საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ღია ვარჯიში გამართა
23 მარტს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ღია ვარჯიში გამართა. თბილისის ზღვაზე მდებარე სკ "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშს მედიის წარმომადგენლები და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ვარჯიში, რომელშიც 19 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას, ერთ საათს გაგრძელდა. საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდა საბა კვერკველია, რომელსაც მსუბუქი ტრავმა აქვს. ფეხბურთელი ამ ეტაპისთვის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ვლადიმირ ვაისი დღეს საქართველოსა და სან მარინოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს დაესწრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხვალიდან სრული შემადგენლობით, ყოველდღიურად ორჯერადად ივარჯიშებს.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა:

"ჩანს, რომ ფეხბურთელებს აქვთ ცოდნა და ტექნიკა, მაგრამ ძალიან უყვართ ბურთი. რაც შეიძლება მალე უნდა ვცადოთ ძალები საერთაშორისო დონეზე, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ საწვრთნელო პროცესით, ბიჭები ძალ-ღონეს არ იშურებენ.

შესაძლოა, ახალი მწვრთნელი მათ ახალ იმპულსს აძლევს, ასე არაერთხელ მომხდარა ფეხბურთში. დღეს ვაპირებთ ვისაუბროთ თამაშის მოდელსა და სისტემაზე", - განაცხადა ვაისმა.

მანვე მეკარეების შესახებაც ისაუბრა:

"ორი თანაბარი დონის მეკარე გვყავს. ორივეს მიეცემა შანსი, ალბათ, თითო ტაიმს ითამაშებენ ყაზახეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ გადავწყვეტ - ყოველთვის არსებობს პირველი მეკარე, ეს საჭიროა თავდაჯერებულობისთვის. ყველაფერი ვარჯიშებსა და თამაშზე გადაწყდება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 29 მარტს ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

ლექსო ნაბახტეველი

სპეციალურად საიტისთვის

გელა
მთავარია ბოლოს ისე არ მოგვივიდეს რომ ვთქვათ უის გავეყარე და ვაისს შვეყარეო
dato
ლუკა კინაღამ ცრემლები მომადგა :დ კაი კომენტარია იქნება გვეშველოს რამე
ლუკა
ვაის, დაელაპარაკე ბიჭებს და იქნებ ფეხბურთს ახალი თვალით შეხედონ. იქნებ ფეხბურთს ისეთი თვალით შეხედონ როგორც ახლად შეყვარებული უყურებს იმ ადამიანს, რომელსაც შეყვარებამდე გულგრილად უყურებდა. იქნებ ძველ ფეხბურთელებში ახალი სიცოცხლე ჩაბერო. იქნებ ახალი და კოსმიური ცნობიერების კარიბჭე გაუხსნა. იქნებ ამოვიდნენ ფსიქოლოგიური ორმოდან და ახედონ ზეცაში ვარსკვლავებს და შეეცადონ მათ მოწყვეტას. იქნებ საკუთარ თავში დღემდე დამალული ცოდნა და ენერგია აღმოაჩინონ და გააკვირვონ საკუთარი თავი. იქნებ "მე" გვერდზე გადადონ და ერთი ცოცხალი ორგანიზმივით გავიდნენ მოედანზე, რომელსაც თერთმეტი სხეული აქვს მაგრამ ერთი გონება და ერთი მეობა. როცა ყველა ერთსულოვანი იქნება იქ საერთო ინტერესი გახდება ერთადერთი ინტერესი. გუნდში ჰარმონია და წონასწორობა დაიმკვიდრებს, რაც წარმატების საწინდარი გახდება.
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
საბა კვირკველიას კონკურენტი "კიოლნში" გადადის
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
Transfermarkt-მა სატრანსფერო ფასები განაახლა - ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას პროგრესი აქვს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
კვირკველია თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერში შეიძლება აღმოჩნდეს
ევროპა ლიგა: მოედანზე ოთხ ქართველს ველით
ლევან კობიაშვილი: ეს ჯილდო მხოლოდ მე არ მეკუთვნის
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"ლოკომოტივის" ლეგენდა კვარაცხელიაზე: სხვა რამეებზე უარი უნდა თქვას, თორემ მოსკოვი "წაიღებს"
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა