"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ 2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

მაისაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა:

„მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბის დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გვაფასებს და თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს. ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებენ, მაქსიმუმს გაიღებენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ“.

„ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთი აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია. ველოდებით ძალისმიერ თამაშს და მეტოქეც ამის მოლოდინშია. ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ კონტაქტის არეალში არავისზე ნაკლებები ვართ და გვაინტერესებს ვნახოთ, როგორ გავუძლებთ ამ გამოწვევას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გახსნილი და ღია თამაში. აფრიკელებს სწრაფი, მორკინალებზე არანაკლებ საშიში ხაზის მოთამაშეები ჰყავთ“.

შარიქაძე მიიჩნევს, რომ გუნდი ამ ეტაპისთვის კარგადაა მომზადებული:

„მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში დიდი პატივია, მით უმეტეს, ზედიზედ ორი და თანაც ისე, რომ სამატჩო შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ისინი შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ და ჩვენც იმავეს ვაპირებთ. არაერთი ტრავმისა და სირთულის ფონზე, ამ ეტაპისთვის კარგად მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა“.

„ყველას კარგად ესმის, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ერთი კომპონენტის ხარჯზე ვერ გახდება. სამხრეთი აფრიკა ძალისმიერ რაგბისთან ერთად მაღალ სისწრაფეზეც თამაშობს. ისინი საუკეთესოები არიან ყველა კომპონენტში და ამიტომაც გახდნენ ჩემპიონები. ეს კარგად გვაქვს გააზრებული და ველოდებით მოედანზე გასვლას“.

rugby.ge

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
საბადაშვილის 56 ქულა, იოლი გამარჯვება გიბრალტართან და ნახევარფინალის საგზური
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრები ესტონეთთან ბრძოლაში დამარცხდა
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
"ჩელსიმ" "აიაქსის" მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა - ამსტერდამული კლუბი 60 მილიონს ითხოვს
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
ოფიციალურად - რეშფორდი "ბარსელონას" ფეხბურთელია
18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ესტონეთში "ლევადიასთან" მოსაგები თამაში წააგო
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
"ნაპოლის" მალე ახალი მეკარე ეყოლება
"ასე იქცევა ის, ვისაც უნდა, რომ გაჟ*მონ" - რამიმ იამალს საქციელი დაუწუნა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 41 მორაგბე ემზადება
გადაწყვეტილება საბოლოოა - პსჟ ბარკოლას არ გაყიდის
მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა - ქართველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"ჩელსი" ხავი სიმონსის შეძენასთან ძალიან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
მესი შესაძლოა, რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!" - "ლევადიას" რიგებში "იბერიასთან" მატჩამდე საიმედო განწყობაა
[PHOTO] "ალბათ, შენი მშობლები ამით ამაყობენ" - ჰოლანმა გულშემატკივრის წერილი გაასაჯაროვა
მაისაშვილი: რომ არა უდისციპლინობა, ტაიმს მოვიგებდით
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
შარიქაძე: რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
"ბორჯღალოსნები" - "ბოკესთან" მეორე ტესტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს
როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]