ლაურეატთა შორის უესტბრუკი ვერ მოხვდა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. ზედიზედ მეორედ აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ბრუკლინ ნეტსის" ცენტრი ბრუკ ლოპესი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა.

ლოპესმა საშუალოდ 20.8 ქულა, 10.3 მოხსნა და 2.0 დაფარება დააგროვა. ბრუკმა გასულ კვირას თამაშიდან 59.4 პროცენტის სიზუსტით ისროლა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ტორონტოსთან" მატჩში, როცა 30 ქულითა და 17 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ჯეიმს ჰარდენი. ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ორი ისეთი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც მინიმუმ 40 ქულა დააგროვა. ჰარდენმა "საკრამენტოსთან" შეხვედრაში 51 ქულა მიითვალა. ეს მეორე "50-ქულიანი" მატჩი იყო მისთვის მიმდინარე სეზონში.

ლოპესის კვირა

31 მარტი. ბრუკლინი-ინდიანა 111:106. 24 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება.

1 აპრილი. ნიუ იორკი-ბრუკლინი 98:100. 18 ქულა, 7 მოხსნა, 5 დაფარება.

3 აპრილი. ბრუკლინი-ტორონტო 114:109. 30 ქულა, 17 მოხსნა.

ჰარდენის კვირა

1 აპრილი. ჰიუსტონი-საკრამენტო 115:111. 51 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა.

2 აპრილი. დალასი-ჰიუსტონი 101:108. 24 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა.

5 აპრილი. ოკლაჰომა-ჰიუსტონი 112:115. 41 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: დემარ კეროლი ("ატლანტა"), დერონ უილიამსი ("ბრუკლინი"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

ბრუკლინი-პორტლენდი 106:96

22:25, 32:13, 23:26, 29:32

ბ: ბ. ლოპესი (32+9 მოხსნა), დ. უილიამსი (24+6 მოხსნა+10 პასი), ტ. იანგი (20+5 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (15+5 მოხსნა).

პ: ლილარდი (36), მ. ლეონარდი (17+15 მოხსნა), მაკალუმი (15+6 მოხსნა), აფლალო (10+5 მოხსნა).

მისაბაძი უესტბრუკი

"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა "ყველა ვარსკვლავის მატჩის" საუკეთესო მოთამაშისთვის მიღებული პრიზი - KIA-ს ყველგანმავალი 19 წლის მარტოხელა დედას, კერსტინ გონსალესს აჩუქა.

"მან ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა. თუ მაქვს ასეთი საშუალება, მინდა ყოველთვის დავეხმარო ჩემთვის უცხო ადამიანებს", - დაწერა კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე" უესტბრუკმა.

"თავიდან მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. რეალურად ყველაფერს მაშინ მივხვდი, როცა რასელმა მანქანის გასაღები გადმომცა. კარგია იმის შეგრძნება, რომ ამ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაჭირვებულებს დაეხმარონ", - განაცხადა გონსალესმა.

პირველად კერსტინ გონსალესი 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. მას ახლა ორ ვაჟი ჰყავს: ორი წლის ადამი და ოთხი წლის მეტიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
sfgate.com: ფაჩულია იდეალური დანამატია "უორიორსის" 4 სუპერვარსკვლავისთვის
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის დაძაბული ფინალი: 2 ოვერტაიმის შემდეგ "ტორონტომ" სხვაობა შეამცირა [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: სერიაში "მილოუკი" დაწინაურდა [VIDEO]
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარი დაბრუნდა, საუკეთესო გრინი იყო
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები