იტალიის ნაკრებმა ექვსი ერის ტურნირზე უკანასკნელი 17 მატჩი წააგო. ბოლოს მათ გამარჯვებას 2015 წლის 28 თებერვალს შოტლანდიასთან მიაღწიეს, მიმდინარე წლის 2 თებერვალს კი 6 ერის ფარგლებში მათი მეტოქე ისევ შოტლანდიის ნაკრებია.

ბრიტანული Independent-ი იტალიური რაგბის კრიზისის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს.

სტატიაში იტალიის ნაკრების კაპიტანი სერხიო პარისე საქართველოს ნაკრების შესახებაც საუბრობს.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი გამარჯვება არ მოგვიპოვებია. დავამარცხეთ საქართველო, იაპონია, ფიჯი და სამხრეთი აფრიკა. ეს გუნდები რეიტინგში ჩვენ ახლომახლო არიან და ხანდახან ხალხი ფიქრობს, რომ საქართველო ჩვენზე წინაცაა.

გასულ წელს შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ, თუმცა ტურნირი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ. პროგრესს განვიცდით, თუმცა ეს შედეგში არ გამოისახება. ამის შეცვლა გვსურს.

ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. იტალია ექვს ერში შემთხვევით არ მოხვედრილა. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რათა დაგვემტკიცებინა, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ და გზაზე კარგი გუნდები დავამარცხეთ.

გასულ წლებში ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ. ამის შემდეგ ხალხს ჩვენ მიმართ შეკითხვები გაუჩნდა. ისინი ფორმატის ცვლილებაზე ფიქრობენ, რადგან საქართველო კარგად ასპარეზობს. ვფიქრობ, ამ ხალხმა პატივი უნდა სცეს იმას, რასაც მივაღწიეთ.

ჩვენ ექვს ერზე ვსაუბრობთ, ამიტომ მართლა არ მესმის, საქართველოს რატომ ვახსენებთ. ისინი ვითარდებიან და ეს მათთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ, გასულ ნოემბერში, როცა მათთან ვითამაშეთ და დავამარცხეთ, უკვე დავუმტკიცეთ, რომ სხვა დონეზე ვართ." - განაცხადა სერხიო პარისემ.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა 2018 წლის 10 ნოემბერს ფლორენციაში გაიმართა. მატჩი იტალიელთა გამარჯვებით, 28:17 დასრულდა.

გელა
აუუუ, ნუღა მოწევ რააა?
გელა
შენ ჭკუაზე იაროს პუტინმა!!!!!!!!!!
გელა
100% იან !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გელა
იცი რა არის? 18 წლის განმავლობაში 6 ერში თამაში იმდენად გაზრდიდა საქართველოს რომ ამ ეტაპისთვის იტალიას რომ აქვს მოგებები , ჩვენ სულ მცირე 4 ჯერ მეტი გვექნებოდა, 18 წელიწადში გუნდი ვერ გაიზარდა, ვერააააა! ძაღლი მყავს და იმ 18 წელიწადში ესაც კი უკეთესი მორაგბე დადგებოდა სისტემატურად იმ ხუთეულთან რომ ევარჯიშა.........
ზურიკოს
ჩვენთან იტალია რო ჩამოსულყო და მოგვეგო იტალიელებსას იგივეს ეტყოდი ალბათ. რაშიც ვერ ერკვევით არ გინდათ რა. გამოვლენ ექსპერტებივით. 10 უმარტივეს კითხვაში არამგონია ორზე მეტი სწორი პასუხი გამცე რაგბს რაც ეხება
Zuro
Zero, წააგე! მორჩა, წერტილი. სხვა ყველაფერი, მათ შორის შენი მოსაზრება იმ თამაშთან დაკავშირებით, ტრუხა საუბარია. შანსი მოგეცა და ვერ ივარგე, მაშინ ცოტა მაინც მოიცადე რა! ესაა სულ...
მენტორი
სერჯო
გიო
100%
ჯუმბერს
ჩამოვიდნენ თბილიში და მაშინ ვნახოთ ვინ მოუგებს, შოტლადიას როგორ ვეთამაშებით აგვისტოში მანდ გამოჩნდება ყველაფერი ვინ სადა არის
Zero
იტალიასთან მარცხი იყო ჩვენი ნაკრების და მწრთვნელის ელემენტარული შეცდომების შედეგი და არა იტალიის კარგი თამაშის დამსახურება. სისტემატიურმა შეხვედრებმა უნდა გამოავლინოს ძლიერი გუნდი. ჩვენ სახვეწარი გვაქვს მსგავსი ტესტ მატჩები და ესენი უკვე 18 წელია ექვს ერში ასპარეზობენ და მაინც ფაქტიურად ყოველ წელს "ხის კოვზის" ნომინანტები არიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ექვს ერში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენ უკეთესები ვიქნებით, მაგრამ ლოგიკურად სადაც იტალიის ნაკრები იმსახურებს თამაშს იქ ჩვენც უნდა გვქონდეს მონაწილეობის პრეტენზია.
გელა
რათ მინერვიულებთ ამ კაცს?! ))
კოტე
თავისით?????????????
Saba
რეებს ბოდიალობ?

იტალიასთან 1 თამაშზე არ ყოფილა დამოკიდებული ჩვენი 6 ერში შესვლა და არც მერე იქნება. ამას დრო და ჩვენი შესაბამისად განვითარება მოიტანს. კი, არის იტალია ჩვენზე უკეთესი, მაგრამ ძალიან მცირე უპირატესობით. ამიტომაცაა ასეთი გაღიზიანებული განცხადებები რომ გააკეთეს. ჩვენი ყურადღება ჯერ მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავიტანოთ, რომელიც ბევრ რამეს გვაჩვენებს

ჩვენ კი გვინდა სხვანაირად, მაგრამ რეალობა ეს არის: ზაფხულის ტურნემ და იტალიასთან მატჩის შედეგებმა დიდი ზნით გამოკეტა 6 ერის კარი ჩვენთვის. მარტო წაგებაზე არ არის საუბარი, თამაშის ხარისხზე გამოჩნდა რომ ჯერ ადრეა. მიზეზები ბევრია, მოთამაშეები გვაკლდა იტალიასთან, ოკეანეთის კლიმატი, იაპონიასთან უკვე დაღლილი და ა.შ , მაგრამ ფაქტია - ასეთი ამბიცია როცა გაქვს ამ მიზეზებით ვერ გაამართლებ ჩაგდებულ თამაშებს. ახლა მითუმეტეს თაობათა ცვლა გვაქვს და მთავარია მსოფლიო არ ჩაგვივარდეს, დანარჩენი თავისით დალაგდება.
beso
ექვს ერში 17-ი თამაში წააგო და სირცხვილით როგორღა ლაპარაკობს ერთი თამაში ძლივს მოგვიგეს და თავი მაგრები გონიათ.
კახაბერი
ძირითადის 8 მორაგბე გვაკლდა და ძლივს მოიგეს, ისიც თავის მოედანზე ! წლები ითრიეს ფეხი , რომ გორგოძის და ზირაქას დროს არ შეგხვედროდნენ , ეხლა იდროვეს , განახევრებულ გუნდთან (და თან თაობათა ცვლა რომ მიდის )ითამაშეს *ფანტასტიური* თამაში ! ოკეანიის გუნდების მერე რომ შევხვედროდით , ეს ახალგაზრდებიც გააცამტვერებდნენ, მართლა მაგ მაკარონებს !
ნოდო
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ვულვერჰემტონმა ჩემპიონატის ნახევარ სეზონში ქულები დააკარგინა ჩელსის სიტის არსენალს ლივერპულს და ტოტენჰემს და მათ არ უკადრებიათ ეგეთი რამეის თქმა ნატოსი არ იყოს კარი რო გაგვიჭონ 2 სეზონი და იმ ბოვოლებთან 10 მატჩი ჩავატაროთ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს როდემდე უნდა ვკარგოთ დრო რუმინითან რუსეთთან ბელგიასთან და პორტუგალიასთან იმათვის კარგი მეტოქე ვართ ჩვენთან თამაში კლასს მიცემს როგორც ჩვენ ბობოლებთან თამაში კარგი გამიოთქმა არსებობს მუსიკას უკვეთავს ის ვისაც ფული აქვს მოდი და არ დაიჯერო
ირაკლი
არადამაჯერებლად ბაქი ბუქობს. ექვს ერში თავის ყოფნას შორეული წარსულით და მომავლის იმედით ამართლებს, რეალურად სათქმელი არაფერი აქვთ ეხლა. სულ ცოტაც და მალე ჩვენთან მოგებითაც ვეღარ იტრაბახებენ.
რა გინდათ, რას ერჩით?!
დასნანია,მაგრამ სიმართლეა
ჯუმბერი
მართალს ამბობს და ნუ ღიზიანდებით. საქართველო იტალიას კიდევ დიდხანს ვერ მოუგებს

გასაგებია ამათი გაღიზიანება, როცა ის გუნდები, ვინც პარისემ აქ ჩამოთვალა, ყველა იტალიაზე წინაა რეიტინგში, მათ შორის ჩვენც. ასე თუ გააგრძელებს იტალიელებმა, უფრო ქვემოთ ჩავლენ და ერქვათ 6 ერის გუნდი. აქ მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა მივუმატოთ და წინ ვიაროთ. პარისემ რაც უნდა ის ილაპარაკოს
პატივცემულო Parise
მხოლოდ საბრძოლო ანგარიშით მოიგეთ და ბოლო 20 წუთი პანიკაში ბრძანდებოდით!
gia
საქართველოში მოიწვიეთ ერთი ეგენი და აქ იტრაბახონ. სტადიონს გავავსებთ, ერთი წაგება არ ნიშნავს რომ ვინმეზე მაღლა დგანან კლასით.
sdfffff
მე არ მესმის რატომ უნდა მისცეს საქართველომ იტალიას თამაში და რატომ უნდა იყოს იტალია უცილობლად 4 გზის ჩემპიონი და საფრანგეთი 2გზის როცა ბრაზილიას შეეძლო ყოფილიყო 8 გზის ჩემპიონი.
ჰეი
იტალიას ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში,გრანდები იყვნენ და რეგრესი აქვთ, რა გადაეკიდნენ რაგბს.
გიო
ეჰ, კარგი იქნებოდა ამ მაკარონიკებთან რომ არ წაგვეგო ის თამაში. თუმცა მჯერა, რევანში გარდაუვალია!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველოსთან იტალიის ნაკრებს ლიდერი და კაპიტანი სერხიო პარისე დააკლდება
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!