შოტლანდიასთან წაგებული ტესტ-მატჩის (7:48) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს. მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ.

ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მთ
რაც ხდება ქვეყანაში, ის ხდება სპორტშიც
me
მაიაშვილი და კვესელაძე არ არის ნაკრების დონის და უნდა ვიპოვოთ შემცვლელი დროულად თორემ 13 კაცით ესე დასრულდება ყოველთვის
გუჯი
რეგრესი გრძელდება რაგბიში, ძიუდოში, ყველანაირ ჭიდაობაში. სამაგიეროდ რაშიც პროგრესირებენ “ბიჭები” ყველა კარგად ვხედავთ. სამწუხაროდ ბოლოს ყველაფერს მაინც ქვეყნის სისტემურ გაუმართაობასთან მივყავართ. სამწუხაროდ მთლიანად საქართველო რეგრესირებს

გეთანხმები იმაში, რომ მწვრთნელმა ელემენტარულად მოლში როგორ დაიცვან თავი, იმაზე უნდა ავარჯიშოს, რაზეც მიზეზი ის იყო, რომ სულ ორი ვარჯიში ჩაატარეს შემადგენლობასთან. აი უკანა ხაზს კი ნამდვილად ვერაფერს მოუხერხებს, ისეთი კატასტროფული სიტუაციაა. ამ კუთხით ვერც ადრე ვბრწყინავდით და მსოფლიოზე ზუსტად გამოჩნდა, რომ ვერც შეტევაში და ვერც დაცვაში შორს ვერ წავალთ. ვინც არ უნდა გამოცვალოს, ფაქტია, შოტლანდიის დონის გუნდს ძვრას ვერ ვუზამთ. მაისაშვილის ნაცვლად ვინც არ უნდა მოვიდეს, მოთამაშის კვალიფიკაციას ვერ გაზრდის. ამიტომ გამოსავალი ამ ხალხის ძლიერ კლუბებში გადასვლა მგონია
კორონას
კორანას მიხედე თორე დაგამარცხებს
რაგბი
საქართველოს რაგბის განვითარებას კვალიფიცირებული მწვრთნელი სჭირდება მეტი არაფერი, ბიჭები ისედაც პროფესიონალები არიან, მთელი თამაში მოლმა დაგვჩაგრა და ხო უნდა მიხვდეს მწვრთნელი რაღაც უეშვალოს, იგივე სიტუაცია ქონდა იტალიას და დერეფნში კონტაქტში არ შედიოდნენ მთელი თამასის განმავლობაში და ამ სტრატეგიამ გაამართლა, გაუშვით ეს საცოდავი მაისაშვილი ლელოს მიხედოს თორე გავარდება დიდი 10-დან. გამოცდილი, კვალიფიცირებული და რაც მთავარია ამ დონეზე გამცდილების მქონე მწვრთნელი გვინდა, ბიჭები მინდა გავამხნევო წინ ბევრი ბრძოლა გველის კიდევ რომ დავამტკიცოდ ჩვენი სიძლიერე
korona
ამ ბოლო დროს ქართველ რაგბისტებს რაც კარგად გამოგდით წვერების მოშვება და პატარა ბიჭების (73 კილოგრამიანი ფეხბურთელების), დრუჩოკებით (არა მუშტებით, 200 კილოგრამიანო არაკაცებო) ცემა და მოკვლაა. არცერთი თქვენთაგანი რომ არ გამოვიდა იმ რაგბისტების დასაგმობად პატარა ბიჭი რომ მოკლეს მაშინ მივხვდი: - არც მოედანზე და არც ცხოვრებაში არ ვარგიხართ... დაგიხიათ შოტლანდიამ...მაისაშვილო მოკეტე....
Status quo
საქართველოში რაგბის განვითარებისათვის საჭიროა ყველა გულით მოეკიდოს თავის საქმეს, ფული არ იპარონ, ერთმანეთი არ გაანადგურონ მაგ ფულის გულისთვის.
გიორგი 50
მაისაშვილო, გთხოვთ გამოიძახოთ: ასეიშვილი, ჟვანია, ასევე: ძირითადში დააყენეთ მჭედლიძე, მათიაშვილი დაასვენე... იქნებ, რამენაირად გიგაშვილი და ჩილაჩავა გამოაშვებინო მათ გუნდებს.... თორემ, ინგლისთანაც მასევე შევრცხვებით, როგორც შოტლანდიასთან და ფიჯისთან მსოფლიოზე.... გთხოვთ, ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ... . გასკდა გული....
გლახუნა
დათო - დაგვიმარცხებია საკმაოდ ავტორიტეტული ნაკრებები ; იაპონია, ფიჯი, სამოა , ტონგა , რაც შეეხება დღევანდელობას - საჭიროა ეროვნული ჩემპიონატის გამძლარება - სერიოზული ფინანსების ჩადება - კონკურენციის გაჩენა... მაგრამ ამისათვის - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უნდა განვავითაროთ - განვამტკიცოთ, სახელმწიფო ინსტიტუტები , უსაფრთხოება - ჯარი , ეკონომიკურად , ფინანსურად , სოციალურად , სტრატეგიული ეკო - ური პროექტებით პროგრესულ დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიოტონოთ ... და არა რაც ხდება 2012 წლიდან - საქართველოს ეტაპობრივად და მიზანმიმართულად - რუსულ გუბერნიად გადაქცევით , და თუ ა რ გვსურს რაგბი ვითამაშოთ როგორც რუსულ გუბერნიაში - ამისათვის ა ზ რ ზ ზ ე უნდა მივიდეთ ... -ეროვნულ ჩემპიონატში რეგრესი აშკარა გვაქვს, გავიხსენოთ ნიჟარაძის მმართველობის დროს - როგორ ხარისხზე ვიყავით ...- რას ერჩოდნენ , ა ბ ა მოიძიეთ - რა ძალებმა მოიშორა და რატომ (?!)... - მაგრამ პოტენცია ძალიან დიდი გვაქვს და საქართველო აუცილებლად იქნება მსოფლიოს ტოპ -10 - ლის ეროვნული ნაკრები - ე რ ი !
გიორგი
რაგბში წარმატებისთვის: 3. ფედერაცია ქართული რაგბი სამწუხაროდ თავს ვერ ინახავს. დაფინანსება რაგბის ფედერაციის გავლით ხდება. სამწუხაროდ დღეს ისეა, რომ სადაც ფულია, იქ პრობლემებია და ფედერაციაც სავალალო დღეშია. დახურულ კარს მიღმა გარჩევები, ჩხუბი და აყალმაყალი (სროლაც კი) უნდა დასრულდეს. ამისთვის აუცილებელია რაგბის ფედერაციის საქმიანობის გასაჯაროება. შესანიშნავი იქნება, თუკი “რაგბი TV” პირდაპირ ეთერში გადმოსცემს ფედერაციის სხდომებს. საეჭვოა, რომ კამერების წინ, პირდაპირ ეთერში გაბედონ ჩვეული გარიგებების დადება. ჩვენც დავინახავთ, თუ ვინ რისთვის იღწვის. ვისაც მშვიდი, საქმიანი განხილვა არ შეუძლია, ან კრიტიკას ვერ იტანს, მან სხვა სამსახური უნდა მოძებნოს.
გიორგი
რაგბში წარმატებისთვის: 2. ჟურნალისტიკა საქართველოს ნაკრების გასაზრდელად აუცილებელია კეთილგანწყობილი კრიტიკა. სარაგბო ქვეყნებში მთავარ მწვრთნელს უამრავი ჟურნალისტი ეხმარება შეცდომების უკეთ დანახვაში. უმაღლესი დონის მწვრთნელიც კი ვერ შეძლებს ყველა შეცდომის დანახვას და შესაბამისად ვერც გამოსწორების გზას დაინახავს. სამწუხაროდ, ქართულ რაგბს ამგვარი საჯარო ქომაგი არ ჰყავს. თამაშის შემდეგ იწერება მოკლე შინაარსი, რაც ცხადია არ არის სპორტული ჟურნალისტიკა. აუცილებელია, რომ, ვთქვათ “რაგბი TV”-მ ყველა თამაშის შემდეგ მოაწყოს საჯარო განხილვა. ცხადია, ეს უნდა იყოს კეთილგანწყობილი კრიტიკა. მთავარია დასრულდეს პრობლემების გასაიდუმლოების მანკიერი პრაქტიკა.
გიორგი
რაგბში წარმატებისთვის: 1. პროფესიონალიზმი საქართველოს პროფესიული ნაკრები ჰყავს, რაც გულისხმობს უფლებებსა და მოვალეობების დაცვას. მწვრთნელებსა და მორაგბეებს უფლება აქვთ მოითხოვონ შესატყვისი ანაზღაურება. საქართველო ღარიბი ქვეყანაა და რასაც ნაკრების წევრებს უხდიან, ისიც გასაკვირია. რაც შეეხება მოვალეობებს, თამაშის დროს მორაგბეები თავს ნამდვილად არ ზოგავენ და მოყვარულები ამას ვუფასებთ კიდევაც. მთავარი მწვრთნელი ვალდებულია არიან სისტემატიურად ანგარიში ჩაგვაბაროს რაგბის მოყვარულებს. ყოველი თამაშის წინ მწვრთნელი ვალდებულია გულახდილად მოგვახსენოს თუ რა ვითარებაა გუნდში. თუ ვის აქვს ტრამვა, ვინ არის ან არ არის ფორმაში, ზოგადად რა პრობლემაა გუნდში და რა ხდება კარგი. სამწუხაროდ, ეს არ ხდება, რაც აზიანებს გუნდს. ავიღოთ ჟვანიას მაგალითი. ვიცით მხოლოდ ჭორი, თითქოს დაპირისპირება მოხდა. პროფესიონალი მწვრთნელი და მორაგბე პირად წყენას გასახდელში უნდა სტოვებდეს. მოედანზე კი ყველა გუნდისთვის უნდა ისარჯებოდეს. საფრანგეთში უამრავი წარმატებული ქართველი წინახაზელი თამაშოს. მწვრთნელმა გულახდილად უნდა მოგვახსენოს, თუ რა პრინციპით არჩევს მოთამაშეებს.
Vasili
ერთს რამეს ვერ მივხვდი, თქვენ რა მოგებას ელოდებოდით შოტლანდიასთაან? ეს იყო ზუსტად ის თამაში სადაც შეგვეძლო დაგვენახა რეალურად სად ვართ! ასეთ თანაშებში თუ გაიზრდები თორე, სდიე მაშინ რუსეთს, რუმინეთს და პორტუგალიას, და იქნები იქ სადაც ხარ!!! მწვრთნელიც უკეთესი გვინდა და ზოგიერთი რაგბისტი ჯობია ცოტა ხანი აღარ გამოიძახოს ნაკრებში, სხვას მიცეს შანსი, იმიტომ რო კატასტროფულ შედომას რო დაუშვებს , ეგ იმას ნიშნავს რო აწი სხვისი ჯერია და უნდა ჩავანაცვლოთ, ზოგადად მგონია რო ეს ნაკრები ძალიან სუსტია გორგიძის დროინდელ ნაკრებთან შედარებით.// ჩვენი რაგბისტების პრობლემა მე რაც დავინახე არაპროფესიონალმა ის იყო რო ბურთით თამაში არ იციან , მარტო ჯანი და “მიდი მიაწე”! არ ყოფნის რაგბს! იმათი მორაგბეები ჩვენზე ჯანიანებიც იყვნენ და უფრო მკვირცხლებიც და მოქნილებიც და ტექნიკურებიც, ჩვენები მარტო ჯანზე იყვნენ, / რაგბი არის თამაში და უნდა ითამაშო , ყოველთვის წააგებ როცა მარტო ჯანის იმედად ხარ. / კოეფიციენტი შოტლანდიას მოგებაზე ქონდა (1.01) აი ეს ყველაფერზე მეტყველებს უკვე !
ჰაჰა
ლევან! მგონი წავაგეთ.
ლერი
არავინ არ ითხოვს ჩადი ეხლა შოტლანდიაში და მოიგეო!!! პროგრესი კიარა რეგრესი დაიწყო და დავადექით რუმინეთის გზას!!! რისი ბრალია? უვარგისი მართველობის, მოშლილია ფედერაცია ყველა აქსპექტში!!! დაიყო ორ კლანად ერთი მეორეს აბრალებს კორუფციას, ისე ჩაეფლენს წუმპეში უკვე იარაღს ესვრიან ერთმანეთს!!!! ეგ რაგბის ოჯახი კიარა ცხვრის ფარავს გავს გარშემორტყმული მგლებით, სადაც ყველა ცდილობს რაცშეიძლება მეტი ცხვარი მოიპაროს!!!! ბოლო 5 წელია არც შერკინებაში ვარგივართ, არც მოლში და აუტის მოწოდება ხო საერთოდ ცალკე თემაა!!! ასე თუ გაგრძელდა მსოფლიოიზე 1 თანაშსაც ვერ მოვიგებთ აი აგერ მე და აგერ თქვენ!!! გვერდიგვერდ რომ დაუდგეს შოტლანდიას ჩვენი ბიჭები გინდ სიმაღლეში გინდ ჯანში არ ჩამოუვარდებიან მაგრამ თამასში რას ვხედავთ? ფაქტს!! ფაქტი კი ის არის გვჩაგრავენ ყველა ასპექტში და კომპონენტში! რაქში გადაყრაზე არ მირბიან, ერთი თუ მოწყდა მიმყოლი არავინ არის,ბურთს რომ მიიღებს კაცი მერე კიარუნდა გაიქცეს არამედ დინამიკაში უნდა ირებდეს ბურთს და ისე ეჯახებოდეს მოწინააღმდეგეს.დღეს ეს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი რაგბში ქმნის ამინდს!!!! მოგვყავს 3 თვით ხან ხაზის მწვრთნელი, ხან შერკინების ხან ფიზიოს და ფაქტი რა არის? მათი მოსვლის მერე ყველაფერი უკანუკან მიდის. არაპროფესიონალები არიანთქო იმას კიარვიძახი უბრალოდ 3 თვეში ან 6 თვეში ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს იზამს. რა გახდა ამის დედავატირე 10 კაცი შეირჩეს მწვრთნელი რომელსაც დავაფინანსებთ და მივავლინოთ სადმე ტოპ კლუბებში თანაშემწეებად სადაც დააგროვებენ გამოცდილებას ყველაფერში.შემდეგ ჩამოვლენ და თავის განათლებას გადასცემენ იმ ბავშვების მწვრთნელებს რომლებიც ავარჯიშებენ ეხლა მოზარდებს! ეხლა მოგმართავთ ფედერაციას!!!! რაგბი ყოველთვის იყო ღირსეული და თვალსაჩინო სპორტი საქართველოში, მაშინაც კი როცა ასეთი პოპულარული არ იყო!!! კეთილი ინებეთ გააგრძელეთ ის ღირსეული გზა თუარადა წაბრძანდით მაქედან!!! თქვენი ოჯახი არარის ეგ თქვენ ჯკუაზე რომ იფაროთ საბანი!!!! ხალხის და ქვეყნის ფული მოდის თქვენს ბიუჯეტში და ამაზე პასუხის გრძნობა უნდა გქონდეთ!!! ხოლო ვინც პარლამენტში შეხვედით კეთილი ინებეთ და ბრძანდებოდეთ თქვენს ადგილას ჩამოშორდით რაგბს სანამ პოლიტიკაშიხ ხართ!!! იმიტომ რომ არც ჭიდაობის ფედერაციაში,არც ფეხბურთის ფედერაციაში,არც რაგბში და კიდევ რამოდენიმე სპორტის სახეობაში თქვენმა სინთეზმა არ გაამართლა!!!! ორ საქმეს კიარა 1 ვერ აკეთებთ ნორმალურად!!
ზურა
მაისაშვილო ამბიცია კი გაქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის,მაგრამ ხომ იცი,რომ ეგ დონე არ ხარ!!! შენ შეიძლება ჩაიბარო უკრაინის რაგბის ნაკრები,აზერბაჯანის და ასეთი დონის ნაკრებები!!!
დათო
მაინც რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი ერთი ძლიერი ნაკრები მითხარი რომელიც დაგვიმარცხებია
ზურა
ჰეიგმა წინსვლის ნაცვლად ნაკრები უკან დაწია და ეს მაისაშვილი საიდან მოიყვანეს? შეგნებულად მიმდინარეობს ქართული რაგბის უკუსვლა!!! იქამდე მიიყვანენ ნაკრებს ესენი,რომ რუსეთთან მოგება სანატრელი გაგვიხდება...

შეიძლება გამოცდილებით მჭედლიძე ჯობდა, მაგრამ შოტლანდიის შეტევებს ვერც ის გაუმკლავდებოდა, მითუმეტეს მჭედლიძის საუკეთესო მხარე დაცვა ნამდვილად არ არის. მთავარი პრობლემა მთლიანად უკანა ხაზია, რომელიც ძირითადად დიდი ათის მოთამაშეებისგან შედგება. 15 ნომერი საერთოდ გლობალური პრობლემაა. ამიტომ თუ დროზე არ დაიწყო ამ ხალხის უფრო მაღალი დონის კლუბებში გადასვლა, პრობლემა ვერ მოგვარდება
შოკირებული გულშემატკივარი
რო არ გადადებულიყო არჩევნები და იანვარში რო ჩატარებულიყო ახლა უცხოელი მწვრთნელიც იქნებოდა და ალბათ უფრო კარგ შედეგს დადებდენ
სოსო
მჭედლიძეს გამოცდილება არ აკლია,თაფლაძემ კი 8 ერისათვის მინიმალური გამოცდილება მაონც უნდა დააგროვოს,რომ თავი ავად თუ კარგად,უფრო მყარად იგრძნოს ნაკრებში.ეს ხომ დებიუტია.მგონი არ ვცდები.მატჩის ხსნის შანსი არ იყო და ამიტომ მისი გუნდთან შეჩვევა ამჯობინა.შედეგიდან გამომდინარე,შესაძლოა ეს არასწორიცაა,მაგრამ ეს მაინც ტესტია და წინ 8 ერის თამაშებისათვის,ეს სათამაშო დრო ძალიან დაეხმარება დემეს.
Solo
რაგბის დიდი სპეციალისტი არ ვარ მაგრამ ასე მომეჩვენა რომ ისე წარმატება და წინსვლა რაც გვქონდა გაქრა თითქოს სადღაც, წინ კი არა უკან წავედით. რაგბისტებს დეპუტატობა რომ უნდათ და არა მწვრთნელობა ან რაგბის კავშირში მუშაობა ეგეც ძალიან არ მომწონს, ახალგაზრდა თაობები აღზარდეთ ან ახალგაზრდა თაობების აღზრდის პროცესის დახვეწაზე იმუშავეთ, რა პარლამნენტი და მაჟორიტარი თუ ძმა ხარ !!!!
არ ვიცი
ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენსა და 6 ერის გუნდებს შორის.არ ვიცი ჯობია მათთან თამაში და სრული უმწეო მდგომარეობა თუ ჯერ ვარჯიშით კლასის ამაღლება და მერე დაპირისპირება.საკვირველია ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ასე რატომ გვჯობნიან.ეტყობა უკეთესად იციან როგორ ივარჯიშონ.
გულშემატკივარი
შენ თუ კიდე იმას გაიძახი რო მოლი ჩვენი სისუსტე არ არის?! და კიდე აბსოლუტურად ყველა სარაგბო სათამაშო კომპონენტი, ესეიგი პრობლემას ვერ ხედავ, მაშინ შესაბამისად არც გამოსწორებაზე და დახვეწაზე არ იმუშავებს, შემდგომ თამაშებში უარესად ითამაშებ და უბრო საბრალო სანახავი იქნება ჩვენი გუნდი! უბრალო ლოგიკაა... მწვრთნელი რომელიც პრობლემას ვერ ხედავს და ვერ აუმჯობესებს ნაკრებს, ეროვნულ ნაკრებში თანაც მთავარ მწვრთნელად არაფერი ესაქმება,ისევ და ისევ გოჩას დიდი მადლობა რაც რაგბს უქნა ყველაფრისთვის! თან ისევ აპირებს პრეზიდენტობას...ვაი საქართველო...

ყველაფერი გასაგებია, უზარმაზარი სხვაობაა კლასში, მაგრამ ეს სალელოვე შეტევებში დაჯარიმება რა უბედურებაა? სხვაობა რომ დიდია ეგ კი არ არის ტრაგედია, არამედ ის, რომ წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ ვდგამთ, რაც ასეთ გუნდებთან თამაშის პერსპექტივას ამცირებს
გივი
ეს ასეთი ოპტიმისტია სულ? საერთოდ ნაკრებს მწვრთნელი თუ ყავს ვერ დაიჯერებ.
სახიჩარი
შეთამაშებულიც რომ ყოფილიყავით ხო რას ამბობ
დევი34
მოლი ჩვენი სუსტი მხარე ნამდვილად არ იყო, მაგრამ თქვენს ხელში დამყარდა ანტირეკორდი - მოლით დაგვიდეს ყველაზე მეტი ლელო ჩვენი რაგბის ისტორიაში!
ბაჩო
არარის ჩვენი თამაში რავბი ;დდ
იდალგო
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ სეცდომებს თუ ხარვეზებს უმოკლეს ვადაში აღმოხვრით და ინგლისთან უფრო მაღალი კლასის საფუძველზე დიდი ანგარიშით მოვიგებთ.
ლაზი აზნაური არზნევ მუზკსია
ტიპმა გუნდი "ლელო" დააყენა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თაფლაძე 77 წუთი ათამაშა და მჭედლიძე 3 ))) სადაა ლოგიკა? წადი "ლელოს დაუბრუნდი,არაა შენი საქმე საერთაშორისო რაგბი!
კობა
სასწრაფო ცვლილებებია საჭირო სასწრაფოო!!! სერიოზული მწვრთნელთა გუნდი თუ არ მოიყვანა სათავეში ახალმა ფედერაციის პრეზიდენტმა (ვინც არ უნდა იყოს ის, თუ აირჩიეს ოდესმე) მაისაშვილის ხელში ჩამოვალთ ისევ ესპანეთის დონეზე...
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო