დღეს დილით გაიმართა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი. "ტორონტო რეპტორზმა" საკუთარ პარკეტზე "მილოუკი ბაქსს" უმასპინძლა და მოსაგებად ძირითად დროსთან ერთად 2 ოვერტაიმი დასჭირდა.

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე "ტორონტო" 96:94-ს იგებდა. საჯარიმოს ხაზზე პასკალ სიაკამი იდგა, თუმცა კანადელთა მძიმე ფორვარდმა ვერცერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა და"მილოუკის" თამაშის გადარჩენის შანსი დაუტოვა, რაც გამოიყენეს კიდეც. საფინალო სიგნალამდე 2 წამი იყო დარჩენილი, როცა კრის მიდლტონმა შეუტია "ტორონტოელთა" ფარს, მაგრამ ფრენ ვანვიტმა დააფარა, თუმცა ბურთი ისევ მიდლტონმა მოხსნა და ანგარიშიც გაათანაბრა - 96:96. სიაკამმა ბოლო სროლაც გააფუჭა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა.

პირველ ოვერტაიმში გუნდებმა 7-7 ქულა ჩააგდეს. ბოლოს კავაიმ ისროლა, თუმცა"მილოუკი" ამჯერადაც გადარჩა. მეორე ოვერტაიმის დასაწყისში ჯიანის ანტეტოკუმპომ მე-6 ჯარიმა აიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ"ტორონტომ" დიდი უპირატესობა მიიღო. კავაი ლეონარდმა დარჩენილ დროში 8 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდის გამარჯვების მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საბოლოოდ შეხვედრა "ტორონტოს" სასარგებლოდ დამთავრდა - 118:112.

სწორედ კავაი ლეონარდი იყო საუკეთესო მექულე შეხვედრაში. მან 52 წუთი ითამაშა და ამ დროს 36 ქულა ჩააგდო, 9-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 დააფარა და 2-ჯერ მოჰპარა მეტოქეს ბურთი. პასკალ სიაკამმა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 25 ქულა და 11 მოხსნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა მარკ გასოლსაც - ესპანელმა 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ნორმან პოუელის ანგარიშზე 19 ქულა იყო.

"მილოუკის" მხრიდან საუკეთესო ჯორჯ ჰილი იყო. 24 ქულასთან ერთად ჰილმა 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა მალკოლმ ბროგდონმა, 16 ქულა ჰქონდა ცენტრ ბრუკ ლოპესს. ყველასთვის მოულოდნელად, მხოლოდ 12 ქულის მოპოვება შეძლო ჯიანის ანტეტოკუმპომ. სამაგიეროდ, ბერძენმა ვარსკვლავმა ბურთი 23-ჯერ მოხსნა და სეზონში 64-ე ორმაგი დუბლიც მიითვალა.

20 მაისი, ტორონტო, "სქოთიბენკ არენა"

ტორონტო რეპტორზი - მილოუკი ბაქსი 118:112 (30:21, 28:30, 19:24, 19:21, პირ.ოტ. 7:7, მეორ. ოტ. 15:9.)

სერიაში ანგარიშია 2:1, "ტორონტოს" სასარგებლოდ.

შემდეგი შეხვედრა ისევ ტორონტოში გაიმართება, 22 მაისს.

[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
"არსენალი" 22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახდა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
sfgate.com: ფაჩულია იდეალური დანამატია "უორიორსის" 4 სუპერვარსკვლავისთვის
NBA. აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
მარკ გასოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობაზე ისაუბრა
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
NBA. სუპერფინალი: "ტორონტო" შეუჩერებელია [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: კავაიმ ანტეტოკუმპოს აჯობა, "მილოუკიმ" "ტორონტოს" [VIDEO]
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები
რეკორდული საღამო ამერიკაში და ლებრონის პირველი მარცხი "ყველა ვარსკვლავის" მატჩის განახლებულ ფორმატში [VIDEO]
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: ლებრონი საკმარისი არ არის
ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ - მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრში მოხვდა
NBA.
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: "ინდიანამ" შინ პირველად წააგო
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ლოპესი და ჰარდენი
NBA. რეგულარული: "დალასმა" "ლეიკერსის" 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
გასოლის ამერიკული თავგადასავალი დასრულდა
სირენასთან ერთად ჩაგდებული ბურთი და დედაქალაქელების ზედიზედ მე-4 მარცხი [VIDEO]
NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
მოქმედი ჩემპიონები ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ჯერ დამარცხდნენ და საგრძნობლად დაქვეითდნენ [VIDEO]
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: სერიაში "მილოუკი" დაწინაურდა [VIDEO]
შეხვედრა არ დააწყებინეს, შემდეგ შემოუშვეს და ისევ დაატოვებინეს! კევინ დურანტს ლიგა უცნაურად მოექცა [VIDEO]
კანადაში დაძაბული შეხვედრა "პორტლენდის" ზედიზედ მე-3 გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
მხიარული ეპიზოდი NBA-ში: "მილუოკის" კალათბურთელს ბურთის გათამაშება დაავიწყდა და... [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი დაბრუნდა, საუკეთესო გრინი იყო
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: "ინდიანამ" ინტრიგა აღადგინა