რიგის საერთაშორისო ტურნირზე ქართველ მოციგურავეთა წარმატებული გამოსვლები და დამსახურებულად მოპოვებული 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი "Volvo Open Cup -2019"-ის თასზე, რომელიც მასპინძლობდა 30 ქვეყნის 200-ზე მეტ სპორტსმენს, მათ შორის, სენიორების კატეგორიაში მოცეკვავე ქართველ წყვილს - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, ერთეულებში - ირაკლი მაისურაძესა და ალინა ურუშაძეს და იუნიორთა შორის სპორტულ წყვილს - ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის, ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ბრინჯაოს მედლების ნუსხას დაემატა ირაკლი მაისურაძისა და ალინა ურუშაძის წარმატებული გამოსვლები უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. ირაკლი მაისურაძე 15 ქვეყნის 16 მოციგურავეს შორის თავისუფალი პროგრამის გამარჯვებული გახდა, ხოლო ჯამური 220, 35 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ალინა ურუშაძე, რომელიც 15 ქვეყნის 28 მოციგურავე სპორტსმენს შორის ასპარეზობდა, 163, 83 ქულით მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა მოპოვებული ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალთან ერთად, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში დააგროვეს ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დადგენილი სარეიტინგო ქულები, რაც მოცეკვავე წყვილ კაზაკოვა-რევიას, ერთეულებს - ირაკლი მაისურაძესა და ალინა ურუშაძეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მიღების უფლებას ანიჭებს.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ულოცავს ქართველ სპორტსმენებს ამ წარმატებას, ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი კი მადლობას უხდის თითოეულ სპორტსმენსა და მათ მწვრთნელებს ასეთი შედეგებისა და ფიგურული ციგურაობის ქართველ გულშემატკივართა მოლოდინის გამართლებისათვის.

მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

გიორგი
უეჭველი წარმატებაა ჩვენი საციგურაო სპორტის და ნამდვილად მისალოცია! სხვებმაც რომ მათგან აიღონ მაგალითი კარგი იქნებოდა.
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
აფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ფაბრიციო რომანო დემბელეს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე
მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ალინა ურუშაძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთეა
ალინა ურუშაძემ ზაგრებში ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ქართველმა მოციგურავემ საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი აიღო [VIDEO]
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
კიდევ ერთი მედალი, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი და ისევ პირველად
გმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოსთვის ლოზანიდან!
ქართული წყვილის ტრიუმფი ჩინეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილის მორიგი გამარჯვება
ქართველებმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები წარმატებით დაიწყეს
მეტელკინამ და ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენცია მოიპოვეს
[VIDEO] ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ალინა ურუშაძემ ლამაზი პროგრამით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]
ქართულმა წყვილმა ტურინში გრან პრი მოიგო
სპორტული ცეკვები და ქართული წყვილი ოცეულში
კაზაკოვა/რევიას წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მე-15 ადგილით დაასრულა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
ისტორიაში პირველად, საქართველომ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა [VIDEO]
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს