ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანია Facebook-ზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, ის კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სავარაუდოდ, ის მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ "ბორჯღალოსანთა" 46-კაციან სიაში არ იმყოფება, რომელიც ხვალ, 27 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

"მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის...

სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით, რუსეთის წინააღმდეგ!

მაგრამ მოხდა შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ!

ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!", - წერს ჟვანია.

27 წლის მოთამაშეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს გამართული.

Sportall.ge რაგბის კავშირისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

• ისევ რაგბის მივაწვეთ

დათო, ჯერ ერთი, ჯანში და მიწოლაში ზურას ჩაგდებული თამაში არ მახსენდება. მეორეც, 5 ბურჯიდან ერთი მეტად მოძრავი რომ გყავდეს არსენალში, მატჩის მიმდინარეობისას ტაქტიკის შეცვლის მეტი ვარიანტი გექნება.

• დათო

განსაკუთრებით ჯანში და მიწოლაში

თუ ვინმე პიროვნების ან სხვა უსამართლო მიზეზით ვერ მოხვდა ნაკრებში, კონკრეტული მიზეზი უნდა დაასახელოს. გორგოძეს არავინ მოქცევია უსამართლოდ და ეს არ გაჟღერებულა. შერკინებაში დიდი კონკურენციაა და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ვიღაცა დარჩება გულნატკენი. ჟვანია მოსინჯეს 2 ნომერზეც, მაგრამ რა ვქნათ, როცა მამუკაშვილი და ბრეგვაძე უკეთესები არიან? 1 და 3 ნომრებზე, რომლებზეც ნომინალურად თამაშობს ჟვანია, იქაც დიდი კონკურენციაა. ვის ამოაგდებს შემადგენლობიდან? 1 ნომერზე ნარიაშვილი აშკარად კონკურენციის გარეშეა. 3 ნომერზე კი ყველთვის ყველაზე დიდი არჩევანი გვქონდა და ასეა ეხლაც. ქუბრიაშვილიც დარჩა ნაკრებს მიღმა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

• i

თუ მართლაც დაჩაგრეს უსამართლოდ ზურა, მაშინ თქვას სიმართლე ბოლომდე. დაასახელოს სახელები და გვარები და კონკრეტულად რაში დაჩაგრეს. თორემ ის რაც ახლა ილაპარაკა ნაწყენი კაცის ნალაპარაკებს უფრო ჰგავს ვიდრე დაჩაგრულისას. თუ სიტუაციის გაფუჭება არ უნდა/უნდოდა არც უნდა ეთქვა ეს. ეს უფრო უარესია ვიდრე არაფრის თქმა ან ბოლომდე სიმართლის თქმა. ჰეიგი თავისი გადაყვეტილება ახსნა, თუ რატომ არ წაიყვანა ზურა. თუ ჰეიგი იტყუება, ზურამ უნდა თქვას თავისი სიმართლე.

• jemali

გაფართოებულ შემადგენლობაშიც რომ ვერ მოხვდა ეს მაფიქრებინებს,რომ რაღაც უთანხმოებას აქვს ადგილი,თორემ შესაძლოა 32კაცში ვერმოხვდე და კიდევ მოისმენ არგუმენტს კაცი.ეხლა უფრო ნათელი გასაგებია რომ აშკარად შიდა კომფლიქტს აქვს ადგილი. არდა ჯვანია ძალიან საჭირო უნარების პირველხაზელია..

• ILIA

არავინ იცით, რა ხდება?

• ისევ რაგბის მივაწვეთ

პირადად ჩემთვის ჟვანია არის ყველაზე კარგი პირველხაზელი!

• Zero

აბსოლიტურად გეთანხმები მეგობარო, ჟვანია პირველხაზელის გვარობაზე სისწრაფესთან ერთად არაორდინალური მოთამაშეა, კარგად პოულობს სივრცეებს და ქმნის უპირატესობას. სხვათაშორის კაკოვინიც დაახლოებით იგივე სტილის მოთამაშეა და ისიც დიდი ხანია აღარ გამოჩენილა ნაკრებში.

• gg

ბოლობოლო შეიძლება საქართველოში ვინმემ ერთხელ მაინც თქვას სიმართლე ბოლომდე? თუ დაიწყე ლაპარაკი ბოლომდე თქვი სიმართლე რო ხალხისთვის გასაგები იყოს. ასეა ყველგან:სპორტში, პოლიტიკაში და ყველგან. დაიწყებენ ლაპარაკს და როცა დეტალურდ კითხავენ რა ხდება, მერე იტყვიან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.ასე თქმას სულ გაჩუმება ჯობია და თუ იტყვი ბოლომდე უნდა თქვა როცა საქართველოს ნაკრებს ეხება და ფაქტებით ილაპარაკო.ძლიერი სპორტსმენია და მეც გული დამწყდება რო არ წაიყვანონ, მაგრამ ხალხი ღირსია რო სიმართლე იცოდნენ .მე ასე მიმაჩნია და რა ვიცი....

• gio

ქოცი ფედერაციისგან ყველაფერს უნდა ველოდეთ - ალბათ ოკუპაცია გააპროტესტა ჟვანიამ

• სპორტ ფაზა

თუ არ მეშლება ჩვენი ლეგენდა---მამუკა გორგოძე სწორედ მსგავსი არასწორი მიდგომის გამო წავიდა ნაკრებიდან!!! არა იმიტო რო მას ჩაგრავდენ არა სხვა ბიჭებს და რო ხედავდა ეს კაცი ამ ყველაფერს წყნარად წასვლა არჩია.... გირგოძესთვის ბოლო წვეთი იყო მავანთა მიერ რუმინეთთან დაშვებული შეცდომების გამო წაგებული თამაში....(სასტავის დაყენებით დაწყებული და სხვა რამეებით გაგრძელებული...) ნუ იმედია ახლა მაინც იტყვის მამუკა თავის სიტყვას და სხვა ბიჭებიც ჟვანის თამადობით მიაღწევენ ნაკრებისთვის და რაგბისთვის უკეთეს გადაწყვეტილებას.....

• სოსო

ექვთიმე თაყაიშვილიც ქართველი იყო და 100000 მოწამეც,შინდისელი ბიჭებიც არ იყვნენ უცხო ტომისანი და ჰეროსტრატე,ნამდვილად არ იყო ქართველი.არც ნერონი. ასე ადვილად ნუ გამოუტან განაჩენს ქართველობას.

• Lado

სამწუხაროდ მას შემდეგ რაც ახლანდელი ფედერაციის ხელმძღვანელობაა სათავეში ძალიან ბევრი ,,უნებლიე'' შეცდომაა დაშვებული ნაკრებთან მიმართებაში. იმედია რამენაირად გადავაგორებთ ამ მსოფლიოს და შემდეგ რაღაც უნდა შეიცვალოს თორემ აშკარა უკუსვლაა ყველა რგოლში... ნიჟარაძე ბევრად კარგი მმართველი იყო, თუმცა ის უნდა შეეცვალა ვინმე უკეთესს და არა უარესს.

• შეტევა

მეგობრებო, აქ მთავარი ის კი არ არის ვინ ვის ჯობს (რაც მნიშვნელოვანია თავისთავად რა თქმა უნდა), არამედ ის, რომ ნაკრების კანდიდატი ასეთ განცხადებას აკეთებს. სიტუაციას ნათელი რომ მოეფინოს, სამწვრთნელო შტაბმა განმარტება უნდა გააკეთოს, თუ რატომ მიყავთ სხვა და არა ჟვანია.

• თემო

ვერავინ დამაჯერებს რომ ჰეიგი დაუმსახურებლად ვიღაცას ჩაგრავს.ჰეიგის ფაქტორი რომ არ იყოს კიდევ შეიძლებოდა ეჭვი ყოფილიყო,მაგრამ თავისთავის მტერი ხომ არ არის.

• gagi

მე მგონია, რომ ორივე უკიდურესობაა, ისიც, რომ ჟვანია ყველას სჯობს ( არანაირად არ არის ასე, თუნდაც მარტო ნარიაშვილის გამო), და ისიც, რომ უსუსტესია და ყველა სჯობნის. მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ არ იყოს საიდუმლოებები და სუბიექტური გადაწყვეტილებები. თუ ითქვა, ბოლომდე ითქვას! სხვანაირად არ შეიძლება და ნურავის ეწყინება, მაგრამ ჭორაობა გამოვა. მის ფბ გვერდზე ვკითხულობდი კომენტარებს და წავაწყდი ვახტანგ მაისურაძის (მშვენიერი მეორეხაზელის) კომენტარებს, რომ მასაც უნდა ამოეღო ხმა თავის დროზე. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ვასო კაკოვინზე , მანამდე ხინჩაგა მოიკვეთა, გაუგებრად ( სხვათა შორის მაშინ ჰეიგმა ის სწორდ ჟვანიათი ჩაანაცვლა) . კონკურენცია გასაგებია. ისიც შეიძლება, რომ ჟვნიასთვის ეჯობნა მაგალითად ნარიაშვილს, გოგიჩაშვილს, ასიეშვილს თუ კიდევ ვინმე სხვას, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს სუფთა სპორტული კრიტერიუმებით მოხდა და პასუხს ველოდებით, ზუზუსგანაც და ფედერაციისგანაც, სხვანაირად არ გამოვა

• ლელო

იაპონიაში მივდივართ, რომ ოთხი თამაშიდან ორი ვითამაშოთ და მოვიგოთ, ხოლო დანარჩენ ორში კი ვიმეცადინოთ. ნაკლები შედეგის შემთხვევაში, უკან ვიხევთ იქედან გამომდინარე, რაც კი დღემდე მიგვიღწევია. დღეს კი ისეა თუ ასე ნელი ნაბიჯებით წინ მივიწევთ, ყოველშემთხვევაში ბოლომდე ადგილს არ ვტკეპნით. ამიტომ ფიჯისთან და ურუგვაისთან "მიწოლის" ტაქტიკით თუ გავიმარჯვებთ. განსაკუთრებით ფიჯისთან. ეს ისეთი ორი თამაში იქნება, რომ მე, კოლელიშვილსაც ვერ ვენდობი, მისი ფეთქებადი ხასიათის გამო, რაც ხშირად გვაზარალებს ხოლმე.

• Just Supporter

Gizo, ჯერ გუნდი არ არის გადაწყობილი ისეთ თამაშზე, რომ შერკინების უპირატესობის დათმობაზე წავიდეთ. თუნდაც ჟვანია იყოს, სხვებს (ავსტრალიას, უელსს და ფიჯის ამ შემთხვევაში) გაშლილ თამაშში ჯერ ვერ ვაჯობებთ, მაგრამ ამავე დროს მთავარ უპირატესობას გავანიავებთ.

• რეზო

ჟვანიას ნაკრებში ნახვა დარჩა ოცნება :( ადრეც სულ იმას ველოდი ეს როდის გავიდოდა მოედანზე. ძალიან მოსაწყენია ჩვენი შერკინება ჟვანიას გარეშე. ცუდი ამბავია მოკლედ. და ცუდია ბოლომდე რომ არ თქვა რა ხდება.

• gizo

მინიმუმ თადარიგში უნდა იყოს მაინც ასეთი მორაგბე, თამაშის სტილის შეცვლა, რომ მოგინდეს და პირველი ხაზით შეტევა გჭირდებოდეს ვიღაცამ, ხომ უნდა შეძლოს? გაქანებულ შეტევაში მოწინააღმდეგე თუ არ ჯარიმდება და კარგად იცავს თავს შერკინებას ხომ არ მოითხოვ, დამინიშნეთ სხვაგვარად ვერ ვუტევო?

• gizo

მიწოლაში ჯობნიან და აი მაგ მიწოლით ჩვენი მაქსიმუმი უკვე გავაკეთეთ. მორჩა მეტი წინ ვერ მიდიხარ, რადგან თამაშის ეს სტილი მეტის საშუალებას არ იძლევა. ჟვანია მრავალოფეროვანია და მას შეტევა სხვა პირველხაზელებზე უკეთესად შეუძლია, თუ მიწოლაში ნაკლებია, სხვა ყველაფერში ჯობნის. შეტავა იცის შეტევა ადამიანმა ხაზიდან სიჩაქრით, ფინტებით, სირბილი, მანძილის მოგება დინამიკურ თამაშში. ვურტყათ ბურთი აუტებში ვაგოროთ მოლები და ვიგოთ შერკინებები და არ გავამრავალფეროვნოთ თამაში? გამრავალფეროვნებისკენ ვივდივართო ვამბობთ და მთავარ გამრავალფეროვნებელს პირველ ხაზში სახლში ვტოვებთ. ჩვენი თამაშის დღეევანდელმა არსენალმა მოგვიტანა ის ადგილი რაც გვაქვს და წინ ვეღარ მივდივართ. იტალიაც კი იხვეწება თამაშ თამაშ ...

• gizo

საქმეც მაგაშია, რომ ზემოთჩამოთვლილებს მართლაც ჩამორჩება მიწოლაში და ჩვენ მარტო მიწოლის იმედად რომ ვართ ისაა ცუდი, აბა პირველი ხაზის მოვალეობა მხოლოდ მიწოლაა. მიწოლის გარდა სხვა ყველაფერში რაც პირველ ხაზელს ევალება ამ ტოლია ან ჯობნის, თანაც ბევრ რამეში ჯობნის

• gizo

ჟვანია ყველაზე კარგი და სწორი შემტევია პირველხაზელებს შორის, არამარტო ჩეჩქვა და პარაში 2 მეტრზე შეტევა შეუძლია ლელოს ხაზთან 3 მეტრში, არამედ ტექნიკური, მოქნილი და არაორდინალური გადაწყვეტილებებით, მათ შორის ბურთაობის და ხაზზე გაშლის პირობებში მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა, ხაზის გაჭრა, შეტევისთვის პერსპექტივის შექმნა. არცერთ ჩვენ სხვა პირველხაზელს ეს ამ დონეზე ამ ხარისხით და მოცულობით არ გამოსდის. საითაც გვინდა ჩვენი თამაშის სტილი წავიყვანოთ და რა ელემეტებიც გვინდა შევმატოთ, ის აქვს ამ კაცს, აბა მისი არწაყვანა როგორ შეიძლება? მაშინ დავანებოთ თავი დინამიკურ თამაშის სტილზე გადასვლას და ვითამაშოთ როგორც ადრე, მხოლოდ სტატიკიდან ჩეჩქვით და მოკლე დარტყმებით წავიწიოთ ხოლმე 2-3 მეტრობით წინ. ჟვანია ამრავალფეროვნებს პირველი ხაზის თამაშს და იგი აუცილებელია იყოს გუნდში. სიჩქარეც კარგი აქვს სხვათა შორის

• ცუგო

ზურა, არ არის ლამაზი შენი საქციელი, ნუ ჩამოაგდებ გუნდში შუღლს. patre შენნაირი იდიოტების გამო ხდება ზუსტად ყველანაირი უბედურება

• David

ასე თუ ისე წარმატებულ სპორტის სახეობად ითვლება რაგბი საქართველოში და ამის გამო გულშემატკივრების დიდ ნაწილს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ვინმე დაიჩაგროს ან რაიმე კანონდარღვევით და არასწორად გაკეთდეს. მაგრამ ასე არაა. მარტივია, რომელ სპორტშიც სოლიდური დაფინანსებაა და თანაც იქ ქართველია გარეული მუდმივად არის ნეპოტიზმი, ფრთხილი კორუფცია და მთლიანი ქვეყნის უბედურების მთავარი მიზეზი დაუსჯელობის სინდრომი

• ნიკოლოზ

მიწოლაში უსუსტესი... ლოლ https://www.youtube.com/watch?v=yIPtglh4_mQ

• ნიკოლოზ

პატივცემულო, ჯერ ერთი ჟვანია უსუსტესი მიწოლაში არასოდეს არ იყო, მეორე ალბათ მისი უკანასკნელი სეზონისთვის თვალი არ გიდევნებიათ. ტამეიფუნა გაგიგიათ?აგერ თქვენი მიწოლაში უსუსტესი ბურჯი https://www.youtube.com/watch?v=yIPtglh4_mQ

• Niko

ჩემი აზრით საქართველოში თავის პოზიციაზე ყველას ჯობია ჟვანია. ნაკრებში რომ არ არის ე.ი მართლა რაღაც ხდება

• ლელო

100%-ანი! და კიდევ იმას დავამატებდი, რომ ის არ არის "ჩვენ ერთი გუნდივართ"-ის მოთამაშე. Zuka - მე 'gabelia'-სავით ვრცლად არ ავხსენი, რადგან მგონია აქ, მართლა რაგბის მცოდნეები იკრიბებიან. იგივეს ვიტყოდი კოლელიშვილზეც, რომ ისიც არ არის "ჩვენ ერთი გუნდივართ"-ის მოთამაშე. მის პირადულ, გაუაზრებელ ბავშურ ამბიციებს, ხშირად ჩაუყენებია ნაკრები, სავალალო მდგომარეობაში. მესმის მასა და ჟვანიასაც გავუხარებივართ, მაგრამ, მეგობრებო, იაპონიაში ჩვენ მივდივართ შეზღუდული "ლიმიტით". იქ ჩვენ ოთხი თამაშიდან უნდა "ვითამაშოთ" ორი თამაში, ფიჯისთან და ურუგვაისთან. უელსთან და ავსტრალიასთან კი ვიმეცადინოთ. ამიტომ იმ ორივე თამაშში მხოლოდ გამარჯვება გვინდა. ამაზე ნაკლები შედეგი კი უკან გადაგვწევს, იმ საოცნებო მიზნიდან, რასაც ამჟამად მართალია ნელი ტემპით, მაგრამ წინ მაინც მივიწევთ. მთავარია ადგილს მაინდამაინც არ ვტკეპნით.

• Just Supporter

ზურას კონკურენტებია 1.ნარიაშვილი 2.გოგიჩაშვილი 3.ასიეშვილი 4.გიგაშვილი (რომელიც როგორც 1, ასევე 3 ნომერზეც თამაშობს) ამ თანმიმდევრობით, და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ზურაზე ნაკლებად იმსახურებს ნაკრებს. მიწოლაში კონკურენტებს ჩამორჩება და ეს არის მთავარი ალბათ. თუმცა თუ სხვა მიზეზებით დაიწუნეს და არა ამ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ძალიან საწყენია.

• guram

ესეთი შეკვეთილი კომენტარი ცხოვრებაშI არ წამიკითხავს :) გაბელია მესმის არგუმენტების თქმის უფლება გაქვს მაგრამ ესეთI ფორმით და ესე ყელში წვდე ადამაინსის გამOთქმულ შემაშფოთებელ კომენტრას არ ვიცი რა უნდა ერქვას თU არა დაინტერესებული მხარის თAვის მართლება შეტევის გზით...

• tazo

100%-ით გეთანმებით,ალბათ დასაზუსტებელია ზურასთანაც და მწვრთნელი არის თუ რაგბის კავშირის თავმჯდომარე იმათთანაც,გაუგებრობის, ჭორებისა და განხეთქილების ასაცილებლად,რაგბის ოჯახი მაინც სხვანაირია და ზურას ნუ ეწყინება, მაგრამ ან საერთოდ გაჩუმებულიყო ან კიდევ სათქმელი ბოლომდე უნდა ეთქვა!

• patre

ლელო, ეს საქართველოა, ჩემ სამშობლოს შენ მასწავლი? აქ რუსთაველსა და თამარ მეფეს გაყიდიან თხასავით...ოღინდ კი იხეირონ, აქ ქეთევან წამებულის ძვლებს შეჭამენ ოღონდ იბაირამონ, აქ ქრისტეს გაყიდიან და თAვსაც არ ჩამოიხრჩობენ, 30 ვერცხლსაც არ გადაყრიან, შეირგებენ, წავლენ ხინკალს შეჭამენ და ლუდს დააყოლებენ, ასე რომ მოკეტე და ვაი საქართველოვ!!!!!!!! სამწუხაროა რომ თახსირობა რაგბისტებსაც შეეხოთ...

• gabelia

დაახლოებით 1 წლის უკანაც დავწერე ამ საიტზე რომ მეორე ტაიმში როდესაც ჟვანია შემოყავდა ჰეიგს ყოველთვის ვაგებდით შერკინებას ყოველთვის!!! არადა პირიქით უნდა მომხდარიყო მოწინააღმდეგის დაღლილ შერკინებას ახალი ძალებით რომ მივაწვებოდით უნდა წაგველეკა იმათი შერკინება მაგრამ ვერა და ვერა იმიტომ რომ ეს კაცია სუსტია მიწოლაში გაიგეთ სუსტიაააააააააა!!!!!!!!!!! გეკითხებით მე თქვენ საქართველოს სანაქებო შერკინება დავთმოთ იმის გამო რომ ჟვანია არ იყოს განაწყენებული და წავიყვანოთ და ვათამაშოთ>>?? გინდათ ბატონებო თქვენ ეს ? მე არ მინდა პირდაპირ ვაღიარებ .. გასაგებია რომ სხვა პლიუსები აქვს ჟვანიას მოძრავია სწრაფი ბურჯია და შეიძლება ნაკრებში ასეთი სხარტი მორკინალი არც გყვავდეს მაგრამ შერკინებაში მიწოლაში არის უსუსტესი!!!!!!!! გეკითხებით ყველას გულწრფელად ვინმე ფიქრობს რომ საქართველოს ნაკრებისთვის უკანა ხაზელები უფრო მეტ სარგებელს აკეთებენ თუ მორკილანები?? გამეცით პასუხი?? მემგონი ყველა აღიარებს რომ მორკინალები ამ ეტაპზე ბევრად ჯობნიან ხომ? და მორკინალების მოგებულები შერკინებების შემდეგ მიღებულ ჯარიმებში აუტებში რომ გადაგვარ ბურთები და იქიდან რომ ვდებთ ლელოების უმრავლესობას ესეც ყველამ იცის ხომ? ან უბრალოდ შერკინებაში მოპოვებული ჯარიმებით კარებში 3 ქულიანებს რომ ვიღე ბთ ესეც ყველასთVის ნათელია ხომ?? ხოდა ახლა დაფიქრდით თუ ჩვენ ჟვანიას პირადი ახირების გამო წავიყვანთ ნაკრებში ვათამაშებთ რომელიმე ტაიმს ჩათვალეთ იმ შერკინებაში არათუ დავაჯარიმებთ მოწინაღმდეგეეებს არამედ უნდა გვეშეინოდეს აქეთ არ დავჯარიმდეთო ღირს კი ერთი ჟვანიას სისწრაფის და სისხარტის გამო ამხელა რისკზე წასვლა და შერკინების დასუსტებად ?? ვფიცავ არცერთი ნაკრების წევრის არც ახლობელი არც ნათესავი არ ვარ არც მწვრთელის ბუნებრივია.. უბრლოდ მითამაშია ეს დედა დალოცვილი რაგბი ვიცი რაცაა შერკინება და მერწმუნეთ შერკინების 7 კაცის ჯაფას ტყუილად რომ დავკარგავთ ერთი ჟვანიას სისუსტის გამო და ვერ მოვიგებთ შერკინებებს მერწმუნეთ იმ 7 ივე მორკინალსაც გამოიყვანს ფსიგოლოგიურად მდგომარეობიდან და მთლიანად ნაკრებიც დაზარალდება ახლა კი თქვენითვის მომინდვია

• Geo_Dinamo

ეს რა წერილია? ჟურნალისტებო გთხოვთ გაერკვიეთ და გაგვარკეთ ჩვენც რა ხდება ნაკრებში?

• Zuka

Da rato ar ari? Iqneb ganmartot? Sportuli tvalsazrisit tu rame sxvas gulisxmobt?

• მერაბი

რა ხდება, იქნებ გაგვაგებინონ?!

• ლელო

ნამდვილად არ არის მისი ადგილი ნაკრებში და ცუდათ მიედმოედება, პროვოცირობს უნიჭოდ.

• Irakli Apkhaidze

მოიცა კაცო, აქაც ხდება ეგეთები?... აი რაგბის ოჯახში მართლა არ მეგონა მსგავსი სიბინძურეები თუ ხდებოდა, ძალიან სამწუხაროა...

• llcl

ერთი რაგბი იყო დარჩენილი და აქაც დაიწყო((((((((((((((

• მკითხველი

აი რა სტატია ეხლა ეს ან მოტამაშეს დაუკავშირდით და კითხეთ ვინ არის, ვინც არა სპორტული პრინციპებით ექცევა ან რაგბის კავშირს კითხეთ, რანაირად წერტ რა სტატიებია.

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა

"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია

ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა

ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება

საქართველო-იტალია ბათუმში შედგება

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან