გასულ უქმეებზე რაგბი ევროპის სუპერთასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და ლიდერები გამოიკვეთა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში, სადაც ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ითამაშებს, რუსულ დერბიში "ენისეიმ" მეორედაც ბონუსით სძლია "ლოკომოტივ-პენზას". პენზაში გამართული მატჩის პირველი ნახევარი სტუმრების იყო და ისინი 22:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა სხვაობის 6 ქულამდე დაყვანა შეძლეს, მაგრამ დასკვნით წუთებში "ენისეიმ" ორი ლელო გაიტანა და საბოლოოდ ბონუსით, 44:21 მოიგო.

"ენისეის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტრადიციულად კარგი მატჩი ჩაატარა დავით მესხმა. მან ლელოც გაიტანა, თუმცა ის მსაჯმა წინპასის გამო გააუქმა. "ლოკომოტივის" ძირითადში იყვნენ ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი, რევაზ ბროძელი და გუნდის კაპიტანი ნიკა ცირეკიძე. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა გიორგი ჭყოიძე და 51-ე წუთზე მოლი ლელოთი დაასრულა. პირველი ტაიმის მიწურულს გარდასახვა ბროძელმა გაიტანა.

აღმოსავლეთ კონფერენციას ორი თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით (10) "ენისეი" ლიდერობს, "ლოკომოტივი" კი უქულოდაა. ტურნირზე ჯერ არ უთამაშიათ "შავ ლომს" და ისრაელის გუნდ "თელავივ ჰითს". ისინი პირველ შეხვედრას 16 ოქტომბერს, თბილისში გამართავენ.

დასავლეთ კონფერენციას პორტუგალიური "ლუზიტანოსი" 9 ქულით ლიდერობს. მეორე, განმეორებით მატჩში, მან ესპანეთში "იბერიანზს" 20:13 მოუგო. ნუგეშის სატურნირო ქულა ერგოთ ესპანელებს. თამაშს ქართველი მსაჯების ბრიგადა მოემსახურა – ცენტრი შოთა თევზაძე იყო. მას კიდეებიდან გელა ლემონჯავა და იოსებ ჯაფარიძე ეხმარებოდნენ.

ამავე კონფერენციაში "ბრიუსელ დევილზმა" ერთი კვირის წინ ნიდერლანდებში "დელტასთან" განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო – 27:21. "დელტამ" ნუგეშის ბონუსი აიღო და 6 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ბელგიელებს კი 4 ქულა აქვთ.

rugby.ge

"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის