"დინამო თბილისს" იჯარის წესით განათხოვრებული ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა. გიორგი ჩხეტიანი თბილისურ კლუბს პორტუგალიური "ბრაგადან" შეუერთდა, გიორგი კუცია კი ბოლო პერიოდში ჩრდილომაკედონიურ "რაბოტნიჩკიში" ასპარეზობდა.

განათხოვრების პერიოდში ახალგაზრდა მარცხენა მცველმა "ბრაგას" 23-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩი გამართა და მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება გიორგი კუციას, მან ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს ლიგაში თერთმეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ორივე ფეხბურთელი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია. კუციას თბილისური კლუბის პირველ გუნდში მთლიანობაში 103 შეხვედრა აქვს გამართული. მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემაა. ჩხეტიანის ანგარიშზე კი "დინამოს" ძირითად გუნდში ერთი შეხვედრაა.

დედაქალაქურ კლუბში დაბრუნების შემდეგ ორივე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

გიორგი ჩხეტიანი: "რა თქმა უნდა, მშობლიურ კლუბში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. პორტუგალიაში გატარებულ პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ახლა მსურს ეს გამოცდილება "დინამოსთან" ერთად წარმატების მისაღწევად გამოვიყენო. გუნდთან ერთად უკვე ვვარჯიშობ და უახლოესი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ვემზადები".

გიორგი კუცია: "ძალიან სასიამოვნოა, რომ "დინამოში" ასპარეზობის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. "რაბოტნიჩკი" ჩემი პირველი უცხოური გუნდი იყო და საინტერესო გამოცდილება მივიღე. ახლა სრულად "დინამოზე" ვარ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, გუნდთან ერთად ყველა დასახულ მიზანს მივაღწევ".

fcdinamo.ge

ლევანი
ამ ფეხბურთელებს უყურებ და გრჩება შტაბეჭდილება, რომ პროფესიონალები არც არიან, არანაირი ფიტნესი და კუნთოვანი მასა არ ეტყობათ. მოუმატონ უნდა თორემ სხვა მოთხოვნებია დღევანდელ ფეხბურთში
ტარიელ მაღალდაძე
ტარიელ მაღალდაძემ დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა! რაში მაინტერესებს მეათე ხარისხოვანი ფეხბურთელების დაბრუნება და მეტიც! იმედია ორივეს ისევ გაუშვებენ და ასეთი სისტუ მოთამაშეებით "გაძლიერებას" არ გეგმაცვენ!
ლადო
კუცია არ არის ცუდი ბიჭი. ასე მგონია რომ არასწორი გუნდია დინამო მისთვის. არც მარჯვენა გარემარბობა უხდება. უფრო წინ აწეულ ცენტრალურ ნახევარმცველად ვხედავ (კიდე კაი მისი მენეჯერი არ ვარ :დ )
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
ქართველებისთვის ნაცნობ ვან'ტ სხიპს ყაზახეთის ნაკრები ჩააბარეს
პსჟ საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანს ჩააბარეს
[VIDEO] მრავლისმნახველი სალაჰიც შოკში ჩააგდეს - რა ხდებოდა ტრაბზონში ეგვიპტელი ფეხბურთელის წარდგენისას
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
გიორგი კუცია კარიერას "რაბოტნიჩკიში" გააგრძელებს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ოფიციალურად: გიორგი კუცია "რაბოტნიჩკის" ფეხბურთელია
"ქართველებო, რასაც დღეს აკეთებთ, გმირობაა!" - კუციამ უკრაინული კლუბის მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მიმართვა გაავრცელა
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
"იბერია 1999"-მა გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
"დინამოს" 18 წლის მცველი წამყვან პორტუგალიურ კლუბში გადავიდა