ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

სპორტულმა საიტმა prosto-sport.com-მა თავისი ვერსიით საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო გუნდად 1981 წლის ნაკრები დაასახელა, რომელშიც 5 ქართველი თამაშობდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წავიდა...

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში სსრკ-ს ძლიერი გუნდი ჰყავდა და მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს ამარცხებდა - გერმანიასა და უნგრეთს. ამ გუნდმა ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო, თუმცა ის, ძირითადად, "სპარტაკის" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. 1960 წლის გუნდი უფრო ინტერნაციონალური იყო. ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების მიუხედავად, ნაკრები მაინც არასტაბილური იყო.

რითი იყო გამორჩეული 1981 წლის სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრები? პირველ რიგში, იმით, რომ ის 3 საბაზისო გუნდს ეყრდნობოდა: მოსკოვის "სპარტაკს", კიევისა და თბილისის "დინამოებს". სწორედ ეს გუნდები იყვნენ საუკეთესოები საბჭოთა კავშირში და ბევრი ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავდათ.

ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელობა "სპარტაკის" დამრიგებელ კონსტანტინ ბესკოვს ანდეს, ასისტენტებად კი ნოდარ ახალკაცი და იური ლობანოვსკი დაუნიშნეს. ცხადია, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ბალანსის დაცვა იყო...

ბესკოვი ნაკრების სათავეში 1979 წელს დანიშნეს, მას შემდეგ, რაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებლად გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის მთავარი მიზანი მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე წამატებულად გამოსვლა იყო, თუმცა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ვერაფერს მიაღწია. მაგრამ ბესკოვს ეს აპატიეს და ეროვნული გუნდის სათავეში დატოვეს... ახლა მას ნაკრები ესპანეთში გასამართ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადებინა.

ბესკოვმაც ახალი შემადგენლობა დააყენა (ოლიმპიადაზე, მოგეხსენებათ, საუკეთესოები არ თამაშობდნენ) და პირველი მატჩი 1980 წლის 1-ელ აგვისტოს ჩაატარა უნგრეთთან, რომელიც სსრკ-მ 4:1 მოიგო. შემადგენლობაში 5 სპარტაკელი, 3 კიეველი და 2 თბილისელი იყო. გოლები ბლოხინმა, ბურიაკმა, როდიონოვმა და სულაქველიძემ გაიტანეს. ამას მსოფლიო თასის შესარჩევის თამაშები მოჰყვა ისლანდიასთან - გასვლაზე გუნდმა ძლივს მოიგო 2:1, სახლში კი ჩრდილოელები გაანადგურა - 5:0.

ბესკოვი 5-3-2 სქემით თამაშობდა. მეკარე რენატ დასაევი იყო ("სპარტაკი"). დაცვის ცენტრში ალექსანდრე ჩივაძე იდგა, სსრკ-ის 1980 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მის ოდნავ წინ იყვნენ ვაგიზ ხიდიატულინი და "სპარტაკის" კაპიტანი ოლეგ რომანცევი, რომელსაც სსრკ-ის ნაკრების კაპიტნის სამკლავურიც გადასცეს... რომანცევმა ბესკოვი გააბრაზა და მის ადგილას კიეველი სერგეი ბალტაჩი დააყენა. მარცხენა ფლანგზე თენგიზ სულაქველიძე იდგა. მარჯვნივ - ვლადიმირ ბესონოვი, რომელიც მოგვიანებით კიეველმა ანატოლი დემიანენკომ შეცვალა, აშკარად სჯობდა...

ცენტრალურ ნახევარმცველებად ბესკოვი ორ სპარტაკელს ათამაშებდა - სერგეი შავლოსა და იური გავრილოვს, თუმცა, შავლოსადმი სიყვარულის მიუხედავად, ამ პოზიციაზე მოგვიანებით ბესონოვი დააყენა. განიხილავდნენ კიდევ ერთ ვარიანტს - კიეველ ლეონიდ ბურიაკს, რომელსაც კარგი ალტერნატივა ჰყავდა ხორენ ოგანესიანის სახით.

აი, რაც შეეხება თავდასხმას, აქ ოლეგ ბლოხინი უალტერნატივო იყო. მის გვერდით ბესკოვი ჯერ სერგეი ანდრეევს ათამაშებდა, თუმცა რამაზ შენგელიამ ყველას დაუმტკიცა, რომ არავისზე ნაკლები ფორვარდი არ იყო, არც ბლოხინზე და ბესკოვს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ყველა პოზიციაზე 2-3 ძლიერი მოთამაშე იყო, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გამორჩეული გახლავთ:

"თბილისის "დინამოს" რიგებში თამაშობდა დავით ყიფიანი - დიადი ფეხბურთელი, საოცარი "დისპეჩერი". თუმცა ის ბესკოვმა მხოლოდ ერთხელ ათამაშა ბურიაკთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში. ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდმა უელსი ვერ დაამარცხა და ამის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა თითქმის სულ დაივიწყდა ყიფიანი. არადა, ჩანდა, რომ სსრკ-ის ნაკრები ქართველის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა." - აღნიშნავს გამოცემა.

ავტორის თქმით, ბესკოვს კიდევ ერთი ქართული პრობლემა ჰქონდა - ეს ვიტალი დარასელია გახლდათ. მობილური, ტექნიკური ნახევარმცველი ისეთ ფეხბურთს აჩვენებდა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ბესკოვმა მისი იგნორი ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, 1981 წლის სსრკ-ის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა: დასაევი - ჩივაძე, ბალტაჩა - სულაქველიძე, დემიანენკო - დარასელია, ბესონოვი, გავრილოვი - ბურიაკი - ბლოხინი, შენგელია. როგორც ხედავთ, "სპარტაკიდან" ძირითადში მხოლოდ 2 ფეხბურთელი იყო (დასაევი, გავრილოვი), ძირითად ბირთვს კიეველები (5) და თბილისელები (4) შეადგენდნენ. გამოცემის თქმით, უკრაინელები გუნდს მობილურობას მატებდნენ, ქართველები - ტექნიკას. საერთო ჯამში კი, ძალიან ძლიერი გუნდი გამოვიდა.

ეროვნული გუნდიც საოცრად თამაშობდა - ზედიზედ 5 მშრალი მატჩი ჩაატარა უელსთან (2), თურქეთთან (2) და ჩეხოსლოვაკიასთან. იმ დროს, ყიფიანის გარეშეც კი, სსრკ-ის ნახევარდაცვა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა.

"ბედის ირონიით, სწორედ ეს რგოლი დაშავდა ყველაზე მეტად და მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სუსტად გამოვიდა. ტრავმა მიიღო ბურიაკმა, თუმცა ბესკოვმა ტრავმიანი ბურიაკი მაინც შეიყვანა მსოფლიო თასის განაცხადში, სრულ მზადყოფნაში მყოფ და მოტივირებულ ყიფიანზე კი უარი თქვა." - წერს გამოცემა.

ბურიაკს კი მსოფლიო თასზე 1 წუთიც არ უთამაშია (ან როგორ ითამაშებდა ტრავმიანი ფეხბურთელი?!) და ტურნირის დასრულების შემდეგ კიდევ დიდი დრო დასჭირდა ტრავმის მოსაშუშებლად.

გავრილოვი... გავრილოვმა ითამაშა და ვაი, იმ თამაშს... სსრკ-ის ნახევარდაცვამ მობილურობა და დინამიკა დაკარგა... გუნდმა ინერციით მიაღწია 1/4-ფინალურ ჯგუფამდე... თუმცა იქ ვეღარაფერი შეძლო და დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.

სსრკ-ის ამ ნაკრებმა გულშემატკივრებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაუტოვა... არადა, შესაძლებელი იყო, 1 გადაწყვეტილებით ყველაფერი შეცვლილიყო...

არადა, მაინც როგორ უნდა წაიყვანო ყიფიანის ნაცვლად ტრავმიანი ფეხბურთელი?!. სხვაზე არაფერს ვამბობთ...

• vaso 67

უფალმა აცხონოთ ყველანი, დიდი ფეხბურთელი იყო ყიფიანი და ის მწვრთნელებიც დიდები იყვნენ, თუმცა ყიფო არ წაიყვანეს... ბესკოვი და ლობანოვსკი გამწარებული ყავდა დათოს, და არც ახალკაცი გადაეფარა და მოითხოვა მისი წაყვანა... დათო აკრეფდა ფორმას, და ბოლო ბოლო ნახევარი დათოც აჯობებდა გავრილოვს (ასევე კარგ ფეხბურთელს)... დათოსთან (და გუცაევთან) მინიმუმ პოლონეთს მოუგებდენენ

• როცა არ იცი.

როცა არ იცი, ნუ წერ... მთავარი მწვრთნელი ბესკოვი იყო და ყველაფერს საბოლოოდ ის წყვეტდა. ბურიაკი წაიყვანა მხოლოდ იმიტომ რომ შეევსო რაოდენობა და იქ ყიფიანის ადგილი აღარ ყოფილიყო, თორემ ბურიაკი სულ ფეხებზე ეკიდა, იცოდა რომ მაინც ვერ ითამაშებდა. ყველაფერი ეს კი გავრილოვისათვის გაკეთდა, რომელიც ბესკოვის საყვარელი მოთამაშე იყო , ყიფიანზე რომ კითხეს, მაშინ თქვა ის ცნობილი ფრაზა "ა მნე ბოლშე ნრავიტსა გავრილოვ"...

• მგელი გერონტი

ბესკოვი რა შუაშია? რადგან რუსია? ლობანოვსკიმ წაიყვანა ფეხმოტეხილი ბესონოვი, ყიფოს ნაცვლად. ბესკოვს რაში ადარდებდა, კიეველი და თბილისელი. ის სპარტაკის მწვრთნელი იყო. ახალკაცი უნდა მიწოლოდა ბოლომდე და ყიფოს წაყვანა მოხერხდებოდა. აი, ესაა სიმართლე და ნუ წერთ შეგნებულად აშკარა ტყუილებს!

• ნუგზარ ნუცუბიძე

გუცაევი....იმ დროის მსოფლიოს უძლიერესი გარემარბი...ბესკოვი არ წყალობდა ქართველებს...1964 წელს ევროპის ჩემპიონატზე არც მეტრეველი და არც მესხი არ ათამაშა..რუსული გუნდით მოიპოვა ვერცხლის მედლები....შერჩა ,,,1960 წელს კი ქართველებით ოქრო აიღეს კაჩალინის ხელმძღვანელობით...მაგრამ შოვინისტმა რუსებმა ბესკოვს ყველაფერი შეუნდეს ..1964 წელს მესხი..მეტრეველი მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები იყვნენ...იგივე გააკეთა ბესკოვმა 1982 წელს..ერთერთ ინტერვიუში კი განაცხადა ქართული ფეხბურთი ძალიან მიყვარდაო ..თვალთმაქცობის განსახიერება..ასეთივე მტერი იყო ქართველების გომელსკი კალათბურთში.....ისე არ გამიგოთ თითქოს მათ მწვრთნელობას არ ვაფასებდე ..მაგრამ....სსრკ ნაკრები იმ წლებში ბევრად მეტს მიარწევდა რომ არა ამ ორი მწვრთნელის და ფედერაციის ( სტაროსტინი ფეხბურთში) ზღვარგადასული შოვინისტობა....

• კახა ქ.

მე უფრო ლობანოვსკის ვაბრალებ დათოს არ წაყვანას.არ გახსოვთ ოლიმპიადაზე არცერთი წუთი არ ათამაშა და მედალიც ვერ მიიღო ამიტომ.იქ დიდი უთანხმოება მოხდა,იძახოდნენ დაჟე წყენა რომ გამოხატა ზოგმა ფეხბურთელმა დაჟე დაბულინგება მოინდომაო და მერე ჩვენი მოჭიდავეები ხაერივნენ და ადგილზე მოსვესო ისინი(კიევის დინამოს ფეხბურთელები იყვნენ სულ.იმასაც იძახოდნენ მაშინ ბლოხინმა დათოს მხარე დაიჭირაო)ასე რომ....რაც შეე ხება ვოვას,იმ ნაკრების სათამაშო სტილში არ ჯდებოდა და იმიტომ დატოვეს,არადა ვოვასნაირი ნამდვილი კრაი,რომელიც აუტის ხაზთან თამაშობდა,თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო.ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში.მე ლიტბარსკი მახსენდება, მეტი არა

• ზაზა

იური ლობანოვსკი ვინაა?

• Alexandre

1964 წლის ევროპის ჩემპიონატზეც მთავარი მწვრთნელი იყო ბესკოვი. მაშინ მიშა მესხი არ წაიყვანა, მაშინაც ესპანეთში (4 გუნდი თამაშობდა ფინალურ ეტაპზე). მე, პატარა ბავშს, ასე მახსოვს უფროსების ნალაპარაკებიდან, ვითომ მესხმა ბესკოვის ქალიშვილთან ისიყვარულაო(!) და ამიტომ ჰუსაინოვი ამჯობინაო. ამ დროს 1964 წელი! დინამოს და მესხის ტრიუმფი! ისტორია ზუსტად გამეორდა 18 წელიწადში. ნათელში ამყოფოს უფალმა მიხეილის და დავითის სულები.

• jjj

არველაძე ქინქლაძის გუნდი არ იყო ტიროლთან 5-1, რომ გაფარჩაკდა? ან ნაკრებში რას მიაღწიეს?

• მამუკა

1) ბესკოვის ქართველთ მოძულეობას საფუძველი არ აქვს ,ყველაზე მეტ ქართველს სწორედ ბესკოვისეულ ნაკრებებში აქვს ნათამაშები 2)1981 წლის სსრკ ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერი ბურიაკი იყო. ტრამვა განაცხადში შეყვანის მერე მიიღო 3) ბესკოვი იყენებდა 4-4-2 სისტემას დაცვაში მარჯვნივ სულაქველიძე,მარცხნივ ჯერ რომანცევი ,მერე დემიანენკო ,ცენტრში ჯერ ჩივაძე -ხიდიატულინი,მერე ჩივაძე -ბალტაჩა.თავდასხმაში ჩელებაძეც ყავდა ოლიმპიადაზე

• gagi

არველაძე, ქინქლაძე, ცხადაძე, ქეცბაიას ფორმაცია ცოტა გადაჭარბებულია. ქეცბაია, ცხადაძე უფრო ადრე იყვნენ მაინც და ერთად ბევრი არ უთამაშიათ. არველაძე კარგი იყო, მაგრამ შენგელიასთან და გუცაევთან ვერ მოვა. ქეცბაიაც მშვენიერი და შეიძლება მოხვედრილიყო მაგ დინამოში. ცხადაძე მცველია და რას წყვეტს, ვერ ვხვდები, მაგრამ სულაქველიძეს ჯობდა თუ ჩივაძეს? ქინქლაძე საერთოდ სალაპარაკოც არაა. რა ითამაშა რომ? ერთი სეზონი სიტიში? 4 გოლი+4პასი? ვის აჯობებდა, ყიფიანს?)

საბჭოთა პერიოდში დავიბადეთ და ვცხორობდით.1970-იანი წლების მეორენახევრისა და 1980 წლების დასაწყისის ქართული ფეხბურთის არნახული წინსვლა და წარმატებები გვაწერინებს. გაიგე მეგობარო?

• ომარი ბათუმი

ქართულად აზროვნებ და წერ ? არა მგონია, ქართული ისწავლე .....................

• ოლა

1960 წლის, ნახევრად გამოშიგნული ევრო პირველობის გარდა, რა მოიგო მაგ "მრისხანე" სსრკ ნაკრებმა? იქაც ისე მოიგო, ესპანეთი საერთოდ არ გამოცხადდა, ხოლო გერმანია, ინგლისი, იტალია, ბელგია საერთოდ არ მონაწილეობდა ტურნირში. ვერ გავიდა კი არა, არ მიუღია მონაწილეობა. მსოფლიოზე რა მიღწევები ჰქონდა? საკლუბო დონეზე, 3 თასების მფლობელთა თასის გარდა არაფერი. ესაა ფაქტები. ახლა, ახლანდელ რუსეთის, უკრაინის, ან საქართველოს ნაკრებს ათასი თავით რომ ჯობდა, მაგას არავინ არ დავობს.

• სოსო

აპოლონ-ს-ს.სსრკ-ს ნაკრები არასოდეს არ იყო ძლიერთა სიაში?1956-ოლიმპიური ჩემპიონი,1960 -ევროპის ჩემპიონი.1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ერთერთი ფავორიტი,რომელმაც ერთადერთმა ითამაშა დუბლი ვეს სისტემითდა სწორედ ჩამორჩენილი ტაქტიკის გამო წააგო მეოთხედფინალი,მასპინძელ ჩილესთან.1964,ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი.1966 წელი,მსოფლიოზე მეოთხე ადგილი და ეს იმ დროს,როცა ედუარდ სტრელცოვი,ნაკრების ლიდერი და შეუდარებელი გოლეადორი, წასვლის დღეს დააპატიმრეს.მესხიც არ წაიყვანეს.1970 წელი.კვლავ მეოთხედფინალი ფინალი და წაგება ურუგვაისთან.მწვრთნელმა კვლავ 5 მცველით ათამაშა ნაკრები.მეტოქემ ბურთი აშკარად პირით ხაზს იქით გადასულიდან ჩამოაწოდა.მცველები გაჩერდნენ,მეტოქემ კი ცხრიანში დაარტყა და კავაზაშვილის საოცარმა ნახტომმაც ვეღარ უშველა საქმეს.მეტრეველი იმიტომ არ წაიყვანეს,რომ მზადების დროს,ლოვჩევმა მას ბურთი რომ აართვა,გაიქცა და ცენტრის აღმნიშვნელ ალამს წამოდებულმა,ზღართანი მოიღო ძირს.მეტრეველს გაეცინა და ეს დაუდეს მიზეზადამის შემდეგ,მართლაც ჩავარდნა იყო.74-ში ჩილეში ახალი მომხდარი იყო გადატრიალება და ქვეყანა სასაკლაოდ იყო ქცეული.პატიმრები ჰყავდათ სტადიონზეც,სადაც ნაკრებს უნდა ეთამაშა.ნაკრებს საბჭოთა მთავრობამ უარი ათქმევინა იქ თამაშზე და ჩემპიონატს მიღმა დარჩა ნაკრებიქვეყანაში დაცვითი ფეხბურთი მეფობდა და ჩემპიონატს მიღმა დარჩა 78-შიც.82 -ში კისსრკ ნაკრები,პოტენციურად ძალიან ძლიერი იყო და მედლების კანდიდატადაც მოიაზრებოდა.თუმცა აქაც მწვრთნელების გადამეტებული სიფრთხილის გამო,ვერ გაიმარჯვა პოლონეთთან.84-ში ისინი მიიჩნეოდნენსაფრანგეთთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად,მაგრამ შესარჩევში პორტუგალიასთან მარცხი,გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფრანგი მსაჯის შეცდომა.მან ნახევარი მეტრით გადასწია წესის დარღვევის ადგილი და პენალტი დანიშნა საბჭოთა კავშირის კარში. მარცხმა,ჩემპიონატის მიღმა დაარჩინა სსრკ ნაკრები.86 წლის ჩემპიონატზე,ჯგუფურ ტურნირზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ,პლეი ოფში,4-3 წააგო ბელგიასთან დააქაც მსაჯების წილიც საგძნობი იყო.88 -ევროპის პირველობა.მეორე ადგილი.ეს იყო სუსტი ნაკრები?მწვრთნელებში არ უმართლებდა,თორემ ყოველთვის ძლიერი ნაკრები იკრიბებოდა.

• zaza

ბესკოვმა მაშინ სხვა მიზეზი დაასახელა და ტრამვა არაფერ შუაშია. მან თქვა - ოდნავ მაინც გავრილოვის ცტილში რომ თამაშობდეს გავუშვებდიო. რას იზამ შოვინიზმი სისხლში აქვთ.

• lekso kutaisi-ს

კლავიატურაზე [Shift]-ი არ გიმუშავებს? :)

• apolon-ს

ოლას არ მოუწერია,მე მოგწერე და დატოვე შენი კოორდინატები,რომ პირშიც იგივე გითხრა რაც მოგწერე და ვინ ვის და სად გაუშვებს მაგაზე მერე ვილაპარაკოთ! ისე კი არანაირად არ ტოვებ იდეალისტის შთაბეჭდილება,უფრო ფსიქიკური აშლილობის ნიშნები გაქვს! სამყარო,როგორზეც შენ ოცნებობ ან წარმოგიდგენია ვერ იარსებებს,ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო,რაც ძალიან ვრცელი თემაა და თუ შემხვდები მაგაზე მერე ვისაუბროდ! და ბოლოს,სასვენი ნიშნები იხმარე!

• სოსო

ვაგიზ ხიდიატულინი,მართლაც ძალიან მაგარი ბიჭი იყო.როგორც დაიწერა,მასაც ტრავმა ჰქონდა,ძალიან ხისტი მოთამაშე იყო,თანაც სწრაფი და ტექნიკური.მაშინ ამბობდნენ,რომ ბესკოვის სიძე თუ სასიძო იყო,ერთი სიტყვით შესაძლოა ოჯახურ კონფლიქტებს გადაჰყვა.თუმცა ზუსტად არაფერი ვიცი.ყურმოკრული ამბები მახსოვს ბუნდოვნად.ის და ჩივაძე,ძალიან მაგარი წყვილი იყო,ევროპაში საუკეთესოც კი.

• სოსო

ნაკრებს ორი თავდამსხმელით ათამაშებდნენ,გამოკვეთილი ფლანგების გარეშე.იქიდან აქტურ ნახევარმცველებს უნდა შეეტიათ.ამიტომ ვოვა გუცაევს,მაინცდამაინც არ სწყალობდნენ.იშვიათად თუ გამოიძახებდნენ მსოფლიო დონის ფლანგურ თავდამსხმელს.მისი საჭიროება,ყველაზე მეტად პოლონეთთან გამოჩნდა,როცა მეტოქემ დაცვა დაიჭირა და მისი დაშლა, სწორედ ფლანგური გარღვევებით იყო საჭირო.ამას ნახევარმცველები ვერ ახერხებდნენ.უფრო მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა იყო საჭირო.ისეთი,როგორიც ვლადიმერ გუცაევს ჰქონდა.ყიფიანმაც ფეხი მოიტეხა მადრიდში,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ძველი ფორმა ვერ აღიდგინა,ის მაინც ერთი თავით მაღლა იდგა გავრილოვზე.თანაც წინასწარ უარი რომ არ ეთქვათ და გუნდში დაეტოვებინათ,ფორმას კიდევ უფრო აჰკრეფდა.ასე კი შეურაცხყოფილმა და გულგატეხილმა,ხელი ჩაიქნია და ფეხბურთიდან წავიდა.ბურიაკის არყოფნაში,მას შეეძლო ქართული სათამაშო შტრიხები შეეტანა ნაკრების თამაშში და გაცილებით უფრო საინტერესო ფეხბურთს ათამაშებდა ნაკრებს.ყოველ შემთხვევაში გავრილოვივით ნამდვილად არ დაიკარგებოდა.მას ხომ ამ ქვეყნად არავისი არ ეშინოდა მინდორზე.მისი პასები,ნაკრებს გაცილებით უფრო შემოქმედებითს და მობილურს გახდიდა.ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი თამაში ბრაზილიის წინააღმდეგაც.მას და ზიკოს ხომ ჩველი ანგარიშები ჰქონდათ და მატჩის წინ ზიკომ იკითხა კიდეც,ის ულვაშა ფეხბურთელი სად არისო.

• სოსო

მურთაზ შელია და გოჩა ჯამარაულიც დაამატე,აჩი არველაძეც,ნემსოც.ეს ბიჭები მართლაც ოქროს თაობა იყვნენ,მაგრამ ცუდ დროში მოუწიათ გამოსვლა.ძველი დინამო,საბჭოთა კავშირის უძლერეს ჩემპიონატში იხვეწებოდა და ძლიერდებოდა,რისი საშუალებაც ამ ბიჭებს არ ჰქონდათ.მათ პოტენციურად ნამდვილად შეეძლოთ,81 წლის დინამოს კალიბრის თუ არა,მათთან ძალიან მიახლოებული სიძლიერის კლუბად ჩამოყალიბება,მაგრამ ეს იმ შემთხვევაში,თუ ისინიც ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებდნენ.მათ ნაწილს პროფესიონალიზმი,მთლიანად გუნდს(ნაკრებს)კი,საერთაშორისო თამაშების გამოცდილება დააკლდა,ჯგუფურ ტურნირში გამარჯვებამდე.მთლიანობაში ძველ დინამოს ორი უპირატესობა ჰქონდა.ეს იყო პირველ რიგში ნოდარ ახალკაცი და შემდეგ დავით ყიფიანი,შეუდარებელი თავისი ზოგადი და საფეხბურთო ინტელექტით,ხედვით,ტექნიკით და უნიკალურად მრავალფეროვანი პასების ტექნიკით.მას ხომ ფეხის ყოველი ნაწილით შეეძლო 50 მეტრზე ზუსტი პასის გაკეთება,თან ისე,რომ ბურთი საჭირო მხარეს დაბზრიალებულიყო და ან დაეცადა ფეხბურთელისათვის,ან პირიქით,მისთვის სირბილის გეზი მიეცა.დაეხვია ნებისმიერ მხარეს,მეკარისაკენ თუ მეკარისაგან.ერთი სიტყვით დათო ყიფიანის პასების ტექნიკის მრავალფეროვნება,ახლაც უნიკალურია და არც ერთი ფეხბურთელისაგან არ მინახავს მას შემდეგ.მეორე მხრივ ვერც ქინქლაძემ და ვერც ჯამარაულმა,ბოლომდე ვერ გამოიყენეს თავისი უზარმაზარი პოტენციალი და იმ დინამოსა და ჩემპიონატში რომ ეთამაშათ,ვინ იცის.ქეცბაც ასე მგონია,ახალკაცის ხელში,კიდევ უფრო მაგრად ითამაშებდა.ის ხომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, უკვე თამაშობდა დინამოში და ძალიან კარგადაც.ძველი დინამოს შესაძლებლობებში კი ეჭვი ტყუილად შეგაქვს.82 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე,4 დინამოელი წავიდა,ამას გარდა წასვლას უცილობლად იმსახურებდნენ დათო ყიფიანი,ვოვა გუცაევი,შოთა ხინჩაგაშვილი და გაფართოებულ შემადგენლობაში იყვნენ ოთარ გაბელია და თამაზ კოსტავა.ოლიმპიურ ნაკრებში თამაშობდა რევაზ ჩელებაძე და 33 საუკეთესოს შორის მესამე ნომერი იყო ნოდარ ხიზანიშვილი.11 კაცზე მეტია ამ სიაში და ეს,საბჭოთა კავშირის ნაკრებში,რომელიც იმ ჩემპიონატზე,მწვრთნელებს რომ არ დაეღუპათ,იმ შემადგენლობითაც კი,რეალურად ოთხეულის მოთამაშე იყო და რომელსაც ამ ჩემპიონატზე,ბრაზილიამ მხოლოდ მსაჯის დიდი დახმარებით მოუგო.აქ პოსტებში ერთი სწერს,რომ ყიფიანი ნაკრებში კარგად ვერ თამაშობდაო და ეს მართალია.ნაკრებში მას,სულ სხვა ფეხბურთის თამაში უწევდა.კიევის დინამოს თამაში.სადაც ფეხბურთელი იბრძოდა ყოველ სანტიმეტრზე და ბურთის მიღებისთანავე პასს აკეთებდა.ეს სულ სხვა თამაში იყო,მაგრამ იქაც აშკარად ჩანდა მისი ინდივიდუალურობა,მწვრთნელებისაგან სქემაში ჩასმულ-შებორკილი,მაინც ახერხებდა გაბრწყინებას და გუნდისათვის სარგებლობის მოტანას.მისი შენგელიასთან დუეტი კი,იქაც ბრწყინვალედ მუშაობდა.დაცვის ცენტრში ჩივაძე,ნახევარდაცვის ცენტრში,ყიფიანი,თავდასხმის ცენტრში შენგელია და ყიფიანის გვერდით დარასელია.ცოტა უკან სულაქველიძე.ნაკრების ხერხემალი,ქართული იყო,მაგრამ მათ კიევურ თამაშს აიძულებდნენ.არადა ბესონოვი,ბურიაკი და ბლოხინი,თავდამსხმელი ვლადიმერ ანდრეევიც ისეთი სტილის ფეხბურთელები იყვნენ,რომ თავისუფლად ითამაშებდნენ ყიფიანის,იგივე თბილისის დინამოს თამაშს და თავისი,მეტი ფიზიკური შესაძლებლობებით,უფრო ძლიერადაც.ასეც იქნებოდა ლობანოვსკი და ბესკოვი რომ არ ყოფილიყვნენ ნაკრების ბოსები.ახალკაცი იქ ფორმალურად იყო,რადგან კარგად ესმოდა,რომ სამი აქლემის ხელში,კოზაკი დაიღუპებოდა.ორი აქლემი დარჩა და კოზაკი,მაინც გაჭყლიტეს.ჩემპიონატის წინ ბურიაკმა ფეხი მოიტეხა და აღმოჩნდა,რომ ნაკრებს გამოცდილი და კლასიანი გამთამაშებელი აღარ ჰყავდა.გავრილოვი ვერც ტექნიკით და ვერც ინტელექტით,ყიფიანთან ან ბურიაკთან ახლოს ვერ მოვიდოდა,თანაც მას,თავისი შეზღუდული შესაძლებლობებით,მხოლოდ სპარტაკის თამაში შეეძლო,ყიფიანმა გაზაფხულზევე,შეურაცხყოფილმა დაანება თავი თამაშს,როცა გაიგო,რომ შესაძლოა ნაკრებში არც წაეყვანათ ტრავმის შემდეგ.ჰოდა ჩემპიონატზე ფეხმოტეხილი,თაბაშირდადებული ფეხით წაიყვანეს ლეონიდ ბურიაკი.ტურისტად.მას არ უთამაშია და იქიდან რომ ჩამოვიდა,მგონი ისევ თაბაშირი ედო.უბრალოდ ყიფიანის უარყოფა არ შეიმჩნიეს და ვითომ ბურიაკის თამაშის შანსი იყო,თავის გასამართლებლად წაიყვანეს.შედეგები თქვენც იცით.პოლონეთთან აუცილებლად მოსაგებ თამაშში,5 მცველი გამოიყვანეს და მათ მოსთხოვეს თამაშის მოგება.0-0 უსახური თამაშის შემდეგ და ნაკრებმა ჩემპიონატი დატოვა.

• lekso kutaisi

დატო იკო გენია დატოსნაირი პეხბურტელი საუკუნეჰი ერტი იბადება დიდება მის სულს ჰენგელია ხო არვიცი რა მე მსოპლიოჰი პირველ გოლეადორად მიმაჰნია დიდება მის სულს ჰივადზე არაპერს ვამბობ კიპიანი ბლოხინი ერტად ეს იკნებოდა მსპლიოჰი უდზლიერესი ტანდემი მარა რუსებს რას გაუგებ ისე ბესკოვი დიდი მცვრტნელი იკო მე მაინც ლობანოვსკის ამბები მგონია

• Max

მე ვფიქრობ 81 წლის დინამოს მოთამაშეების შესაძლებლობები ოდნავ გაბუქულია. არველაძე, ქინქლაძე, ცხადაძე, ქეცბაიას ფორმაციის დინამო უფრო ძლიერი იქნებოდა. 81 წლის დინამო მთლიანად ახალკაცის შექმნილი და გამოძერწილი იყო. თასიც მან მოიგო

• ოლა

რავა ტყუილად დაწერე ამხელა პოემა?! მე არ მომიწერია, კარგად დახედე ვინ წერს. მე წმინდა სპორტული არგუმენტები მოგწერე და ეს მემარცხენეობა-მემარჯვენეობა სულ არ მიხსენებია. ეგ სხვა თემაა. ჩემი არგუმენტი, ერთი ადგილით ქვემოთ წერია. თუ გაინტერესებს გაეცანი.

• Apolon

ოალას : შენ უკვე დაუკრეფასიკენ აიღე გეზი შენნაირი პასუხის ღირსიც არ არი უკვე ჩემგან შენ რა იცი მე ვინავარ, მარა ამას არ გაგიტარებ, კიდევ ვინ გასწავლათ და გადაგაგვარად ისე რომ ადამიანი რო ურთიერთ საპირისპიროს ლაკონურად გიყალიბებს პრორუსის იარლიყს ეგრევე რო აწებებთ ხალხს ეგ არის ყველაზე დიდი პრორუსობაც და შენი პირადი მეს გაფარჩაკება საჯაროდ. ეხლა რომ შეგხვდე პირადად მაგას გამიმეორებ? დიდი ალბათობით ვერ ან თუკი მეტყვი და რუსეთს სხვა სამყაროში მოინახულებ. შენ ხარ გაუნათლბელი პრიმიტიულად მოაზროვნე იოლად სამართავი ადამიანი ეს უფრო რეალურია ვიდრე მე სულით იდეალისტი მემარცხენე შეურიგებელი ანტაგონისტი მოსახლეობის იმ ორი პროცენტისა რომლებმაც დღეს მოდერნიზება განიცადეს წარსულში ბურჟუებმა თანამედროვე ლიბერალების სახით ზუსტად შენნაირებს რომ ურეცხავს ტვინს და ყველაფერი ტრაფარეტურად რომ ესმით და აზრის უნარი ღრმა ძილის ფაზაში რომ გაქვთ მიცემული , და დანარჩენი მოსახლეობა მათი მოსამსახურეებათ რო ხართ ქცეული პროტესტი კი გულში შეგინებას იქით არ ცდება გამბედაობა არა გაქვთ მეტი ეს არი სიმართლე და თურმე მე ვარ რუსოფილი და შენ ხარ პროგრესის მექა ხო ვაი შე უბედურო. კომპლექსიანი ლიბერალები ხართ დაჟე არც ხართ ლიბერალები ლიბერალიზმი უფრო სხვა მცნება არის ევროპაში ასეთი აგრესიული მემარჯვენე პათეტიკოსები არ არსებობენ. ჩვენი ისტებლიშმენტიც შენნაირი სოფმხედველობის არიან შესეული სახელმწიფო თბილ სავარძლებს საბანკო კაბინეტებსა და ბონუსად პაესტკებს ბაჰამის კუნძულებზე ყოველ მეორე თვეში . ხალხისთვის კი ერთი ცენტიც არ ემეტებათ და კიდე ზევიდან დაყურებენ ეს მართლაც ღორები.უსულო მატერიალისტი ხარბები კაცს რო ფულის გულისთვის გაყიდით და თუ გაწყობთ კენედის მკვლელობასაც ისე დააბრალებთ უდანაშაულო ადამიანს შუბლზე წარბიც არ შეგეხრებათ თქვენ ეს ბნელი სეგმენტი ხართ. როცა დაძინებას აპირებთ და თბილ ბალიშზე სანამ თავს დადებთ ყოველ ღამე ერთხელ მაინც გაგახსენდეთ რომ ზუსტად მაგ დროს შენ ქვეყანაში შეიძლება 50 მეტროს დაშორებით ბავშვები შიმშილით ვერ იძინებენ და გაბღენძილი უსაქმური ჩინოვნიკების გამო ხუთასი ქართველი ბავშვისთვის ყოველ წელს მზე სამუდამოდ ჩადის.

პირდაპირ უნდა ითქვას,რომ დათო ყიფიანს უმძიმესი ტრამვა ჰქონდა გადატანილი,რომელიც მიიღო 1981 წლის ზაფხულში მადრიდის ოთხთა ტურნირზე.ერთი წლის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი ბესკოვისთვის მიუღებელი იყო დათოს მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო ტურნირში.ხოლო ვლადიმერ გუცაევის არ მიწვევა ძალიან დიდ შეცდომათ მიმაჩნია! გუცაევს იმ დროს მადრიდის რეალში სათამაშოდ იწვევდნენ,ბესკოვმა კი მაინც რუსული საქმე გააკეთა,სხვაგვარად ვერ ახსნი ვლადიმერ გუცაევის უთამაშებლობას ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო თასზე.

• apolon-ს

ძვირფასო აპოლონ,შემეძლო არგუმენტირებულად კამათი თქვენთან ამ საკითხზე,მაგრამ რაკიღა გულმხურვალე რუსოფილის შთაბეჭდილებას ტოვებთ,მოკლედ გეტყვით:სსრკ-ს ნაკრები,არასდროს,არც ერთ დიდ ტურნირზე არ ყოფილა არათუ ფავორიტთა სიაში,არამედ არცთუ ისე იშვიათად საერთოდ ვერ ხვდებოდა დიდ საფეხბურთო ფორუმებზე და ეს გახლავთ ფაქტი!!!საბჭოთა კავშირს არასდროს ჰყოლია არათუ მსოფლიო დონის ვარსკვლავი,არამედ ევროპული დონისაც კი(ლევ იაშინი,მართლაც უდიდესი,მაგრამ მაინც მეკარე იყო)!!!მაშინ,როცა პაწაწინა პორტუგალია ეუსებიო ჰყავდა,აღარაფერს ვამბობ უნგრეთსა და ნიდერლანდებზე,რომლებსაც ნამდვილი ვარსკვლავთცვენა ჰქონდათ,ამას დაუმატეთ იუგოსლავი ჯაიჩი,ჩრდ.ირლანდიელი ბესტი,1976 წლის ფორმაციის ჩეხოსლოვაკია,პოლონეთი,რომელმაც ორჯერ აიღო ბრინჯაოს მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე,აღარაფერს ვამბობ ევროპის დიდ ხუთეულზე(გერმანია,იტალია,ესპანეთი,საფრანგეთი,ინგლისი),მათთან ახლოსაც არ მდგარა არცერთი ფორმაციის სსრკ-ს ნაკრები,ასე რომ ძალიანაც ნუ გამოიდებთ თავს სსრკ-ს ნაკრების დაცვით,მითუმეტეს,რომ ქართველები სსრკ-ს ნაკრებს კი არა იქ მოთამაშე ქართველებს ვგულშემატკივრობდით!!!

• ოლა

1960 წელს ჩატარდა პირველი ევროპის ჩემპიონატი და იმ ეტაპზე ნაკლებად სერიოზულად აღიქვამდნენ. კერძოდ: 1/8 ფინალში შეხვდნენ დაშლილ უნგრეთის ნაკრებს, 1/4 ფინალში ესპანელები არ ჩავიდნენ სსრკ-ში პოლიტიკური მიზეზების გამო და სსრკ უბრძოლველად გავიდა ფინალურ ოთხთა ტურნირზე, ხოლო იტალია, გერმანია, ბელგია, ინგლისი, ჰოლანდია საერთოდ არ მონაწილეობდა მაგ ტურნირზე. ძან რთული ტურნირი იყო ხომ ? :) მერე მეორეც, მსოფლიოზე მეოთხედფინალს რომ ვერ გაცდები, იქ იმის თქმა ასე რომ ყოფილიყო, ისე რომ ყოფილიყო, იმას პენალტი ვერ გაეტანა და ა.შ არ შეიძლება. ერთხელ-ორჯერ როცა არ გიმართლებს, მაგას შეიძლება უწოდო უიღბლობა, მაგრამ სულ მასე რომ ხდება, ე.ი კანონზომიერებაა! ან კლუბები ავიღოთ: 3 თასების მფლობელთა თასი და მორჩა. მაშინ, როცა რუმინეთს და იუგოსლავიას ,საერთოდ ჩემპიონთა თასი აქვთ მოგებული. არაფერს ვამბობ პატარა პორტუგალიის და ჰოლანდიის გუნდებზე. ესპანელები, იტალიელები, გერმანელები და ინგლისელები ათი თავით მაღლა იდგნენ.

• zuka

სამაგიეროდ მის მაგივრად გავრილოვ (ჯანმრთელი) და ბურიაკი (თაბაშირში ფეხით!!!!) წაიყვანეს. ასე, რომ...

• gagi

დაახლოებით იგივეს დაწერას ვაპირებდი))) ისე, ახალკაცს აქვს თავის წიგნში ამაზე. მისი ნაამბობიდან გამომდინარე, ლობანოვსკიმ დაბლოკა და არა ბესკოვმა. ბურიაკით ჩაანაცვლა, გავრილოვის მერე, რაზეც იყო ბ-ნი ნოდარი გაოგნებული, ბურიაკი მთლად გიფსით წამოიყვანაო. შეიძლება კულუარებში კი გაუგორა ბესკოვმა ლობანოვსკის კოჭი, მაგრამ მთლად მას ნუ შევახოცავთ ხელს, ლობანოვსკის ბრალი მეტია

• asurbanifasli

11 კაცში იყო 5 კიევის "დინამოელი", ოთხი თბილისის "დინამოელი" და ორი მოსკოვის "სპარტაკიდან" - და ბესკოვის მიკერძოებაზე საუბრობს ავტორი, აქვე ერთიც რაში ჭირდებოდა ბესკოვს ლობანოვსკი და ახლაკაცი, მათი გენიალურობის მიუხედავად...სულაქველიძე და დარასელია თუ წაიყვანა ბესკოვმა, ყიფიანის რა ჯავრი ჭირდა, მითუმეტეს დათო ყიფიანს პირადად აქვს ნათქვამი, რომ ბესკოვი საუკეთესოა ვისთანაც მითამაშნია-ო, გუცაევსაც აქვს იგივე ნათქვამი "სპორტ-ექსპრესსთან"....რუსებს თავიანთი სიმახინჯეები ეყოფათ კიდევ რო9მ არ დავუმატოთ...ბესკოვი იყო უცნაური ხასიათის კაცი, რომელსაც გავარსკვლავებური ფეხბურთელები არ მოსწონდა, სწორედ მაგის გამო გაუშვა ხიდიატულინი გუნდიდან...თავისი ხედვა ჰქონდა, რომელმაც 1982 წელს არ გაამართლა, თუმცა პოლიტიკამაც ითამაშა დიდი როლი პოლონეთთან მატჩში განსაკუთრებით...

• sake

ყიფოს სული გაანათლოს ღმერთმა,ყოველთვის გამორჩეული იყო მისი თამაში,იმის თქმა,რომ ნაკრებში მაინცდამაინც ვერ ამართლებდნენ ყიფო და ვოვა არაა მთლად სწორი,იმიტომ ასეთ შემოქმედ ფეხბურთელს მეტი დრო უნდა მისცე,რომ გუნდი მასზე აეწყოს,მე პირადათ მათი ჩაგდებული თამაში ნაკრებში არ მახსოვს,დათოს რომ თავი დავანებოთ (თუმცა როგორ,მაგრამ..)ტრამვა ახალი მოშუშებული ქონდა, გუცაევი ხომ სასწაულ ფორმაში იყო,ზუსტად იმ ტურნირზე იყო,რომ რეალი ნებისმიერ თანხას იხდიდა მასში,მაგრამ არ დაუშვებდნენ ზემოთ (უფროსი ძმები)ამდენ ქართველს ძირითადში,ისე სწორად მიიჩნევა იმ დროის ნაკრები ყველაზე ძლიერ ნაკრებად საბჭოეთში.

• Apolon

ანუ შენ რის თქმას ცდილობ იგივე შენგან ჩამოთვლილ პოლონეთს ბელგიას პორტუგალიას არასოდეს არ ყოლიათ სსრ ზე ძლიერი კონტიგენტი სტაბილურად ვრცელი პერიოდით რო შეადარო, კი ათ წელში ერთხელ კარგი თაობა წამოუვიდოდათ და იმ კამანდით აღწევდენ კიდეც შედეგს მარა სსრ ამ ნაკრებებზე ძლიერი შემადგენლობა ყავდა ყველა ტურნირის წინ, მსოფლიოზე შედეგებს ვერ დებდა იმ სლე მწვრთნელების ხელში იმ პოლონეთს არ იყო 62 რო დაურტყა კარებში და გაასწრო პენლებამდე რასაც ქვია ბელგია გაგებული არ ყავდა ძირს თამაშით ესეც მსოფლიოზე და მსაჯმა მოგონილი პენალტი უსაჩუქრა და გაათრია ბელგია ამას ქვია ფატალური უიღბლობა და არა ის რომ ბელგიამ თუ პოლონეთმა სსრ ზე კარგი შედეგი როცა აჩვენა მსოფლიოზე არც მაშინ ყავდათ სსრ ძლიერი ფეხბურთელები ერთი ერთზე რო დაგედარებია . აქ იყო სუსტი მწვრთნელების ..რაკის ჟიმჟიმა ტაქტიკა დიდ ტურნირებზე. თორემ დაეყენებინა თავიდანვე 4-5 შემტევი და დამერწმუნე დაადუღებდა მაგ პოლონეთსა და ბელგიას მწვანე მინდორზე. რაც შეეხება საშუალო დონის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალში 4 ვერ გავა ვერანაირ შემთხვევაში როცა იტალია ინგლისი ესპანეთი საფრანგეთი მთლად ერთი ორჯერ არიან განასვლელი ევროს ფინალში . ანალიზი შენთვის მომინდვია ასე ჰაერზე სიტყვის გასროლა უაზრობაა ოთხგუნდიანი თუ იყო რატომ ვერ გადიოდა ფინალში იტალია საფრანგეთი ინგლისი ან თუნდაც ბელგია პოლონეთი პორტუგალია მათთვის ოცდაათგუნდიანი იყო ეს უადგილო შედარებაა.

• 100%

ექვსი ქართველი ,,იყვირებდა,, ნაკრებში, მარტო ბესკოვის დანაშაული არ არის ეს. ,,ზემოდან,, წნეხში იყო. წაიყვანა ჩვენები, რომლებიც შემოქმედებასთან ერთად, ,,მუშებიც,, იყვნენ. მეტი ფეხბურთი არ იციან ყინულზე გაზრდილებმა.

• მერაბი

ყიფიანი მძიმედ დაშავდა ესპანეთში, მაგრამ მერე ითამაშა მსოფლიო ნაკრებში. მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზად მაინც იყო. ბურიაკის წაყვანა კი მხოლოდ ბესკოვის ვირული სიჯიუტე იყო, ოღონდ კიდევ ერთი ქართველი არ წაეყვანა.

• ოლა

რა ამოუწურავი რესურსი? 4 გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი მოიგო 1960 წელს. მერე არც არაფერი მოუგია. 72 ში გერმანიამ გადაურბინა და 88 ში კიდე ჰოლანდიამ. მსოფლიო ჩემპიონატებზე მეოთხედფინალს არ გასცდენია. გაცილებით პატარა ბელგია-ჰოლანდია-პორტუგალიას სანაკრებო და საკლუბო დონეზეც მეტი მიღწევები აქვს. უფრო მეტიც, მაშინდელი სოც. ბანაკის პოლონეთი სამეულშია განასვლელი მსოფლიო ჩემპიონატზე 74 წელს. უნგრეთს სანამ დაშლიდნენ 56 წელს ვანიები, ბუდაპეშტში შეჯლიგინებით, ისიც ძალიან მაგარი გუნდი იყო. სსრკ რეალურად საშუალო დონის ნაკრები იყო. არცერთი ფორმაციის ნაკრები არ ყოფილა გრანდი და ტიტულის მომგებ გუნდად.

• ვეტერანი ფეხბურთელი

სამწუხაროდ ყიფიანიც ტრამვირებული იყო ესპანეთის ოთხთა ტურნირის შემდეგ. ანხელმა მოატეხა ფეხი და ვეღარ აღიდგინა ფორმა.

• ჯერი

ქართველ ფეხბურთელებზე როგორ არ უნდა დაწერონ მაგრამ კონტექსტზე გეუბნები. მე პირადად ხელი მაქვს ჩაქნეული. ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტში საქართველო რუსეთის უკანს ეზოა. ასე რომ არ იყოს მაგ კითხვას არ დასვამდი

• ვაკეთებ

ღრუსის კნავილი მესმის.

• შალვა-ს

გასაგებია მეგობარო,მაგრამ არ არის საჭირო და მითუმეტეს აუცილებელი ყიფიანის დარ კორიფეებზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ჭრილში საუბარი,მითუმეტეს,რომ ყიფოს სსრკ-ს ნაკრებში დიდად არასდროს წყალობდნენ!

• maxo

ამაზე იტყვიან იყო დრო და მომენტი.

• შალვა

ჯერის - ყიფიანი და სხვა დიდი ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა დროს თამაშობდნენ და მათზე არ დაწერონ?

• Teimuraz

კომენტარები ზედმეტია... ყიფიანი და გუცაევი ნებისმიერ გუნდ დაამშვენებდა!!!

• ჯერი

ვერ მოეშვით მოკლედ ამ საბჭოთა პერიოდს. რა იყო, სპეციალურად აკეთებთ? საბჭოთა კაშირის ნოსტალგია და რამე? მეტი კი არაფერი არაა რუსული პროპაგანდა.

• ზას.

ასე იცის რუსულმა შოვინისტურმა ბუნებამ,

• Apolon

საბჭოთა ნაკრები რომ ამოუწურავი რესურსის გუნდი იყო ძლიერი ფეხბურთელებით ეს მოცემულობა იყო. ის დღეს რომ ესპანეთი უკონკურენტოა წინა საუკუნის რიგ დეკადებში 2 თავით აღემატებოდა მას სსრ. სტაბილურად ძლიერი ნაკრებები იყო ევროპაში გერმანია იტალია ჰოლანდია სსრ საფრანგეთი და ინგლისი თანაბარი დონის ნაკრებები იყო სხვა დანარჩენი რიგი გამონათებებით თუ იტყოდენ სათქმელს. ინგლისი და საფრანგეთი კი პირადი "ნაშა" იყო მისი. ზემოდჩამოთვლილ ნაკრებებს და ასევე სხვა კონტინენტების წამყვან საფეხბურთო გუნდებს ხშირად ამარცხებდა .ბოლოს და ბოლოს 4 ევროპის ჩემპიონატის ფინალი აქ ნათამაშები ერთიც მონაგები .მარა უბრალოდ მწვრნელები არამარტო ფეხბურთელთა სელექციის დროს არამედ დიდ ტურნირებზე ტაქტიკურ თუ თამაშის დაგეგმვას მხრივ რბილად რომ ვთქვად " წაუფილოსოფოსებდენ" გუნდს 2 თავით ჯობიხარ გადი გაიყვანე ერთს გაგიტანს ოთხს გაუტან მარა თავს იზღვევდენ თუ რისი ეშინოდათ არ ვიცი ალბათ ზევიდან წნეხის. ფაქტია ამ ნაკრებს უფრო დიდი მიზნების დაპყრობა შეეძლო ვიდრე მისი მწვრთნელები ახერხებდნენ

• ზაზა

არიან ფეხბურთელები,რომლებიც საკლუბო დონეზე დიდებულად თამაშობენ და ნაკრებში საშუალოდ.ესე იყვნენ ყიფიანი და გუცაევიც.სხვადასხვა მწვრთნელები იწვევდნენ,მაგრამ ვერც დათომ და ვერც ვოვამ ვერცერთხელ ვერ ჩაატარეს დასამახსოვრებელი მატჩი ნაკრებში.ეს არის სამწუხარო რეალობა.ფინალურ ეტაპამდე სსსრ ნაკრებმა შესარჩევში ყველას გადაუარა ყიფიანის გარეშეც და როგორც მოგეხსენებათ გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან.

• სოსო

ლეონიდ ბურიაკი,მართლაც ძალიან კარგი ნახევარმცველი და გამთამაშებელი იყო,მაგრამ ჩემპიონატზე თაბაშირიანი ფეხით წაიყვანეს და რა თამაშზე იყო საუბარი.უკვე ტრავმა მოშუშებულ ყიფიანს კი,ადრევე უთხრეს უარი და მანაც გამწარებულმა და იმედგაცრუებულმა,თამაშს თავი დაანება.არც ვლადიმერ გუცაევი აიყვანეს ნაკრებში,რომელიც ორივე ფლანგზე ძალიან კარგად თამაშობდა და შეეძლო გუნდის სქემაში მრავალფეროვნების და სიმწვავის შეტანა.სწორედ ეს დააკლდა სსრკს ნაკრებს პოლონეთთან მატჩში,როცა გამარჯვება სავალდებულო იყო და მოედანზე 5 მცველით გამოვიდა.განმეორდა 1970 წლის ჩემპიონატის ისტორია.იქაც ხომ წაგების შიშმა იძალა და 5 მცველი გამოიყვანეს მწვრთნელებმა.შედეგად ვერც მექსიკაში და ვერც იტალიაში,ნაკრებმა,რომელსაც გამარჯვება სჭირდებოდა,გოლი ვერ გაიტანა და დატოვა ჩემპიონატი.ნაკრების გამთამაშებლის ფუნქცია,ბესკოვმა გავრილოვს და ბლოხინს დააკისრა.გავრილოვის კლასი ახლოსაც ვერ მოდიოდა ყიფიანის,ან ბურიაკის კლასთან,მაგრამ ბესკოვმა სხვა გზა აღარ დაიტოვა.არადა გავრილოვის ტექნიკურ არსენალში,მხოლოდ პირდაპირი პასები,ფეხის წვერით,ან "პადიომით"შესრულებული იყო.სხვანაირი თამაში მას უბრალოდ არ შეეძლო.სტანდარტებს კი,ნებისმიერი ადგილიდან ბლოხინი ასრულებდა და ეს ფუნქცია,მისთვის სრულიად ახალი და უცხო იყო.ასე გახდა ძალიან ძლიერი და შემოქმედებითი სსრკს ნაკრები,მონოტონურ,დაცვისაკენ მიდრეკილ,მექანიკური ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებად.თავისთავად ეს ნაკრებიც ძალიან ძლიერი იყო,მაგრამ გადამწყვეტ თამაშებში,შემოქმედებითობის გარეშე წინსვლა,აშკარად შეუძლებელი გახდა.ეს ყველაზე ძალიან გამოჩნდა პოლონეთთან 0-0 დამთავრებულ შეხვედრაში,სადაც ნაკრებმა 5 მცველით,ვერაფრით შეძლო გადამწყვეტ შეტევაზე გადასვლა. ეს ჩემპიონატი,ერთი კურიოზითაც დამამახსოვრდა.ნაკრების პირველ,გახსნის თამაშში,ბრაზილიას შევხვდით და ტელეკომენტატორმა ნიკოლოზ ოზეროვმა,ჩემპიონატის პირველი,გახსნის რეპორტაჟი შემდეგი სიტყვებით დაიწყო."ვნიმანიე,ვნიმანიე!ნაჩინაემ რეპორტაჟ ს ჩემპიონატა მირა პო ხოკეიუ".ყურადღება,ყურადღება!ვიწყებთ რეპორტაჟს მსოფლიოს ჩემპიონატიდან,ჰოკეიში.ასე იყო,ბრაზილიასთან ჰოკეი გვათამაშა.

• G.LA

ახლა წერონ და იკითხონ ღრუსებმა, რაღა აზრია აქვს? მაშინ ხმა არავინ ამოიღო ყიფიანის არ წაყვანაზე. დათო იმ დროს ერთ ერთი საუკეთესო იყო ევროპაში. ჩვენ დათო შეგვეცოდა თორემ სსსრკ-ს ნაკრებმა ვერაფერს რომ ვერ მიაღწია ეგ არც გვადარდებს. ერთი რუსიც რომ არ ყოფილიყო ნაკრებში მაინც რუსეთს მიეწერებოდა მოიღწევა. 1/2 ფინალში გასვლა კი სავსებით შესაძლებელი იყო.მხოლოდ პოლონელების დამარცხება იყო საჭირო და ბესკოვმა 5 მცველი ათამაშა. იმ გუნდს რაც აკლდა სწორედ დათო იყო და ბესკოვი კი ზედმეტი თავისი შოვინიზმით. ნამდვილი მწვრთნელი გუცაევსაც წაყვანდა ნაკრებში. ნახევარი გუნდი ქართული და ნახევარიც უკრაინული ამას ბესკოვი არ დაუშვებდა.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!

ᓝᓚᓔᓒ ᓑᓚᕝᓮᕘᓜ

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

შეხვედრა წარსულთან: ბომბარდირული ისტორიები

თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი სინჯებზე კიევის "დინამოში" მიიწვიეს

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს

საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

საქართველო-ყაზახეთის მატჩამდე დოკუმენტური ფილმის, "ქართული ფეხბურთის" ჩვენება გაიმართა

გია გურული: ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ თაობის გაზრდას, რომელიც ახლა 6-7 წლისაა

ენგურის გაღმაც და გამოღმაც... როგორ აღინიშნება ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილე?

...ᓠᕘᕗ ᓕᓔᓠ ᓛᓝ

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

საქართველოს პრეზიდენტმა ვიტალი დარასელია სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

"ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!" - უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის "დინამოში" გადაყვანა

თბილისში ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა

ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა

გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია - "რიგასი" "აინტრახტთან" 0:1 დამარცხდა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

სამარცხვინო ფაქტი - ვიტალი დარასელიას სამახსოვრო ქვა დააზიანეს [PHOTO]

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?

"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]

"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა