქალაქია, კარგადაა შეხამებული ახალი და ძველი, თანამედროვე და ძველი არქიტექტურა. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, ბევრი მაგარი რესტორანი და წარმოუდგენლად მაგარი ღვინოა - დამიჯერეთ, ყველას გასინჯვა ვცადე. ის არ ჰგავს ყოფილი საბჭოთა კავშირის რომელიმე ქალაქს, თბილისი ძალიან ლამაზია. ადამიანები კი თბილები, ამაყები და შრომისმოყვარენი არიან" - ასე ახასიათებს როუნთრი დედაქალაქს.

სწრაფი პროგრესი

საქართველოში რაგბი ჯერ კიდევ ახალი სპორტია, თუმცა მათი ბოლოდროინდელი წინსვლა შთამბეჭდავია. "ლელოსმა" სწრაფად ჩამოიტოვა თავისი ტრადიციული კონკურენტები და რაგბი ევროპა ბოლო 7 გათამაშებიდან 6-ჯერ მოიგეს.

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2012 წლიდან ავარჯიშებს. ის დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა საქართველოს ექვს ერში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა ამ ტურნირის კარი ჯერაც მყარადაა დახურული. მიუხედავად ამისა, ახალზელანდიელი დარწმუნებულია, რომ ტურნირი შესაძლოა 2021 წლის შემდეგ გაფართოვდეს, ან ასვლა-ჩასვლის სისტემა ან რაიმე სხვა დაინერგოს.

"კარგია, როდესაც ტიერ 1-ის დონის გუნდთან თამაშის საშუალება გეძლევა, მაგრამ წელიწადში ერთხელ ასეთი შეხვედრის ჩატარება პროგრესში დაგვეხმარება? როცა მხოლოდ ერთი თამაში გაქვს, არ გეძლევა შესაძლებლობა მისი გაანალიზების და მომდევნო კვირაში იმავე დონის გუნდის წინააღმდეგ თამაშის, რათა დაინახო, გააუმჯობესე თუ არა ხარისხი. ჩვენ პატივს ვცემთ ტიერ 2-ის გუნდებს, ვისთანაც გვიწევს თამაში, თუმცა მორიგი ნაბიჯის გადასადგმელად, პირველი დონის გუნდებთან მეტი თამაში გვჭირდება" - ეუბნება ჰეიგი CNN-ის ჟურნალისტს.

წინა სამსოფლიო ქაოსი

საქართველოში არის ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ფორბსის" მიხედვით ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელსაც რაგბის აღმავლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

რაგბისადმი სიყვარულით მან სპორტის ამ სახეობაში განახორციელა ინვესტიციები, რომლის შედეგად ქვეყანამ მიიღო ელიტური დონის ინფრასტრუქტურა. გუნდი ახალ დონეზე გავიდა და ჰეიგის თქმით, 2015 წლის მსოფლიო თასმა და იქ ტონგასა და ნამიბიას დამარცხებამ, ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანა.

"როდესაც ქუჩაში მივდივარ, ერთი ან ორი ადამიანი ყოველთვის მაჩერებს და ფოტოს გადაღებას მთხოვს. 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც მე ან მოთამაშეები ქუჩაში გავდიოდით, ქაოსში ვხვდებოდით. ჩვენი როლი ისიცაა, რომ ადამიანებს რაგბი გავაცნოთ და სწორად წარვუდგინოთ თამაშის არსი" - ამბობს ჰეიგი.

მსოფლიო თასის მოლოდინები

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველო იაპონიაში ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ითამაშებს, ჯგუფში, რომლის მსგავსში 2015 წლის მსოფლიო თასზე იმ ინგლისის ნაკრებმა ითამაშა, რომლის ნაწილი როუნთრი იყო და ჯგუფში ჩარჩა.

"მსოფლიო თასი უდიდეს წნეხთანაა დაკავშირებული. წინა მსოფლიოზე მე ინგლისის ნაკრებთან ერთად ვიყავი. პირველი დონის გუნდები წარმოუდგენელ წნეხს განიცდიან, როდესაც საქართველოს დარ გუნდებს ეთამაშებიან. 2015 წლის მსოფლიო თასმა ბევრი მასწავლა. მე ჩემი ცოდნის ყველა მარცვალს გადავცემ საქართველოს. მე მინდა, რომ ამ მსოფლიო თასის შემდეგ ყველა ჩვენზე საუბრობდეს".

საქართველოს მსოფლიო თასზე ყოველთვის სოლიდური ფორვარდები მიჰყავდა, თუმცა ჰეიგი აღიარებს, რომ დროთა განმავლობაში გუნდის სათამაშო სტილი ერთფეროვანი და ამოცნობადი ხდება. ის თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ეს შეეცვალა:

"ჩვენი თამაში მორკინალებზე იყო დაფუძნებული, მაგრამ იაპონიაში ასე არ იქნება. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა და გუნდსაც მოსწონს ფართოდ თამაში".

ჰეიგს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ეწურება. ესაა ქვეყანა, რომელსაც ის და მისი ოჯახი სახლს ეძახიან უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში. მისი ორი ქალიშვილი თავისუფლად საუბრობს ქართულად. პროფესიონალური თვალსაზრისით, მილთონისთვის შემდგომი ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება:

"რა იქნება საუკეთესო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, სწორედ ესაა მამოძრავებელი. ჩემი მეუღლე და ქალიშვილები მუდამ ჩემ გვერდით არიან და ესაა უმთავრესი. საქართველოში მოსწონთ ჩემი ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ ამ ქვეყანაში უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ და მას არასდროს დავივიწყებთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• გლახუნა

პატივისცემა ქართულ და მსოფლიო რაგბის სამყაროს! საკმაოდ სერიოზული წვლილი მიუძღვით ქართული რაგბის არსებულ დონემდე აყვანისათვის. უკმაყოფილო კი ვართ 6 ერის პირველობაზე რომ არ მიგვითეს,მაგრამ კომერციული ტურნირია და გასაგებია, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრიობა აუცილებლად გამვითარდება- განმტკიცდება, შესაბამისად ფინანსურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების მიმართულებით, სოციალურად...მით სერიოზული ფინანსები ჩაიდება ყველა სპორტის სახეობაში ,ეროვნული ჩემპიონატების დონე და ხარისხი, განსაკუთრებით რაგბში სერიოზულად აიწევს და მერე თავად გვთხოვენ (!)

• გია

რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ძალიან შთამბეჭდავია რასაც როუნთრი და ნაწილობრივ ჰეიგი ამბობენ. გული სიამაყით მევესება და მიმტკიცდება აზრი, რომ ჩვენ არამარტო რაგბში არამედ სადაც ძალისხმევას ჩავდებთ. რაგბის ინფრასტრუქტურა და სხვა საკითხები დიდი რუდუნებით მოგვარდა, ასევე სპორტის ბევრ სახეობებში (ჭიდაობა, ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, ფარტიკაობა და სხვა). საჭიროა ასე წავმართოთ ჩვენი მოქმედება ყველაფერში და საქართველო სწრაფ განვითარებასა და წინსვლას მიაღწევს.

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

ასეთი რამ პირველად საქართველოში ვნახე - გრეემ როუნთრი "ბორჯღალოსნებზე" საუბრობს

WORLDRUGBY-ს ინტერვიუ გრეემ როუნთრისთან: ქართველები შეუდარებლად ძლიერნი და ამავდროულად ტექნიკურად ძალიან მაგრები არიან

გრეემ როუნთრი: ქართველი მორაგბეები ძლიერები არიან - ზოგადად, ქართველები ძლიერი ერია

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

სავსე ტრიბუნების დროა!

მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!