2014-15 წლების სეზონის წინ ბელგიურმა "გენკმა" 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, 8 მოთამაშე კი იჯარის შემდეგ დაუბრუნდა კლუბს.

ამავე სატრანსფერო ფანჯრისას კლუბმა კალიდუ კულიბალი "ნაპოლიში" 7.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისა. სწორედ ამდენივე დაიხარჯა იმ ფეხბურთელებში, რომლებიც "გენკმა" შეიძინა.

ყველაზე დიდი თანხა ამ წელს ბელგიურმა კლუბმა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელში - თორნიკე ოქრიაშვილში გადაიხადა, ქართველი მოთამაშის დამატება "გენკს" 1.8 მილიონი ევრო დაუჯდა.

თორნიკემ ბელგიური კლუბი წელიწად-ნახევარში უამრავი გაუგებრობის შემდეგ დატოვა. ამის შემდეგ ის თურქულ "ესქიშეჰირსფორსა" და რუსულ "კრასნოდარში" იყო, ეს უკანასკნელი კი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

ოქრიაშვილი ერთადერთი ქართველი არ იყო, რომელიც იმ წელს "გენკის" ფეხბურთელი გახდა. ბელგიელებმა თბილისის "ლოკომოტივის" 18 წლის შემტევი ლუკა ზარანდიაც დაიმატეს და ამ ასაკის ფეხბურთელისთვის, თუ გერმანულ სააგენტო transfermarkt-ს დავუჯერებთ, საკმაოდ დიდი თანხა - 800 ათასი ევროც გაიღეს.

ლუკას "გენკის" ძირითად გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია და 2 წელიწადში მშობლიურ "ლოკომოტივში" დაბრუნდა, სადაც ნახევარი წელი დაჰყო და 2017 წლის იანვარში პოლონური "არკას" მოთამაშე გახდა, სადაც დღესაც თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

1.5 მილიონი დაჯდა "გრონინგემის" ჰოლანდიელი მეკარის - მარკო ბიზოტის ტრანსფერი, რომელმაც კლუბში სამი წელიწადი გაატარა და 2017 წლის ზაფხულში უფასოდ "ალკმაარის" რიგებში გადაბარგდა. დღეს ის ჰოლანდიური კლუბის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

ასევე მილიონ-ნახევარი გადაიხადეს სერბული "ბეოგრადის" შემტევ ალექსანდრ ჩავრიჩში, რომელმაც გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და დღეს ბრატისლავის "სლოვანის" ფეხბურთელია.

თორნიკე ოქრიაშვილთან და ლუკა ზარანდიასთან ერთად სერბული "ვოივოდინადან" სულ რაღაც მილიონად შეუერთდა კლუბს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რომელიც დღეს რომის "ლაციოს" ლიდერია და მსოფლიო ფეხბურთის გრანდები მისი გადაბირებისთვის იბრძვიან. ბელგიურმა კლუბმა ერთ წელიწადში მილიონად შეძენილი მოთამაშე 18-ჯერ ძვირად გაყიდა.

სერბს გავლენიანი გერმანული საიტი Transfermarkt.de დღეს 75 მილიონ ევროდ აფასებს.

"გენკმა" ნიგერიულ "ნეტ ბოიზს" 180 000 ევრო გადაუხადა 18 წლის ვილფრედ ნდიდის სანაცვლოდ, რომელიც ორ წელიწადში "ლესტერმა" ნგოლო კანტეს შემცვლელად 18 მილიონ ევროდ შეიძინა.

დღეს ნდიდის ფასი 35 მილიონი ევროა.

2014 წელს "გენკის" ფეხბურთელი უფასოდ გახდა 23 წლის კრისტიან კაბასელე, რომელიც ზუსტად ორ წელიწადში "უოტფორდის" რიგებს 7 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ბელგიელი ცენტრალური მცველი "ყვითლების" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა.

თორნიკე ოქრიაშვილი 25 ნოემბრის შემდეგ უგუნდოდაა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების მოთამაშე.

გავრცელებული ინფორმაციით, მისით ყაზახური კლუბები ინტერესდებიან.

მონავარდე
ყველაზე დასანანი ის არის რომ ოქრის ნაირი ტიპები , რომელთაც კარგად უქრით, სხვა ახალგაზრდებსაც აფუჭებენ, მენტალიტეტს უცვლიან, იყოლიებენ. აგერ ზარანდია, იქით თარგამაძე ... ალბათ ღმერთმა იცის კიდევ რამდენი ეყოლება ეგეთი ოქრის, თავად უკეთ იცის. დაწეროს მემუარებში აღიარებითი ჩვენება. კი არის მაგისთვის უკვე მემუარების წერის დრო... დასანანია აფრიკის კანიბალ ტომებიდან ჩამოსული ბიჭები უფრო ერგებიან ევროპულ რიტმს და ამართლებენ გაცემულ ავანსებს, ვიდრე ჩვენ.
ჯეკო
კომენტარი აქ ზედმეტია. უკომენტაროდ...
სანდრო
სამწუხაროა რომ ქართველი ფეხბურთელები მათზე გაცემულ ავანსებს როგორც წესი ვერ ამართლებენ. ერთი ჩაკვეტაძე გამოდგა და იმედია ისიც არ გაუყვება ოქრიაშვილის ან რომელიმე სხვა მარად პერსპექტიული ფეხბურთელების გზას.
ნუკრი
დიდევა ქართულ ნიჭს. მისი წყალობით წელს ოქრიმ მალდივებზე დაისვენა. დიდება!
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი შეირცხვინეს, მაგრამ ახლა ვერ აჩერებენ
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
იტალიის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: რომაული დერბი "ლაციომ" მოიგო [VIDEO]
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
"სკუდეტო? - რატომაც არა" - "ლაციო" ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი კარიერას "ალ ჰილალში" გააგრძელებს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
Transfermakt-მა ფასები განაახლა - ხვიჩა იტალიაში მე-4 ყველაზე ძვირად ღირებულები ფეხბურთელია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა