ბათუმის "დინამო" 49 წლით კომპანია "ლამინი ჯგუფს" გადაეცემა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება 24 მაისს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

პროცედურების მიხედვით, კლუბი ჯერ აჭარის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა და შემდეგ უკვე სამინისტრო გადასცემს "დინამოს" "ლამინი ჯგუფს" მართვაში.

როგორც ცნობილია, ეს კომპანია არჩილ ბერიძეს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად "დინამოს" გენერალური სპონსორია.

მართვასთან ერთად, კომპანიამ რიგი პირობები უნდა შეასრულოს. აჭარის ფინანსთა მინისტრის თქმით, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარება.

"მე ჩემს მეგობრებთან ერთად ძალიან მოხარული ვარ, რომ კლუბი გადაეცა ფინანსთა სამინისტროს. როგორც იცით, მე უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ისედაც ამ კლუბში ვარ და ვართ გენერალური სპონსორები. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კლუბმა და საბავშვო აკადემიამ გამართულად იმუშაონ. დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება როგორც კლუბის ბაზა, ისე საბავშვო აკადემია", - განაცხადა არჩილ ბერიძემ "აჭარის" ტელევიზიასთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ კლუბთან ერთად კომპანიას მართვაში ანგისის ბაზაც გადაეცემა. ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში კომპანიამ 200 000 ლარის გარანტია უნდა წარმოადგინოს, ხოლო სამი თვის ვადაში განვითარების კონცეფცია უნდა შეიმუშაოს. ამასთანავე, "ლამინი ჯგუფმა" ყოველწლიურად კლუბში არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამასთან ერთად, კომპანიამ აჭარის მთავრობას ყოველწლიურად 100 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება კლუბის გასხვისების პროცედურებს და კლუბის კომპანიიის მფლობელობაში გადასვლას.

შპს "დინამო ბათუმის" საკუთრებაშია 72 626 კვ.მ [7,2 ჰექტარი] ტერიტორია, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული.

"ლამინი ჯგუფი" 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი - არჩილ ბერიძე, რომელსაც აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ის მთავრობასთან თანასაკუთრებაში ფლობს შპს "ახალ ტექნოლოგიას". მას აქვს ასევე სამშენებლო ბიზნესი.

წინასწარი პირობით, განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, სადაც განთავსებული იქნება საცხოვრებელი არანაკლებ ორმოც ბავშვზე; მათთვის გათვალისწინებული უნდა იყოს თეორიული მეცადინეობისთვის საჭირო ფართობი და ტექნიკური აღჭურვილობა, მწვრთნელებისთვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართობები, კვებისა და სამედიცინო მომსახურების ბლოკი, სარეაბილიტაციო ცენტრი, საკონფერენციო და სავარჯიშო დარბაზები.

წილის ახალმა მმართველმა ქონების გადაცემიდან ექვს თვეში უნდა შეძლოს მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმის შემუშავება [გრგ], შვიდი თვის ვადაში კი უნდა მოამზადოს პროექტის ვიზუალური ესკიზი და შესათანხმებლად წარუდგინოს მესაკუთრეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის შემდეგ მზად უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ამის შემდეგ კი წილის მმართველმა უნდა დაიწყოს მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, რომელიც სამ წელში უნდა დაასრულოს.

წინასწარ გაწერილი პირობების მიხედვით, კლუბი ბათუმის "დინამო" ვალდებული იქნება, ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონატებში.

წილის მმართველმა პროექტისთვის არანაკლებ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და შესაბამისი ანგარიშები ყოველწლიურად წარუდგინოს ქონების მესაკუთრეს. ამ ყველაფრის დასაზღვევად კი მთავრობა 200 000-ლარიან საბანკო გარანტიას ითხოვს 38 თვის ვადით.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამო" 31 ქულით მოქმედ ჩემპიონთან, "საბურთალოსთან" პირველ ადგილს იყოფს და მე-16 ტურის მატჩს ბოლნისის "სიონთან" ანგისის ბაზაზე 29 მაისს გამართავს.

LOL
ბათუმის დინამოს მხოლოდ წარმატებები და სხვა არაფერი, მაგრამ ამ "მხოლოდ"-ის ხმარება მანდ დამთავრდა! :) არამხოლოდ ბათუმი და არამხოლოდ დინამო, არამედ ყველა ქართული გუნდი!
artanuj
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება კლუბის გასხვისების პროცედურებს და კლუბის კომპანიიის მფლობელობაში გადასვლას. სტატიის ავტორს წარმოდგენაც არ აქვს რას წერს. კლუბის გასხვისება არ ხდება,მას "გადასცემენ" მმართველ კომპანიას 49 წლიანი ვადით (რომელიც შეიძლება 3 წელიც არ გაგრძელდეს,ამსი 1001 მექანიზმი არსებობს).
roma
წარმატებები არჩილ ბერიძეს და იმედია გაგვახარებ ბათუმელ გულშემატკივრებს იმით რასაც გააკეთებ გუნდისთვის. წინ დინამო. მხოლოდ ბათუმი მხოლოდ დინამო.
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] არადა 6 ბურთით ვიგებდით - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა
[ინფრასტრუქტურა] ანგისას ბაზაზე მალე სკამების მონტაჟი დაიწყება
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
რა ხდებოდა სტადიონზე ბათუმში ანგისას ბაზის გახსნის დროს [PHOTO]
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
ბათუმის "დინამოს" სამომავლო გეგმები: 9-მილიონიანი ინვესტიცია, აქციები ფანკლუბს, ტრანსფერები...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
შეწყდა!.. ტენდერი ისევ ჩაიშალა, ანგისას ბაზა ჰაერში გამოკიდებული რჩება
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
ბათუმის "დინამოს" საფეხბურთო ბაზაზე მინდვრის საფარი დააგეს [PHOTO]
101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა