თბილისის "ლელო-სარასენსმა" ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე დაწინაურდა
გიორგი ბუხაიძის ფოტო

თბილისის "ლელო-სარასენსმა" ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე დაწინაურდა. დიდი 10-ის მე-6 ტურში ლევან მაისაშვილის შეგირდებმა რუსთავში "ხარებს" 25:22 სძლიეს.

მასპინძლებს სეზონის სტარტზე 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია დაუგროვდათ, თუმცა გასულ ტურში აუტსაიდერ "ბაგრატთან" ქუთაისში დამარცხდნენ და რეაბილიტაცია სურდათ. დაძაბული ბრძოლის პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა და შეხვედრის მიწურულს შეეძლოთ, რომ ეს შეხვედრა არ წაეგოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას და შესრულებისას შეცდნენ.

"ხარებმა" მატჩის დებიუტში ჯარიმის კარში დარტყმაზე უარი თქვა და არც ინანა: მოლი ლელოთი გიგა ქვლივიძემ დაასრულა და ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა. ტაიმის შუაში ირაკლი ყიასაშვილმა და ხუციშვილმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 33-ე წუთზე "ლელო-სარასენსმა" მეტობა გამოიყენა (გურამ ქანდაურიშვილი 2 წუთით ადრე გაასინბინეს), სანდრო თოდუამ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და ტაიმი "ხარებმა" 10:8 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა ჯარიმა გაითამაშეს და სამი პასის შემდეგ ლელო ქანდაურაშვილმა გაიტანა, ხოლო ხუციშვილის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. სტუმრებმა ლელოთი მალე უპასუხეს, თენგო პერანიძემ რაქიდან ბურთი აიტაცა, მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ოვალი ლელოში დაამიწა. გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.

მალე მეკოს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 63-ე წუთზე სალელოვე კონტრშეტევა წამოიწყო: "ხარებმა" მეტოქის ლელოდან 7-8 მეტრში ბურთი დაკარგა, კვირიკაშვილმა უპირატესობა შექმნა და მარცხნივ აკაკი ტაბუცაძეს გადაცემა არ დაუგვიანა. "ლელო-სარასენსის" გარემარბმა სიჩქარე სწრაფად განავითარა, მას ვეღარავინ დაეწია და 90-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დასრულდა. კვირიკაშვილმა ზუსტ გარდასახვას რამდენიმე წუთში ჯარიმა მიაყოლა და სტუმართა უპირატესობა კომფორტული გახდა.

მალე "ლელო-სარასენსი" კაცნაკლული დარჩა, რეფერიმ ბექა საღინაძე შუბური ბოჭვისთვის წითელი ბარათით გააძევა. "ხარებმა" დიდი მონდომებით შეუტია, ფაზები აკინძა და ბექა ბებიაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა უკანასკნელ წუთზე რუსთაველებმა გასატან პოზიციაზე ჯარიმა გამოიმუშავეს და ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ფრეს ლელოზე თამაში არჩიეს, ჯარიმიდან ბურთი აუტში ვერ გადაიტანეს და 22:25 მარცხისთვის მხოლოდ ნუგეშის ქულას გამორჩნენ.

rugby.ge

dato
erti mainteresebs tbilisi calke saxelmwifoa tu qutaiss ver itant aiaze arafers ratom ar wert? aba tbilisuri gundi iyos lideri tavs gadagchamdit ar varga mase tqven rom iqcevit qutaisic saqartveloa ro icodet.
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა