გაზეთი "კვირის პალიტრა" საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს, მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" გამოსვლასთან ერთად, ნაკრების ახალი მწვრთნელის შერჩევასა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

სვანიძე იაპონიაში ტურნირის ბოლომდე გაჩერდება და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ ჩამოვა საქართველოში.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას მსოფლიო თასზე?

- მართალია, ფიჯის ნაკრებთან ფავორიტებად არ ვითვლებოდით, მაგრამ უკეთ თამაში შეგვეძლო. სამწუხაროდ, შედეგი ლოგიკურია, რადგან მეორე ტაიმში დავუშვით საბედისწერო შეცდომა და ფიჯის ბურთი დავუთმეთ...

მთავარი ამოცანა, რაც ნაკრებს დავუსახეთ, თამაშის ხარისხის გაუმჯობესება იყო. დღეს საქართველო არ არის იმ დონის ნაკრები, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგი დაგეგმოს და პრაგმატული თამაშით მიაღწიოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, 80 წუთის განმავლობაში ვიყოთ თამაშში, რაც ვერ შევძელით. მხოლოდ ფრაგმენტულად ვითამაშეთ ის რაგბი, რისკენაც მივდივართ.

- დერეფანში რატომ ვითამაშეთ ასე ცუდად? აუტების მოწოდებისას უამრავი შეცდომა დავუშვით...

- მწვრთნელებთან ჩვენც გვაქვს კითხვები. არა მგონია, დერეფნის ასე უპირობოდ დათმობას ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. ასეთ დონეზე თამაშისას არ შეიძლება თამაშის რომელიმე კომპონენტი უბრძოლველად დაუთმო მოწინააღმდეგეს.

- თუმცა ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ...

- ჩვენ ზუსტად ვხედავთ მწვრთნელებთან ურთიერთობის იმ ჩარჩოს, რომლიდანაც გასვლა დაუშვებელია. სელექცია, სამწვრთნელო პროცესი და გუნდის ტაქტიკა მწვრთნელების პრეროგატივაა. მილტონ ჰეიგს კონტრაქტი 4 წლით, 2015 წლის ბოლოს გაუგრძელდა. მან წარმატებით დაასრულა 2015 წელს ინგლისში გამართული ჩემპიონატი და უფრო დიდი წარმატებით დაიწყო ახალი მოსამზადებელი პერიოდი. მაგრამ 2018 წელს გამოჩნდა სერიოზული ხარვეზები ნაკრების თამაშში. ეს ეხებოდა შერკინებასაც, რამაც რაგბის კავშირი აიძულა, მთავარი მწვრთნელისთვის მიზეზების ახსნა მოეთხოვა.

- რასაც სამწვრთნელო შტაბიდან ორი მწვრთნელის გაშვება მოჰყვა...

- შერკინებას სათავეში ჩაუდგა ძალიან ავტორიტეტული და გამოცდილი მწვრთნელი. უკუსვლის პროცესი გაჩერდა და გასულ წელს, სამოასთან წაგებული პირველი ტაიმის შემოტრიალებით, ნაკრებმა დაიბრუნა სახე და განაგრძო მსოფლიო თასისთვის მზადება. მზადების დასკვნით ეტაპზე ნაკრებს დაემატნენ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით მოწვეული სპეციალისტები და გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის კონკრეტულ მეტოქეებთან თამაშებისთვის მომზადების სტადიაზე გადავიდა. საბოლოო დასკვნას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, როცა რაგბის კავშირი მოისმენს მთავარი მწვრთნელის ანგარიშსა და მის ანალიზს. თქვენ გასახდელში მწვრთნელების რეაქციაზე მკითხეთ: ბოლო მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგი ცრემლს ვერ იკავებდა... მესმის მისი და მინდა, ამ ჩემპიონატზე მიღებული შედეგის მიუხედავად, მადლობა გადავუხადო. პირადად მე ახალგაზრდებს უფრო მეტ ნდობას გამოვუცხადებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა. ჩვენ ჯერ მოულოდნელი, აგრესიული და თავზე ხელაღებული შეტევით თამაშს უნდა მივეჩვიოთ და წაგების შიში დავივიწყოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოვა თამაშის გაუმჯობესება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

გიზოგ
კითხვები არის და პასუხს ვინ გაგვცემს? შემადგელობა, რომ არა ოპტიმალურად შეარჩია, იქიდან დაიწყო, რომ ჟვანია დატოვა ნაკრებს გარეთ. გაუგებარი იყო როცა შერკინება ასე სუსტად გამოიყურებოდა ჩილაჩავა რატომ იჯდა სათადარიგოში? ოთხი წელი მოანდომა თაობათა ცვლას, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგა თითქმის 4 წლის უკანდელი შემადგენლობა დააყენა. მე კი, როგორც კი გახდა ცნობილი, რომ მილტონი, იაპონიის რომელიღაც გუნდის მწვრთნელი გახდა მე მივუბრუნდი ჩემს მეგობრებს და ვუთხარი ამ ჩეპიონატს ნაკრები ჩააგდებს, რადგან უკვე სხვა გუნდის მწვრთნელი ხელმძღვანელობს და მას უკვე სხვა ინტერესები აქვს ვიდრე ჩვენი ნაკრები. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა, მოტივაცია კაცს მომავალზე აქვს და არა წარსულზე. აქვე უნდა აღინიშნოს ბიჭების განწყობაც, რომელთაც ვარჯიში და თამაში უწევდა მოტივაცია დაკარგულ მწვრთნელთან. ვინ დავადანაშულოთ ყველაფერ ამაში? მე ფედერაციას და პირადად მის პრეზიდენტს ვადანაშაულებ. რაგბში დიდი რეორგანიზაციაა გასატარებელი, თუ წინსვლა გვინდა.
Dato
თუ ვინმეს მეხსიერება ღალატობს - არ ვიცი, მაგრამ აბუ კაი ხნის წინ იყო სტარტზე (წინა საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, მერე ილიკოს დაუთმო ასპარეზი, კაცურად მოიქცა - სარაგბო ოჯახში დაპირისპირება რო აერიდებინა თავიდან) და რატომ დაიღუპება მისი და სხვა ახალგაზრდა ვეტერანი რაგბისტების ფედერაციაში მოსვლით რაგბი, არ ესმით, არ უთამაშიათ მაღალ დონეზე, ჭკუა აკლიათ, თუ პროგრესული ხედვები? ბოქლომა (სვანიძე) - ფიჯისთან გადამწყვეტი მატჩის წინა დღეს ტოკიოში დასეირნობდა, გუნდთან ერთად (ან მახლობლად მაინც) ყოფნის ნაცვლად... თამაში ტოკიოდან შორს იყო, იქვე იყო და გაისეირნა - არ დაიწყოთ.... სადაც უნდოდა - იქ ესეირნა, ოღონდ არა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ...
zviads
ეს რომ წავიდეს აბუსერიძე (სტარტზეა უკვე) მოვა და მერე მთლად დაიღუპა რაგბი
zuka
მოაშორეთ გრენლანდია (სვანიძე)!

ახლა რომ მწვრთნელის ძიების პროცესში ხართ და უკვე წარდგენილი არ გყავთ აი ეგ არის კიდევ ერთი დადასტურება თქვენი პროფესიონალიზმის.

ამ უკუსვლას რაგბიში ჩემზე მეტად გათვითცნობიერებული გულშემატკივარი 2017 წლიდან ჩიოდა, ჩვენ (ნაკლებადკომპეტენტური გულშემატკივრები) 2018-დან. საერთოდ არათანმიმდევრული და გაუგებარი იყო რა სტილით შენდებოდა გუნდი და რისკენ მიდიოდა - სრულიად არეული და ქაოტური შემადგენლობის როტაცია. ჩემთვის და მათთვის ვინც ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს არანაირი მოულოდნელობა არ იყო მსოფლიოზე თამაშის ხარისხი, უბრალოდ მაინც იმედს ვეპოტინებოდით, რომ ჩვენ "მაინც დილეტანტები" ვართ და ვერ ვერკვევით და რაღაც საიდუმლო იქნებ იყოს რაც დამალულიათქო (სასურველის რეალობად ქცევის სინდრომი). ბატონო გოჩა თქვენი პასუხისმგებლობაა ასეთი ზეპოპულარული და სუპერნახტომებით ზემოთ მიმავალი რაგბის დანარცხება მინიმუმ 5 წლის წინა დონეზე. თქვენი პასუხისმგებლობაა 6 ერის პრეტენზია რომ ბაქი-ბუქად დარჩა მხოლოდ და დიდი ხნით დაპაუზდა. ახლა ჰეიგზე გადაბრალება კი უკვე სხვა რამეა და იქნებ უბრალოდ როგორც რაგბს შეეფერება გეთქვათ - მივდივარ, რადგან ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში გარკვეული მიზეზებით ის შედეგი ვერ მივიღეთ რისთვისაც ვმუშაობდითო. აი ამ შემთხვევაში ტაშით გაგაცილებდით, ახლა კი . . .
ბატონო?!
ამ კაცს მთელი თავისი გუნდით დათვებთან ერთად ეძინა? რა მარტივად მსჯელობს.
ჰმმ
... და საკუთარ IQ-ს დონეს აბრალებ მაგ ამბავს თუ თვლი, რომ რაგბი ისეთი საიდუმლოებით და სირთულით მოცული თამაშია, რომ გულშემატკივარს თავისი აზრის გამოთქმას არ შეუძლია რადგან შენ 30 წელია ვერ "დაამუღამე"? აკრიტიკე ის ვინც კრიტიკის გამო აკრიტიკებს. ხალხი აქ სულს და გულს დებს ამ თამაშების ყურებისას და აზრიც არ გამოთქვან და გულისტკივილი (თუნდაც სულ დამწყებები იყვნენ რაგბიში) იმის გამო რომ რაგბის პროფესიონალი ექსპერტები არ არიან და ზოგიერთები გააქილიკებთ? შენც აკრიტიკე რაც საკრიტიკებელია და ხალხს შეეშვი. ზოგი ერთს იტყვის, ზოგი საწინააღმდეგოს და ყველას აქვს უფლება აზრი გამოთქვას და საკუთარი სამართლიანი გულისწყრომა იმ შედეგზე და იმ თამაშის ხარისხზე რაც იაპონიაში ვაჩვენეთ.
ჰმმ
... და საკუთარ IQ-ს დონეს აბრალებ მაგ ამბავს თუ თვლი, რომ რაგბი ისეთი საიდუმლოებით და სირთულით მოცული თამაშია, რომ გულშემატკივარს თავისი აზრის გამოთქმას არ შეუძლია რადგან შენ 30 წელია ვერ "დაამუღამე"? აკრიტიკე ის ვინც კრიტიკის გამო აკრიტიკებს. ხალხი აქ სულს და გულს დებს ამ თამაშების ყურებისას და აზრიც არ გამოთქვან და გულისტკივილი (თუნდაც სულ დამწყებები იყვნენ რაგბიში) იმის გამო რომ რაგბის პროფესიონალი ექსპერტები არ არიან და ზოგიერთები გააქილიკებთ? შენც აკრიტიკე რაც საკრიტიკებელია და ხალხს შეეშვი. ზოგი ერთს იტყვის, ზოგი საწინააღმდეგოს და ყველას აქვს უფლება აზრი გამოთქვას და საკუთარი სამართლიანი გულისწყრომა იმ შედეგზე და იმ თამაშის ხარისხზე რაც იაპონიაში ვაჩვენეთ.
paata123
დააბრუნეთ ნიჟარაძე !!!
Maximus
რა კარგია ბატონო გოჩა წასულ კაცზე ყველაფრის დაბრალება, ან რა მოიგო ამ ჰეიგმა ისეთი რო ჩვენ ქომაგებს დაგვიმალეთ და მერე ამის ტყვეობაში დარჩა...კარგით რა, გეყოთ ვაჟკაცობა და არ წამოაყენოთ თქვენი თავი მომავალ არჩევნებში თუ ცოტა მაინც შეგტკივათ გული ქართულ რაგბზე.ჯგუფიდან გასვლას არავინ არ გთხოვდათ, ჩვენ ვიცით ვინ ვინ არის რაგბში, მაგრამ შერკინებაში ასეთ ფიასკოს არავინ არ ელოდა , ნუ დერეფანი ხო საერთოდ რა სახსენებელია აქ...მოკლედ აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა და გაყევით მელიტონას უკან თქვენი სასტავით(იაპონიას არ ვგულისხმობ რათქმა უნდა).
Fani
ბატონო გოჩა, რაც გინდათ ის დაგვიძახეთ მაგრამ ფაქტი ერთია: ჩვენ, ე.წ. "უვიცი" ქომაგები უკეთესად ვხედავდით რაც ხდებოდა ბოლო წლებში ნაკრებში, ვიდრე თქვენ და თქვენი გუნდი. შედეგად, ჩვენდა სამწუხაროდ ახდა ის პროგნოზი რომელიც ჯერ შარშანწინ (გასვლით ტესტებზე იაპონია-ფიჯისთან ფიასკოს შემდგომ) და მერე შარშან (იტალიასთან 10 წლეულის მატჩის შემდეგ) გავაკეთეთ - მხოლოდ ერთი მოგება მსოფლიო თასზე. ამას დამატებული რაგბის კავშირის უუნარობა ქართული ფრანჩიზის შექმნის საქმეში, ეროვნული პირველობის ვერგაძლიერება და სამწვრთნელო შტაბის მიერ ნაკრებს გარეთ დატოვებულ სასარგებლო მოთამაშეებზე (ჟვანია, ასეიშვილი, კვირიკაშვილი) "სირაქლემის პოზის" მიღება! თუნდაც ეს ყველაფერი საკმარისია საიმისოდ, რათა გეყოთ გონიერება-ვაჟკაცობა-ნამუსი-პასუხისმგებლობა და მოახლოებულ არჩევნებზე არ წამოაყენოთ თქვენი კანდიდატურა. ასე უფრო უკეთესს იზამთ ქართული რაგბისთვის, ხოლო ახალ ხელმძღვანელობას რაც შეეხება, ვინც არ უნდა მოვიდეს, აუცილებლად უნდა დადოს ზემოჩამოთვლილი (და კიდევ სხვა) პრობლემების გადაწყვეტის გეგმა და დაუყოვნებლივ შეუდგეს მათ გადაწყვეტას! მე პირადად გია ნიჟარაძის დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ნაკლებად რეალური მგონია და ამიტომ ეს სარაგბო თემმა თავად უნდა გადაწყვიტოს
1
90-იანი წლებიდან დავდიოდი დინამოზე რაგბის საყურებლად და კარგად მახსოვს ხალხი ერთმანეთს,როგორ ეკითხებოდა წესებს,მიუხედავად ამისა ვამბობ,რომ რაგბში ვერ ვერკვევი ჯერ.ამ საიტზე ყველა ექსპერტი იკრიბება კომენტარებიდან გამომდინარე.წარმატებები რაგბისტებს

ორი კთხვა: 1. რომ ბრძანებთ ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდაო, იქნებ დააზუსტოდ რა წარმატება ჰქონდა ისეთი განსაკუთრებული, რომ მის ტყვეობაში ჩავარდა და რეალობის აღქმა დაკარგა. 2. ნაკრებს წლებია დერეფნის გათამაშებაში პრობლემები აქვს და ვისაც ეს ეხება მან ეს მხოლოდ მსოფლიო თასზე დაინახა? აშკარაა, უკანსკნელ დროს, გარკვეული პერიოდია ნაკრებს, რეგრესი თუ არა ისეთი ხელშესახები პროგრესი აღარ აქვს და ჰეიგის ცვლილება იქნებ დადებითიც იყოს. ამასთანავე, რაგბის კავშირის დონეზეც გარკვეულ საკითხებში მეტი პროფესიონალიზმი არ იქნება ურიგო. (ახლა არ უნდა საუბრობდეთ იმაზე რაც წლებია გრძელდება, მათ შორის დერეფნის გათამაშებისას არსებული პრობლემები, მითუმეტეს როდესაც ექვსი ერის გათამაშებაში თამაშის სურვილი გაგვაჩნია). P.S. მადლობა ნაკრების უკლებლივ ყველა მოთამაშეს.
rt
არაკომპეტენტურები
გიორგი
შერკინების მწვრთნელი რომ დავიქირავეთ, ინგლისელი, ის ჩვენ მიწოლის ტექნიკას რომ ვერ გვასწავლიდა, ხომ ცხადი იყო.. მისი სარგებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ როგორ გარდავქმნათ სერკინების უპირატესობა ქულებად.. რაც ვერ შევძელით..
პაატა
როგორ წერ ბ-ნო გოჩა არ შემდგარი პიროვნებები და უვიცი ქომაგებიო?! ყველაფრის მელიტონაზე დაბრალება არის უნამუსობის მწვერვალი! რას ქვია მწვრთნელის კომპეტენციაში არ ვერევითო??? თქვე კაი ხალხო უყურებდით ნაკრების თამაშში ყველაფერი უკან-უკან რომ მიდიოდა და თურმე ჩარევა არ მოინდომეთ... ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება! მეორე, რა გააკეთეთ ან ეროვნული ჩემპიონატის დონის ასაწევად ანდაც ფრანჩაიზის გაკეთების კუთხით??? სედეგები ნოლია და აქ ვისღა დააბრალებთ. მოკლედ ჰეიგს მადლობა ყველაფრისთვის და თქვენ კიდევ სულ კარგად ბრზანდებოდეთ!
დიმიტრი
გაიგეთ, რომ არაა სირბილი და სისწრაფე ქართველის ძლიერი მხარე. ფეხბურთელებიც კი ვერასდროს ვერ გამოირჩეოდნენ ბევრი სირბილით და სისწრაფით. ვერც მესხის დროს და ვერც ყიფიანის დროს. სტატიკა და ძალისმიერი თამაში, ძალისმიერი დაცვა, ჭიდაობა და მიწოლა. აი ესაა რაც უნდა გავაძლიეროთ. ლელო ჩვენთან ძალასთან და მიწოლასთანაა ასოცირებული და არა კურდღელივით სირბილთან და პასთან. მაგიტოა ლელოს ბურთი მძიმე. ავსტრალიასთან შერკინებას რო უპირობოდ მოეგო, თამშსაც უეჭველი მოვიგებდით. ასე ვერც სირბილს ისწავლიან და რაც ვიცით ისიც თავზე დაგვემხობა.
tttt
მაინც რას ვიზამდით?
ტაო
რაც შეიძლება მალე უნდა გაჰყვეს ჰეიგის გზას ეს პატივცემულიც თორემ დაგვექცა თავზე სიმწრით ნაგროვები რეპუტაცია. სვანიძეს და მის გუნდს ანალიზის უნარი რომ ჰქონოდა გაცილებით კარგ შედეგს დავდებდით მსოფლიოზე...
მერაბი
ეხლა ყველაფერი მწვრთნელს გადააბრალეს! აქამდე სად იყვნენ?!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჰეიგმა შემადგენლობა ბოლოჯერ დაასახელა - "ბორჯღალოსნების" განაცხადი ავსტრალიასთან მატჩისთვის
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?