საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია ცეცაძე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევის ბოლომდე, ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ არის დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, სლოვაკეთთან 21-წლამდელთა ევროშესარჩევის გასვლითი მატჩის დასასრულს,  გიორგი კუცია აუტის მოსაწოდებლად ბურთს იღებდა, მეტოქე გუნდის მეკარეთა მწვრთნელმა პაველ კამეშმა უკნიდან ხელი ჰკრა და ფეხი გამოსდო. ეს ცეცაძემ ვერ მოითმინა და ჩხუბი ატყდა. შედეგად, მსაჯმა ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა.

21-წლამდელთა ნაკრებს არაერთხელ ჰყავდა ძალიან ძლიერი შემადგენლობა, თუმცა ვერასდროს აღწევდა შედეგს.

გია ცეცაძის ხელში გუნდმა აჩვენა, რომ არცერთ "ბობოლა" მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ვითარებიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნება ცეცაძის გადადგომა, რადგან ამ ვითარებაში ახალგაზრდული ნაკრები უმწვრთნელოდ დაიჩაგრება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ გია ცეცაძე "საბურთალოს" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატურაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ ის სამწვრთნელო შტაბში კონსულტანტის სახით დარჩება.

ვინ უნდა შეცვალოს ცეცაძე?

არ შეიძლება რისკი და ისეთი მწვრთნელისთვის გუნდის ჩაბარება, რომელსაც ჯერ არაფერი არ აქვს დამტკიცებული. ამავდროულად, რთულია უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანაც, რადგან სანამ ის და ნაკრები ერთმანეთთან ადაპტირდებიან, შეიძლება ამ ხუთმა მატჩმაც ჩაიაროს.

საქართველოს ჩემპიონატში გვყავს მწვრთნელი, რომელიც ფედერაციისგან შანსს იმსახურებს. ეს სოსო ფრუიძეა.

საჩხერის "ჩიხურას" მწვრთნელთან ბევრ ახალგაზრდას უთამაშია და ის საფეხბურთო თვალსაზრისით გარდაქმნილა. იგივე ამ ნაკრების წევრი ირაკლი ბუღრიძე, რომელიც სწორედ ფრუიძის ხელში ათამაშდა. 62 წლის მწვრთნელს ფეხბურთელებთან მუშაობის თავისი სპეციფიკა აქვს, რაც წლების განმავლობაში სუსტ "ჩიხურას" სხვადასხვა რამის მიღწევის საშუალებას აძლევდა. მას ძალიან კარგად შეუძლია გუნდის მოტივირება და ფეხბურთელებში გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობის შექმნა.

ამავდროულად, ფრუიძე ქართველ მწვრთნელებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსია, რაც "ჩიხურას" ევროტურნირებზე ყოველთვის გამოარჩევდა, ეს მეტოქის შესაბამისად შერჩეული ტაქტიკა იყო. იმ ფონზე, როცა გვსურს, საფრანგეთს და შვეიცარიას ტოლ-სწორად ვეთამაშოთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

გია ცეცაძე დარჩეს სამწვრთნელო შტაბში და ნაკრები გააძლიერეთ სოსო ფრუიძით...

Eu
ტყუილა მსჯელობთ არც ერთი და არც მეორე გაგებაში არაა. დაბალი დონის ჭ კლასიაა. მიმიშვით მე დამნიშნეთ
გოლი
ფრუიძე არის საქრთველოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ტაქტიკოსი მწვრთნელი. ფრუიძე მეტს იმსახურებს, გუნდ რომელსაც აქვს მაღალი მიზნები და 14-15 ფეხბურთელით ატარებს სეზონს. სტატაიზე არაფერს ვიტყვი, არამგოია ორმა სხვადასხვა ფილოსოფიის მწვრთნელმა რამე შედეგი დადოს. მითუმეტეს ცეცაძე მატჩებს გამოტოვებს და მწვრთნელობა არავის აუკრძალავს. ეს არარეალურია. ამ კაცზე რომ იტყვი არაფერი გაუკეთებია და ფაქტები (მიღწეული შედეგები) საწინააღმდეგოს მეტყველებს, ან ლოგიკაში გიჭირს ან ბოღმა არ გაძლევს აზროვნების საშუალებას.
ჩიხურა
ფრუიძე ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრნელია საქართველოში. თუ გადაამოწმებ მიხვდები.
gurji

სტატიის ავტორს ეტყობა ფრუიძეს ახლობელი რომ არის,ფრუიძემ მაღალი ხელფასის და პრემიის სახლში წაღების გარდა არაფერი არ გაუკეთებია,თანაც ბოლო დროს ფეხბურთელებთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა,რა ნაკრები,დევდარიანი მაისურაძე გიორგი ყიფიანი აი ხალხი ვინც ნაკრებში უნდა მუშაობდნენ,,ფრუიძე შორს ნაკრებიდან,ავტორო ახლობლობის გამო ყველაფერზე არ უნდა წახვიდე,

სოსო ფრუიძეს არათუ არ ვეახლობლები, არც ვიცნობ, არც არასდროს მქონია ახლო კონტაქტი და არც მისაუბრია მასთან არასდროს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სანამ ვინმეს რაიმეში ბრალს დადებთ, დაასაბუთეთ :) ავტორი

gabo
ცეცაძემ გუნდი დააღალატა ჩემი აზრით. როცა კაცს ამხელა პასუხისმგბლობა გაქვს მაქსიმალურად უნდა შეიკავო თავი მსგავსი პროვოკაციებისგან. პროტესტი უნდა გამოეხატა მაგრამ არა ისე რომ საკუთარი ფეხბურთელები აკავებდნენ და აწყნარებდნენ. მწვრთნელს რომ ფეხბურთელები გაგაშველებენ და დაგაწყნარებენ თანაც ნაკრების მწვრთნელს რაზეა საუბარი! მწვრთნელობაში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგრადობა!
ქართული ფეხბურთი
მიეცით ამ კაცს მეტი საშუალება და რესურსი. გამოიყენეთ მისი გამოცდილება. ყოველ წელს გუნდი ეშლება და გასავარდნი სტატუსით გამოდის მიუხედავად ამისა შედეგს დებს. რამდენი ათამაშდა ჩიხურაში.. ტატანაშვილი,ქიმაძე, რეხვიაშვილი, კაკუბავა, ბუღრიძე,გაბედავა,სარდალიშვილი,ჯიღაური,ლონჯანიძე.
KUTAISELI
caikvanet pruize dinamochi, gmertma knas carmatebebs miagciot, chxetiani dagvitovet torpedochi, kaxa chxetians dinamochi kargi arapeli elodeba, is gulit da sulit kutaiselia da torpedostan ertad did carmatebebs miagcevs, ar caxvide kaxa dinamochi.
gio
მსგავსი სისულელე კაი ხანია არ წამიკითხავს, ჯერ ერთი რომ ცეცაძის დისკვალიფიკაცია მხოლოდ თამაშს ეხება, მისთვის გუნდის ვარჯიშის ჩატარება და მითუმეტეს თამაშის მიმდინარეობისას ასისტენტის საშუალებით მითითებების მიცემა არავის აუკრძალავს, სიმეონე სამიდან ერთ თამაშ სულ ტოვებს და ამის გამო არავის გადაუყენებია, ცოტა დაფიქრდით რეებს წერთ,
DAVE
გალაქტიონ, როცა წერ ამ სტატიას, ის მაინც ხომ უნდა იცოდე, რომ გუნდში და ნაკრებში ერთდროულად მუშაობა არ შეიძლება. ფრუიძე არის ჩიხურაში, თუ წამოვა კი ბატონო მაგრამ პარალელურად არ მოსულა.
ფრუიძე დინამოში ან საბურთალოში!
თუ ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა უნდათ, რომელიმე ლიდერმა გუნდმა უნდა წაიყვანოს ფრუიძე, დინამოს და საბურთალოს ვურჩევდი ცოტა გონებას მოუხმონ და მოიყვანოს ერთერთმა ეს კაცი. უძლიერესია და ყველაზე მაგარი საქართველოს ჩემპიონატის თუ ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებზე. რა გეგუჩაძე ხალხო, არც კი შეიძლება მაგათი შედარება. მაგრამ არავის აწყობს ისეთი ტრენერი, რომელიც დირექტორის და პრეზიდენტის დაკვეთებს არ შეასრულებს და იმიტომაც არ მოყავთ. ჩიხურას ასეთი სუსტი შემადგენლობის წარმატების მთავრი მიზეზი სწორედ მწვრთნელის თავისუფლება და სამართლიანობაა.
ანდრო
გიორგი მიქაძე კარგი კანდიდატია, დიდი ხანია ახალგაზრდებთან მუშაობს !!!
xoxonika
gadaobas aqvs adgili tu mechveneba? dzalian didi pativs vcem baton samsons magram nakrebshi namdvilad ar gamodgeba) saqartvelos chempionati kibatono icis tval daxuchuli magram es imas ar nishnavs ro nakrebshi sheidzleba daniahvna, tan gia geguchadzis da gia cecadzis mere))) nu rac sheexeba cecas umagresi mcvrtneli da adamiani roa daamtkica kvelgan! ase rom carmatebebi gias ❤️
გიორგი კაჭკაჭიშვილი
მეგობარო შედეგიდან გამომდინარე ჩანს ყველაფერი. ფრუიძეს ყოველთვის კარგი შედეგი ქონდა ევროტურნირებზე თორემ არც ჩემი ნათესავია და არც ახლობელი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
სოსო ფრუიძე ნამდვილად ჭკვიანი მწვრთნელია, მინიმალურით მაქსიმალურს აღწევს, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კაცს. კარგი იქნება თუ ჩააბარებენ ნაკრებს.
იაგო
გია რომ დასაჯეს ის სლოვაკი მაწუნკალა თუ დასაჯეს მაგას რატომ არ სწერთ?
სოსო
ორივე კარგი სპეციალისტია,მაგრამ ერთად შესძლებენ ნაყოფიერ მუშაობას?
ბეგო
ერთ სკამზე ორი კაცი ვერ მოთავსდება,ან ერთი უნდა იყო ან მეორე,ორივე ძალიან კარგი მწვრთნელია,მაგრამ ორივე "ერთ სკამზე" არ გამოვა არაფერი..ერთის თქმა დარწმუნებით შემიძლია ორივე ვაისზე უკეთესი მწვრთნელია ჩემი კერძო მოსაზრებით..პირობითად ვიძახი იქ ორივეს ერთად დანიშვნას ვაისი იყოს ჯობია
Dila
რა ფრუიძე,რაც არ იცით ნუ ლაპარაკობთ.წუწუნში კარგია.
ლ.გიო
ფრუიძე ერთ ერთი მაგარი მწვრთნელია საქართველოში. ძალიან კარგი იქნება თუ ამ კაცს ჩააბარებენ ახალგაზრდულს.ერთხელ ხომ უნდა მიეცეს კაცს შანსი. მე სულ ვიძახი მიეცით ფრუიძეს 50 მილიონი და რეალს დაამარცხებს...
Ka
Fruidze dinamoShiminda
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
გიორგი კუცია კარიერას "რაბოტნიჩკიში" გააგრძელებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
"ბეერსხოტში" დებიუტს დიდხანს ველოდი - ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ კლუბსა და ნაკრებზე
"ქართველებო, რასაც დღეს აკეთებთ, გმირობაა!" - კუციამ უკრაინული კლუბის მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მიმართვა გაავრცელა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ირაკლი ბუღრიძემ ბელგიის ჩემპიონატში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა - ქართველის კარგი თამაში [VIDEO]
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ირაკლი ბუღრიძე "ბეერსხოტიდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძის პირველი გოლი 2019 წელს [VIDEO]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ოფიციალურად: გიორგი კუცია "რაბოტნიჩკის" ფეხბურთელია
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
"მეხელენის" სასამართლო პროცესები, მიზნები, "ჩიხურა" - ინტერვიუ ირაკლი ბუღრიძესთან
კუცია და ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო