უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასამართი 19-წლამდელთა სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პირველი მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ სასტარტო შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვალა. ძირითადში ადგილი მხოლოდ მეორეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა შეინარჩუნა, რომელიც ხვალ ნაკრების კაპიტანი იქნება.

„გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი მორაგბეები მაღალი ზეწოლის ქვეშ გამოვცადოთ და მაქსიმალურად ბევრი მოთამაშე ვნახოთ საქმეში. ვნახავთ ეს ბიჭები როგორ გაართმევენ თავს დავალებებს და ამ ორი თამაშის შედეგად შევჯერდებით, ვინ დარჩება შემდგომ შეკრებებზე და ვინ დაგვტოვებს“ - განაცხადა მაისურაძემ.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა ხვალ, 5 დეკემბერს „შევარდენზე“, 11 საათზე დაიწყება. სტუმრები ორმატჩიანი სერიის შემდეგ სამშობლოში ხვალვე ბრუნდებიან და მატჩი დილის 11 საათზე მათი თხოვნის შედეგად დაინიშნა.

სერიის პირველ მატჩში, რომელიც „შევარდენზე“ 2 დეკემბერს გაიმართა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს პირველი ტაიმის მიწურულს ორი ლელო გაუტანეს და 18:14 დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ სტუმრებმა 28:21 იმარჯვეს.

„მთლიანობაში, პირველი თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩამორჩენის შემდეგ, შევძელით მეტოქე წნეხში მოგვექცია და ტაიმის ბოლოს ორი ლამაზი ლელო გავიტანეთ. ეს ძალიან კარგია, რადგან ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ჩვენი სისტემები მუშაობს. იყო ჩავარდნები, მეორე ტაიმში დარტყმა-ახურვამ არ იმუშავა და ჩვენს 22-ში ჩავჯექით, რამაც ამ მატჩის მოგების საშუალება არ მოგვცა. ამ შემადგენლობიდან ბევრს პირველად უწევდა საერთაშორისო შეხვედრის ჩატარება და როგორც ჩანს, ზოგიერთმა ვერ მოახერხა წნეხის მართვა“ - თქვა სერიის პირველ მატჩთან დაკავშირებით მაისურაძემ.

U19 საერთაშორისო სერია, მეორე მატჩი

5 დეკემბერი, შევარდენი, 11:00

საქართველო - სამხრეთ აფრიკა

საქართველო: 15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 10. სანდრო მარგიანი (აკადემია), 9. გუგა მარგველაშვილი (აია); 1. გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), 4. ვაჟა მაისურაძე (ლელო-სარასენსი), 5. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, კაპ.), 6. ლუკა კოხია (არმაზი), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი), 8. დავით ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი), 17. ლუკა ახვლედიანი (არმაზი), 18. ნიკა ნარმანია (არმაზი), 19. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), 20. გიორგი სინაურიძე (აია), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), 22. ლუკა მატკავა (არმაზი), 23. ლაშა ლომიძე (აია), 24. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 25. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 26. თემო ჭიჭინაძე (ორიაკი), 27. იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი), 28. საბა კურტანიძე (ხვამლი), 29. საბა კურატაშვილი (არმაზი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
U19. საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მატჩებისთვის მზადებას შეუდგა
U19. ქართული ტურნე - შესაძლებლობა სამხრეთაფრიკელებისთვის
ᓗᓑᓘᓚᓘᕡᓡ ᓘᕜᓒᓚᓘᓡ
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
U19. საქართველო-ბელგია 32:6 - ევროპა ჩვენია! [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან