ინდიანა-მაიამი 91:77
მეექვსე მატჩის წინ, ორივე გუნდს ჰქონდა პრობლემა. "მაიამის" ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდა ცენტრი კრის ანდერსენი (წინა მატჩში ტაილერ ჰენსბროსთან ჩხუბის გამო), "ინდიანაში" კი მაღალი ტემპერატურის გამო ეჭვქვეშ იყო დევიდ უესტის თამაში.

თუმცა, ამ უკანასკნელმა შეძლო მოედანზე გასვლა და შესაბამისად, "ინდიანას" წინა ხაზის უპირატესობა ულაპარაკო გახდა. ფარქვეშ "ჰიტის" კაპიტულაციაზე კარგად მეტყველებს საბოლოო სტატისტიკა: მოხსნები - 53:33, სამწამიანიდან დაგროვილი ქულები: 44-22.

შეხვედრას მხიარული დასაწყისი ჰქონდა. მატჩის ლიდერი ყოველ ორ წუთში იცვლებოდა. ორივე გუნდი ბედს კონტრშეტევაში ეძებდა, ხოლო პოზიციური იერიშებისას საკუთარ კოზირებს ეყრდნობოდა - "მაიამი" ლებრონ ჯეიმსს და "ინდიანა" - თავის "მაღლებს". თუმცა, თავდაპირველად, უესტს ეტყობოდა გადატანილი ავადმყოფობა, რის გამოც, პირველ ტაიმში შვიდიდან შვიდი ბურთი ააცილა. "პეისერსის" სხვა მოთამაშეებიც ხშირად აცილებდნენ ხელსაყრელი პოზიციებიდან. ეს რომ არა, დიდი შესვენებისთვის მასპინძლებს სოლიდური უპირატესობა ექნებოდათ.

"მაიამის" შეტევა ისევ ერთი მსახიობის თეატრს ჰგავდა. სტუმრების რიგებში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც ლებრონს მდგომარეობას შეუმსუბუქებდა. დუეინ უეიდი და კრის ბოში ისევ ვერ ბრწყინავდნენ, თუმცა "ჰიტის" სხვა კალათბურთელებიც ეპიზოდურად იღებდნენ ინიციატივას საკუთარ თავზე. გარკვეული ხანი, "მეფეს" ჰყოფნიდა ძალები გუნდის გასაძღოლად: მეორე მეოთხედის შუაში მას 10-დან ხუთი ბურთი ჰქონდა ჩაგდებული, მის ყველა პარტნიორს კი - 17-დან ოთხი. ამასთან, ტაბლოზე თანაბარი ანგარიში იყო.

დიდი შესვენების შემდეგ კი მოხდა იგივე, რაც წინა მატჩში: მასპინძლებმა (ამჯერად, ინდიანელებმა) გაუვალი დაცვა დააყენეს და სხვაობა ოპერატიულად იზრდებოდა. ამასთან, შეამცირეს ლებრონის შეტევების ეფექტურობა. ამ 12 წუთში "პეისერსმა" 17-დან 12 ტყორცნა მოათავსა კალათში, "ჰიტმა" კი 16-დან ოთხი. ბოლო მეოთხედის წინ, "ინდიანამ" 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

რაღაც მომენტში, სტუმრების მდგომარეობა განწირული ჩანდა - სხვანაირად არ აიხსნებოდა ბოლო 12-წუთეულის წინ სულელური შეცდომები და აცილებები. და მაინც, მოქმედმა ჩემპიონმა ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. დაცვაში მონდომებამ და მაიკ მილერის ზედიზედ ორმა სამქულიანმა მეოთხედის შუაში "მინუს 13" "მინუს ოთხად" აქცია - 72:68.

"ინდიანამ" იქვე უპასუხა მეტოქეს: ზედიზედ ხუთმა ქულამ სერიოზული დარტყმა მიაყენა "ჰიტის" ამბიციებს. ერთ-ერთ ეპიზოდში, ჯეიმსმა ფარქვეშ რეიდი შეასრულა, რომელიც როი ჰიბერტზე შეტევაში ჯარიმით დასრულდა. მსაჯის სასტვენი ლებრონმა ძალიან ემოციურად აღიქვა და მსაჯს ტექნიკური სასჯელი გამოსტყუა, რაც ორ ქულაში გარდასახა ჯორჯ ჰილმა. ამას მოჰყვა მასპინძლების შედეგიანი შეტევა - 81:68. დარჩენილ ოთხ წუთში ბევრი არაფერი შეცვლილა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 3:3.

ინდიანა-მაიამი 91:77

21:23, 18:17, 29:15, 23:22

ი: ჯორჯი (28+8 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (24+11 მოხსნა), ჰილი (16+6 პასი), უესტი (11+14 მოხსნა+4 პასი), სტივენსონი (4+12 მოხსნა+4 პასი).

მ: ჯეიმსი (29+7 მოხსნა+6 პასი), უეიდი (10), ჩელმერსი (10).

სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი: ლებრონის მრისხანება

[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგას კარგი თამაში და გამართლებული იმედები! "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
NBA. ᕞᓚᓔᕘ ᕝᕤᕘ: ᓐᓛᓯᓔᓠᓐᕓ ᓑᕝᓨᓛᓐ ᓒᓐᓘᓡᓠᕝᕚᓐ
ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]
რევანში გასული პლეი-ოფისთვის? "ბაქსმა" "ჰიტი" გაანადგურა [VIDEO]
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ფანტასტიკა თუ იმედგაცრუება? ჰარდენი ყოფილ თანაგუნდელს შეუერთდა [VIDEO]
NBA. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓐᓡᓔᕗᓘ "ᓘᓜᓓᓘᓐᓜᓐ" ᓚᓔᓑᓠᓝᓜᓘᓡᕗᓕᕘᓡᓐᓪ ᕠᓗᓣᓚᓘᓐ
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
NBA. ᓞᕚᓔᕘ ᕝᕤᕘ: ᓠᓝᓪᓐ ᓠᓔᕘ ᓐᕚᓔᕜᓘ ᓨᓔᕣᕩᓔᓠᕔᕑᓔᓚᓘᓐ
ჯორჯის 41 ქულა და გამარჯვება - დასავლეთში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა [VIDEO]
NBA.
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: "ინდიანამ" შინ პირველად წააგო
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ლუკას მორიგი მაგარი მატჩი - "დალასმა" "კლიპერსი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
"არასდროს ვფიქრობ, რომ ჩემი თამაში საკმარისი იქნება ტურნირის მოსაგებად" - კარლოს ალკარასი
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის დაძაბული ფინალი: 2 ოვერტაიმის შემდეგ "ტორონტომ" სხვაობა შეამცირა [VIDEO]
"ინდიანამ" მოიგო! გოგა მიზერული დროით დაიტვირთა [VIDEO]
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
კავაის მაგრად მოხვდა! "ბრუკლინმა" "ბოსტონი" დაასამარა. "Christmas day"-ის საოცარი მატჩები [VIDEO]
გიჟური ღამე ამერიკაში! გუნდები საოცრად გაძლიერდნენ
1993 წლის შემდეგ პირველად, "ფინიქსი" სუპერფინალში ითამაშებს! გეგმა "კლიპერსი" კიდევ ერთხელ ჩავარდა [VIDEO]
NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
რა ელის ზაზა ფაჩულიას ამერიკაში თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნის შემდეგ
NBA. ᓞᕚᓔᓘ ᓝᓤᓘ: "ᓰᓘᓢᓘᓡ" ᓖᓔᓓᓘᓖᓔᓓ ᓛᕔᓝᓗᕮᓔ ᓤᓘᓜᓐᓚᓘ
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
სეზონის სტარტზე ბითაძის გუნდი თამაშებს მიყოლებით იგებს [VIDEO]
NBA. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: ᓘᓜᓓᓘᓐᓜᓐᓡ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓓᓐᓐᓕᓘᓬᓧᓓᓐ
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]
NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: "ინდიანამ" ინტრიგა აღადგინა