© ანი რეხვიაშვილი

დიდი 10-ის განახლებული სეზონის დღევანდელ მატჩებში, გორის ‘ჯიქმა’ და რუსთავის ‘ხარებმა’ უშუალო კონკურენტები დაამარცხეს. პირველმა ‘აკადემიასთან’ ბონუსიც აიღო და ექვსეულში შესვლის კარგი შანსი შეინარჩუნა, ხოლო მეორემ ლიდერ ‘ბათუმს’ მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი აწვნია.

„შევარდენზე“ გორელებმა აქტიურად, მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში და 5 წუთში ორი ლელო გაიტანეს. დებიუტში მათ კარგი შეტევა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს, მარცხენა ფრთაზე ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს და ცენტრალური ხაზი გადაკვეთეს. მერე ის ფეხით საპირისპირო ფრთაზე გადაკიდეს, სადაც რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლეს. საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ, რამდენიმე დარტყმის შემდეგ, დიტო კიკნაძემ ბურთი ძელებსშუა ფეხით შეაცურა და მას ნიკა სამხარაძე მიყვა.

ორიოდე წუთში დავით მოძღვრიშვილს 22-იდან ფეხით მოგერიებისას ნიკა სუხაშვილმა დაუფარა და ლელო თავადვე გაიტანა. კიკნაძემ ორივე ლელო გარდასახა - 14:0. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჯერ მოძღვრიშვილს, მერე კი კიკნაძეს გაუცუდდათ ჯარიმები. ‘ჯიქმა’ მესამე ლელო 34-ე წუთზე გაიტანა, სუხაშვილმა მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან შეუტია, ერთი მცველი კონტაქტით ჩამოიშორა, კიდევ ორი აიყვანა და ოფლოუდით ლელოში გიორგი მჭედლიშვილი შეუშვა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო.

სტუმრებმა მეოთხე ლელო მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს. დერეფნიდან აგორებულ მოლს ლევან დათუნაშვილი მოწყდა და მისი შემჩერებელი აღარავინ დარჩა - 24:0. 62-ე წუთზე ‘ჯიქმა’ კვლავ დერეფნიდან შეუტია, დავით ხიდეშელმა ბურთი 5-მეტრიან წყვეტილთან მიიღო, შეუტია და დათუნაშვილის დახმარებით ლელოს ხაზი გადაკვეთა. ამჯერად კიკნაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 31:0.

მატჩის მიწურულს ‘აკადემიამ’ ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, საბა ილურიძე ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა, თუმცა ამან ‘ჯიქს’ ხასიათი ვარ წაუხდინა და მათ სეზონი ბონუსით მოგებით გახსნეს - 31:5. შედეგად, გორელები ექვსეულის ზონის მახლობლად რჩებიან და ფლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ‘ხარებმა’ ლიდერს, ‘ბათუმს’ რუსთავში უმასპინძლა და 13:8 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ‘ბათუმმა’ მიმდინარე სეზონში სულ ორი თამაში წააგო და ორივე ‘ხარებთან’. შედეგად, ის და ‘ლოკომოტივი’, რომელმაც თავისი თამაში გუშინ ბონუსით მოიგო, ზღვისპირელებს მიუახლოვდნენ.

მასპინძლებმა დაძაბულ მატჩში მნიშვნელოვანი უპირატესობა დებიუტშივე მოიპოვეს. მათ ჯერ საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, მერე კი კობა ბუჯიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და 10:0 მე-10 წუთზე და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

‘ბათუმი’ თამაშში მეორე ტაიმში დაბრუნდა: 53-ე წუთზე მამუკა ნინიძემ ლელო გაიტანა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, მან 72-ე წუთზე ჯარიმიდან კიდევ 3 ქულა აიღო, მაგრამ ‘ხარებმა’ ძალები მოიკრიბა, ქულა აღარ მიიღო, ხოლო წერტილი გიორგი ბასილაიამ არეკნით დასვა და ‘ხარებმა’ მნიშვნელოვან მატჩში 13:8 იმარჯვა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
"ბათუმმა" "ხარებს" სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივს" 17:8 მოუგო
დიდი 10: "ყოჩებმა" დაბრუნება მოგებით აღნიშნა
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა