© ანი რეხვიაშვილი

თბილისის "ლელო-სარასენსმა" დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და პირველი წრე ლიდერთა სიახლოვეს დაასრულა.

დიდი 10-ის დებიუტანტმა "იუნკერებმა" პირველი წრის ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა და მართალია, 9-დან 7 თამაშში დამარცხდა, მაგრამ ყველა მათგანში ნუგეში (7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის) აიღო.

„ლელო არენაზე“ მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე, ნიკა სვიმონიშვილის სწრაფი ლელოთი გახსნეს და ირაკლი ყიასაშვილიც გარდასახვიდან ზუსტი იყო. რამაზ ხარაზიშვილმა მალევე ჯარიმით უპასუხა, ხოლო მე-14 წუთზე ლევან გომიაშვილმა სტუმრები ლელოთი დააწინაურა და ხარაზიშვილმა გარდასახვით უპირატესობა გაზარდა - 7:10.

ყიასაშვილმა ჯარიმით წონასწორობა 3 წუთში აღადგინა. "ლელო-სარასენსმა" ლიდერობა 33-ე წუთზე დაიბრუნა, როდესაც ყიასაშვილმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც თავადვე შეასრულა. ტაიმის ბოლოს "იუნკერებმა" ვახტანგ კავთიძის ლელოთი უპასუხა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და მასპინძლები შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ლელო-სარასენსმა" გამარჯვება, პრაქტიკულად, დაიბევა. არჩილ აბესაძისა და თენგიზ პერანიძის ლელოებს ყიასაშვილის ზუსტი გარდასახვები მოჰყვა და ანგარიში 31:15 გახდა. "იუნკერები" არ დანებდა და 57-ე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. 75-ეზე ხარაზიშვილმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა, რითაც საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა - 31:25.

"ლელო-სარასენსი" 26 ქულით "აკადემიასთან" მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერს, ხოლო "იუნკერები" 15 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: ჩემპიონმა დებიუტანტი 20:8 დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ყოჩებმა" და "ლელო-სარასენსმა" ქულები გაიყვეს
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა
დიდი 10: "არმაზმა" "იუნკერები" ბოლო წუთზე დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
დიდი 10: ახალი სეზონი ახალი გუნდით და მოედნით დაიწყო
დიდი 10: "აიამ" "ლელო-სარასენსს" 4 ლელო გაუტანა