ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

12 მაისს, 18 საათზე, ბათუმის რაგბი არენაზე დიდი 10-ის 2018/2019 წლის სეზონის დიდი ფინალი გაიმართება, რომელშიც ბათუმის "ბათუმი" რუსთავის "ხარებს" შეხვდება.

სასიამოვნოა, რომ 12-წლიანი შესვენების შემდეგ, დიდ ფინალს ქართველი რეფერი, ნიკა ამაშუკელი მოემსახურება.

გასულ წლებში ფლეი ოფის ეტაპებსა და გადამწყვეტ მატჩებს მოწვეული მსაჯები ემსახურებოდნენ - 2007-2011 წლებში ფრანგები, 2013-2018 წლებში კი ირლანდიელები.

ბოლო წლებში ქართველმა მსაჯებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს. მათ რეგულარულად იწვევენ საერთაშორისო მატჩების თუ ევროპის საკლუბო ტურნირების შეხვედრების განსასჯელად და დამსახურებული ნდობა შინაურ ასპარეზზეც მოიპოვეს, რაც რაგბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

"ბათუმი" - თავდაჯერებულად უხერხულ მეტოქესთან

რუსთავის "ხარები" რეგულარული პირველობის ბოლო ტურამდე ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც "ბათუმის" დამარცხება შეძლო და თანაც ეს ორჯერ მოახერხა - შინაც და გარეთაც. ზღვისპირელებმა ეს უსიამოვნო ტრადიცია სამი კვირის წინ, შესარჩევ ფინალში დაარღვიეს და 32:10 მოგებით ფინალის საგზური მიიღეს, ახლა კი იგივეს გამეორებას ეცდებიან.

გუნდის მწვრთნელი დავით გუგუშვილი მზადების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ბათუმი" ფინალურ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება:

"სამშაბათიდან შეკრებაზე ვართ და ვცდილობთ წლის უმნიშვნელოვანეს მატჩს იდეალურ მდგომარეობაში შევხვდეთ. გავიარეთ ის შეცდომები, რომლებიც შესარჩევ ფინალში გვქონდა, ვუყურეთ "ხარებისა" და "არმაზის" შეხვედრას და ვცდილობთ ჩვენი თამაშის დახვეწას. გვაქვს იმედი, რომ 12 მაისს ბათუმში დიდი ზეიმი იქნება. მართალია სამი კვირაა არ გვითამაშია, თუმცა ვარჯიშები სათამაშო სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყი და ამ მხრივ პრობლემა არ გვექნება."

"მთელი გუნდი 12 მაისის მოლოდინშია. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვართ და გვსურს დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობას ვიმსახურებთ. "ხარები" ძალიან კარგი გუნდია და მეორე ადგილზე შემთხვევით არ გასულა. ის საჩუქარი არავისთვისაა და დიდი ბრძოლის მოლოდინი გვაქვს. კონკრეტულად ამ თამაშისთვის ვინც უკეთ იქნება მომზადებული ფიზიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად, გამარჯვებას ის მოიპოვებს. საკუთარ მოედანზე თამაში ერთგვარი წნეხიცაა და ამას უპირატესობად არ ვთვლი. რუსთაველებს სამი კვირის წინ დიდი სხვაობით მოვუგეთ, მაგრამ ეს თამაში დავიწყებულია და მომავალ შეხვედრას იმ კუთხით ვუდგებით, რომ "ხარებთან" რეგულარულ გათამაშებაში ორი მატჩი გვაქვს წაგებული. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს შეხვედრა, საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ეყოლება, რადგან ამას ორივე გუნდი იმსახურებს".

ფოტო: ლევან ვერძეული

"ხარები" - ხარისხიანი თამაშით და სიურპრიზებით

რუსთავის "ხარების" მთავარი მწვრთნელი მამუკა მინდორაშვილი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი მეტოქისთვის საკუთარი თამაშის თავს მოხვევას შეძლებს და შესარჩევ ფინალში დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს:

"ბათუმს მიმდინარე სეზონში უკვე სამჯერ ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ მის შესაძლებლობებს. განვლილი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით იმ სისუსტეების აღმოფხვრაზე, რომლებიც შესარჩევ ფინალში გვქონდა. ვფიქრობ, მეტოქეს შერკინება უნდა გავუჩეროთ, ბურთი შევინარჩუნოთ და თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ. სამწუხაროდ, ამ მატჩში დაგვაკლდება კოშაძე, რაც დიდი დანაკლისია. სამაგიეროდ დაგვიბრუნდა ქანდაურაშვილი".

"რეგულარული ჩემპიონატის თამაშებს სხვა დატვირთვა ჰქონდა. ფლეი ოფისთვის "ბათუმი" სპეციალურად მოემზადა, გაითვალისწინა წინა შეხვედრებში დაშვებული შეცდომები და დიდი უპირატესობა მოიპოვა, განსაკუთრებით სტატიკაში. იყო ფსიქოლოგიური წნეხიც, ჩვენ არ გვაქვს ამ დონეზე თამაშის გამოცდილება და მატჩში გარდატეხა ვერ შევიტანეთ. მომავალ შეხვედრაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საწყის წუთებზე. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე შევძლოთ ქულების მოპოვება და დაწინაურება. ფავორიტი "ბათუმია", ის საკუთარ კედლებში თამაშობს, თუმცა ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ვეცდებით ჩანაფიქრების განხორციელებას და ვნახოთ მათ თავს როგორ გავართმევთ".

"ფინალში გასვლით "ხარებმა" უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, რაზეც სეზონის დასაწყისში ვერც კი ვფიქრობდით. სეზონის მსვლელობისას საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნეთ და მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ და ვეცდებით მაყურებელს ხარისხიანი თამაშით სიამოვნება მივანიჭოთ. "ბათუმი" ჩემპიონობას იმსახურებს, თუმცა ამას ჩვენც ვიმსახურებთ, რადგან ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ეს მეტოქე რეგულარულ გათამაშებაში დავამარცხეთ და იგივეს გამეორებას ფინალშიც ვეცდებით".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
არის პირველი გამარჯვება - ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" როგორც იქნა მოიგო
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს
"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა
"ასეთი გრძნობა არცერთ ჩემს ყოფილ კლუბში არ განმიცდია" - მოურინიო "ბენფიკაში" დანიშვნის შემდეგ
"დილა" წინ... თბილისური დერბი "დინამომ" მოიგო; "თელავმა" ბათუმში გაიმარჯვა
[VIDEO] 18 წლის ლოლუა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა - ბოლქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
ლაკაზეტი: რაც მიქაუტაძემ გააკეთა, ძალიან მაგარია
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
"ბარსელონა" ძალიან გამაღიზიანებელი გუნდია" - ბრუნო გიმარაეში
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
მიქაუტაძის მატჩის დღე და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე "ფრენის" შემდეგ
"ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან" - გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"ფანტასტიკური ფეხბურთელია" - ფლიკმა რაშფორდზე ისაუბრა
მოურინიო: "ფენერბაჰჩეში" მუშაობა ჩემს დონეს არ შეესაბამებოდა
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა
დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
"კონტინენტის ფარი": "ბათუმმა" შეკრება დაიწყო
ნიკა ამაშუკელი: უკვე აღარ მიკვირს ასეთ დიდ თამაშებზე დანიშვნა
დიდი 10. III ტური: "ხარების" ეპოპეა გრძელდება
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
ჩელენჯ თასი | ნიკა ამაშუკელი ნახევარფინალში იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
ლელო ლიდერებში დაბრუნდა
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
დიდი 10: ფინალში გასასვლელად "ხარები" და "არმაზი" იბრძოლებენ