ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ბეგაძე: გულშემატკივარს ამ სიყვარულს ვერასდროს დავუბრუნებთ

გიორგი ბეგაძე: გულშემატკივარს ამ სიყვარულს ვერასდროს დავუბრუნებთ

„ჩვენ იმისთვის ვთამაშობთ, რომ ქვეყანა ვასახელოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში საოცარი ემოციაა. „დინამოსა“ და „მიხეილ მესხის“ სავსე ტრიბუნებიდან საოცარი ემოცია მოდის, რომელიც არაბუნებრივი ძალით გვავსებს. ნაკრებში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუმცა, როდესაც ხედავ, რომ სიცივეში, ყინვაში, პაპანაქება სიცხეში გულშემატკივარი სტადიონს ავსებს, ეს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის და მონდომება გიორმაგდება. თუმცა, რაც უნდა გავაკეთოთ მოედანზე, გულშემატკივარს ამ სიყვარულს ვერასდროს დავუბრუნებთ“ – ამბობს "ბორჯღალოსანთა" 9 ნომერი გიორგი ბეგაძე.

ტრავმა და ოჯახი

34 წლის ბეგაძემ რაგბის თამაში 8 წლის ასაკში, "ხულიგანაში" დაიწყო, მალე კი მისი ასაკობრივი ჯგუფი "აკადემიას" შეუერთდა და ჯერ კიდევ 18 წლის მორაგბემ საქართველოს ჩემპიონატის ფინალი ითამაშა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ბეგაძემ მალე ტრავმა მიიღო, რომელმაც მისი კარიერა ლამის ნაადრევად შეიწირა.

„სკოლაში ფეხბურთისა და რაგბის გუნდები გაკეთდა. ბავშვობაში ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი, რაგბის შესახებ არაფერი ვიცოდი და მეგობარმა მითხრა – წამო, ვნახოთ, რა არის, თუ არ მოგვეწონება, ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთო. პირველი ვარჯიში ფიზკულტურის ინსტიტუტის ეზოში გვქონდა და დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, რაგბით მალევე „მოვიწამლე“.

„ჩვენ ვიყავით "ხულიგანას" პირველი თაობა და ირაკლი კეკელიძე გვავარჯიშებდა, რომელსაც არაერთი ცნობილი, ნაკრების მოთამაშე ჰყავს აღზრდილი. ზოგადად, ბავშვთა რაგბიში მწვრთნელზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს პროფესიონალი და სწორად მიიტანოს ბავშვებამდე სპორტის მნიშვნელობა. ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული ხასიათზე და თუ რაგბი შენს ხასიათში ზის, მისი თამაშით დიდ სიამოვნებას იღებ, ბედნიერებას განიცდი“.

2004 წლის საქართველოს ჩემპიონატის (ლელო–აკადემია 30:28) დრამატული ფინალიდან მალევე, ბეგაძეს 19-წლამდელთა ნაკრებში უხმეს, მაგრამ მსოფლიოს პირველობაზე გამგზავრებამდე ორი-სამი კვირით ადრე, საქართველოს ჩემპიონატის მატჩში მხარი ამოუვარდა, რის გამოც ორი წელი გაუცდა.

„სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში სპორტული მედიცინა პრაქტიკულად არ არსებობდა და არც ფინანსები იყო. მე ისე მსურდა თამაში, რომ მოედანზე საჭიროზე ადრე დავბრუნდი, მხარი კიდევ ერთხელ ამომივარდა და ქრონიკული ამოვარდნა ჩამომიყალიბდა. ამ სიტუაციაში ოჯახი დამეხმარა, წავედი გერმანიაში, სადაც ოპერაცია გავიკეთე და ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ თამაში განვაახლე“ – იხსენებს რთულ პერიოდს ბეგაძე, რომელიც "ყოჩებს" შეუერთდა და თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა.

"ყოჩებში" გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ გიორგიმ "ბათუმსა" და "ლოკომოტივში" ითამაშა, ამჟამად კი გორის "ჯიქის" წევრია.

7-კაცადან ეროვნულში თანაბარი პასუხისმგებლობით

ფორმაში შესვლის შემდეგ გიორგი ბეგაძეს 2009 წელს საქართველოს 7-კაცა ნაკრებში უხმეს, სადაც მისი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები კიდევ უფრო დაიხვეწა და 2011 წელს 25 წლის მორაგბე უკვე ეროვნულ ნაკრებში იყო.

„როდესაც შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, არ აქვს მნიშვნელობა, 15-კაცა ნაკრებია, 7-კაცა თუ ახალგაზრდული – შენი ქვეყნის დროშის ქვეშ დგახარ და პასუხისმგებლობა ერთნაირია. განსხვავება 7-კაცასა და 15-კაცას სპეციფიკაშია, თუმცა 7-კაცაში თამაში ფორმაში მოსვლაში დამეხმარა, დავხვეწე ხელის ტექნიკა. რომ არა ეს გამოცდილება, ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში მოხვედრა გამიჭირდებოდა“ – ამბობს ბეგაძე, რომელსაც სანაკრებო დებიუტი 2011 წლის ბუქარესტის ერთა თასზე, არგენტინის „ა“ ნაკრებთან ჰქონდა:

„უხეში მოთამაშე არ ვარ და კლუბსა და ნაკრებში, ჯამში, კარიერის განმავლობაში სულ 5 ყვითელი ბარათი თუ მექნება მიღებული. ერთ-ერთი მათგანი სწორედ არგენტინის „ა“ ნაკრებთან მომცეს. ეს ჩემთვის ფსიქოლოგიურად რთული მომენტი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, თავს მოვერიე და მოედანზე რომ დავბრუნდი, დამაჯერებლად თამაში გავაგრძელე“.

კარიერის განმავლობაში ბეგაძის ანგარიშზე 67 კეპია და მათგან ერთ-ერთი გიორგის განსაკუთრებით ახსოვს:

„რა თქმა უნდა, დაუვიწყარი იყო 2015 წლის მსოფლიო თასზე მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან და არგენტინასთან თამაში; ასევე, ტესტ-მატჩი უელსთან და 2015 წლის მსოფლიოზე ტონგას დამარცხება. მნიშვნელობით, ტონგას დამარცხება განსაკუთრებულია, თუმცა პირადად ჩემთვის გამორჩეული იყო 2013 წელს „მიხეილ მესხზე“ სამოასთან მოგება. ეს იყო პირველი და დაუვიწყარი ემოცია. მაშინ მოთამაშეების გარდა არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მოვიგებდით. მაშინდელი სამოას ნაკრები თამაშის ხარისხით, შემადგენლობით და რეიტინგით ტიერ1-ის გუნდი იყო. ისეთი აურა იყო, ბიჭები ერთმანეთს რომ ვუყურებდით, ყველას გვჯეროდა, მოვიგებდით და ასეც მოხდა. მას შემდეგ სამოა კიდევ რამდენჯერმე დავამარცხეთ, მაგრამ იმ სიძლიერის ნაკრები არცერთი არ იყო“.

„გაჩერების უფლება არ გვქონდა“

COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შემდეგ "ბორჯღალოსნები" რეკომენდაციების დაცვით, სავარჯიშო პროცესს 22 მაისიდან დაუბრუნდნენ და 3-3-კვირიანი ციკლით, „შევარდენის“ ბაზაზე კვირაში 4-ჯერ ვარჯიშობენ. ბეგაძე ამბობს, რომ გუნდმა ნაყოფიერი ვარჯიშები ჩაატარა და ისეთ დეტალებზე იმუშავა, რისი საშუალებაც სათამაშო კვირაში არ აქვს.

„უკვე მე-4 ბლოკი დავიწყეთ. 3-კვირიანი ვარჯიშების შემდეგ ერთ კვირას ვისვენებდით და ისევ ვაგრძელებდით მზადებას. ჩვენ არ ვიცოდით, როდის რა იქნებოდა – შეიძლებოდა ზაფხულში გვქონოდა თამაში, ან რუსეთთან გადადებული შეხვედრა ჩანიშნულიყო და გაჩერების უფლება არ გვქონდა. ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა და გვემუშავა იმ დეტალებზე, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს. ყველამ ძალიან მაგრად იმუშავა, ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა და როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, კარგად ვართ მომზადებულნი. გვაქვს გეგმები, რომლის მიხედვითაც მზადებას განვაგრძობთ და თუ ოქტომბრის ბოლოს თამაშის საშუალება მოგვეცემა, შოტლანდიასთან მატჩს მომზადებულნი შევხვდებით“.

შეგახსენებთ, შოტლანდიის ნაკრებისა და "ბორჯღალოსნების" შეხვედრა, სავარაუდოდ, 24 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ასევე, იაპონიის უარის შემდეგ კვლავ განახლდა საუბრები საქართველოს ექსპერიმენტულ, რვა ერის გათამაშებაში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• რაგბი ყველგან დაპაუზებულია

მთელ მსოფლიოში რაგბი ერთნაირად გაჩერებულია. თუ მაისაშვილის მწვრთნელობა (ნაკრების ვარჯიშ-შეთამაშება) გაამართლებს, იქნება და შოტლანდიას ტოლად ვეთამაშოთ.

• სოსო

კარგია რომ ბიჭები ვარჯიშობენ,მაგრამ სათამაშო პრაქტიკის გარეშე,ამდენი ხნით დარჩენა.მაინც ძალიან ცუდია.თანაც მხოლოდ ნაკრების ხალხი ვარჯიშობს,დანარჩენი გუნდები კი,გაჩერებულები არიან .მეშინია,რომ ზოგიერთი კლუბი,დაიშალოს კიდეც.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]

ექიმების რჩევა, კიდევ 1 ტრავმა და შოტლანდიასთან გამართული 2 მატჩით მიღებული პროგრესი

ასე თავდადებით იწერება ისტორია [ბესიკ ჯანგავაძე კარდიფიდან]

რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი: ვინ ითამაშებს "ჩელენჯ კაპზე"?

თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით

კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]