"ორდაბასი" ახალგაზრდა ყაზახური კლუბია. გუნდი 1998 წელს ჩამოყალიბდა, სახელწოდებით "დოსტიკი" და ის ორი კლუბის ("ტომირისი" და "ჟიგერი") გაერთიანებით შეიქმნა.

კლუბის მოკლე ისტორია და სტადიონი

"ორდაბასი" ქალაქ შიმკენტის კლუბი გახლავთ. შიმკენტი ყაზახეთში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და მისი მოსახლეობა 1 მილიონს აღემატება. უზბეკეთისა და ყირგიზეთის საზღვართან მდებარე ქალაქში ყაზახებმა 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ააშენეს და ის ხაჯიმუკან მუნაიტპასოვის სახელობისაა, რომელიც ცნობილი ყაზახი მოჩხუბარი და ცირკის ოსტატი იყო.

დაარსების შემდეგ "ორდაბასი" ყაზახეთის ჩემპიონატში განსაკუთრებული შედეგებით არ გამოირჩევა. ერთადერთი ტიტული, რაც კლუბს არსებობის განმავლობაში მოუგია, ყაზახეთის თასია. ეს შიმკენტელებმა 2011 წელს მოახერხეს.

ჩემპიონატში ყველაზე მაღალი ადგილი 2017 წელს დაიკავეს - მე-3 პოზიცია, ხოლო გასულ სეზონში მე-4-ზე იყვნენ. მაგრამ, რადგანაც თასი მეორე ადგილზე გასულმა "კაირათმა" მოიგო, "ორდაბასი" ევროპა ლიგაზე გამსვლელ გუნდებს შორის მოხვდა.

არც ევროთასებზე აქვთ ხელშესახები მიღწევები. უეფას ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს მოახერხეს, როცა ორი მატჩის ჯამში სერბულ "იაგოდინას" აჯობეს. გასულ სეზონში კი ევროპა ლიგის პირველ რაუნდში ბოსნიურ "შიროკი ბრიეგთან" დამარცხდა.

მოგეხსენებათ, "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი ქართველი კახაბერ ცხადაძე გახლავთ, რომელმაც ყაზახური გუნდი 1 წლის წინ ჩაიბარა.

წლევანდელ სეზონში "ორდაბასი" ყაზახეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერ "ასტანას" 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ 2 თამაშით ნაკლები აქვს გამართული. თუმცა, მეორე ადგილზე მყოფ "ტობოლსაც" "ასტანას" დარი ქულა აქვს და იმდენივე ჩატარებული თამაში, რამდენიც "ორდაბასის".

შიმკენტური გუნდი განსაკუთრებით კარგად დაცვაში გამოიყურება და ჩატარებულ 15 მატჩში მხოლოდ 7 გოლი გაუშვეს და 10 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახეს.

ფეხბურთელები და სატრანსფერო ფასები (ევროში)
"ორდაბასის" რიგებში 25 ფეხბურთელი ირიცხება და მათი ერთიანი სატრანსფერო ფასი 15,88 მილიონი ევროა. ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 27,6 წელი გახლავთ. მათგან ეროვნული ნაკრების 7 წევრი (ყველა ყაზახეთის ნაკრების) გახლავთ და 7 ლეგიონერია.

მეკარეები

დმიტრო ნეპოგოდოვი - 1 400 000

ბეხან შაიზადა - 125 000

მცველები

სერგეი მაილი - 1 200 000

პაბლო ფონტანელო (არგ) - 1 200 000

დამირ დაუტოვი - 250 000

თემირლან ერლანოვი - 850 000

მარატ ბისტროვი - 600 000

ტალგატ ადირბეკოვი - 100 000

ნახევარმცველები

აბდულაი დიახტე (სენ) - 1 300 000

ულან ჟაკსიბაევი - 200 000

ვალერი კორობკინი - 150 000

მაი მალანგუ (სამ. აფრ) - 1 100 000

კირილო კოვალჩუკი (უკრ/მოლდ) - 400 000

ტიმურ დოსმაგამბეტოვი - 750 000

მირზად მეჰნოვიჩი (ბოჰ) - 400 000

ადილხან დოლბაი - 75 000

თავდამსხმელები

მარდან ტოლებეკი - 700 000

ვიტალი ლი - 200 000

ელხან ასტამოვი - 50 000

ჟოაუ პაულუ (ბრა) - 1 500 000

ზიგი ბადიბანგა (ბელ/კონგო) - 1 000 000

სამატ შამში - 200 000

ალეკსეი შჩეტკინი - 1 800 000

ტოკტარ ჟანგილიშბაი - 600 000

მადიჟან აიტბაევი - 25 000

როგორც ხედავთ, "ორდაბასის" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი "ასტანადან" გადმოსული ალეკსეი შჩეტკინი გახლავთ, მაღალი და ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში 1 გოლი აქვს გატანილი.

ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი კი გუნდში ჟოაუ პაულუ გახლავთ. ის "ლუდოგორეციდან" 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე იჯარით არის აყვანილი. ჟოაუ პაულუმ წლევანდელ ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ასევე, კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს 26 წლის ყაზახი თავდამსხმელი ტოკტარ ჟანგილიშბაი, რომელმაც ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა და ეს მის კარიერაში გატანილი გოლების 1/3-ზე მეტი გახლავთ.

გუნდში ირიცხება ბელგიელ/კონგოელი ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც შარშან "ტორპედოს" "შერიფის" მაისურით 2 გოლი გაუტანა. თუმცა, წელს ბადიბანგა არც ისე კარგად გამოიყურება და გოლი არ გაუტანია, არც ძირითად შემადგენლობაში უთამაშია.

"ორდაბასის" "ლუდოგორეციდან" კიდევ ერთი ფეხბურთელი ჰყავს იჯარით აყვანილი. მაი მალანგუ სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელია, რომელიც ცენტრალური ნახევამცველის პოზიციაზე გამოდის, სხვადასხვა ქვეყანში უთამაშია: შვედეთში, თურქეთში, ბელგიაში; "ლუდოგორეცში" გადასვლამდე ბუქარესტის "დინამოში" თამაშობდა. ის "ორდაბასის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გუნდის ნახევარდაცვის საყრდენს წარმოადგენს. მისი მეწყვილეა აბდულაი დიახტე, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ძვირად ღირებული ფეხბურთელია და საყრდენის პოზიციაზე თამაშობს. მას კარიერის დიდი ნაწილი ყაზახეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული.

გუნდის კაპიტანი კი, არგენტინელი მცველი პაბლო ფონტანელო გახლავთ. ის "ორდაბასის" რიგებში 2017 წლიდან გამოდის. იქამდე კი ეკატერინებურგის "ურალში" თამაშობდა. მისი მეწყვილე ყაზახეთის ნაკრების ცენტრალური მცველი სერგეი მაილი გახლავთ, რომელთანაც ქართველებს კარგი მოგონება გვაქვს - სწორედ მან გაიტანა საკუთარ კარში გოლი ყაზახეთთან ერთა ლიგაზე გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (0:2).

საინტერესო ფეხბურთელი გახლავთ "ორდაბასის" მეკარე დმიტრო ნეპოგოდოვი (199 სმ), რომელიც ერთ დროს "მარსელში" ირიცხებოდა და საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონიც გახდა, თუმცა ლიგა 1-ში შეხვედრა არ ჩაუტარებია. ნეპოგოდოვი საკმაოდ კარგად ასპარეზობს ბოლო დროს და 30 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი ყაზახეთის ნაკრებში.

მოლოდინი

ამის ფონზე, ქუთაისის "ტორპედოს", სამწუხაროდ, ფეხბურთელები ტოვებენ. ქუთაისურ გუნდს იმ შემადგენლობითაც ძალიან გაუჭირდებოდა "ორდაბასისთან", რომელიც ფეხბურთელების წასვლამდე ჰყავდა.

დღეს უკვე "ორდაბასი" აშკარა ფავორიტია. "ტორპედოს" , სამწუხაროდ, არცერთ რგოლში არ აქვს უპირატესობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფავორიტი აუცილებლად მოიგებს.

ყაზახური გამოცემა informburo.kz აქვეყნებს სტატიას მომავალ დაპირისპირებაზე. ყაზახების აზრით, "ორდაბასის" უდიდესი პლუსი აქვს, მას ქართველი მწვრთნელი უდგას სათავეში, რომელმაც ქართული ფეხბურთი შესანიშნავად იცის. გარდა ამისა, ჟურნალისტის თქმით, შიმკენტელების ბიუჯეტი "ტორპედოს" ბიუჯეტზე 3-ჯერ მეტია (როგორც ჩანს, ბოლოდროინდელ ინფორმაციას არ ფლობენ). გამოცემა ვარაუდობს, რომ ამ დაპირისპირებაში დამარცხება უდიდესი დარტყმა იქნება კახაბერ ცხადაძისათვის, რომელსაც ასეთ პირობებში წაგების შემთხვევაში სერიოზულად, პირველ რიგში, საქართველოში არავინ შეხედავსო. თუმცა, საერთო ჯამში, ყაზახების განწყობა უპირობო გამარჯვებისკენ იხრება.

მართლაც რთულ მდგომარეობაშია "ტორპედო", თუმცა ეს კაპიტულაციას არ ნიშნავს. ძლიერი მოწინააღმდეგეა, გამართული სისტემითა და ბიუჯეტით. თუმცა ვნახოთ, ფავორიტად შერაცხულები ხშირად აგებენ და რატომ არ შეიძლება ყაზახურმა "ორდაბასიმ" წააგოს?

KUTAISELI
zaan guldasackvetia ro torpedo aset mzime vitarebachi xvdeba ordabass, jer imit davickot ro torpedos araak puli, ar kavs pegburtelebi, me vigulisxme zveli gundi romelmac charchan kukess gadauara tbilischi, araakvs stadioni, es tamachi ro tardebodes kutaischi darcmunebuli var ro 15 atasi kutaiselis mxardacherit torpedo am chemadgenlobitac mougebda ordabass magram vimeoreb mxolod kutaischi, gundebis biujetchic chamovrchebit chesamchnevad, pegburtelebis pasic albat kvelaperze metkvelebs, da amas emateba is umzimesi dro romelic torpedos axla udgas, magram aris erti ram , torpedo aris gautexeli da mebrzoli da mondomebuli gundi, sascaulis moxdenas chven bichebs aravin motxovs magram echvi aravis cheeparos ro torpedo am chemadgenlobitac ibrzolebs bolomde, rogorc chvevia kutaisis gunds, vnaxot ra gamova,carmatebebi chem kutaisis torpedos, da piradad kaxa chxetians.
ako
არ მიუღწევია ხო არაფერი ევროპაზე ? ეხლა მიაღწევს დაშლილ და გაუქმებულ ტორპედოსთან ყოჩაღ ჩაჩავა და ბიჭებსაც ეს თამაში რო ეთამაშათ გმირები მაშინ იქნებოდნენ მარა არა უშავს კიდე დაჯდება მწყერი ყანაში
ako
არ მიუღწევია ხო არაფერი ევროპაზე ? ეხლა მიაღწევს დაშლილ და გაუქმებულ ტორპედოსთან ყოჩაღ ჩაჩავა და ბიჭებსაც ეს თამაში რო ეთამაშათ გმირები მაშინ იქნებოდნენ მარა არა უშავს კიდე დაჯდება მწყერი ყანაში
ქუთაისელი
ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტორპედო, იმის მაგივრად რომ გაეძლიერებინათ, დაშალეს და გააჩანაგეს.. ვერ ავაწყვეთ სისტემა, სადაც მენეჯერი, მწვრთნელი და ფეხბურთელები გააკეთებენ თავიანთ საქმეს..
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
"არსენალი" ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს
დუემ კითხვაზე უპასუხა - ისაა უკეთესი თუ იამალი
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
მაინც იყიდეს - ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება
მამარდაშვილი ხვალ ძირითადში იქნება - რატომ დატოვა ალისონმა "ლივერპულის" საწვრთნელი ბანაკი
ჯაბა ჯიღაურის მაგივრად ევროპა ლიგაზე ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა იასპარეზებენ
ცხადაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, თუ საჭირო გახდა...
ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებლები გოგიტა გოგუას აქვს
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
შევხედოთ სხვებს, საკუთარ თავს და ვისწავლოთ - 3 ქართული გუნდი განმეორებითი მატჩისთვის
კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს
ცხადაძეს გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ და ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
prosports.kz: ცხადაძეს გაათავისუფლებენ
კახა ცხადაძე: ამბიციური კლუბისგან მივიღე შეთავაზება
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ოთარ მარცვალაძე: სამწუხაროდ, ჩვენი და მათი დონის შედარება არც შეიძლება
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!
კახა ცხადაძე კოლეგის გინებისათვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს