მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული 10 ნომერი და კლუბის ლეგენდა, რომელიც ახლა სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს დადებითად ახასიათებს.

"ხვიჩა არასტანდარტული ქართველია. ზოგადად, ქართველები მოედანზე ზარმაცები არიან. ნუ, ცუდი გაგებით არა. თუმცა ხვიჩას ფეხბურთის თამაში უნდა, თან საკმაოდ კარგ დონეზე. ის ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, ბევრს მუშაობს. ამას გარდა, ფიზიკურად და ტექნიკურად მდიდარი არსენალი აქვს, ორი ფეხით ურტყამს. ჩვენთან, ზოგიერთი მეკარე ტირის მისი დარტყმის დროს. პლუს, რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში: შეკრებებზე საყრდენად თამაშობდა, ინსაიდერად და ცენტრალურ თავდამსხმელადაც.

თუ ხვიჩა ამ ტემპში განაგრძობს, ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იქნება. ის ახლა მხოლოდ 18 წლისაა. საერთოდ, "ლოკოში" რომ მოვიდა, არასრულწლოვანი იყო. ამის გამო მარბელას ტურნირზე ამხანაგურ შეხვედრაშიც ვერ ვათამაშეთ. "ლოკომოტივმა" ის მომავლისთვის შეიძინა. მან საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს და ფეხბურთის გარდა სხვა რამეებზე უარი თქვას, თორემ მოსკოვი "წაიღებს". ყველამ ვერ შეძლო დიდ ქალაქთან გამკლავება. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საბა უნდა დაეხმაროს.

ნელ-ნელა ხვიჩამ რუსულის სწავლაც დაიწყო. თავიდან საბა ეხმარებოდა და უთარგმნიდა. ახლა კი, მათ ვარჯიშების დროს ქართულ ენაზე საუბარს ვუკრძალავ. ვეძახი: "საბა, მხოლოდ რუსულად ესაუბრე!" ხვიჩა ბევრს ურთიერთობს ახალგაზრდებთან. საერთოდ, ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, ყველა გახსნილი და მეგობრულია", - აღნიშნა ლოსკოვმა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" გასულ ზამთარს გადავიდა. რუსეთის პრემიერლიგის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მომზადებულია sport24-ის მიხედვით

კახა ქ.
კარგი რჩევაა ნამდვილად-მოსკოვმა იცის წაღება,თან ისე რომ....შენ შენი საქმე გაქვს და წარმატებები
კახა ქ.
კარგი რჩევაა ნამდვილად-მოსკოვ იცის წაღება,თან ისე რომ....შენ შენი საქმე გაქვს და წარმატებები
Saba
არ მომწონს რომ რუსეთშია, მაგრამ ჩემიანია. წარმატება!
Grisha
მაგ ლეგენდას სახელი არ აქვს? თუ არ იცით და ვითომ გამოგრჩათ?
სოსო
კვარაცხელია რომ ძალიან პერსპექტიუპი ბიჭია,ეს მისმა დებიუტმაც გვაჩვენა,ტექნიკა საკმარისი აქვს.რუსეთში ფიზიკური მომზადება,მთავარი პრიორიტეტია მწვრთნელებისათვის,რუსეთის მასშტაბით,სიომინი ყველაზე ქართველთ მოყვარე მწვრთნელია რუსეთში და თუ ტრავმებით დახუნძლულ რუსეთის ჩემპიონატში სეზონი,სეზონნახევარი კიდევ ითამაშა სისტემატურად და სერიოზული ტრავმა არ მიიღო,ევროპის ტოპ ლიგებისათვის მზად იქნება.ხვიჩას მამაც ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელია,ასე რომ არა მგონია ხვიჩას ცდუნებებმა სძლიოს,საუკეთესო მრჩეველი სახლში ჰყავს.ასე რომ მისი დიდი იმედი მაქვს და მაშინებს მხოლოდ ტრავმები.
Geo_Dinamo
ხო ეგ მართალია, მოსკოვს ბევრი ცდუნება აქვს. ხვიჩა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იყო კონცენტრირებული თუ გინდა ბევრს მიაღწიო. ისე გასახარია თუ მის დარტყმებზე მეკარეები ტირიან ლოსკოვის ნათქვამით. თუ მოვიგონებთ რომ მას შენიშვნა მისცა საბამ ფეხბურთელის გამახსარავებისათვის ვისაც ფეხებშუა ბურთს უტარებდა, უნდა წარმოვიდგინოთ რა გვეზდება. გვეიმედები და წარმატებებს გისურვებთ ხვიჩა!
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
ევროპა ლიგა: მოედანზე ოთხ ქართველს ველით
ლევან კობიაშვილი: ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის
საბა კვირკველიას კონკურენტი "კიოლნში" გადადის
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
Transfermarkt-მა სატრანსფერო ფასები განაახლა - ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას პროგრესი აქვს
ვლადიმირ ვაისი: ფეხბურთელებს აქვთ ცოდნა და ტექნიკა, მაგრამ ძალიან უყვართ ბურთი
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
კვირკველია თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერში შეიძლება აღმოჩნდეს
ბატრაკოვს უკვე პსჟ-ს მაისური აქვს - რუსი კომენტატორი მის პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს